Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'დოკინსი'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 5 results

  1. „ძველი აღთქმის ღმერთი სავარაუდოდ ყველაზე უსიამოვნო პერსონაჟია მთელ მხატვრულ ლიტერატურაში: ეჭვიანი და ამით ამაყი; მეწვრილმანე, უსამართლო, პატიების უნარის არმქონე დესპოტი; შურისმაძიებელი, სისხლის მოშურნე და ეთნიკური წმენდის შემოქმედი; ქალთმოძულე, ჰომოფობი, რასისტი, ბავშვების მკვლელი, გენოციდების მოყვარული, შვილების შემომწირველი, ნათესებისა და საქონლის გამნადგურებელი, განდიდების მანიით შეპყრობილი, სადო-მაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე.“ რიჩარდ დოკინსი „ღმერთი როგორც ილუზია“
  2. იაჰვეს სადიზმი ძველი აღთქმა გამოსვლა თავი მეთერთმეტე 4. თქვა მოსემ: ასე ამბობს უფალი: შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში. 5. მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყნად ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავებს რომ უზის; მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული. 6. ატყდება დიდი გლოვა მთელს ეგვიპტეში, რომლის მსგავსი არ ყოფილა და არც იქნება. 7. ხოლო ისრაელიანებს - კაციდან პირუტყვამდე - ძაღლიც არ შეუყეფს, რათა გეცოდინოთ, რომ ზღვარი დასდო უფალმა ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის. 8. ჩამოვლენ ჩემთან ეგ შენი მორჩილნი, თაყვანს მცემენ და მეტყვიან: გადით შენ და მთელი შენი ხალხი, შენს კვალზე მავალი. მხოლოდ ამის მერე გავალ. და გავიდა ფარაონისგან მოსე, განრისხებული. 9. უთხრა უფალმა მოსეს: იმიტომ არ მოგისმენთ ფარაონი, რომ გამრავლდეს ჩემი სასწაულები ეგვიპტის ქვეყნად. 10. მოახდინეს ეს სასწაულები მოსემ და აარონმა ფარაონის თვალწინ, მაგრამ გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა მან ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან. [Исх.] Вторая книга Моисея. Исход Глава 11 4 И сказал Моисей: так говорит Господь: в полночь Я пройду посреди Египта, 5 и умрет всякий первенец в земле Египетской от первенца фараона, который сидит на престоле своем, до первенца рабыни, которая при жерновах, и всё первородное из скота; 6 и будет вопль великий по всей земле Египетской, какого не бывало и какого не будет более; 7 у всех же сынов Израилевых ни на человека, ни на скот не пошевелит пес языком своим, дабы вы знали, какое различие делает Господь между Египтянами и между Израильтянами. 8 И придут все рабы твои сии ко мне и поклонятся мне, говоря: выйди ты и весь народ [твой], которым ты предводительствуешь. После сего я и выйду. И вышел [Моисей] от фараона с гневом. 9 И сказал Господь Моисею: не послушал вас фараон, чтобы умножились [знамения Мои и] чудеса Мои в земле Египетской. 10 Моисей и Аарон сделали все сии [знамения и] чудеса пред фараоном; но Господь ожесточил сердце фараона, и он не отпустил сынов Израилевых из земли своей. ძველი აღთქმა იობი თავი პირველი 6. ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის. 7. უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან. 8. უთხრა უფალმა სატანას: თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. 9. მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში? 10. განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად. 11. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა. 12. უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები. და გავიდა სატანა უფლისგან. 13. ერთ დღეს, როცა მისი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში, 14. მოვიდა მაცნე იობთან და უთხრა: ხარები ხნავდნენ, სახედრები კი ძოვდნენ მის გვერდით; 15. დაეცნენ შებაელები და გაირეკეს, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. 16. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ციდან, გადაწვა ცხვარი და მსახური ბიჭები; შთანთქა ისინი. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. 17. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ქალდეველები დაეწყვნენ სამ რაზმად, დაეცნენ აქლემებს და წაასხეს, და მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. 18. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: შენი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში. 19. ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა, ეძგება სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი. 20. ადგა იობი, შემოიხია მოსასხამი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა. 21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი. 22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია. [Иов] Книга Иова Глава 1 6 И был день, когда пришли сыны Божии предстать пред Господа; между ними пришел и сатана. 7 И сказал Господь сатане: откуда ты пришел? И отвечал сатана Господу и сказал: я ходил по земле и обошел ее. 8 И сказал Господь сатане: обратил ли ты внимание твое на раба Моего Иова? ибо нет такого, как он, на земле: человек непорочный, справедливый, богобоязненный и удаляющийся от зла. 9 И отвечал сатана Господу и сказал: разве даром богобоязнен Иов? 10 Не Ты ли кругом оградил его и дом его и все, что у него? Дело рук его Ты благословил, и стада его распространяются по земле; 11 но простри руку Твою и коснись всего, что у него, — благословит ли он Тебя? 12 И сказал Господь сатане: вот, все, что у него, в руке твоей; только на него не простирай руки твоей. И отошел сатана от лица Господня. 13 И был день, когда сыновья его и дочери его ели и вино пили в доме первородного брата своего. 14 И вот , приходит вестник к Иову и говорит: 15 волы орали, и ослицы паслись подле них, как напали Савеяне и взяли их, а отроков поразили острием меча; и спасся только я один, чтобы возвестить тебе. 16 Еще он говорил, как приходит другой и сказывает: огонь Божий упал с неба и опалил овец и отроков и пожрал их; и спасся только я один, чтобы возвестить тебе. 17 Еще он говорил, как приходит другой и сказывает: Халдеи расположились тремя отрядами и бросились на верблюдов и взяли их, а отроков поразили острием меча; и спасся только я один, чтобы возвестить тебе. 18 Еще этот говорил, приходит другой и сказывает: сыновья твои и дочери твои ели и вино пили в доме первородного брата своего; 19 и вот, большой ветер пришел от пустыни и охватил четыре угла дома, и дом упал на отроков, и они умерли; и спасся только я один, чтобы возвестить тебе. 20 Тогда Иов встал и разодрал верхнюю одежду свою, остриг голову свою и пал на землю и поклонился 21 и сказал: наг я вышел из чрева матери моей, наг и возвращусь. Господь дал, Господь и взял; [как угодно было Господу, так и сделалось;] да будет имя Господне благословенно! 22 Во всем этом не согрешил Иов и не произнес ничего неразумного о Боге.
  3. „ძველი აღთქმის ღმერთი სავარაუდოდ ყველაზე უსიამოვნო პერსონაჟია მთელ მხატვრულ ლიტერატურაში: ეჭვიანი და ამით ამაყი; მეწვრილმანე, უსამართლო, პატიების უნარის არმქონე დესპოტი; შურისმაძიებელი, სისხლის მოშურნე და ეთნიკური წმენდის შემოქმედი; ქალთმოძულე, ჰომოფობი, რასისტი, ბავშვების მკვლელი, გენოციდების მოყვარული, შვილების შემომწირველი, ნათესებისა და საქონლის გამნადგურებელი, განდიდების მანიით შეპყრობილი, სადო-მაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე.“ რიჩარდ დოკინსი „ღმერთი როგორც ილუზია“
