Search the Community
Showing results for tags 'ბრაჰმა'.
-
ბრაჰმა (სანსკრ. ब्रह्मा brahmā „შემოქმედი“) — ადრეული ბრაჰმანიზმის უმაღლესი ღვთაება, ინდუისტური სამების ტრიმურტის შემოქმედი ღმერთი — მფარველ ვიშნუსა და გამანადგურებელ შივასთან ერთად. ბრაჰმას კულტი უნდა წარმოშობილიყო გვიანდელ ვედურ პერიოდში ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში კლასობრივი საზოგადოების გაჩენისა და ქურუმთა პრივილეგიური კასტის ბრაჰმანების გაბატონებასთან ერთად. ჩვეულებრივ ბრაჰმას გამოხატავენ გედზე მჯდომს ოთხი სახითა და ოთხი ხელით. ვინაიდან ბრაჰმამ მსოფლიოს შექმნა უხსოვარ დროში უკვე დაასრულა, ინდუიზმის მიმდევრებში მის მიმართ ინტერესი იმდენად დაიკარგა, რომ ტაძრებით მოფენილ ინდოსტანის ნახევარკუნძულზე ბრაჰმასთვის მიძღვნილი ორი უძველესი მოუვლელი ტაძარიღა არსებობს. ბრაჰმას კულტი საუკუნეების განმავლობაში შეცვალეს სხვა ღმერთებმა — კრიშნამ, რამამ, განეშამ და სხვა. ბრაჰმას ცოლია სარასვატი, მეცნიერებისა და ხელოვნების ქალღმერთი.
-
კოდი: შრი ბრაჰმა და მანუ
-
ვედური რელიგიის მიხედვით ყოფიერება ციკლურია. უფალი ბრაჰმას, სამყაროს შემოქმედის ცხოვრება იყოფა კალპებად ანუ ღვთაებრივ დღეებად და პრალაიებად ანუ ღვთაებრივ ღამეებად. ბრაჰმას თითოეულ კალპაში არის 14 მანვანტარა, თითოეულ მანვანტარაში მოდის მანუ ანუ ბრძენი, რომელიც ქმნის ახალ კაცობრიობას და ახალ ეპოქას. ჩვენ კალპას ეწოდება შვეტა-ვარახა კალპა. მოყვანილია თოთხმეტი მანუს სია: 1. სვაიამბჰუვა მანუ 2. სვაროჩიშა მანუ 3. უტტამა მანუ 4. ტამასა მანუ 5. რაივატა მანუ 6. ჩაკშუშა მანუ 7. შრადჰადევა ანუ ვაივასვატა მანუ 8. სავარნი მანუ 9. დაკშა სავარნი მანუ 10. ბრაჰმა სავარნი მანუ 11. დჰარმა სავარნი მანუ 12. რუდრა სავარნი მანუ 13. დევა სავარნი მანუ 14. ინდრა სავარნი მანუ პურანების მიხედვით ჩვენ ვცხოვრობთ მეშვიდე მანუს ეპოქაში.
-
ვედური კოსმოლოგია და მეორე მზე - ნემეზიდა (რაჯა)
შანკარადევა posted a blog entry in შანკარადევა's ბლოგი
სულ რამოდენიმე წლის წინ ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა რიჩარდ მიულერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ჩვენ ყვითელ მზეს ჰყავს თანამგზავრი ვარსკვლავი ე.ი. ჩვენ მზის სისტემაში არის მეორე მზე - თითქმის ჩამქრალი წითელი ჯუჯა, ემ 5 კლასის წითელი მზე. ნემეზიდას ორბიტული პერიოდი უდრის 25 000 000 წელიწადს. დაახლოებით იგივე ჰიპოთეზა აქვს რუს ასტრონომს - კირილე ბუტუსოვს. ამ პუბლიკაციაში მოცემულია მიულერის სურათი. ახლა მთავარი: 1) მიულერი მეორე წითელ მზეს უწოდებს - ნემეზიდას, ხოლო ბუტუსოვი - რაჯას. 