Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'ასურა'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 8 results

  1. ინდუიზმში და სხვა დჰარმულ რელიგიებში დევები არიან ღმერთები. ლათინურადაც დეუს იგივე დევ ნიშნავს - ღვთაებას, მაზდეანურ ანუ ზოროასტრულ რელიგიაში - პირიქით, დევები არიან დემონები, ხოლო აჰურები იგივე ასურები - ღმერთები, რომელთაგან უმთავრესია - აჰურა მაზდა იგივე ასურა მაზდაო. დასავლეთ აზიაზე დიდ გავლენას ახდენდა ირანული ზოროასტრიზმი, რომელიც შექმნა ზარატუსტრა სპიტამამ, პორუშასპასა და დუგდოვას ძემ, ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში, გაანადგურა რა დევების კულტი და გამოაცხადა ისინი ავ სულებად, ხოლო ასურები - კეთილ სულებად, მისი საქმე გააგრძელა იმპერატორმა ქსერქსე პირველმა და შემდგომმა მეფეებმაც განაგრძეს ვედური კულტების წარხოცვა პირისაგან მიწისა. კავკასიაში ძლიერი იყო ზოროასტრის გავლენა. ძველი ქართული წარმართული რელიგია, პრაქტიკულად ესაა ზოროასტრიზმი და სხვა არაფერი. სადაა მტკიცებულება? აი აქ: ქართულ წარმართობაში, ისევე როგორც ზოროასტრიზმში დევები დემონურ სულებად იყვნენ მიჩნეულნი, რომელთაც ებრძოდნენ ე.წ. "ღვთისშვილები", ხოლო "ღმერთი" იყო ვინმე - "მორიგე", რომლის სიტყვებსაც იწერდა - კვირია. მორიგე ესაა ასურა მაზდაო, ხოლო მისი "ღვთისშვილები" - ასურები ანუ აჰურები. ვედური გაგებით ქართული წარმართობა იყო ირანული დემონიზმის - მაზდეანობის გაგრძელება და სხვა არაფერი. ირანულ მითოსში არიან ქართული ღვთისშვილების მსგავსი სულები - ამეშასპენტები, რომლებიც ებრძვიან დევებს, რომელთაგან უძლიერესია საურვა ანუ ირანულად - ვერაგობა, ხოლო ინდურად შარვა - მშვილდოსანი, რაც შივას რვა მთავარი ეპითეტიდან ერთ-ერთია.
  2. პერიოდულად ასურები (დემონები) მოდიან დედამიწაზე (დჰარმა-კშეტრაზე), რათა გაანადგურონ ან დაამახინჯონ ვედები. ასე რომ იცოდეთ, ის ადამიანები, რომლებიც გინდ რუსეთში და გინდ საქართველოში ან სადმე სხვაგან, სპეკულირებენ ვედებზე და მანიპულირებენ ვედური ტერმინებით და ლეგენდებით, არიან შარლატანები და ასურები (დემონები). დანავებმა და დაიტიებმა შესანიშნავად იციან თუ როგორ დათესონ პანიკა, დეზინფორმაცია და დააბნიონ ხალხი ცრუ სასწაულებით. დანავებს აქვთ სხვადასხვა ფოკუსების ჩატარების უნარი, მაგრამ მათი გამოცნობა მარტივად შეიძლება, თუ ისინი ამახინჯებენ ან აკნინებენ ვედებს და არ ჰყავთ ავტორიტეტული გურუ, ასევე არ არიან კონკრეტულ სამპრადაიში ე.