  4. დაბადება თავი მერვე 1. გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაყუდდა წყალი. Бытие Глава 8 1 И вспомнил Бог о Ное, и о всех зверях, и о всех скотах, (и о всех птицах, и о всех гадах пресмыкающихся,) бывших с ним в ковчеге; и навел Бог ветер на землю, и воды остановились. კომენტარი: „გაიხსენა“???... რას ნიშნავს „გაიხსენა“????... რა ეს არსება ყოვლისმცოდნე ღმერთი არაა?? რა ყოვლისმოცდნე ღმერთს დაავიწყდა ნოე?... ჰმმმ... სიტყვები არ მყოფნის... დაბადება თავი მერვე 21. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი. 22. ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება. Бытие Глава 8 21 И обонял Господь приятное благоухание, и сказал Господь [Бог] в сердце Своем: не буду больше проклинать землю за человека, потому что помышление сердца человеческого – зло от юности его; и не буду больше поражать всего живущего, как Я сделал: 22 впредь во все дни земли сеяние и жатва, холод и зной, лето и зима, день и ночь не прекратятся. კომენტარი: უკაცრავად??... „მეტად აღარ გავანადგურებ-ო“??... და „აპოკალიფსი“ და „არმაგედონი“ რაღაა??... და საერთოდაც! თუ მიხვდა, რომ ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გული სულ მუდამ (ანუ არ უყვარს ღმერთისადმი მორჩილება და სულ ამბოხის ხასიათზეა), ფაქტობრივად რის გამოც მოსპო წარღვნით ყოველივე ცოცხალი, უკაცრავად მაგრამ საერთოდაც რატომ დახოცა ხალხი მაშინ??! ეს იდიოტიზმი არაა?! თუ ყოვლისმცოდნემ მანამდეც მშვენივრად იცოდა ადამიანის ბუნება, უბრალოდ რატომ არ გვაპატია და არ დააიგნორა „უკეთურება ადამიანთა გულისთქმისა“ (ე.ი. დაუმორჩილებლობა)?! რა კრეტინია???... დაბადება თავი მეცხრე 13. ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყანას შორის. 14. როდესაც ქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ და გამოჩნდება ღრუბელში ცისარტყელა, 15. მაშინ გავიხსენებ აღთქმას ჩემსა და თქვენს შორის, ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, და აღარ გადაიქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპავად. Бытие Глава 9 13 Я полагаю радугу Мою в облаке, чтоб она была знамением [вечного] завета между Мною и между землею. 14 И будет, когда Я наведу облако на землю, то явится радуга [Моя] в облаке; 15 и Я вспомню завет Мой, который между Мною и между вами и между всякою душею живою во всякой плоти; и не будет более вода потопом на истребление всякой плоти. კომენტარი: მოიცათ! რა მანამდე ცისარტყელა არ იყო?! შაყირობთ? ცისარტყელა ჩნდება წყლის ბუნებაში ბრუნვის ანუ ოკეანიდან აორთქლების და შემდეგ წვიმის სახით წამოსვლის შედეგად... რა მანამდე ეს არ იყო? გამოდებილდით სულ??!... და საერთოდ რას ნიშნავს ყოვლისმცოდნე ზეარსების მიერ ნათქვამი ეს სიტყვა „გავიხსენებ“? რა არაა ყოვლისმცოდნე ესე იგი??...
  5. დაახლოებით 2016 წლის წინ როდესაც ქრისტიანობა ჯერ კიდევ ახალი და ბევრისთვის უცნობი რელიგია იყო (სავსე მრავალი უცნაურობით), მის წიაღში გაჩნდა სწავლება ე.ი. იდეათა სისტემა სახელწოდებით – ესქატოლოგია ანუ მოძღვრება სამყაროსა და ადამიანთა რასის აღსასრულის შესახებ. რას გვეუბნება ქრისტიანული ესქატოლოგია? იმისათვის რათა ეს გავიგოთ, დასაწყისისათვის უნდა გადავხედოთ ისტორიას თუ რას აკეთებდა ქრისტიანული ეკლესია თავისი დიქტატორული რეჟიმის ანუ ძალაუფლების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად. ყველაფერი დაიწყო მაშინ როდესაც ახ. წ. – ით 314 წელს ქრისტიანობის სრული ლეგალიზაციის შემდეგ მყისიერად, ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესია თავს დაესხა წარმართებს: ანკირის საბჭომ აკრძალა და ერესად გამოაცხადა ქალღმერთი არტემიდას თაყვანისცემას. ამის შემდეგ არტემიდას თაყვანისმცემლებს მთელ იმპერიაში დევნიან და ხოცავენ. ეს იყო მართლმადიდებლური ფუნდამენტალისტური პლუტოკრატიის დასაწყისი. ახ. წ – ით 325 წელს რომის ფანატიკოსმა იმპერატორმა კონსტანტინემ პოლიტიკანურ-მარგინალური განზრახვით ქალაქ ნიკეაში მოიწვია და შეკრიბა დოგმატიკოს-ბუკვალისტი ანუ მართლმადიდებელი ორთოდოქსი ფანატიკოსები, ორთოდოქსი რელიგიური იერარქები, რეაქციონერები, თეოკრატები. კონსტანტინემ „ორთოდოქსებთან“ დადო სისხლიანი ხელშეკრულება, იმპერატორმა მათ პოლიტიკური, ფულადი და სამხედრო დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა გნოსტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლაში, დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა გნოსტიკოსთა განადგურებაში, ხოლო „ორთოდოქსებმა“ ქედი მოიხარეს იმპერატორის წინაშე და ის ჭეშმარიტ მეუფედ და ლეგიტიმურ ლიდერად აღიარეს. გნოსტიკური ქრისტიანობა გამოცხადდა „ერესად და მწვალებლობად“, ხოლო გნოსტიკოსები „ერეტიკოსებად და მწვალებლობად“. დაკანონდა გნოსტიკოსთა სიკვდილით დასჯა. რომაელმა ჯარისკაცებმა იმპერიის მასშტაბით დაიწყეს გნოსტიკოსთა დევნა და ხოცვა-ჟლეტა. დაიღუპა ათასობით გნოსტიკოსი. ახ. წ. – ით 326 წელს იმპერატორი კონსტანტინე რომის იმპერიის ერთადერთ ოფიციალურ რელიგიად აცხადებს ქრისტიანობას. ის აუქმებს აპოლონის ქურუმთა საძმოს და სიკვდილამდე აწამებს აპოლონის ქურუმებს. ის აგრეთვე ასახლებს წარმართებს ატოსიდან და ანადგურებს ადგილობრივ წარმართულ ტაძრებს. ახ. წ. – ით 326 წელს მიჰყვება რა საკუთარი დედის ელენას ინსტრუქციებს, ანადგურებს მედიცინის ღმერთის ასკლეპიოსის ტაძარს კილიკიაში და ქალღმერთი აფროდიტას ტაძრებს იერუსალიმში და ა.შ. ქრისტიანულმა ეკლესიამ შეიმუშავასაკუთარი თავის დაცვის კიდევ ერთი მექანიზმი გარდა უშუალო ფიზიკური ძალადობისა, კერძოდ – ზემოთხსენებული ესქატოლოგია. ქრისტიანული ესქატოლოგია ჯერ კიდევ 2000 წლის წინ „წინასწარმეტყველებდა“ „ბოლო ჟამისა“ და „ურჯულოთა“ გამოჩენის შესახებ. ქრისტიანობისთვის ყველაფერი რაც არ ეთანხმიერება და არ ემორჩილება მის „წმინდა“ დოგმატებს არის „ბოლო ჟამის“ და „ურჯულოების“ მანიშნებელი კოსმიური ბოროტება, პოსტმოდერნისტული მუსიკა, მხატვრობა, კინო, ანიმაცია, რომანები, მოთხრობები, მეცნიერება, პოლითეისტური და პანთეისტური მისტიკა, ფილოსოფია, მეტაფიზიკა, დაუმორჩილებლობა საეკლესიო ფუნდამენტალიზმის მიმართ, ეკლესიის ფანატიკური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, თითოეული კრიტიკული სიტყვა ეკლესიის წინააღმდეგ, ყოველივე ეს „კაცობრიობის აღსასრულია“. რა მიზნით იქნა ეს დოგმა შემუშავებული? შემუშავებულ იქნა ეს იმისათვის რათა როდესაც ეკლესიის ძალაუფლების დიქტატს დაუდგებოდა შავი დღეები, როცა ფანატიკოსთა ურდოს მეუფებას დედამიწაზე შეექმნებოდა საფრთხე, ეკლესიის მესვეურებს შეძლებოდათ გამოსულიყვნენ საჯაროდ ბრბოში და ეთქვათ: „აჰა! ჰომ გაფრთხილებდით! ჰომ ვამბობდით! დაუდგა ადამიანთა მოდგმას ეშმაკეული ეპოქა!“ და ამის შემდეგ ისინი შეძლებდნენ ხალხის მასების ხელახლა დამორჩილებას, მასებში უმეცრების აღორძინებას. ეგრეთწოდებული წინასწარმეტყველებები „ბოლო ჟამის“ შესახებ ბიბლიასა და თანამედროვე ფუნდამენტალისტი ორატორების საეკლესიო ბესტსელერებში, სხვა არაფერია თუ არა ერთგვარი მარკეტინგული ნაბიჯი, ძალაუფლების რღვევის პრევენცია. ე.წ. „ბოლო ჟამის“ შესახებ ფუნდამენტალისტი პეტრე მოციქულის მეორე ეპისტოლეში წერია: „იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს.“ (II პეტრე 2-1). „ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულებას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა.“ (II პეტრე 2-2). „ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას.“ (II პეტრე 2-3). „რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად;“ (II პეტრე 2-4). „თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას;“ (II პეტრე 2-5). „თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი,“ (II პეტრე 2-6). „ხოლო მართალი ლოტი ურჯულოთა უგვანი ქცევით გაწამებული, იხსნა,“ (II პეტრე 2-7). „(ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს ალალ-მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, როცა ხედავდა და ისმენდა მათ ურჯულოებას), -“ (II პეტრე 2-8). „მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდლისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად;“ (II პეტრე 2-9). „უპირატესად კი ბილწ ხორციელ ვნებებს აყოლილნი, უფლებათა შეურაცხმყოფელნი, თავხედნი, კადნიერნი და დიდებათა ურიდად მგმობნი.