2) ვედურ რელიგიაში ნათქვამია, რომ ჩვენ მზის სისტემაში არსებობს არც მეტი არც ნაკლები 4 მზე (!) და მათგან 3 არის ემ 5 კლასის წითელი ჯუჯა, რომლებიც ბრუნავენ მთავარი ყვითელი მზის, ჯი 2 კლასის ჯუჯის გარშემო, საკმაოდ პარაბოლურ ე.ი. უკიდურესად გაწელილ ორბიტებზე და პერიოდულად შემოდიან პლანეტური სისტემის შიგნით. ეს ცოდნა დაკავშირებუია იუგების შესახებ სწავლებასთან. ვედური მოძღვრება გვეუბნება, რომ ყოფიერება იყოფა დიდ და მცირე კოსმიურ ციკლებად; უფალი ბრაჰმა ცოცხლობს 100 ღვთაებრივი წელიწადი (1 მაჰა-კალპა), რომელიც უდრის 315 360 000 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 წელიწადი უდრის 3 153 600 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 თვე უდრის 262 800 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 კვირა უდრის 65 700 000 000 მიწიერ წელიწადს, ესაა ერთი კონკრეტული მეტაგალაქტიკის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგალითად ჩვენის. გასულია 13 700 000 მიწიერი წელი, დარჩა 52 000 000 000 წელიწადი, რის შემდეგაც მეტაგალაქტიკა შეიკუმშება და შემდეგ ისევ გაფართოვდება და ასე იქამდე სანამ არ გავა ბრაჰმას 100 ღვთიური წელი ე.ი. მეტაგალაქტიკა შეიკუმშება და გაფართოვდება სულ 4 800-ჯერ. უფალი ბრაჰმას 1 კვირა შედგება 7 ღვთაებრივი დღისგან, ესაა 7 კალპა. თითო კალპა გრძელდება 4 320 000 000 მიწიერი წელიწადი. კალპა ესაა ჩვენი მზის სისტემის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ჩვენი პლანეტური სისტემა - ბჰურ-ლოკა, ექვსჯერ ინგრევა და ხელახლა იქმნება ბრაჰმას 1 კვირის მანძილზე და როცა ინგრევა მეშვიდედ ეს უკვე საბოლოო დანგრევაა და ემთხვევა მეტაგალაქტიკის ნგრევას. თითო კალპაში არის 1000 მაჰა-იუგა. თითო მაჰა-იუგაში არის 4 იუგა: სატია-იუგა (გრძელდება 1 728 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის 4 მზე (!) და დომინირებენ თეთრკანიანი ბრაჰმანები (ქურუმები). ამ ეპოქაში მოდის ვიშნუს თეთრი იუგა-ავატარი. ტრეტა-იუგა (გრძელდება 1 292 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის 3 მზე (!) და დომინირებენ წითელკანიანი ქშატრიები (მეომრები). ამ ეპოქაში მოდის ვიშნუს წითელი იუგა-ავატარი. დვაპარა-იუგა (გრძელდება 864 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის 2 მზე (!) და დომინირებენ ყვითელკანიანი ვაიშიები (ვაჭრები). ამ ეპოქაში დედამიწაზე მოდის ვიშნუს ყვითელკანიანი იუგა-ავატარი. და ბოლოს კალი-იუგა (გრძელდება 432 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის მხოლოდ ერთი მზე და დომინირებენ შავკანიანი შუდრები (მუშები). ამ ეპოქაში დედამიწაზე მოდის ვიშნუს შავკანიანი იუგა-ავატარი. თუმცა ეპოქების წანაცვლების გამო, დვაპარა-იუგაში მოვიდა შავკანიანი კრიშნა, ხოლო კალი-იუგაში მოვიდა