Search the Community
Showing results for tags 'დემონები'.
-
ქალდეური კაბალისტიკა და ებრაული ტრანსცენდენტური კაბალა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს წარმოადგენენ ინდუისტური ვედანტას და ბრაჰმავიდიას დასავლურ ანალოგიებს, ამ სწავლებებში არის იგივე ეზოთერული ცოდნა, რომლითაც აღსავსეა ვედანტა და ბრაჰმავიდია. ქალდეური კაბალისტიკა და ებრაული ტრანსცენდენტური კაბალა წარმოადგენენ დუალისტურ პანთეისტურ სუპერპერსონალისტურ იდეალიზმს, მათში მძლავრადაა განვითარებული ემანაციის დოქტრინა და აბსოლუტური სულის იდეა. ქალდეურ კაბალისტიკასა და ებრაულ ტრანსცენდენტურ კაბალაში ყოფიერების დასაბამში არის ორი უნივერსალური სული, ორი არსი: ეინ სოფი – უსასრულო არაფერი (მამრობითი საწყისი) და შეხინა – გასხივოსნება, ნათელი, სინათლე (მდედრობითი საწყისი). ეინ სოფისა და შეხინას სინერგიის შედეგად, მათი წიაღიდან გამომდინარეობს ათი ემანაციური თანრიგი, ათი სეფიროტი, ესენია: კეტერ – გვირგვინი, ჰოკმა – სიბრძნე, ბინახ – გაგება, რომლებიც განეკუთვნებიან სულიერ სამყაროს, შემდეგ: ჰეზედ – მოწყალება, გებურაჰ – სიმკაცრე, თიფერეთ – სილამაზე, ნეცაჰ – გამარჯვება, ჰოდ – დიდება, იესოდ – ფორმა, რომლებიც განეკუთვნებიან მშვინვიერ ანუ ასტრალურ სამყაროს და ბოლოს: მალქუთ – მეფობა, რომელიც განეკუთვნება ფიზიკურ სამყაროს. თითოეული სეფიროტი შედგება კიდევ უფრო მცირე სეფიროტებისაგან და ასე უსასრულოდ. კაბალაში არის აგრეთვე იდეა, ღვთაებრივი ზეციური ზეადამიანის, ზეციური ადამის ე.წ. ადამ კადმონის იდეა, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს ათივე სეფიროტს, მისი მისტიკური კოსმიური სხეული არის ათი სეფიროტის ერთობლიობა. მიწიერი ადამი, პირველი მიწიერი ადამიანი, არის ზეციური ადამ კადმონის გადაბრუნებული ანარეკლი და ეწოდება ადამ აფარი (არასრულყოფილი ადამი). კაბალა აღიარებს მრავალი სამყაროს არსებობას (რომლებსაც აერთიანებს სეფიროტის და კლიფოტის ხე). კაბალას მიხედვით არსებობს აბსოლუტის უამრავი ენერგია, რომელთაგან 2 არის ძირითადი: 1) სეფიროტის ზეციური ენერგია და 2) კლიფოტის ინფერნალური ენერგია. კაბალისტური კოსმოლოგიის მიხედვით არსებობს ოთხი სამყარო, ერთმანეთთან სეფიროტის სისტემით ანუ სიცოცხლის ხით: აცილუტი – უმაღლესი სულიერი სამყარო, ბრია – დაბალი სულიერი სამყარო, იეცირა – მშვინვიერი სამყარო და ასია – ფიზიკური სამყარო. კაბალისტური ანთროპოგონიის მიხედვით თავდაპირველად, აცილუტის უმაღლეს სულიერ სამყაროში, არსებობდა, უმაღლესი სულიერი ზეციური ადამი ანუ ადამ რიშონი, ისე მოხდა, რომ ადამ რიშონი დაეცა და ჩამოვარდა აცილუტის სფეროდან ბრიას, იეცირას და ასიას სფეროებში (სამყაროებში) და მისი ღვთაებრივი სულიერი საფშვინველი (გონება-ინტელექტი-ცნობიერება) 600 000 ფრაგმენტად ანუ ნამსხვრევად