Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'ვიშნუ'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 9 results

  1. რამა (სანსკრ. राम rāma „შავი“, „მუქი“ ან „მომხიბლელი“) — ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მეშვიდე ავატარა (განასახიერება). ინდური ეპოსი რამაიანა მოგვითხრობს რამას ცხოვრებისა და მის საგმირო საქმეთა შესახებ: მშობლების მიერ მის დიდად ნანატრ დაბადებას (როგორც ვიშნუს ავატარა), დიად მასწავლებლებთან სწავლასა და საომარ საქმეებში დახელოვნებას, მის პაექრობას პრინცესა სიტას ცოლად მოგებისთვის, შემდგომ მის გაძევებას სასახლიდან და ტყეში ასკეტურ ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის და ძმის საზოგადოებაში. შრი-ლანკას ბოროტი მბრძანებელი რავანა იტაცებს სიტას, და რამა ძმასთან და მაიმუნთა მეფე ჰანუმანთან ერთად დიდი ბრძოლის შედეგად იბრუნებს მეუღლეს, გამარჯვებული ბრუნდება სასახლეში და მისთვის განკუთვნილ სამეფო ტახტს იკავებს. რამას საგმირო საქმეები და სიტას მეუღლეუბრივი ერთგულება დღემდე ინდოელი ხალხისთვის საყოველთაოდ სამაგალითო და მისაბაძია.
  2. ვიშნუ (სანსკრ. विष्णु viṣṇu „ყოვლისმომცველი“) — ინდუისტური სამების (ტრიმურტი) მფარველი ღვთაება შემოქმედი ბრაჰმას და გამანადგურებელი შივას გვერდით. ოთხხელიანი ვიშნუ განისვენებს კოსმოსურ ოკეანეში და ქმნის ახალ სამყაროებს. ფერხთით უზის ბედნიერების ქალღმერთი ლაკშმი. როგორც მფარველი ღვთაება, იგი ძილბურანიდან ყოვლეთვის მაშინ იღვიძებს, როდესაც სამყაროს საფრთხე ემუქრება. ავატარად მოვლენილი, ვიშნუ ანადგურებს ბოროტებას და აღადგენს კანონიერებას. მის ავატარათგან ყველაზე ცნობილია რამა, კრიშნა და ბუდა.
  3. გაუდია-ვაიშნავური (კრიშნაიდული) რელიგია ძალიან საინტერესოა და ლამაზია, რაღაცით წააგავს პლატონის დუალისტურ მეტაფიზიკურ იდეალიზმსაც. პლატონის ფილოსოფიაში ითვლებოდა, რომ არსებობს ორი სამყარო: სულიერი, ეიდოსების ანუ იდეების სუპერსამყარო, სადაც სუფევს კეთილი დემიურგი, უზენაესი უფალი, რომელმაც შექმნა ათენა, ზევსი, ჰერმესი და სხვები. პლატონი აღიარებდა გარდაუვალი ბედისწერის კანონს, რომელსაც ბერძნულად ერქვა - ანანკე. ეს ანანკე წააგავს კარმული კანონის პრინციპს. ვაიშნავური რელიგია ქადაგებს, რომ არსებობს ოთხი სახის კარმა და ეს კარმა არის ბუნების კანონი, შექმნილი იშვარას (უფლის) მიერ. პლატონის მსგავსი იდეები აქვთ ვაიშნავებსაც. 4 ტიპის კარმა: აკარმა - როდესაც სულიერი ასკეტიზმის შედეგად გადიხარ ფიზიკური სამყაროდან სულიერში, უფალთან, უზენაესთან. კარმა - როცა იცავ და არ არღვევ ბუნების კანონებს, არ ძალადობ ცოცხალ არსებებზე და არ ანადგურებ ეკოსისტემას. ვიკარმა - როცა მისდევ მხოლოდ საკუთარი ეგოიზმის ხმას, ძალადობ, სპობ ბუნებას, ბილწსიტყვაობ, ჩხუბობ და ა.