ოქროსფერკანიანი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ. ეს იმიტომ, რომ დვაპარა-იუგამ და კალი-იუგამ ფრაგმენტულად გადაფარეს ერთმანეთი. ესეთი წანაცვლება-გადაფარვა ხდება ყოველ 1000 მაჰა-იუგაში ერთხელ. რა საინტერესოა... საიდან გაიგეს მიულერმა და ბუტუსოვმა მეორე მზის შესახებ? არა, ბუტუსოვი კი ახსენებს მაჰაბჰარატას, მაგრამ მიულერმა საიდანღა გაიგო? ანუ ეს მეცნიერები თითქმის იგივეს ამბობენ, რასაც ვედები... უცნაურია... ომ შანტი ომ კალიკე სვაჰა-
- წითელი ჯუჯა
- ნემეზიდა
-
(and 6 more)
Tagged with:
-
ინდუისტური მითების მიხედვით იყო დრო როცა არ იყო სიკვდილი. იმ დროს ცოცხალი არსებები იბადებოდნენ, მაგრამ არ კვდებოდნენ და მრავლდებოდნენიქამდე სანამ მთელი დედამიწა არ აავსეს. ბჰუმი-დევი ანუ პრიტჰვი, დედამიწის სული შეევედრა ბრაჰმას, მოეშორებინა ეს მძიმე ჯვარი, დაეხმარებოდა მას. ბრაჰმამ არ იცოდა რა ექნა და ამიტომაც მრისხანებაში ჩავარდა. მრისხანების ცეცხლი მოედო სამყაროს და სრულ განადგურებას უქადდა ყოველივეს. დიად უფალ შივას შეეცოდა ცოცხალი არსებები და სთხოვა ბრაჰმას რომ არ დაეღუპა სამყარო. შივას რჩევით ბრაჰმამ საკუთარი სხეულისგან შექმნა ქალი შავი თვალებით და მუქი კანით და თავზე ლოტოსის გვირგვინით, შემოსილი მუქ წითელ კაბაში. ბრაჰმამ მას უბრძანა მოეკლა ყოველი ცოცხალი არსება სამყაროში. ბრაჰმამ ის აქცია, სიყვარულისა და სიძულვილისგან თავისუფალ დედა უფლად, რომელიც მის ნებას აღასრულებს. ერთ-ერთი ინდუისტური მითის მიხედვით, როცა ბრაჰმამ შექმნა ცოცხალი არსებები, ისინი ძალიან სწრაფად გამრავლდნენ და მალე აავსეს მთელი სამყარო. ბრაჰმამ დაინახა სამყარო სადაც უკვდავი არსებები, მრავლდებოდნენ უსასრულოდ და ჭამდნენ საკვებს და ამის გარდა სხვას არაფერს აკეთებდნენ. "რაში შევცდი?" იფიქრა ბრაჰმამ. "შენ სიკვდილი დაგავიწყდა – უთხრა სარასვატიმ – სამყაროში შემოსვლის შემდეგ უნდა დგებოდეს სამყაროდან გასვლა და მხოლოდ ამას შეუძლია ახალი სასიცოცხლო სივრცის მოცემა". ბრაჰმა მიხვდა რომ შეცდა და შექმნა ქალღმერთი მრიტიუ ანუ სიკვდილი. ქალწული ბნელი თვალებით შემოსილი წითელ კაბაში. "წადი და მოკალი ყოველი სულიერი, შეაჩერე მათი სუნთქვა და წაიღე სულები" – უთხრა ბრაჰმამ. მრიტიუ შეძრწუნდა და შეცბა. "რატომ უნდა ვქნა ეს?" – კითხვა დასვა გოგონამ. "სიკვდილის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ აქვს" – უპასუხა ბრაჰმამ. მაგრამ მრიტიუ შეშინდა და გაიქცა შორს. შივამ იპოვა მოტირალი მრიტიუ განმარტოებულ ადგილას და დაამშვიდა. შივამ უთხრა: "ნუ გეშინია, ყველა ვინც მოკვდება შენი ხელით, კვლავ დაიბადება. როგორც მკვლელი შენ მაინც შეძლებ იყო დედა. სიკვდილი არ იქნება სიცოცხლის დასასრული; ის გახდება კარიბჭე ახალ სიცოცხლეში". ასე გახდა ქალწული