დაიმსხვრა და დატყდა, ამ ნამსხვრევებისგან წარმოიშვნენ დაბალი სამყაროების ცოცხალი არსებები, მათ შორის ადამიანები. კაბალისტურ მოძღვრებაში არსებობს ეზოთერული დოქტრინა ორი უნივერსალური (მეტაკოსმიური) ენერგიის შესახებ, პირველი ესაა ღვთაებრივი ენერგია – სეფიროტი, რომელიც ვლინდება სინათლის სამოცდათორმეტი ანგელოზის სახით, ესენია: ვეხუია, იელიელი, სიტაელი, ელემია, მახასია, ლილახილი, ახაია, კახიტილი, ხაზიელი, ალადია, ლაიუია, ხახია, იელიილი, მებახილი, ხარიელი, ხაკამია, ლევია, კალიელი, ლეუია, პახალია, ნელკაელი, იეიაიელი, მალახილი, ხახუია, ნიტაია, ხააია, იერატილი, სეეხია, რეიელი, ომაელი, ლეკაბილი, ვასარია, იეხუია, ლეხახია, ანიელი, ხაამია, რეხაელი, იხიაზილი, ხახაზილი, მიკაილი, ვევალია, იელახია, სეალია, არიელი, ასალია, მიქაელი, ვეხუილი, დანიელი, ხახაზია, იმამია, ნანაელი, ნიტაელი, მებახია, პოიელი, ნემამია, იეილაილი, ხარახილი, მიხრაელი, უმაბილი, იახილი, ანაუელი, მეხეკიელი, დამაბია, მენიელი, ეიაელი, ხაბუია, როხილი, იიბამია, ხაიაიელი და მუმია, ხოლო მეორეა დემონური ენერგია – კლიფოტი, რომელიც ვლინდება სიბნელის სამოცდათორმეტი ანგელოზის ანუ დემონის სახით, ესენია: ბაელი, აგარესი, ვასაგო, გამიგინი, მერბასი, ვალეფორი, ამონი, ბარბატოსი, პაიმონი, ბუერი, გუსიონი, სიტრი, ბელეტი, ლერაიე, ელიგოსი, ზეპარი, ბოტისი, ბატინი, სალოსი, პურსონი, მარაკსი, იპოსი, აიმი, ნაბერიუსი, გლასია-ლაბოლასი, ბუვე, რონოვე, ბერიტი, ასტაროტე, ფორნეუსი, ფორასი, ასმოდეუსი, გააპი, ფურფური, მერხოსიასი, სტოლასი, ფენეკსი, ხალფასი, მალფასი, რაუმი, ფოკალორი, ვეპარი, საბნოკი, შაკსი, ვინე, ბიფრონსი, უვალი, ხააგენტი, კრკელი, ფურკასი, ბალამი, ალოკესი, კაიმი, მურმური, ორობასი, გრემორი, ოსე, ამი, ორეაკსი, ვაპულა, ზაგანი, ვალაკი, ანდრასი, ხაურესი, ანდრეალფუსი, კიმეიასი, ამდუსიასი, ბელიალი, დეკარაბია, სეერე, დანტალიონი და ანდრომალიუსი. არსებობს 10 ღვთაებრივი სეფიროტი ანუ სინათლის ღმერთებისა და ანგელოზების სამყარო და 10 კლიფოტი ანუ წყვდიადის უძველესი ღვთაებებისა და შავი ანგელოზების სამყარო. სეფიროტის სისტემა ანუ 10 სფირა ესაა – სიცოცხლის ხე, ხოლო კლიფოტის სისტემა ანუ 10 კლიფა ესაა – შემეცნების ხე. არის ზესკნელის ღმერთების ნათელი გზა და არსებობს ქვესკნელის ღმერთების ბნელი გზა. წყვდიადის დაიმონები არ წარმოადგენენ აბსოლუტურ ბოროტებას, ეს მონოთეისტური ფუნდამენტალიზმის წარმოსახვის ნაყოფია და მეტი არაფერი. ბნელი ღვთაებები არიან უძველესი სულები, ბევრად უფრო ხნიერნი ვიდრე სინათლის ღვთაებანი. ბნელი ღვთაბებიდან ერთ-ერთი არის – ტიამატი ანუ ნამმუ, რომელიც ებრძოდა სინათლის ახალგაზრდა ღვთაება – მარდუქს და დამარცხდა. ტიამატის შვილებია – ლაჰამუ და ლაჰმუ, რომლებიც შეესაბამებიან პლანეტა ვენერას და მარსს