“ (II პეტრე 2-10). „მაშინ როდესაც თვით ანგელოზნი, მათზე უფრო ძლიერნი და ძალმოსილნი, მკრეხელურად არ განსჯიან მათ უფლის წინაშე.“ (II პეტრე 2-11). „ისინი კი, როგორც უგონო პირუტყვნი, მათივე ბუნებით დასაჭერად და გასაწყვეტად გაჩენილნი, გმობენ იმას, რაც არ ესმით და თავიანთი ხრწნილებით გაიხრწნებიან.“ (II პეტრე 2-12). „ასე მიიღებენ უსამართლობის საზღაურს, ნეტარებად რომ შეურაცხავთ ყოველდღიური განცხრომა; შესვრილნი და შებილწულნი თავიანთი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად.“ (II პეტრე 2-13). „მათი თვალები სავსეა სიმრუშით და უძღები ცოდვით; გულხარბნი და ანგარების მოყვარენი აცთუნებენ უმტკიცო სულებს; ესენი არიან ძენი წყევლისა.“ (II პეტრე 2-14). „წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური.“ (II პეტრე 2-15). „მაგრამ თავისი ურჯულოების მამხილებლად ექცა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშლეგე.“ (II პეტრე 2-16). „ესენი არიან უწყლო წყარონი, ქარიშხლით დევნილი ღრუბლები, რომელთათვისაც გამზადებულია მარადიული უკუნი.“ (II პეტრე 2-17). „ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცთურში დანთქმულთ.“ (II პეტრე 2-18). „თავისუფლებას აღუთქვამთ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა. ვინაიდან ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა.“ (II პეტრე 2-19). „რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.“ (II პეტრე 2-20). „უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან.“ (II პეტრე 2-21). „სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა.“ (II პეტრე 2-22). პეტრეს მესამე ეპისტოლეში წერია: „ამას უკვე მეორე წერილსა გწერთ, საყვარელნო, და ორივეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წმიდა აზრს,“ (II პეტრე 3-1). „რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ იმთავითვე თქმული სიტყვები და უფლისა და მაცხოვრის მცნებანი გადმოცემულნი თქვენი მოციქულების მიერ.“ (II პეტრე 3-2). „უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი,“ (II პეტრე 3-3). „და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან.“ (II პეტრე 3-4). „რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით.“ (II პეტრე 3-5). „ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა.“ (II პეტრე 3-6). „ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი.“ (II პეტრე 3-7). „ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე.“ (II პეტრე 3-8). „არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად.“ (II პეტრე 3-9). „ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი.“ (II პეტრე 3-10). „მაგრამ თუ ყოველივე ეს დაიშლება, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით,“ (II პეტრე 3-11). „რაკიღა ნატრობთ და მოელით, როდის მოვა დღე უფლისა, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები?“ (II პეტრე 3-12). „ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე.“ (II პეტრე 3-13). „ამიტომ, საყვარელნო, რაკიღა ამას ელით, ეცადეთ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე, შეურყვნელნი და შეუბილწველნი.“ (II პეტრე 3-14). „ჩვენი უფლის სულგრძელობა დასახეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ - პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით.“ (II პეტრე 3-15). „ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი.“ (II პეტრე 3-16). „ხოლო თქვენ, საყვარელნო, რაკიღა წინასწარ იცით ეს, ფრთხილად იყავით, რათა არ ჩაგითრიოთ უკეთურთა ცთომილებამ და არ გიღალატოთ თქვენმა სიმტკიცემ.“ (II პეტრე 3-17). იოანეს მეორე ეპისტოლეში წერია: „ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.“ (I იოანე 2-15). „ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.“ (I იოანე 2-16). „ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.“ (I იოანე 2-17). „ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.“ (I იოანე 2-18). „ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.“ (I იოანე 2-19). „თქვენ კი ცხება გაქვთ წმიდისგან და იცით ყოველი.“ (I იოანე 2-20). „იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ იცით და ისიც გესმით, რომ არცერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის.“ (I იოანე 2-21). „ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი.“ (I იოანე 2-22). „საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად.“ (I იოანე 4-1). „ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის.“ (I იოანე 4-2). „ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად.“ (I იოანე 4-3). „თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად.“ (I იოანე 4-4). „ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ.“ (I იოანე 4-5). „ჩვენ კი ღვთისაგან ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცთომისას.“ (I იოანე 4-6). იოანეს მეორე ეპისტოლეში წერია: „რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე.“ (II იოანე 7). “თავს გაუფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღვწოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური.“ (II იოანე 8). “ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც.“ (II იოანე 9). “ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ.“ (II იოანე 10). “რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება.“ (II იოანე 11). იუდას ეპისტოლეში ეგრეთწოდებული „ურჯულო ანტიქრისტეების“ შესახებ მოცემულია ამგვარი პროპაგანდა: „ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს.“ (იუდას ეპისტოლე 4). „მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი.“ (იუდას ეპისტოლე 5). „ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს.“ (იუდას ეპისტოლე 6). „ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი.“ (იუდას ეპისტოლე 7). „იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ.“ (იუდას ეპისტოლე 8). „მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა!“ (იუდას ეპისტოლე 9). „ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს.“ (იუდას ეპისტოლე 10). „ვაი მათ, რადგან კაენის გზას დაადგნენ, საზღაურისთვის აჰყვნენ ბალაამის საცთურს და ურჩობით დაიღუპნენ, როგორც კორე.“ (იუდას ეპისტოლე 11). ტიმოთეს მიმართ პავლეს პირველ ეპისტოლეში არის ჩამოყალიბებული შემდეგნაირი თეოკრატიული პროპაგანდა: „ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას.“ (I ტიმოთე 4-1). „ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი;“ (I ტიმოთე 4-2). „ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.“ (I ტიმოთე 4-7). „ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.“ (I ტიმოთე 4-8). „სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა.“ (I ტიმოთე 4-9). „ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი.“ (I ტიმოთე 4-10). „მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ;“ (I ტიმოთე 6-17). „რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი,“ (I ტიმოთე 6-18). „და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს.“ (I ტიმოთე 6-19). „ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას,“ (I ტიმოთე 6-20). „რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან.“ (I ტიმოთე 6-21). ტიმოთეს მიმართ პავლეს მეორე ეპისტოლეში საეკლესიო პროპაგანდა უფრო შორს მიდის და „გვამცნობს“ ე.წ. „საზარელი ჟამის“ შესახებ როცა ადამიანები განუდგებიან „ჭეშმარიტ ღმერთს“ და შედეგად თავს დაატყდებათ მრავალი უბედურება, ეპისტოლე გვეუბნება: „ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი.“ (II ტიმოთე 3-1). „რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი,“ (II ტიმოთე 3-2). „კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი,“ (II ტიმოთე 3-3). „გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა,“ (II ტიმოთე 3-4). „მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი.“ (II ტიმოთე 3-5). „სწორედ ისინი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში და ატყვევებენ ცოდვებით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს;“ (II ტიმოთე 3-6). „ერთავად რომ სწავლობენ, მაგრამ ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას.“ (II ტიმოთე 3-7). „როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი.“ (II ტიმოთე 3-8). „მაგრამ ამას იქით ვეღარსად წავლენ, რადგან ამათი უმეცრება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი.“ (II ტიმოთე 3-9). „შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას,“ (II ტიმოთე 3-10). „დევნილობას, ვნებას, რაც დავითმინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრეში, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა.“ (II ტიმოთე 3-11). „ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება.“ (II ტიმოთე 3-12). „უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან.“ (II ტიმოთე 3-13). ახლა მაინც გასაგებია თუ რა განზრახვა ამოძრავებს ქრისტიანულ ეკლესიას ჯერ კიდევ პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული? ვიაზროვნოთ მეცნიერულად, პოსტმოდერნისტულად და დავსვათ 3 ფუნდამენტური კითხვა: 1) (ჩვენ, ადამიანებს) რაში გვჭირდება „ღმერთი“ და კონკრეტულად მაინც და მაინც აბრაამის „ღმერთი“? ამაზე შესაძლოა გაგვცენ პასუხი რომ გვჭირდება ე.წ. „ცხონებისთვის ცათა სასუფეველში“ და ე.წ. „საუკუნო სატანჯველის“ ანუ „ჯოჯოხეთში ტანჯვის“ თავიდან აცილებისთვის, თურმე! ამაზე იბადება ახალი კითხვა, 2) რა ვიცით ჩვენ, რომ ის რასაც ე.წ. „სასუფევლისა“ და ჯოჯოხეთის“ შესახებ გვეუბნებიან მღვდლები, წარმოადგენს მეცნიერულად ექსპერიმენტულად დადასტურებულ და ფაქტებით გამყარებულ რეალობას? და ბოლოს 3) ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს, რომ „ღმერთის“ მხრიდან მისი თაყვანისცემის იძულება და ამის აბსოლუტურ სათნოებად გამოცხადება, ხოლო მისი უარყოფის „ბოროტებად“ გამოცხადება და ამგვარი „ბოროტი ადამიანების“ სამარადისოდ ჯოჯოხეთში სატანჯველად გაგზავნა სწორია და სამართლიანი? თქვენ ხვდებით რომ „ღმერთი“ არ უტოვებს ადამიანს ალტერნატივას და უხშობს თავისუფალ არჩევანს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მისგან გადგომა, როგორც ერთადერთი ფსევდოალტერნატივა ნიშნავს საკუთარი ნებით მარადიულ ტანჯვაში შესვლას?! აბრაამის „ღმერთის“ პოლიტიკა ადამიანებთან მიმართებაში ასეთია: „ვისაც მოგწონვართ მობრძანდით ჩემთან და ვინეტაროთ და ვინადიმოთ სამოთხეში, ხოლო ვისაც არ მოგწონვართ წაეთრიეთ ჯოჯოხეთში სატანჯველად... სამუდამოდ!“ სერიოზულად მაინტერესებს, რატომ უნდა მიყვარდეს აბრაამის „ღმერთი“ და რატომ ვარ ბოროტი თუ მას არ ვემონები? საეკლესიო ესქატოლოგიური პროპაგანდა გვეუბნება 5 რამეს: 1) აბრაამის „ღმერთი“ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ხოლო ყველაფერი სხვა აბსოლუტური ბოროტება, 2) აბრაამის „ღმერთის“ მონური მორჩილება და ქება-დიდება სიკეთეა და „სასარგებლოა“ ადამიანისთვის, 3) აბრაამის „ღმერთის“ უარყოფა და მისგან განდგომა არის აბსოლუტური „ბოროტება“ და ისჯება ჯოჯოხეთით, 4) თანამედროვე პოსტმოდერნისტული ტექნოტრონული ეპოქა არის „ურჯულოების საზარელი ეპოქა“, როდესაც „ცრუწინასწარმეტყველნი“ ცდილობენ ხალხის „უფლისგან“ ჩამოცილებას და ანტიქრისტიანული ფასეულობების საფუძველზე „უღვთო საზოგადოების“ შექმნას და ბოლოს 5) დადგება დრო და „მართალი ხალხის“ დახმარებით, ე.წ. „ღმერთი“ დედამიწაზე მყოფ „ურჯულოებს“ დასჯის, ხოლო „მართალთ“ „ცათა სასუფეველში“ წაიყვანს. აი ამგვარია ფანატიკური შავი პიარი ლიბერალიზმის, ჰუმანიზმისა და ტრანსჰუმანიზმის წინააღმდეგ, მეცნიერებისა და არაქრისტიანული (არააბრაამული) ფილოსოფიის წინააღმდეგ, რომელიც ბევრ იდიოტს სიმართლედ მიაჩნია.
×
×
  • შექმენი...