მრიტიუ მაჰაკალი, რომელიც ხრავს სიცოცხლეს. შიცა კი გახდა მაჰაკალა – დროის ბატონი, რომელიც იძლევა რეინკარნაციას, რომელიც გარდასახავს ნგრევის ნარჩენებს და ახალი შემოქმედების თესლს. ასე გახდა სიცოცხლე ბორბალი, რომელსაც ატრიალებს შივა. ყოველივე ეს გახდა სანსარა ანუ გარდასხეულება. კიდევ ერთი ინდუისტური მითის მიხედვით, როცა ბრაჰმამ დაინახა რომ უკვდავი ადამიანები უაზროდ მრავლდებოდნენ და შექმნა სიკვდილის ქალღმერთი ანუ მრიტიუ, ის პირდაპირ სამხრეთში, ქვესკნელში გაემგზავრა. მრიტიუმ დაღვარა ცრემლები რადგანაც არ სურდა ცოცხალ არსებათა მოკვლა. ბრაჰმამ შეკრიბა ცრემლები და მისგან შექმნა ავადმყოფობები, რათა გაეადვილებინა მრიტიუსთვის საქმე. უსასრულობის და მზის ქალღმერთ ადიტის ეყოლა ძე, სახელად – ვივასვატი, რომელიც ძალზედ მსუქანი და მახინჯი იყო და არ ჰქონდა კიდურები. მიტრამ, ვარუნამ და ბჰაგამ საბოლოოდ ჩამოაყალიბეს ვივასვატი წააჭრეს რა რაც ზედმეტი იყო. ზედმეტი ნაწილებისგან იშვა სპილო. ღმერთმა ტვაშტარმა ვივასვატს ცოლად მიათხოვა ქალიშვილი – სარანიუ, რომელმაც შვა ტყუპები – იამა დევა და იამი დევი, ბიჭი და გოგო. მაგრამ სარანიუს არ უყვარდა ვივასვატი და მალევე დატოვა ის, ხოლო საკუთარი თავის მაგივრად დაუტოვა კლონი ანუ ორეული. ორეულმაც შვა ბავშვები. მალე ორეულმა გამოააშკარავა თავი და ატყდა სკანდალი. დედინაცვალმა დაწყევლა იამა და მას გაუხმა ერთი ფეხი. იამა გახდა პირველი მიცვალებული. და იამი დასტიროდა ძმას და რათა მისი ქვითინი შეეწყვიტათ ღმერთებმა შექმნეს ღამე. იამა დევა გამეფდა საიქიოში. იამი კი გახდა წმინდა მდინარე იამუნას სული. ცოცხალთა და მიცვალებულთა სამეფოს ერთმანეთისგან ჰყოფს წმინდა მდინარე ვაიტარანი, რომლის გადაკვეთაც ადამიანს შეუძლია მხოლოდ ძროხის დახმარებით რომელიც ბრაჰმანს ანუ ქურუმს აჩუქა. იამას ჰყავს დამხმარეები. იამა და იამადუტები დადიან დედამიწაზე და ჯადოსნური კომბლით სხეულებიდან იღებენ სულებს. იამას სამეფოს დედაქალაქ ეწოდება იამაპუტრა. მას ემსახურება საიქიოს მწერალი ჩიტრაგუპტა, რომელიც სიკვდილის უფალს ატყობინებს თუ რა გააკეთა სიცოცხლეში ადამიანმა. იამა არის მსაჯული. ბუდიზმში იამასთან ერთად მეფობს მისი და და ცოლი იამი დევი. იამას იპოსტასებია: კალა, ანტაკა და მრიტიუ.
-
ლეგენდების მიხედვით შორეულ წარსულში (სატია-იუგაში) დედამიწაზე (ბჰარატა-ვარშაზე) ადამიანები, ცხოველებთან და მაგიურ არსებებთან ერთად ცხოვრობდნენ მაგიური აიგლენის ხის ქვეშ. სუფევდა ჰარმონია და სიყვარული. მაგრამ ადამიანის გულში გაჩნდა ბოროტება და ამ ბოროტებამ დაარღვია ბალანსი და ჰარმონია. ადამიანმა წამოიწყო ომი სხვა არსებების წინააღმდეგ. ადამიანებმა დაიწყეს ცხოველების ჭამა და განდევნეს მაგიური სულები თავიანთი მიწებიდან და შეზღუდეს. 