შ. უგრაკარმა - კარმული რეაქცია ეგოიზმზე, სასჯელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ კარმული კანონი ესაა ნიუტონის მესამე კანონი - "ქმედება ბადებს უკუქმედებას". ეს არის ერთგვარი მიზეზ-შედეგობრიობის პრინციპი, ნებისმიერ მოქმედებას აქვს შესაბამისი რეზულტატი, ცუდს - ცუდი და კარგს - კარგი. არსებობს ასევე დჰარმის ანუ კულტურის 5 ფორმა: სანატანა-დჰარმა - მარადიული ჭეშმარიტება, ვედური კულტურა. უპა-დჰარმა - მარადიული ჭეშმარიტების იმიტაცია. ჩალა-დჰარმა - მენტალური სპეკულაციები. ასურა-დჰარმა - დემონური ათეიზმი, მატერიალიზმი. ადჰარმა - აბსოლუტური უკანონობა და უსამართლობა, ყოველგვარი ეთიკის და მორალის უარყოფა, ნარკოტიკები, ლოთობა, ცხოველების ხოცვა, დაცინვა და ა.შ. ვედების მიხედვით დჰარმა, ისევე როგორც კაცობრიობა, არის მარადიული, უსაწყისო და უსასრულო. ვედების მიხედვით დრო (ისტორია) არის ციკლური და არა სწორხაზოვანი ანუ "უკანასკნელი" სამსჯავრო ან "ქვეყნიერების დასასრული" არასოდეს არ იქნება. ყველაფერი მეორდება. არსებობენ ისტორიული ციკლები, მაგალითად 4 ეპოქა (იუგა): სატია-იუგა - ოქროს საუკუნე. ტრეტა-იუგა - ვერცხლის საუკუნე. დვაპარა-იუგა - ბრინჯაოს საუკუნე. კალი-იუგა - რკინის საუკუნე. ვედური მითების თანახმად დაახლოებით 10 000 წლის წინ დედამიწას მართავდა ვედისტი მეფე (მაჰარაჯა) ბჰარატა, რომლის შთამომავლებზეც დაიწერა წიგნი მაჰაბჰარატა, ბრძენი ვედა ვიასა დევას მიერ 5 000 წლის წინ, როცა უკვე იწყებოდა რკინის საუკუნე ანუ დეგრადაციის ეპოქა, როდესაც ადამიანები განუდგნენ ვედებს და დაივიწყეს ბრაჰმანები (ქურუმები). ვაიშნავური სწავლების მიხედვით არსებობენ 5 ტიპის ადამიანები: კარმა-კამი - მატერიალისტი ეგოისტი. სიდჰი-კამი - ადამიანი, რომელსაც სურს გახდეს ექსტრასენსი და ფლობდეს მაგიურ უნარებს. ბჰუქტი-კამი - ადამიანი, რომელსაც სურს ნეტარება მატერიალური სამყაროს ციურ პლანეტებზე. მუქტი-კამი - ადამიანი, რომელსაც სურს მატერიისგან განთავისუფლება ანუ მუქტი. ბჰაქტი-იოგი - უფლის ერთგული, რომელსაც უყვარს უფალი (შემოქმედი) და არ სურს არაფერი გარდა იმისა, რომ ემსახუროს უზენაესს. ესაა სუფთა სულიერი სიყვარული უფლის მიმართ. ვედების მიხედვით 427 000 წლის შემდეგ უნდა მოვიდეს დამსჯელი ავატარა - უფალი კალკი, რომელიც შემუსრავს დჰარმის მტრებს და აღადგენს სატია-იუგას, შეიქმნება ახალი გლობალური ვედური სამეფო და ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მიაღწევს 80 000 წელს. ვიშნუიზმის ყველაზე მთავარი წიგნებია: ბჰაგავად-გიტა, ვასუდევა-უპანიშადა, შრიმად-ბჰაგავატამი, ვიშნუ-პურანა და ვიშნუ-სტოტრა.