შუმერულ ანუ ქალდეურ – წინარე იუდაურ მითოლოგიასა და კაბალისტიკაში. სინათლის ელოჰიმები და მალაჰიმები იშვნენ გაცილებით უფრო გვიან, ვიდრე სიბნელის. კლიფოტის შემეცნების ხე არის სეფიროტის სიცოცხლის ხის ინვერსიული ანარეკლი და ანტიპოდი. კლიფოტის გზით მავალ ადამიანებს ჰყავთ საკუთარი მფარველი ბნელი მალაჰიმები ანუ დაიმონები. კლიფოტის ძალებთან ზიარება ესაა – ქაოსის თავდაპირველ სტიქიასთან ზიარება, ესაა ინიციაცია ინფერნალურ დონეზე. კლიფოტი ესაა ქვესკნელი, ხოლო სეფიროტი – ზესკნელი. ათი კლიფოტი: 1. კლიფოტი – ნაჰემა ანუ ნეჰემოთი (დემონესა ნაჰემა) 2. კლიფოტი – გამალიელი (დემონესა ლილიტი) 3. კლიფოტი – სამაელი (დემონი ადრამელექი) 4. კლიფოტი – ჰარეპ–სერაპელი (დემონი ბაალი) 5. კლიფოტი – ტაგირიონი (დემონი ბელფეგორი) 6. კლიფოტი – გალაბი (დემონი ასმოდეუსი) 7. კლიფოტი – გამჩიკოტი (დემონი ასტაროტი) 8. კლიფოტი – სატარიელი (დემონი ლუციფუგი) 9. კლიფოტი – ჰაგიელი (დემონი ბელზებელი) 10. კლიფოტი – ტაუმიელი (დემონი სატანა) კაბალის უძველესი სიბრძნე ათასწლეულებს ითვლის და მომდინარეობს ძველი ქალდეიდან ანუ შუმერთა ქვეყნიდან, რომელსაც თავად შუმერები უწოდებდნენ – „ქი ენ გირ“ ანუ ქვეყანა ზედამხედველთა, ზედამხედველებში იგულისხმებიან ანუნაქები ანუ ელოჰიმები (ციური ღმერთები). ბაბილონური მითოსიდან ბევრი რამ გადავიდა ებრაულში. ბაბილონური მითოსის თანახმად შორეულ წარსულში ღმერთებმა მოითათბირეს და ზესკნელი და ქვესკნელი ერთმანეთში დაინაწილეს, 600 ღმერთიდან სამასს ერგო წილად ზეცა ანუ ზესკნელი, ხოლო დანარჩენ სამასს (მეორე ნაწილს) ქვესკნელი. ასე გაიყვეს სამყარო ბაბილონელთა ექვსასმა ღმერთმა. ქვესკნელის ერთ-ერთი ღვთაება გახდა – ერეშქიგალი, რომელიც აცტეკური ტეცკატლიპოკის, სკანდინავიური ჰელის, ეტრუსკული მანიას, ეგვიპტური ანუბისისა და ბერძნული ჰადესის ანალოგიურია. ერეშქიგალს ინდუიზმსა და იაპონურ რელიგიებში შეესაბამება ქვესკნელის უფალი – სუიამა დევარაჯა იგივე ემმა. ქვესკნელის ღმერთებს იაპონელები უწოდებენ – შინიგამის (სიკვდილისა და საიქიოს უფალნი). ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ვასკვნი, რომ კაბალა ესაა პანთეისტური იდეალიზმი, ნაწილობრივ დუალისტური და ნაწილობრივ მონისტური ფილოსოფიურ-მეტაფიზიკური ელემენტებით, რომელშიც ძლიერად არის განვითარებული და ერთ-ერთ უმთავრეს იდეად არი ქცეული ემანაციის თეორია, კაბალისტურ სწავლებაში სამყაროთა და ცოცხალ არსებათა წარმოშობა, ყოფიერების მთელი დინამიკა პირდაპირაა დაკავშირებული ემანაციის პროცესთან. ყოფიერების სათავეში ორი უზენაესი სულიერი სუბსტანციის, მამრობითი ეინ სოფისა და მდედრობითი შეხინას აღიარების გამო, კაბალა გაჯერებულია დუალისტური მეტაფიზიკით, მაგრამ მასში აგრეთვე შეინიშნება მონისტური