11 776 წლის წინ მოხდა დიდი ომი ადამიანებსა და მაგიურ სულებს შორის. მოხდა ატლანტიდის კატასტროფა. მაშინ იდგა უკვე დვაპარა-იუგა. მალევე დედამიწას თავს დაესხნენ არქონტები და დაიმონეს მსოფლიო. 5000 წლის წინ დაიწყო ბოროტების ეპოქა (კალი-იუგა). სულები განიდევნენ მიწისქვეშა სამეფოში და უღრან ტყეებში. ზოგიერთები წავიდნენ სხვა პლანეტებზე. განხეთქილება ადამიანებსა და სულებს შორის მოხდა დვაპარა-იუგას ბოლოს. ადამიანებმა დაივიწყეს სულები და გახდნენ ხარბი ტირანები. ახლა დგას ადჰარმას (ათეიზმის) ეპოქა როცა ადამიანი იმდენადაა დადებილებული რომ სულების არსებობაც კი აღარ სჯერა. ბერძნულ მითებში არის თქმულებები ტიტანომაქიაზე, გიგანტომაქიაზე, ამაზონომაქიაზე და კენტავრომაქიაზე, სხვაგვარად რომ ვთქვათ საუბარია იმაზე თუ როგორ ხოცავდნენ გიგანტებს, ტიტანებს, ამაზონკებს და კენტავრებს "დევ-გმირი" ადამიანები. სხვათაშორის ჰერაკლეს მასწავლებელი იყო კენტავრი ქირონი. ჰერაკლე იბრძოდა ამაზონების წინააღმდეგაც. დასრულდა სულების ერა და დადგა უმეცრების და ბოროტების ეპოქა. სულები მიწისქვეშა სამეფოდან და შორეული პლანეტებიდან აკვირდებიან დედამიწას და ხედავენ ადამიანურ უმეცრებას და სიბრიყვეს. კალი-იუგა გრძელდება საერთოდ 432 000 წელი, გავიდა ჯერ მხოლოდ 5000, დარჩა 428 000 წელი ახალ სატია-იუგამდე. 4 იუგა = 1 მაჰაიუგა (4 320 000 წელი). 1 კალპა = 1000 მაჰაიუგა = 14 მანვანტარა და 9 სანდჰია. ახლა დგას მეშვიდე მანვანტარა. კალპას მერე დგება პრალაია რომელიც კალპას მსგავსად გრძელდება 4 320 000 000 წელი. 365 კალპა და 365 პრალაია = ბრაჰმას 1 წელიწადი - 3 153 600 000 000 მიწიერი წელიწადი. ბრაჰმას ერთი თვე = 262 800 000 000 მიწიერი წელიწადი. ბრაჰმას 1 კვირა = 65 700 000 000 მიწიერი წელიწადი. ბრაჰმას 100 წელი = 315 360 000 000 000 მიწიერი წელიწადი. ბრაჰმას ას წელიწადს ეწოდება მაჰა-კალპა, რომლის შემდეგაც დგება მაჰა-პრალაია ანუ სიცარიელის ერა რომელიც ასევე 315 360 000 000 000 წელი გრძელდება. ასე მეორდება უსაწყისოდ და უსასრულოდ. 1 კალპა ესაა კონკრეტულად ჩვენი მზის სისტემის არსებობის ერა. კალპა და პრალაია ეხება მხოლოდ მზის სისტემას. ბრაჰმას ერთი კვირა ანუ 65 700 000 000 წელი ესაა მეტაგალაქტიკის არსებობის ერა (პერიოდი), რომლიდანაც 13 700 000 მიწიერი წელი უკვე გასულია. დარჩა 52 000 000 000 მიწიერი წელიწადი. შემდეგ სამყარო შეიკუმშება და ისევ გაფართოვდება და დაიბადება ახალი სამყაროს ფორმა. სამყარო (მეტაგალაქტიკა) ესაა პულსირებადი სფერო, რომელიც 1 მაჰაკალპას განმავლობაში 4 800-ჯერ შეიკუმშება და გაფართოვდება და ბოლოს სრულიად დაინგრევა და დადგება დიადი პრალაია. შემდეგ დადგება ახალი მაჰა-კალპა და ასე უსასრულოდ...