  4. ვიშნუ არის სამყაროს სული - ნარაიანა. ნირგუნა ბრაჰმანი (უპიროვნო სული) არის ვიშნუ, სარგუნა ბრაჰმანი (პიროვნული უფალი) არის ვიშნუ. ვიშნუს გააჩნია ღვთაებრივი ენერგია - სტჰიტი-შაკტი იგივე ვაიშნავი (მაჰა-ლაკშმი). მაჰა-ლაკშმი და ვიშნუ-დევა განუყოფელნი არიან ერთმანეთისგან. ვიშნუს გააჩნია 24 ავატარა. ვიშნუ ვლინდება მამრობით ფორმაშიც და მდედრობითშიც (მოჰინი). მოჰინის ფორმაში ვიშნუმ შეიყვარა შივა და მისგან გააჩინა ღმერთი აიიაპპა ანუ მანიკანტჰა. ვიშნუ გამოვლინდა როგორც კრიშნა და ჰყავდა 16 104 ცოლი. ვიშნუ არის სიყვარული. ვიშნუ არის ყოვლისგამჭოლი ნეტარება. ვიშნუ შეერთებულია შივას და ბრაჰმას არსებასთან. ვიშნუს, შივას და ბრაჰმას ერთობას ეწოდება - დატატრეია ავადჰუტა. დატატრეია არის ტრიმურტის სამპიროვანი ფორმა. ვიშნუ და შივა განუყოფელნი არიან. ტრიმურტის სამივე უფალი (იშვარა) არის უმაღლესი ბრაჰმანის გამოვლინება. ვიშნუმ ემანაციურად წარმოშვა უსასრულო სამყაროები. ვიშნუ არაა შემოქმედი, ვიშნუ არის ემანატორი. მატერიალური სამყარო ესაა ვიშნუს ენერგიები. ვიშნუს აქვს სამი ენერგია: 1) ანტარანგა-შაკტი - სულიერი ენერგია, 2) ტატასტჰა-შაკტი - ცოცხალ არსებათა ენერგია და 3) ბაჰირანგა-შაკტი - ფიზიკური სამყაროს ენერგია. ვიშნუს აქვს სამი სხეული: 1) იშვარა - კაუზალური სხეული, 2) სუტრატმა - ასტრალური სხეული და 3) ვაიშვანარა - ფიზიკური სხეული. ესენია უფალი ვიშნუს კოსმიური სხეულები. უფალი ვიშნუს სხეულები შედგება ჯივების (ცოცხალი არსებების) ლოკალური სულიერი, ასტრალური და ხორციელი სხეულებისგან. ვიშნუს იშვარა შედგება არსებათა პრაჯნიებისგან (კაუზალური სხეულებისგან), ვიშნუს სუტრატმა შედგება არსებათა ტაიჯასებისგან (ასტრალური ცეცხლის სხეულებისგან), ვიშნუს ვაიშვანარა შედგება ჯივების ვიშვებისგან (ფიზიკური სხეულებისგან). ცოცხალ არსებათა ფიზიკური სხეულების ერთობლიობა ესაა ვიშნუს კოსმიური ფიზიკური სხეული (ვაიშვანარა) და ა.შ. ვიშნუ არის ბჰაგავანი ანუ დიადი სათნოებით აღვსილი კოსმიური გონი. ვიშნუ არის ცოცხალ არსებათა უპიროვნო პარამატმანი იგივე ბრაჰმანი. მთელი კოსმოსი ესაა ვიშნუს თამაში. კოსმოსი ესაა ვიშნუს მიერ წარმოშობილი ენერგეტიკული ილუზია. ჩვენ ყველანი ვიშნუს ხელები და ფეხები ვართ. ვიშნუ არის მაჰა-პურუშა, რომლის სხეული უსასრულოა. თითოეული ჯივას გონება არის ვიშნუს ემანაცია. ვიშნუ არის ყოველთა არსებათა და არსთა უმაღლესი და დიადი ატმანი. მაჰა-ლაკშმი არის ვიშნუს მდედრობითი ფორმა, ისაა ვაიშნავი იგივე სტჰიტი-შაკტი ანუ დამცველი ენერგია. არსებობს ლაკშმის მრავალი ფორმა: ადი-ლაკშმი, მაჰა-ლაკშმი, ვიჯაია-ლაკშმი, აიშვარია-ლაკშმი, გაჯა-ლაკშმი, სანტჰანა-ლაკშმი, დჰანია-ლაკშმი და ა.შ. უმაღლესი შაკტი ანუ ნირგუნა შაკტი ესაა ადი-ლაკშმი. ყველა ქალი ესაა ლაკშმის ავატარა, ხოლო მამაკაცი - ვიშნუს ავატარა. ვიშნუ და ლაკშმი-დევი სუფევენ ყველასა და ყველაფერში. მთელი სამყარო ესაა ლაკშმის მისტიური სხეული. ლაკშმი განუყოფელია ვიშნუსგან. ვიშნუ ესაა ადვაიტა-ატმანი.