იდეებიც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ეინ სოფი და შეხინა კაბალისტურ მეტაფიზიკაში (ზოგიერთი კაბალისტის ინტერპრეტაციით) ერთიან და განუყოფელ პირველმონადად მოიაზრებიან, რომლიდანაც იბადება ყოველივე არსებული. მონიზმზე მიანიშნებს აგრეთვე ადამ-კადმონის, სეფიროტების გამაერთიანებელი ანდროგინი ღვთაების და სამყაროული ადამიანის ადამ-რიშონის იდეა, რომლის ნამსხვრეებისგანაც წარმოიშვა სიცოცხლე სხვადასხვა სამყაროებში. სეფიროტისა და კლიფოტის სისტემის ანუ სამყაროს ბინარული ხის შესახებ ეზოთერული ცოდნა არის სკანდინავიურ ფოკლორშიც (რაც არის იმის მტკიცებულება, რომ უძველესი თეოსოფიური სიბრძნე მთელი კაცობრიობისთვის საერთოა, მიუხედავად მისი ვარიაციების სიმრავლისა, რადგანაც საფუძველი მაინც ერთია). ჩრდილო-გერმანულენოვანი ტომების (ნორმანების, დანების, ანგლების, საქსების) მითოლოგია, რომელიც ჩამოყალიბდა ქრისტიანობის მიღებამდე, დაწყებული ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან. მის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროა პოეტური „უფროსი ედას” და ს.სტურლუსონის პროზაული „ედას” ტექსტები. თითქმის იმავე პერიოდს მიეკუთვნება დანიელი ქრონოლოგის საქსონ გრამატიკის მითოლოგიური სიუჟეტები. თავდაპირველად მხოლოდ უფსკრული გინუნგაგალი იყო. მისგან ჩრდილოეთით ნისლთა სამეფო ნიფლჰეიმი, ხოლო სამხრეთით ცეცხლის სამეფო - მუსპელჰეიმი მდებარეობდა. ნილსთა სამეფოში გელგერმირმა წყარო შექმნა, რომლისგანაც თორმეტი ძლიერი ნაკადი (ელივაგარი) წარმოიშვა. წყალი ნიფლჰეიმში ყინულად იქცეოდა, მაგრამ წყარო მაინც აგრძელებდა წყლის ნაკადს და გაყინული ლოდები მუსპელჰეიმისკენ მიედინებოდნენ. ბოლოს ყინულოვანი ლოდები ისე ახლოს მივიდნენ, რომ გადნობა იწყეს. გამდნარი ყინულების ნაპერწკლებიდან წარმოიშვა გიგანტი იმირი. მოგვიანებით, მარილიანი ყინულიდან გაჩნდა ძლიერი გიგანტი ბური. მისმა შვილმა, ბიორმა ცოლად დევქალა ბესლა შეირთო. მათ გაუჩნდათ სამი შვილი-ასები : ოდინი, ვილი და ვე. ძმებს არ მოეწონათ ბოროტი იმირის მბრძანებლობა და მოკლეს იგი, ხოლო მისი სხეულისგან შექმნეს მიდგარდი. მიდგარდისგან აღმოსავლეთით, ასებმა იოტუნჰეიმი შექმნეს და სამფლობელოდ ბელგელმირს და მის შთამომავლობას გადასცეს . დროთაგანმავლობაში ასები მომრავლდნენ და მიწიდან მაღალზე აიშენეს ქვეყანა და მას ასგარდი დაარქვეს. სამყაროს შექმნის შემდეგ, ოდინმა და მისმა ძმებმა მისი დასახლება გადაწყვიტეს. ზღვის პირას იპოვეს ხეები: თხმელა და იფანი. თხმელისგან კაცი, ხოლო იფნისგან ქალი შექმნეს. მერე ოდინმა მათ სული მისცა, ვილიმ გონება, ვემ კი სისხლი და გრძნობა. ასე გაჩნდნენ პირველი ადამიანები. კაცს ერქვა – ასკი, ქალს – ემბლა. ისინი ერთად იქნებიან ქვეყნის დასაბამიდან ცხრა სამყაროს შექმნამდე და კაცობრიობას გაამრავლებენ. პალეოუფოლოგიისა და