ი. არ არიან კონკრეტული რელიგიურ-მისტიკური ტრადიციული სკოლის ადეპტები, იცოდეთ, რომ ესენი არიან - ა ს უ რ ე ბ ი (დემონები). არიან დანავები და დაიტიები რომლებიც ამახინჯებენ ვედებს და სხვადასხვა ვედური სკოლების მოძღვრებებს და პრაქტიკებს. ილუზიონისტი დანავები ატყუებენ მილიონებს. ვედურ რელიგიაში მრავალი სკოლაა. ვედურ ტრადიციებში არსებობენ გასხივოსნებული მაჰა-სიდჰებიც, მაგრამ ისინი არ ჩანან, სამაგიეროდ კარგად ჩანან შარლატანები, რომლებიც ამახინჯებენ ვედურ ცოდნას და სხვადასხვა პრაქტიკებს. საბედნიეროდ არსებობენ ნორმალური გურუებიც, რომლებიც ქადაგებენ ნამდვილ ვედებს, მაგრამ მაჰა-სიდჰები საჯაროდ არ ავლენენ საკუთარ თავს და ეს გასაგებიცაა, რადგანაც ასურების მთავრობა ასეთებს მყისვე გიჟებად შერაცხავს და საგიჟეთში გამოკეტავს. ეს იმიტომ, რომ დგას კალი-იუგა და იოგა და ტანტრა შეშლილობად არის გამოცხადებული ასურების მიერ. ის გურუები კი, რომლებიც საჯაროდ ქადაგებენ, ცდილობენ დამალონ სულიერი ნათელი და ნამეტანი არ გადავიდნენ ზეცნობიერში, რადგანაც იციან, რომ ხალხს ე.ი. მასებს არ სიამოვნებთ განათებულ სიდჰებთან ურთიერთობა და ვერ უგებენ მათ, მთავრობა ხომ მით უმეტეს. ბრბო ჩლუნგია. ომ შანტი ომ ტარე ტუტტარე ტურე სვაჰა
  3. ძვ.წ. 550 წლამდე ირანში არსებობდა და დომინირებდა არიული რელიგია - სიდჰანტა (აბჰიჩარა). ეს იყო მოგვების რელიგია. ეს იყო ინდუიზმის მსგავსი რელიგია, რომლის მიმდევრებიც ეთაყვანებოდნენ შივას, ინდრას და სხვა დევებს (ღმერთებს). მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას მერე რაც დაიბადა ზარატუსტრა სპიტამა. ზარატუსტრა ცხოვრობდა 628-551 წლებში. ითვლება, რომ ზარატუსტრა დაბადებიდანვე ახდენდა სასწაულებს და მას იფარავდა "ღმერთი" ასურა მაზდა. ზარატუსტრა ადრეული ასაკიდანვე ზიზღით უყურებდა ინდუისტ მოგვებს და ცდილობდა მოგვების რელიგიის მოსპობას. მამამისს ერქვა - პორუშასპა, ხოლო დედას - დუგდოვა. მას ჰყავდა ოთხი ძმა, ორი უფროსი და ორი უმცროსი. ზარატუსტრა დაქორწინდა სამჯერ. მისი პირველი ცოლი იყო ქვრივი, ხოლო ორი დანარჩენი - ქალწულები. მის დროს მეფობდა მეფე გისტასპი. ზარატუსტრას უწოდებდნენ ებრაელს და ვარაუდობდნენ რომ იყო სამარიელი ქურუმების ოჯახიდან. ამბობენ რომ ერთხელ მისმა