-
ლეგენდების მიხედვით შორეულ წარსულში (სატია-იუგაში) დედამიწაზე (ბჰარატა-ვარშაზე) ადამიანები, ცხოველებთან და მაგიურ არსებებთან ერთად ცხოვრობდნენ მაგიური აიგლენის ხის ქვეშ. სუფევდა ჰარმონია და სიყვარული. მაგრამ ადამიანის გულში გაჩნდა ბოროტება და ამ ბოროტებამ დაარღვია ბალანსი და ჰარმონია. ადამიანმა წამოიწყო ომი სხვა არსებების წინააღმდეგ. ადამიანებმა დაიწყეს ცხოველების ჭამა და განდევნეს მაგიური სულები თავიანთი მიწებიდან და შეზღუდეს. 11 776 წლის წინ მოხდა დიდი ომი ადამიანებსა და მაგიურ სულებს შორის. მოხდა ატლანტიდის კატასტროფა. მაშინ იდგა უკვე დვაპარა-იუგა. მალევე დედამიწას თავს დაესხნენ არქონტები და დაიმონეს მსოფლიო. 5000 წლის წინ დაიწყო ბოროტების ეპოქა (კალი-იუგა). სულები განიდევნენ მიწისქვეშა სამეფოში და უღრან ტყეებში. ზოგიერთები წავიდნენ სხვა პლანეტებზე. განხეთქილება ადამიანებსა და სულებს შორის მოხდა დვაპარა-იუგას ბოლოს. ადამიანებმა დაივიწყეს სულები და გახდნენ ხარბი ტირანები. ახლა დგას ადჰარმას (ათეიზმის) ეპოქა როცა ადამიანი იმდენადაა დადებილებული რომ სულების არსებობაც კი აღარ სჯერა. ბერძნულ მითებში არის თქმულებები ტიტანომაქიაზე, გიგანტომაქიაზე, ამაზონომაქიაზე და კენტავრომაქიაზე, სხვაგვარად რომ ვთქვათ საუბარია იმაზე თუ როგორ ხოცავდნენ გიგანტებს, ტიტანებს, ამაზონკებს და კენტავრებს "დევ-გმირი" ადამიანები. სხვათაშორის ჰერაკლეს მასწავლებელი იყო კენტავრი ქირონი. ჰერაკლე იბრძოდა ამაზონების წინააღმდეგაც. დასრულდა სულების ერა და დადგა უმეცრების და ბოროტების ეპოქა. სულები მიწისქვეშა სამეფოდან და შორეული პლანეტებიდან აკვირდებიან დედამიწას და ხედავენ ადამიანურ უმეცრებას და სიბრიყვეს. კალი-იუგა გრძელდება საერთოდ 432 000 წელი, გავიდა ჯერ მხოლოდ 5000, დარჩა 428 000 წელი ახალ სატია-იუგამდე. 4 იუგა = 1 მაჰაიუგა (4 320 000 წელი). 1 კალპა = 1000 მაჰაიუგა = 14 მანვანტარა და 9 სანდჰია. ახლა დგას მეშვიდე მანვანტარა. კალპას მერე დგება პრალაია რომელიც კალპას მსგავსად გრძელდება 4 320 000 000 წელი. 365 კალპა და 365 პრალაია = ბრაჰმას 1 წელიწადი - 3 153 600 000 000 მიწიერი წელიწადი. ბრაჰმას ერთი თვე = 262 800 000 000 მიწიერი წელიწადი. ბრაჰმას 1 კვირა = 65 700 000 000 მიწიერი წელიწადი. ბრაჰმას 100 წელი = 315 360 000 000 000 მიწიერი წელიწადი. ბრაჰმას ას წელიწადს ეწოდება მაჰა-კალპა, რომლის შემდეგაც დგება მაჰა-პრალაია ანუ სიცარიელის ერა რომელიც ასევე 315 360 000 000 000 წელი გრძელდება. ასე მეორდება უსაწყისოდ და უსასრულოდ. 1 კალპა ესაა კონკრეტულად ჩვენი მზის სისტემის არსებობის ერა. კალპა და პრალაია ეხება მხოლოდ მზის სისტემას. ბრაჰმას ერთი კვირა ანუ 65 700 000 000 წელი ესაა მეტაგალაქტიკის არსებობის ერა (პერიოდი), რომლიდანაც 13 700 000 მიწიერი წელი უკვე გასულია. დარჩა 52 000 000 000 მიწიერი წელიწადი. შემდეგ სამყარო შეიკუმშება და ისევ გაფართოვდება და დაიბადება ახალი სამყაროს ფორმა. სამყარო (მეტაგალაქტიკა) ესაა პულსირებადი სფერო, რომელიც 1 მაჰაკალპას განმავლობაში 4 800-ჯერ შეიკუმშება და გაფართოვდება და ბოლოს სრულიად დაინგრევა და დადგება დიადი პრალაია. შემდეგ დადგება ახალი მაჰა-კალპა და ასე უსასრულოდ... ამჟამად გასულია ბრაჰმას ასი წელიწადიდან (მაჰა-კალპადან) 51. ახლა ბრაჰმა 51 წლისაა. გავიდა ბრაჰმას 612 თვე. გავიდა ბრაჰმას 2448 კვირა. გავიდა ბრაჰმას 17 136 მცირე კალპა. ახლა არის ბრაჰმას ორმოცდამეთერთმეტე წლის ბოლო დღე (კალპა). ახლა დგას 17 136-ე დღის მეშვიდე მანვანტარა. 1000 მაჰა-იუგიდან მხოლოდ თითქმის ნახევარია გასული.