  5. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ადვაიტა და ტანტრა ძირითადად მოდის შივაიზმიდან და შაკტიზმიდან, ხოლო დვაიტა (დუალისტური) ვედანტა მოდის ვიშნუიზმიდან (ვაიშნავიზმიდან). რატომ? ეს მე არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი რომ ვიშნუიზმის 50% არის დუალისტური ბუნების, რომელიც ამტკიცებს რომ ბრაჰმანი, იშვარა და ჯივა აბსოლუტურად განსხვავებული სუბსტანციებია. ვიშნუიზმის 4 მიმდინარეობიდან მხოლოდ 2 იყო და არის მონისტური და ისიც მოდიფიცირებული ანუ არაკლასიკური. ესენია რამანუჯას ლაკშმი სამპრადაი და ვალაბჰას რუდრა სამპრადაი. დანარჩენი 2 კი დუალისტური პერსონალისტური ბუნებისაა. ყველაზე დუალისტური კი ნიმბარკას დვაიტა-ადვაიტაა, რომელიც იმდენად პარადოქსულია რომ მისგან კრიშნაიზმი წარმოიშვა (!). შივაიზმის და შაკტიზმის სკოლების 95% ადვაიტას მიმდევარია, განსაკუთრებით კი ქაშმირული შივაიზმი, შაივა სიდჰანტა, სიდჰა სიდჰანტა და შრიკანთჰას შივა ადვაიტა, ასევე შრი კალი კულას სკოლა. ცხადია დუალისტური და თითქმის დუალისტური სკოლები შივაიზმში და შაკტიზმში არსებობენ, მაგალითად პაშუპატა შივაიზმი, ვირა შივაიზმი და შრი დევის სკოლა, მაგრამ შივაიტური და შაკტისტური ტრადიციისთვის ძირითადად დამახასიათებელია მონიზმი ან მონიზმი შერეული თეიზმთან, განსხვავებით თითქმის ყოველთვის დუალისტური და პერსონალისტური ვაიშნავიზმისგან, რომელიც მუდამ ამტკიცებდა რომ ბრაჰმანი და ჯივა ერთი და იგივე არაა და რომ პიროვნული იშვარა და ბჰაქტი არის უმთავრესი. თანამედროვე ეპოქაში გამოიკვეთა ორი ერთმანეთის საპირისპირო ტრადიცია; ადვაიტა შივაიზმი და შაკტიზმი და უკიდურესობამდე მისული ულტრათეისტური ვიშნუიზმი (კრიშნაიზმი). მე პირადად ვემხრობი შაივა ადვაიტას, შაკტი ადვაიტას და ვაჯრაიანას ბუდიზმს.