ეზოთერიკის მიხედვით ასგარდის ღმერთები, ასები, ფლობენ სამყაროთაშორის ჰიპერსივრცული ხიდის ანუ კვანტური დერეფნის ტექნოლოგიას, რომელსაც ეწოდება „ბიფროსტი“, რაც თარგმანში ნიშნავს „ცისარტყელისებრ ხიდს“, სინამდვილეში ასგარდის ღმერთების „ცისარტყელისებრი ხიდი“ ანუ „ბიფროსტი“ სხვა არაფერია თუ არა აინშტაინ-როზენის ხიდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სამყაროებს შორის მოგზაურობა, ცხადი ხდება, რომ ასგარდები არიან ზეგანვითარებული ჰიპერსივრცული ტექნოლოგიების მქონე ზეადამიანები, კოსმიური დონის ზეცივილიზაცია, რომელსაც პალეოკონტაქტი ჰქონდა დამყარებული ვიკინგებთან, სკანდინავიელ ნორმანებთან. „ბიფროსტს“ ანუ აინშტაინ-როზენის ხიდს ასგარდის ერთ-ერთი ღმერთი სახელად ჰეიმდალი იცავს. სკანდინავიური კოსმოლოგიის თანახმად არსებობს ცხრა სამყარო, რომელთაგან ერთ-ერთი არის ჩვენი სამყარო, ესენია: ასგარდი – ასების, მეორე თაობის ღმერთების სამყარო, ვანაჰეიმი – პირველი თაობის ღმერთების, ვანების სამყარო, იოტუნჰეიმი – ყინულოვანი გოლიათების სამყარო, იუსალფჰეიმი – ნათელი ელფების, ფერიებისა და ნიმფების სამყარო, სვარტალფჰეიმი – ბნელი ელფების და ჯუჯების სამყარო, ჰელჰეიმი – ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი, მუსფელჰეიმი – ცეცხლის სამყარო, ცეცხლოვანი გოლიათების სამყარო, ნიფელფეიმი – ყინულოვანი სამყარო და მიდგარდი – ადამიანთა სამყარო. ცხრა სამყარო ერთმანეთთან დაკავშირებულია სამყაროული კოსმიური ხის – იგდრასილიას ტოტებითა და ფესვებით. ეს იგდრასილია სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა ჰიპერსივრცე. ჩვენი სამყარო – მიდგარდი, არის შუასამყარო ანუ განზომილება, რომელიც მდებარეობს ზეციურ და ინფერნალურ სამყაროებს შორის. ზეციური სამყაროებია – ასგარდი, იუსალფჰეიმი ანუ ალვჰეიმი, ვანაჰეიმი და მუსფელჰეიმი. ინფერნალური სამყაროებია – ჰელჰეიმი, სვარტალფჰეიმი, ნიფელჰეიმი და იოტუნჰეიმი. იგდრასილიას ზედა სივრცეში სახლობენ ღვთაებები, ხოლო ქვედა სივრცეში (ძირში) – დემონები. სკანდინავიურ მითოლოგიაში აგრეთვე ნახსენებია ელვისა და ქუხილის ღმერთის – თორის “ზეციური ეტლი“ და „მოძრავი და მფრინავი ციური დარბაზი“, რომელსაც აგრეთვე „თორის დიდებულებისა და ძლევამოსილების დარბაზს“ უწოდებდნენ ვიკინგები. ამ „ციურ დარბაზს“ ეწოდება „ბილისკნერი“, რომელიც კარგად თუ დავფიქრდებით ცხადი გახდება, რომ წარმოადგენს ჰიპერსივრცულ კოსმიურ ხომალდს ე.