-
ირანელებს, ინდოელებს და სლავებს მაგრად აქვთ არეული გონება. საერთოდ მთელს მსოფლიოს არეული აქვს გონება. ნამდვილი პარადოქსული ენიგმა არის "დევების" და "ასურების" შესახებ მითები. ინდოელები აგინებენ ირანულ ასურებს და აფეტიშებენ დევებს, ხოლო ირანელები აგინებენ დევებს და აფეტიშებენ ასურებს. ამ კონფლიქტში ეფლობიან სლავებიც რომლებიც საკუთარ წინაპრებს ასებს ან ასურასებს უწოდებენ. სხვათაშორის სიტყვა ასურ უკუღმა იკითხება როგორც "რუსა" (?)... ირანული უზენაესი უფალი ასურა მაზდა და "ბოროტი დევა" არიმანი ძმები არიან, ისინი უფალი ზურვანის შვილები არიან. ასევეა ინდურ რელიგიებშიც. ბუდიზმი შედარებით შერბილებულად ამბობს, რომ ასურები სვარგადან დებოშისტობის გამო გამოგდებული ღმერთები არიან. ინდუსები წერენ თავიანთ ტრაქტატებში რომ თურმე ასურასები ეწოდებათ ქალღმერთ დიტის და ქალღმერთ დანუს შვილებს, დაიტიებს და დანავებს. დიტი და დანუ არიან ბრაჰმას 7 პირველი შვილიდან, 7 რიშიდან პირველის – კაშიაპას მეორე და მესამე ცოლები. დევები შვა კაშიაპას პირველმა ცოლმა – ადიტიმ. გამოდის რომ ადიტიები და დაიტიები და დანავები ძმები და დები არიან! მეტიც, ასურასებიც ღმერთები გამოდიან ისევე როგორც ადიტიები! რაშია მაშინ საქმე? რატომ მტრობენ ერთმანეთს? ამის შესახებ თეოსოფები ბევრს წერენ და მიუთითებენ რომ ასურასების დემონიზება ესაა ინდუისტური ეგზოთერიზმი და რომ ეზოთერულად ასურასები არიან უმაღლესი ღმერთები. ინდუიზმში ბევრი ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნობები და დოქტრინებია. ზოგიერთი ვერსიით ადიტის, დიტის და დანუს მამა იყო მაჰაბრაჰმა დაკშა, ერთ-ერთი 11 პრაჯაპატიდან, რომლებიც შექმნა ბრაჰმამ. სხვა ვერსიით კი დაკშა არის ადიტის შვილი. ზოგი ვერსიით ვიშნუ არის ადიტის შვილი, ხოლო სხვა ვერსიით ვიშნუ არის ყველა ღვთაების მამა. ადიტიების რიცხვიც სხვადასხვა ტექსტებში სხვადასხვაა. სახელები ყველგან ერთნაირი არაა. ვედების მიხედვით დაკშას გარდა სხვა პრაჯაპატებია: მარიჩი, ანგირასი, პულასტია, პულაჰა, ბჰრიგუ და ა.შ. ინდუიზმის და ტანტრას პრაქტიკულად თითოეული სკოლა წინააღმდეგობაში მოდის სხვა სკოლებთან. თვით ტანტრაშიც კი შივას და კალის ხშირად ეწოდებათ მაჰასურა და მაჰასური (!). ისიც კია ნათქვამი რომ ასურების ერთ-ერთ სამეფოში – ვიტალაში თავად შივას და კალის იპოსტასები მეფობენ (!). ბოლოს და ბოლოს ვინ არიან ასები, ასურები, ადიტიები და დევები?