  6. ინდუისტური კოსმოლოგიის მიხედვით ყოფიერების სტრუქტურა ასეთია: ჯერ არის ჩვენი ფიზიკური სამყარო, შემდეგ ასტრალი ანუ ანტარ-ლოკა, ანტარ-ლოკას ანუ ასტრალური სამყაროს შემდეგ არის კარანა-ლოკა, კარანა-ლოკას შემდეგ მატერიალური სამყაროს 5 გარსი შემდგარი 5 ელემენტისგან, შემდეგ მოდის ახამკარას ანუ ცრუ ეგოს სფერო, შემდეგ მოდის მაჰატ-ტატვას ანუ კოსმიური გონის სფერო, მაჰატ-ტატვას მიღმა კი მდებარეობს "ვაიკუნთჰა-ლოკა" ანუ უფალი ვიშნუ-ნარაიანას უმაღლესი სულიერი სუფთა ზე-ცის პლანეტები. ჩვეულებრივ ის ინდუისტები რომლებიც არ არიან ტანტრისტები, განსაკუთრებით კი ვაიშნავები ამტკიცებენ, რომ ადამიანი უნდა განთავისუფლდეს მატერიალური სიამოვნებების სურვილისგან და ამაღლდეს ვაიკუნთჰა-ლოკაში. მესმის რომ ვიშნუს სამეფო მშვენიერი ადგილია, მაგრამ უბრალოდ არ მესმის; რატომ უნდა უარყოს ადამიანმა ფიზიკური მატერია და გაიქცეს ვიშნუს სამეფოში? ნუთუ ასე ცუდია სექსუალური ვნება და გემრიელი საჭმელი? რატომ უნდა უარვყოთ ბჰურ-ლოკა? უკაცრავად მაგრამ ჩვენ ტანტრისტებს და ევდემონისტებს ცოტა სხვა პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვიზიარებთ რადიკალურ ფსევდოასკეტიზმს. ტანტრა და ევდემონიზმი ამბობს იმას რომ იმისათვის რათა გახდე ჯივანმუქტა და გამოფხიზლდე სულიერ დონეზე, სულაც არაა საჭირო სექსუალური სიამოვნების უარყოფა. ტანტრას და ევდემონიზმის მიხედვით სექსი სულაც არაა ცუდი და არ უშლის ადამიანს გასხივოსნებაში ხელს. ტანტრაში რიტუალური სექსიც კი არსებობს რომელსაც ეწოდება "მაიტჰუნა" და რომლის დახმარებითაც შეიძლება გასხივოსნების მიღწევა და სიდჰად გადაქცევა. კუნდალინი შაკტის უარყოფა ესაა აბსურდი, რადგანაც კუნდალინი ესაა თავად შაკტი ანუ დედაღმერთი. შივას და შაკტის გაერთიანება სხეულშიც და სულშიც ბადებს მაჰანირვანას. სიამოვნების მიღება ხელს არ უშლის სულიერ ევოლუციას. სიყვარული და ვნება პირიქით არის სულიერი გამოღვიძების ხელისშემწყობი ფაქტორი. ორგაზმი ესაა დიადი ნეტარების სხეულის სანსარული გამოვლინება და ნირვანას ნეტარების არადუალისტური მდგომარეობის მიღწევის მეთოდი. ორგაზმი არის არა უბრალო ქიმიური პროცესი არამედ სულიერი ენერგეტიკული აქტი და პროცესი როცა ორი სუბიექტი არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ასტრალურ და სულიერ დონეზეც ერთიანდება. ასეთ დროს ხდება ენერგიების გაცვლა. ორგაზმი ესაა უმაღლეს შივასთან და უმაღლეს შაკტისთან დაკავშირების ოკულტური მეთოდი.
  7. ქრისტე ესაა უფალი ვიშნუს ერთ ერთი ფორმა. ქრისტეს ნამდვილი მამა ესაა ეონი "ნუსი" რომელიც იგივეა რაც ირანული ორმუზდი (აჰურამაზდა). იუდეველთა დემიურგი იაჰვე ესაა ქრისტეს მტერი. იუდეველებმა მოკლეს ქრისტე იმიტომ რომ ბოროტი დემიურგის მსახურები არიან. იაჰვე ესაა კენომას ანტი ეონი. ქრისტე იგივე ვიშნუ ესაა პლერომას ეონი ისევე როგორც მისი პარტნიორი სოფია პრუნიკოსი ანუ სულიწმინდა. გნოსტიკური, ბუდისტური და ინდუისტური კოსმოლოგია პრინციპში ერთსა და იმავეს ამბობენ, უბრალოდ ბევრი ამას ვერ ხვდება. კამალოკა ესაა გნოსტიკური კენომა და კერასმოსი. ხოლო რუპა ლოკა და არუპა ლოკა ესაა პლერომა. იამას ანუ ჰადესის სამეფო ესაა სივრცე დედამიწიდან მთვარემდე. ინდრას სამეფო ესაა ჰიპერბორეა დედამიწის შიგნით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. სოფია ახამოტის სამეფო ესაა კამა ლოკას უზენაესი "ცა". რუპა ლოკას პირველი სამეფოდან უსასრულო ერთიანობის უზენაეს კაუზიურ სამეფომდე განზომილებები ესაა – პლერომა. პლერომა ფიზიკური მატერიის, პლერომა ნატიფი მატერიის და პლერომა სულიერი ენერგიის.
×
×
  • შექმენი...