ი. ასგარდის ღმერთ – თორს გააჩნია კოსმიური ხომალდი სახელად ბილისკნერი, ვიკინგები ამტკიცებდნენ რომ არაერთხელ უნახავთ „ბილისკნერი“ ცაში. „ბილისკნერი“ ესაა სამყაროთა შორის სამოგზაუროდ განკუთვნილი ღვთაებრივი ხომალდი. იოტუნები - (Jötun) - სკანდინავიურ მითოლოგიაში გიგანტები გრიმტურსენების (იმირის შვილები) ოჯახიდან, ქვესკნელის დემონები. იოტუნები ცხოვრობდნენ იოტუნჰეიმში, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ძალით და სიდიდით და იყვნენ ასთა მოწინააღმდეგები და ხალხის მტრები. იოტუნების მეორე სახელია : გრიმტურსენები. ისინი განასახიერებდნენ სტიქიურ ძალებს. მათი ნაწილი ცხოვრობდა ქვის მთებში, ითვლებოდა რომ გრიმტურსენებს ქვის თავი და გული აქვთ. იოტუნების გარდა, ლეგენდებში მოხსენიებულნი არიან სხვა ტურსები(გიგანტები). ოდინი - უზენაესი ღვთაება სკანდინავიურ მითოლოგიაში; ვალჰალის მბრძანებელი, ბრძენი და ომის ღვთაება. ლეგენდის მიხედვით, ხალხს უმეტესად ევლინებოდა, როგორც ცალთვალა, ლურჯმოსასხამიანი მოხუცი. იგი რვაფეხიან ცხენზე, სლეიპნირზე, არის ამხედრებული, რომელიც ცხრა სამყაროში უსწრაფესია. როდესაც ის თავის სამფლობელოს დარბაზში ზის მას ორი ყვავი, ჰუგინი (აზროვნება) და მუნინი (მახსოვრობა) გარე სამყაროს ამბებს ყურში ჩასჩურჩულებენ. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან სხედან : გერი (ნაყროვანება) და ფრეკი (განადგურება).ოდინი არის რუნების ოსტატების მფარველი. ოდინი არის ღმერთი, რომელიც „სწირავს მსხვერპლს საკუთარ თავს“. ოდინი პოეზიის, მაგიის, ექსტაზის და ღვთაებრივი ცნობიერების სინთეზის ღვთაებაა. რუნების ოსტატი რომელიც შეიცნობს ოდინის ბუნებას, შეიცნობს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ღვთაებრივმა ტრიადამ – ოდინმა, ვილიმ და ვემ ღვთაებრივი ენერგიით წარმოშვეს ცხრა სამყარო გიგანტი იმირის კოსმოსური სხეულისგან. იმირის სხეულის ფრაგმენტებისგან შეიქმნა მიდგარდი – ადამიანთა სამყარო (და სხვა სამყაროები), თავის ქალისგან ცის თაღი, ხოლო იმირის სისხლი იქცა ოკეანედ. ჭიაყელებისგან, რომლებიც იმირის ჩონჩხს შესეოდნენ, ნაინები იქნა შექმნილი. მოაზროვნე ადამიანისთვის აშკარაა სკანდინავიური იმირისა და კაბალისტური ადამ რიშონის მსგავსება, რაც არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ პირვანდელი ერთიანი თეოსოფიური სიბრძნე დამსხვრეული სახით გაბნეულია მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიასა და ფილოსოფიაში. ოდინის სასახლეს ასგარდში, როგორც უკვე ითქვა, ეწოდება ვალჰალა. ყოველ დღე ვალჰალაში ქეიფობენ ეინხერიები – ასგარდის მებრძოლები და გვარდიელები, ბრძოლაში მახვილით ხელში გარდაცვლილი მეომრები. ცხრა სამყაროს უკანასკნელ დღეს, უკანასკნელ ბრძოლაში – რაგნაროკში – რომელშიც დაინგრევა ცხრავე სამყარო, ეინხერიები გამობრძანდებიან ვალჰალას 540 კარიბჭიდან ყოველთა მამის ოდინის მეთაურობით, რათა დაიღუპონ და გაუნთავისუფლონ ადგილი ახალ სამყაროს. ოდინს აქვს მაგიური ღვთაებრივი იარაღი, შუბი სახელად გუნგნირი, რომელიც მას გამოუჭედეს სვარტალფჰეიმში მცხოვრებმა ქონდრისკაცებმა, კერძოდ ძმებმა ელვანდებმა. ქვესკნელი ღვთაებაა – ლოკის და გიგანტი