-
ეზოთერული თვალსაზრისით არსებობს მრავალი სამყარო. არსებობენ სხვადასხვა ჰუმანოიდური, ნუმოიდური და სხვა მრვალი ტიპის გონიერი რასები. სავარაუდოდ ფიზიკური, ასტრალური და სულიერი სამყაროების ყველა პლანეტაზე და პლანეტათაშორის სივრცეში არსებობენ გონიერი სიცოცხლის ფორმები (ფიზიკური, ეთერული, სულიერი...). სხვადასხვა რასების წარმომადგენელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთნაირი არაა. ამას ადასტურებენ ინდუისტური და ბუდისტური შასტრები, ტანტრები და სუტრები. მარადიული დჰარმის მიხედვით ყოფიერება შედგება დიდი და მცირე ციკლებისგან. ყველაზე მცირე ციკლებია "იუგები". არის 4 იუგა: 1) სატია იუგა – აბსოლუტური სიკეთის 2) ტრეტა იუგა – როცა სიკეთე განიცდის მცირეოდენ დაკნინებას (სიკეთის დაკნინება) 3) დვაპარა იუგა – როცა სიკეთე და ბოროტება თანაბარი დოზით თანაარსებობენ ანუ 50/50–ზე (ბოროტების გაძლიერება) და ბოლოს 4) კალი იუგა – როცა ბოროტება არის მინიმუმ 76% ხოლო სიკეთე დაკნინებულია და ადამიანური რასა დეგრადირებულია (ბოროტების დომინირება). ეპიქების ცვლასთან ერთად ადამიანის ჯივატმანი და სამი სხეული განიცდიან დეგრადაციას, დეგრადირებს გენეტიკა. ადამიანს დაცემისკენ უბიძგებენ მარები ანუ არქონტები. ღმერთების და დემონების ზოგიერთი რასები ცოცხლობენ მინიმუმ 7 000 000 მიწიერი წელი, ზოგიერთები კი 1 000 000 000 ან საერთოდაც 100 000 000 000 წელი! ზოგიერთს აქვს ფიზიკური სხეული და ზოგიერთს კი არა. სატია იუგას დროს ადამიანის ჯივატმანი და სამივე სხეულის გენეტიკა იმდენად კარგი და სუფთაა რომ ადამიანის სიცოცხლე 100 000 წელიწადს აჭარბებს! შემდგომ ადამიანი განიცდის დეგრადაციას და სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება. ტრეტა იუგაში მცირდება 80 000 ან 60 000 წლამდე, დვაპარა იუგაში ვარდება ჯერ 50 000 წელიწადზე ხოლო ეპოქის ბოლოს საერთოდაც 1000 წელიწადზე, საბოლოოდ კი კალი იუგას დასაწყისში ადამიანთა 99% 200 წელიწადიც კი ვერ ცოცხლობს. კალი იუგას ბოლოს (როცა დგება ბოროტების 432 000 წლიანი ციკლის ბოლო ეტაპი) ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7-8 წელიწადი! და ისიც სავსეა ძალადობით და სხვადასხვაგვარი ფსიქონევროლოგიური და ფიზიკური სნეულებებით! შემდეგ ბრუნდებიან ტრიმურტის და ტრიდევის უფალნი და ბოდჰისატვები, დგება ახალი სატია იუგა და ადამიანთა სულები და სხეულები განიცდიან რევოლუციურ პროგრესს. ყველა ხდება ბედნიერი და დგება ახალი ოქროს საუკუნე რომელიც როგორც ყოვეთვის გრძელდება 1 728 000 წელიწადი. მერე ყველაფერი მეორდება და ასე უსასრულოდ. პრობლემა არის არა მოკვდავი ბუნება, არამედ ის რომ სულიერი და გენეტიკური დეგრადაციის გამო ადამიანის ცხოვრება ფიზიკურ სხეულში ზედმეტად ხანმოკლე და მტანჯველია. თვით ღმერთებიც კი არ არიან უკვდავნი, ასე რომ უაზრობაა "უკვდავებაზე" ფიქრი. სიცოცხლის გახანგრძლივება შესაძლებელია, ისევე როგორც მაგიური ძალების გამოღვიძება, მაგრამ "უკვდავება" თითქმის შეუძლებელია. 100% უკვდავია და სანსარასგან თავისუფალია მხოლოდ დჰიანა ბუდა ან დჰიანა ბოდჰისატვა და ისიც ხშირ შემთხვევაში არა ფიზიკური არამედ ასტრალური ან კაუზალური გაგებით.
-
- კალი იუგა
- სატია იუგა
-
(and 6 more)
Tagged with: