Search the Community
Showing results for tags 'ეკოლოგია'.
-
კაცობრიობა განიცდის აქტიურ დეგრადაციას და იყოფება დეკადანსის ტყვეობაში. თავდაპირველად, კალი-იუგას დაწყებამდე, მსოფლიოს მართავდა პანენთეიზმის პარადიგმა და ყველას ესმოდა, რომ კოსმოსი ესაა ღმერთის (აბსოლუტის) სხეული, ყველას ესმოდა, რომ აბსოლუტი არის ტრანსცენდენტურიც და იმანენტურიც ერთდროულად. მათ ესმოდათ, რომ ღმერთი ყველაფერშია და რომ სამყარო, არის აბსოლუტის გაგრძელება. ეს იყო განვითარებული თეოცენტრიზმის პარადიგმა. გავიდა დრო და ადამიანებმა დაკარგეს პანენთეისტური აღქმა ყოფიერებისა, მათ დაკარგეს სულიერი ცოდნის ნაწილი და სულიერი მზერა, ისინი გადავიდნენ პრიმიტიული პანთეიზმის პარადიგმაზე და მიიჩნევდნენ, რომ კოსმოსია ღვთაებრივი, ხოლო კოსმოსის მიღმა მათი გაგებით არაფერი არ იყო. ეს იყო პრიმიტიული კოსმოცენტრიზმი. გარკველი დროის შემდეგ ადამიანები დავიდნენ პრიმიტიული პოლითეიზმის და ანიმიზმის დონეზე. შემდეგ მოხდა ისე, რომ პოლითეიზმი უარყოფილი იქნა და ანტიკური ეპოქის დასასრულის შემდეგ დაიწყო არასწორი თეოცენტრიზმის (თეოკრატიის) ეპოქა, ბნელი შუასაუკუნეები, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს კოსმოსის მიღმა მყოფი მონოთეისტური (ტრანსცენდენტური) ღმერთის თაყვანისცემა. შემდეგ მოვიდნენ „განმანათლებლები“ და მათ მოიტანეს ანთროპოცენტრიზმი და განაცხადეს, რომ ადამიანია აბსოლუტი. მეოცე საუკუნეში გამოჩნდნენ „ბრძენკაცები“, რომლებმაც დაიწყეს ახალი კონცეფციის - ბიოცენტრიზმის ფორმირება და განაცხადეს, რომ ბუნება, ფლორა და ფაუნა არის აბსოლუტური ფასეულობა და არა უფალი, მისტიკური კოსმიური წესრიგი ან ადამიანი („ბუნების მეფე“), მათ განაცხადეს, რომ უმაღლესი ფასეულობაა მატერიალური ბუნება (ყოველგვარი მისტიციზმის და პანთეიზმის გარეშე) და ბიოლოგიური სიცოცხლე, რომელსაც მნიშვნელობა ენიჭება არა უფლის მიერ, არამედ თავისთავად, „შიგნიდან“. ანთროპოცენტრიზმი ჩაისახა ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში, როდესაც ბრძენმა პროტაგორამ ბრძანა, რომ „ადამიანია ყველაფრის საზომი“. შემდგომში ანთროპოცენტრიზმმა უფრო და უფრო მრუდე და გაუკუღმართებული ფორმები მიიღო და განიცადა დეგრადაცია. ეს ყველაფერი არის ონტოლოგიური ნიჰილიზმის განვითარების ეტაპები; გადასვლა პანენთეიზმიდან პანთეიზმზე, პანთეიზმიდან პოლითეიზმზე, პოლითეიზმიდან მონოთეიზმზე და მონოთეიზმიდან ათეიზმზე. ეს ონტოლოგიური ნიჰილიზმი შემთხვევით არ გაჩენილა ადამიანთა გულებში და ცნობიერებაში. თავდაპირველად გაუფასურდა პანენთეიზმი, რადგანაც ადამიანებს აღარ ჰქონდათ მისი აღქმის უნარი, შემდეგ გადავიდნენ პრიმიტიულ კოსმოცენტრისტულ პანთეიზმზე, მაგრამ ესეც გაუფასურდა და დავიდა ადამიანთა აზროვნება პრიმიტიულ პოლითეიზმზე და შამანიზმზე, აქედან ადამიანები გადავიდნენ მკაცრ მონოთეისტურ ტრანსცენდენტურ ღმერთზე, რადგანაც გაუფასურდა პოლითეიზმიც, საბოლოო კი გაუფასურდა მონოთეიზმიც და საბოლოოდ მივიღეთ - ათეიზმი, ბიოცენტრიზმი და ნეოპოზიტივიზმი. თავდაპირველად ადამიანები ხედავდნენ ფასეულობას და აზრს პანენთეიზმში, მაგრამ შემდეგ უკვე ვეღარ აღიქვამდნენ ფასეულობად პანენთეისტურ რელიგიურ ფილოსოფიას და მისტიციზმს, შემდეგ კოსმოსში ვეღარ ხედავდნენ ფასეულობას, შემდეგ მონოთეისტურ ღმერთშიც ვეღარ შეძლეს ფასეულობის დანახვა, ბოლოს კი ადამიანშიც შეწყვიტეს აბსოლუტური ფასეულობის დანახვა. ამიტომაცაა რომ დღეს აბსოლუტურ და უმაღლეს ფასეულობად (ერთადერთ ფასეულობად) გამოცხადებულია ბილოგიური სიცოცხლე, ბუნება, ფლორა და ფაუნა და არა ადამიანი („ბუნების მეფე“), კოსმიური მისტიკური წესრიგი ან ღმერთი (აბსოლუტი). სწორედ ფლორას და ფაუნას, როგორც აბსოლუურ ფასეულობას, განიხილავენ ერთადერთ ღირებულებად და ზოგიერთები, მაგ. დევიდ ორტონი, იქამდეც კი მიდიან, რომ აცხადებენ, რომ თურმე „დედამიწა არავისი არაა“. მომავალში ეს ნიჰილიზმი მიიღებს ბევრად უფრო საზიზღარ და საზარელ ფორმებს, რაც არაა გასაკვირი, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ დანავების მიერ შექმნილია ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც „ნებაყოფლობითი გადაშენებისკენ“ მოუწოდებს ადამიანთა მოდგმას, რადგანაც თურმე ადამიანი ფასეულობას აღარ წარმოადგენს, რადგანაც ბუნებას აზიანებს და კლავს. ღმერთზე აქ ლაპარაკიც აღარაა, უწყებ ეგეთ „ადამიანებს“ საუბარს ღმერთზე და მასხრად გიგდებენ, სამაგიეროდ ბიოცენტრისტულ დოგმებს ძალიან კარგადაც ეთაყვანებიან. ომ შანტი. 07.01.2021.
- 1 reply
-
- მასები
- ცნობიერება
-
(and 8 more)
Tagged with:
-
ტოტემიზმი ესაა ადრეული გვაროვნული საზოგადოების რელიგია, რომელშიც თავისებური სახით აისახა ამ პერიოდის საზოგადოებრივი ურთიერთობანი. ტოტემიზმის თანახმად, ადამიანსა და მის გარეთ არსებულ საგნებს (ცხოველი, მცენარე ან სხვა საგანი) შორის არსებობს სისხლით ნათესაური კავშირი. ამიტომ ადამიანთა შორის არსებული ყველა კავშირი ამ ნიშნით განისაზღვრება. ტოტემური რწმენის თანახმად, ადამიანის უძველესი წინაპარი იყო რაღაც ფანტასტიკური, ნახევრად ადამიანი, ნახევრად მცენარე ან ცხოველი, ამიტომ ტოტემი გვარის წინაპრად ითვლება და მის მიმართ ადამიანები პატივისცემით არიან განწყობილნი. ტოტემურ საგანზე არსებობს მკაცრი ტაბუ — მისი მოკვლა, ჭამა იკრძალება. ტოტემიზმის მიხედვით იკრძალება ერთი ტომის წევრთა შორის შეუღლება, სქესობრივი კავშირები. ტოტემიზმი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეურნეობის ისეთ ფორმებთან, როგორიცაა მეცხოველეობა და მონადირეობა. ადამიანებმა მათთვის სასარგებლო ცხოველები და მცენარეები რელიგიური კულტის ობიექტებად აქციეს. ტოტემიზმში ასახვა ჰპოვა არა მარტო პირველყოფილი ადამიანის სამეურნეო ცხოვრების პირობებმა, არამედ მისმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავისებურებებმაც. ოცდამეერთე საუკუნის ულტრა-ლიბერალურ და ულტრა-ეგალიტარულ საზოგადოებაში ტოტემიზმის და ზოო-ფეტიშიზმის დოგმებმა ახალი ძალით იფეთქეს და მთელ მსოფლიოზე გაბატონდნენ. დღეისათვის დომინანტურ იდეოლოგიად ითვლება ბიოცენტრისტული ეთიკა და ინვირომენტალიზმი, როგორც ზოო-ფეტიშიზმის, ეკო-კულტის და ტოტემიზმის ახალი, ძველზე გაცილებით მძლავრი და სიცოცხლის უნარიანი, ერთობ ექსპანსიური ნაირსახეობა, რომელიც მკვეთრად აგრესიული და შოვინური ბუნებისაა. თანამედროვე საზოგადოებაში ადგილი აქვს შინაური ცხოველების კულტს, კერძოდ კი ძაღლების და კატების კულტის ობიექტებად ქცევას და საპირისპირო, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ მკვეთრ სიძულვილს მძლავრი მორალისტური პათოსის და რეპრესიული ფსევდო-ეთიკის თანხლებით. შესაძლოა შინაური ცხოველების და ეკოსისტემის დაცვის ისტერიული კულტი კიდევ დიდხანს იარსებებს... ცნობისათვის, ეკო-კულტისტებს შორის მრავლად არიან რადიკალური იდეების მქონე ე.წ. ეკო-ტერორისტები.
-
განსხვავება დჰარმულ რელიგიებსა და ინვირომენტალისტურ ზოორელიგიას შორის
შანკარადევა posted a blog entry in შანკარადევა's ბლოგი
ვეგეტარიანელი ინდუისტი ან სიქჰი ფიქრობს არა იმაზე, რომ ცხოველი როგორც ასეთი თავისთავად წარმოადგენს აბსოლუტურ ფასეულობას, არამედ იმას, რომ თუ ბუნებას ზიანს მიაყენებს ღმერთი დასჯის კარმული კანონის დახმარებით. სინამდვილეში ინდუისტს ადარდებს არა ცხოველი და მისი "უფლებები" შეთხზული დასავლელი ულტრა-ლიბერალების და ეკოლოგიური ტერორისტების მიერ, არამედ კოსმიური კანონები და მათი მოქმედების პრინციპი, შექმნილი იშვარას (ღმერთის) მიერ. ინდუსისათვის მთავარია ღმერთის მორჩილება და უფლამდე მისვლა და არა აგრესიული ცოფიანი პირუტყვების დაცვა. ხვალ რომ ინდუისტების რომელიმე ღვთაებამ შეცვალოს წესები და საპირისპირო თქვას, ინდუსი დიდი სიამოვნებით გაავლებს მუსრს მთელ ფაუნას. ინდუსი ფაუნაზე კი არა საკუთარ სულზე ზრუნავს. მაგის გარდა ყელშია უკვე ამოსული ქუჩებში მაწანწალა ძაღლები და მათი ჰიპსტერი დამცველები თავის ტვინის კიბოთი. პლიუს: რა უფლებებზეა საუბარი პირუტყვთან? საიდან მიიღეს ეგ "უფლებები" ძალიან მაინტერესებს. დროა შეწყვიტონ უაზრო თამაში ეკოაქტივისტებმა და მოეშვან ფარისევლობას. სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება ადარდებთ და თამაშობენ მორალის მცველი ანგელოზების როლს. მინახავს მათი "მორალი" კომენტარებში ინტერნეტში, რას აგინებენ ვინც მათკენ არაა იმათ ყველას. ტიპიური სექტაა ეგ ეკოლოგიზმი და ბევრი ბაიყუში ეკოლოგისტი ინდური რელიგიებითაცაა ვითომ "გატაცებული" და თან ისე, რომ ზედაპირულად თუ იციან ინდური რელიგიები. ძალადობა ყოველთვის არ იკრძალება ინდუიზმში, ეგრე რომ იყოს ინდოელი ჯარისკაცები ქაშმირში ჩინელ ჯარისკაცებს თითსაც არ დააკარებდნენ, არადა დიდი სიამოვნებით ხოცავენ მტრებს ბრძოლის ველზე. ეკოლოგისტების წყალობით ჩვენი ბინძური ქუჩებიც ბრძოლის ველად იქცნენ. დედაჩემი ძაღლებმა მილიონჯერ კინაღამ შეჭამეს და თურმე მათი დაძინება "არ შეიძლება". უკვე გამზადებული აქვთ იდეალური "ეთიკა" მაგ საზიზღარ ბუნების დამცველ ჯორებს. ერთმა სტუდენტმა ერთხელ ისიც მომახალა ინდუიზმით ვარ დაინტერესებული და ვეგატარიანელი გავხდიო, თან ბოდავდა იმას, რომ ცხოველი ადამიანისგან არაფრით განსხვავდებაო. ლექტორს თვალები შუბლზე აუვიდა სემინარზე. ინდურ რელიგიებს რაც შეეხება ფეხები იცის და არა ინდუიზმი.)) წესიერად ერთი უცხო ენაც არ იცის და სოფლური ლაპარაკიც უყვარს ეტყობა, ისეთი ორატორია პირდაპირ შემშურდა. პირს რომ აღებს იქიდან ოქრო გადმოსდის ტკბილად ჟღერადი.)) ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზედმეტად ბევრს ვინც მედიტირებს ფაუნაზე (ცხოველებზე), კარმული კანონის გამო შემდეგ ინკარნაციაში ცხოველის სხეულს მიიღებს. მედიტაცია ნიშნავს კონცენტრაციას. ჰოდა დაემართებათ სათავისო. ერთხელ ერთმა ბუდისტმა ბლოგერმა თქვა: ზოგიერთი ადამიანი ზედგამოჭრილია ცხოველის სხეულში არსებობისათვის, ის რომ ზოგს სხეული ადამიანის აქვს და წერა-კითხვა იცის, სულაც არ ნიშნავს, რომ ცხოველის სხეული არ გამოადგებოდა. ერთია ვეგატარიანელობა და მეორეა დაბინძურებული ქუჩები და კბენა ერთ ადგილას. -
გაპიროვნება: პერსონიფიკაცია (ლათ. persona – სახე, პიროვნება; facere - კეთება) – მხატვრული გამოსახვის ხერხი, რომლისთვისაც დამახასიათებელია საგნებისა და მოვლენებისადმი ადამიანური თვისებების მიწერა, უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება. უსულო საგანი წარმოდგენილია, როგორც ადამიანი, რომელიც გრძნობს, მსჯელობს, მოქმედებს. განსხვავდება მეტაფორისაგან იმით, რომ მეტაფორაში ყველა თვისების გადატანა შეიძლება ერთი საგნიდან მეორეზე, გაპიროვნებაში კი გადატანილია მხოლოდ ადამიანური თვისებები. თანამედროვე ეკოლოგებს და ბუნების დამცველებს ხშირად ახასიათებთ ადამიანური თვისებების ცხოველებზე გადატანა და მათი გაადამიანება (გაპიროვნება). ასეთია ადამიანური აღქმა. მთავარია ის, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი ბუნებას და არა ის, როგორ აღიქვამს ცხოველი ადამიანს საკუთარი ინსტინქტების პრიზმაში, როგორც ბიოლოგიური რობოტი. ვედების მიხედვით ცხოველს აქვს 4 მოთხოვნილება: ჭამა, ძილი, სექსი, თავდაცვა. ადამიანს უჩნდება მეხუთე მოთხოვნილება, დასვას სამი კითხვა: ვინ ვარ, საიდან გავჩნდი და რა მოხდება სიკვდილის შემდეგ. ამ კითხვებს ადამიანი მეტყველებითაც გამოხატავს, რაც ცხოველს არ შეუძლია. ბუნების (ცხოველთა) შესახებ წარმოდგენების უდიდესი ნაწილი არის უბრალოდ ადამიანის სუბიექტური ხედვა და არა ობიექტური რეალობა. ომ ნამო ნარაიანა მნიშვნელოვანი და საინტერესოა ისიც, თუ როგორ განმარტავს ანუ უკეთებს ინტერპრეტაციას მეცნიერული კვლევების რეზულტატებს კონკრეტული ადამიანი (მაგალითად - ეკოლოგი ან ზოოლოგი).
-
- გაპიროვნება
- გაადამიანება
-
(and 3 more)
Tagged with:
-
ადამიანს თავისი ეგოცენტრიზმისა და ჰუმანისტური ამპარტავნების გამო თავი ცოცხალ არსებათა შორის უმაღლესი ჰგონია, არადა ცოცხალ არსებათა შორის ყველაზე უბადრუკი და უმდაბლესია. სწორედ ამით განსხვავდება ერთმანეთისგან "ეგო" და "ეკო". ადამიანი ისეთი ბრიყვი და ამპარტავანია, რომ სამყაროში ზეადამიანური რასების არსებობას უარყოფს. რა უნდა ელაპარაკო ასეთ შიზოფრენიკს?