ქალი – ანგრბოდის ქალიშვილი: ქალღმერთი ჰელი, რომელიც ცხოვრობს ჰელჰეიმში. ძველ ქართულ პოლითეისტურ მითოლოგიაში და რელიგიაში ჩვენ ვხედავთ ანალოგიურ სურათს: რეალობა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, რომელთაც აერთიანებს სამყაროული ხე (ზოგ შემთხვევაში სვეტი ან მთა). სამყაროული ხე აერთებს და ერთმანეთთან აკავშირებს – 1) ზესკნელს – ნათელი ღმერთებისა და ანგელოზების სამყაროს, 2) შუასკნელს – ადამიანთა სამყაროს, 3) ქვესკნელს – დემონთა ანუ ბნელი ღმერთებისა და ანგელოზების სამყაროს, 4) წინასკნელს – ჩვენ პარალელურ სკნელს ანუ სამყაროს, 5) უკანასკნელს – კიდევ ერთ პარალელურ სამყაროს და 6) გარესკნელს – უკუნი სიბნელისა და სიცარიელის უკიდეგანო სივრცეს. სიტყვა სკნელი არის ძველი ქართული სიტყვა და ნიშნავს სამყაროს ან განზომილებას. სკნელთა შორის გადაადგილების უნარი მარტო დევგმირებს აქვთ. ზესკნელს შეესაბამება თეთრი ფერი, შუასკნელს წითელი, ხოლო ქვესკნელს – შავი. ზესკნელის ღმერთებია: მორიგე, ბარბარე, კვირია და ელია-ლაზარე. ზესკნელისა და შუასკნელის დამაკავშირებელი ღმერთებია: ღვთისშვილები. შუასკნელის ღმერთებია: ოროველა, აგუნა, იგრისი, დალი, ოჩოპინტრე, სამძივარი, მინდორთ ბატონი და მისი ასული და ადგილის დედა. ქვესკნელის ღმერთებია: სულეთის მეუფე და მისი დემონები. ძველ სლავურ პოლითეიზმში ზუსტად იგივე სურათი გვაქვს: არის სამყაროს ხე, რომელიც აერთებს 3 სამყაროს, ესენია – 1) პრავი – ზეციური სამყარო სადაც მეფობენ და მკვიდრობენ იასუნები ანუ ნათელი ღმერთები (მაგ. ბელობოგი), 2) იავი – სადაც სახლობენ ადამიანები და 3) ნავი – ბნელი სამყარო სადაც მეფობენ შავი ღმერთები ე.ი. დემონები – დასუნები. თანამედროვე რუსულ კულტურაში არასწორად არის განმარტებული სიტყვა „პრავასლავია“ (православие) როგორც მართლმადიდებლობა და დაკავშირებულია ქრისტიანობასთან (იხ. აკადემიკოს ჩუდინოვის, აკადემიკოს ლევაშოვის, სტაროვერი ქურუმების – ალექსეი ტრიხლებოვის, იური გომონოვისა და ალექსანდრ ხინევიჩის შრომები). საქმე იმაშია რომ ზემოთხსენებული სიტყვა მომდინარეობს სიტყვიდან „პრავი“, რაც არის ღმერთების (იასუნების) სამყარო, აქედან გამომდინარე „პრავასლავია“ (православие) ნიშნავს – „ღმერთების სამყაროს განდიდებას“ და არა მართლმადიდებლობას. სლავური პოლითეიზმის მიხედვით დიდმა ღმერთმა – როდმა, ემანაციით წარმოშვა სამყაროები. აშკარა მსგავსება კაბალისტურ – ადამ რიშონს, სკანდინავიურ – იმირსა და სლავურ – როდს შორის, აგრეთვე სამყაროს ხის იდეა ამ ოთხივე მეტაფიზიკურ და მითოლოგიურ სისტემაში და ღმერთებისა და დემონების სამყაროებზე ანალოგიური კონცეფციები, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ნორმანებმაც, ებრაელებმაც, ქართველებმაც და სლავებმაც ეს ცოდნა ერთი და იგივე წყაროდან მიიღეს.