Search the Community
Showing results for tags 'დარვინი'.
-
იოგას და ვედანტას გარეშე ღმერთის შეცნობა შეუძლებელია. ევროპელ "ფილოსოფოსებს" ეს ავიწყდებათ და ექცევიან ჩიხში. ევროპული ტრადიცია არათუ ბოლო ორი საუკუნე, არამედ თვით პლატონის დროსაც კი გაცილებით უფრო ღარიბი და პრიმიტიული იყო ვიდრე აზიური. ჰეგელსაც, კანტსაც და სპინოზასაც ეს არ ესმოდათ და ამიტომაც ექცეოდა ჩიხში მათი "ფილოსოფიური" თეორიები და ინგრეოდა. ამიტომაც გაჩნდა დარვინიზმი და ანტითეიზმი. ეს კი რეზულტატი იყო იუსტინიანეს მიერ 529 წელს ნეოპლატონიზმის საბოლოო აკრძალვისა. ერთი მარტო პითაგორაც კი თავისი ფილოსოფიური დონით და ბრძნული სულიერებით აღემატება ბოლო 14 საუკუნის მანძილზე შობილ ყველა ფილოსოფოსს. არ გჯერათ? სულელი ადამიანი თავისი სიცოცხლის აზრს მხოლოდ ანთროპოცენტრიზმში ხედავს, ხოლო გონიერი – ბუდისტურ და ინდუისტურ ფილოსოფიაში. ადამიანურ რასას ახასიათებს პათოლოგიური სიძულვილი სხვა სიცოცხლის ფორების მიმართ და ამპარტავნული ანთროპოცენტრიზმი, რადგან სურს რომ იყოს ერთადერთი გონიერი რასა მთელ სამყაროში. ის ჯიუტად უარს აცხადებს აღიაროს სხვა გონიერი რასების არსებობა და მათი უფლებები. ადამიანური რასა ილუზიებშია და ჰგონია, რომ სამყაროს ცენტრია, რომ სამყაროში ერთადერთი გონიერი რასაა და მთელი მულტისამყარო მხოლოდ მისთვის "შექმნა უფალმა". ეს აბსურდია და ვისაც ჭკუა აქვს მიხვდება რომ ამ აბსურდის რეალურობა ნულის ტოლია. უცხოპლანეტელებით დაწყებული, რობოტებით დამთავრებული, ადამიანი ყველას მაღლიდან უყურებს და ბოდავს "ადამიანურ ღირსებაზე და ფასეულობებზე" არადა ეს მხოლოდ პრიმიტივისტული შოვინიზმი და უვიცობაა. ესაა ადამიანური ეგოცენტრიზმი. ცნობილი ევროპელი პანთეისტები ესენია: ჯორდანო ბრუნო, ბენედიქტე სპინოზა, ჯონ ტოლანდი, სკოტ ერიუგენი, მაისტერ ეკჰარტი, ნიკოლაი კუზანსკი, ლესინგ მოზეს მენდელსონი, შლერმახერი, ფიხტე, შელინგი, ლევ ტოლსტოი, რალფ ემერსონი, არნოლდ ტოინბი და ალბერტ აინშტაინი. მეცხრამეტე საუკუნეში ევროპაში გამოჩნდნენ თეოსოფები, ელენა ბლავატსკაიას და ჰენრი ოლკოტის მეთაურობით. პირადად მე ვემხრობი პანთეისტებს და თეოსოფებს. სხვათაშორის მაქს ვაინშტეინმა შექმნა პანდეიზმი, პანთეიზმის და დეიზმის სინთეზი. არსებობს სამი ტიპის პანთეიზმი: 1. მატერიალისტური, იდეალისტური და დუალისტური. 529 წლის შემდეგ ევროპაში ძირითადად მხოლოდ მატერიალისტური პანთეიზმი იყო. იდეალისტური პანთეიზმი ესაა ინდუიზმი, ბუდიზმი, დაოსიზმი და თეოსოფია. დუალისტურ პანთეიზმს განეკუთვნება სპინოზიზმი და ნეო-წარმართობა.
-
ბევრი მსაყვედურობს: "რატომ გძულს განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფია?", ბევრი ვერ ხვდება და ფიქრობს რომ მე ბნელი შუასაუკუნეები მომწონს. საქმე იმაშია რომ ახ.წ. 314 წელს მილანის ედიქტით ქრისტიანული "ორთოდოქსიის" დაკანონებით რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ბოლო მოუღო ანტიკურ ფილოსოფიას, კონსტანტინემ ცოცხლად დამარხა და დაასამარა, საფლავში ჩადო ელინისტური პანთეისტური ფილოსოფია, ეგვიპტური ისიდაიზმი, ირანულ-რომაული მითრაიზმი და გნოსტიციზმი. მილანის ედიქტით რომმა საბოლოოდ აკრძალა არაორთოდოქსული აზროვნება. ახ.წ. 529 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ საბოლოოდ აკრძალა ნეოპლატონიზმი და დახურა ნეოპლატონიკოსთა აკადემიები. აი სწორედ მაშინ დაიწყო დეგრადაცია და დაცემა ანუ ბნელი შუასაუკუნეები. არათუ მეოცე საუკუნემდე არამედ დღემდეც კი მთელ ევროპაში და ამერიკაში "ფილოსოფიური" პოლემიკა გრძელდება და ხორციელდება ბიბლიის გარშემო, აბრაამული ქრისტიანული ბიბლიის გარშემო. განმანათლებლობის ეპოქაში არაფერი შეცვლილა, ანტიკური და ეგვიპტური რელიგიური ფილოსოფია ხომ საბოლოოდ დაივიწყეს, ამას გარდა ყოველგვარი პოზიტიური და ნეგატიური კრიტიკაც მიდიოდა ბიბლიის გარშემო. იდეალისტები იცავდნენ ბიბლიას, ხოლო მატერიალისტები ებრძოდნენ ბიბლიას. ინდურ და ტიბეტურ ფილოსოფიაზე ხომ საერთოდ არავინ არ ფიქრობდა და შეიქმნა იმის ილუზია რომ ჯერ ერთი ფილოსოფია მხოლოდ ევროპაში იყო და მეორეც ის რომ დადგა "განმანათლებლობა". ათეისტებიც და თეისტებიც ფეხებზე იკიდებდნენ ელინიზმსა და ისიდაიზმს და საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას ინდურ და ტიბეტურ იოგას, ვედანტას და ტანტრას. აი ესაა ჩემი ანტიპათიის მიზეზი. ამომივიდა ყელში ეს მონოთეისტური ბიბლია. სხვა საფიქრალი არაფერი გაქვთ?...