ღიმილმა მოკლა 2000 დევა. ასურა მაზდა გამოეცხადა ზარატუსტრას და უთხრა, რომ მას უნდა ექადაგა ახალი რელიგია. მაზდეანობა ესაა მკაცრი დუალიზმი და მონოთეიზმი. არის მკაცრი დუალიზმი სინათლესა და სიბნელეს შორის. ეს იდეა მოიგონა ზარატუსტრამ. ზარატუსტრა იბრძოდა ინდუისტური პანთეიზმის ანუ ადვაიტა ვედანტას და ტანტრიზმის წინააღმდეგ. ზარატუსტრას სწავლებით ლგბტ ადამიანები და ინდური დევები განეკუთვნებიან ბნელეთის სამეფოს და ბოლო ჟამს დევების მმართველ აჰრია მანიუსთან ე.ი. არიამანთან ერთად ჩაყრილნი იქნებიან ჯოჯოხეთურ ორმოში, საიდანაც ვეღარ გამოვლენ, და მსოფლიოზე გაბატონდება ასურა მაზდა. ასურა მაზდა არის ადვაიტა ვედანტას პანთეიზმის დაუძინებელი მტერი. ასურა მაზდას კულტი ესაა აბსოლუტური რეპრესიული მონოთეიზმი. მაზდეანურ რელიგიაში ჰომოსექსუალობა, მაგიზმი, ქორწინების გარეშე სექსი, ანალური სექსი, ტანტრიზმი, ინდური დევების თაყვანისცემა და ა.შ. ითვლება მომაკვდინებელ ცოდვებად და ისჯება სიკვდილით. მაზდეანობაში ადვაიტა არის ერესი. ასურა მაზდა ითვლება "კეთილ" და ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე დემიურგად, რომელიც ებრძვის დევებს და ითხოვს ადამიანისგან სრულ მორჩილებას. დევების მეფეა ასურა მაზდას ძმა - აჰრიმანი. ზარატუსტრამ აჰრიმანი, სხვა დევების მსგავსად გამოაცხადა ბოროტ სულად. ინდურ რელიგიებში აჰურა ანუ ასურა ნიშნავს ბოროტ დემონს (ანტიღმერთს), მაზდეანობაში - პირიქით. ზარატუსტრას მოძღვრების მიხედვით სამყარო "შეიქმნა" დაახლოებით 12 000 წლის წინ და ქვეყნიერების აღსასრულამდე დარჩენილია სულ რაღაც 224 წელი. მაზდეანები ამტკიცებენ, რომ სულიწმინდა (სპენტა მაინიუ) და ასურა მაზდა გამოგზავნიან საოშინტს (მსხნელს) და დევები საბოლოოდ დამარცხდებიან. მაზდეანობას ახასიათებს საშინელი ფაშისტური მორალისტობა. სავარაუდოდ სწორედ ზარატუსტრამ დააფუძნა პირველი მონოთეიზმი და მისი რელიგიის ზეგავლენით წარმოიშვა იუდაიზმი, რომელიც შექმნეს ეზდრამ და ნეემიამ ძვ.წ. მეექვსე და მეხუთე საუკუნეებში. მათ ეს გააკეთეს ფინიკიურ, ქანაანურ და აქადურ-შუმერულ მითოლოგიაზე მანიპულირებით. მაზდეანობა აბრაამული რელიგიების იდენტურია. ეს რელიგია აბრაამული რელიგიების საფუძველია. მაზდეანური მორალი და აბრაამული მორალი აბსოლუტურად ერთნაირია. თეოლოგიაც იდენტურია. ასურა მაზდა და ებრაული იეჰოვა პრაქტიკულად ერთი და იგივეა.
  4. ირანელებს, ინდოელებს და სლავებს მაგრად აქვთ არეული გონება. საერთოდ მთელს მსოფლიოს არეული აქვს გონება. ნამდვილი პარადოქსული ენიგმა არის "დევების" და "ასურების" შესახებ მითები. ინდოელები აგინებენ ირანულ ასურებს და აფეტიშებენ დევებს, ხოლო ირანელები აგინებენ დევებს და აფეტიშებენ ასურებს. ამ კონფლიქტში ეფლობიან სლავებიც რომლებიც საკუთარ წინაპრებს ასებს ან ასურასებს უწოდებენ. სხვათაშორის სიტყვა ასურ უკუღმა იკითხება როგორც "რუსა" (?)... ირანული უზენაესი უფალი ასურა მაზდა და "ბოროტი დევა" არიმანი ძმები არიან, ისინი უფალი ზურვანის შვილები არიან. ასევეა ინდურ რელიგიებშიც. ბუდიზმი შედარებით შერბილებულად ამბობს, რომ ასურები სვარგადან დებოშისტობის გამო გამოგდებული ღმერთები არიან. ინდუსები წერენ თავიანთ ტრაქტატებში რომ თურმე ასურასები ეწოდებათ ქალღმერთ დიტის და ქალღმერთ დანუს შვილებს, დაიტიებს და დანავებს. დიტი და დანუ არიან ბრაჰმას 7 პირველი შვილიდან, 7 რიშიდან პირველის – კაშიაპას მეორე და მესამე ცოლები. დევები შვა კაშიაპას პირველმა ცოლმა – ადიტიმ. გამოდის რომ ადიტიები და დაიტიები და დანავები ძმები და დები არიან! მეტიც, ასურასებიც ღმერთები გამოდიან ისევე როგორც ადიტიები! რაშია მაშინ საქმე? რატომ მტრობენ ერთმანეთს? ამის შესახებ თეოსოფები ბევრს წერენ და მიუთითებენ რომ ასურასების დემონიზება ესაა ინდუისტური ეგზოთერიზმი და რომ ეზოთერულად ასურასები არიან უმაღლესი ღმერთები. ინდუიზმში ბევრი ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნობები და დოქტრინებია. ზოგიერთი ვერსიით ადიტის, დიტის და დანუს მამა იყო მაჰაბრაჰმა დაკშა, ერთ-ერთი 11 პრაჯაპატიდან, რომლებიც შექმნა ბრაჰმამ. სხვა ვერსიით კი დაკშა არის ადიტის შვილი. ზოგი ვერსიით ვიშნუ არის ადიტის შვილი, ხოლო სხვა ვერსიით ვიშნუ არის ყველა ღვთაების მამა. ადიტიების რიცხვიც სხვადასხვა ტექსტებში სხვადასხვაა. სახელები ყველგან ერთნაირი არაა. ვედების მიხედვით დაკშას გარდა სხვა პრაჯაპატებია: მარიჩი, ანგირასი, პულასტია, პულაჰა, ბჰრიგუ და ა.შ. ინდუიზმის და ტანტრას პრაქტიკულად თითოეული სკოლა წინააღმდეგობაში მოდის სხვა სკოლებთან. თვით ტანტრაშიც კი შივას და კალის ხშირად ეწოდებათ მაჰასურა და მაჰასური (!). ისიც კია ნათქვამი რომ ასურების ერთ-ერთ სამეფოში – ვიტალაში თავად შივას და კალის იპოსტასები მეფობენ (!). ბოლოს და ბოლოს ვინ არიან ასები, ასურები, ადიტიები და დევები?
  5. ირანელებს, ინდოელებს და სლავებს მაგრად აქვთ არეული გონება. საერთოდ მთელს მსოფლიოს არეული აქვს გონება. ნამდვილი პარადოქსული ენიგმა არის "დევების" და "ასურების" შესახებ მითები. ინდოელები აგინებენ ირანულ ასურებს და აფეტიშებენ დევებს, ხოლო ირანელები აგინებენ დევებს და აფეტიშებენ ასურებს. ამ კონფლიქტში ეფლობიან სლავებიც რომლებიც საკუთარ წინაპრებს ასებს ან ასურასებს უწოდებენ. სხვათაშორის სიტყვა ასურ უკუღმა იკითხება როგორც "რუსა" (?)... ირანული უზენაესი უფალი ასურა მაზდა და "ბოროტი დევა" არიმანი ძმები არიან, ისინი უფალი ზურვანის შვილები არიან. ასევეა ინდურ რელიგიებშიც. ბუდიზმი შედარებით შერბილებულად ამბობს, რომ ასურები სვარგადან დებოშისტობის გამო გამოგდებული ღმერთები არიან. ინდუსები წერენ თავიანთ ტრაქტატებში რომ თურმე ასურასები ეწოდებათ ქალღმერთ დიტის და ქალღმერთ დანუს შვილებს, დაიტიებს და დანავებს. დიტი და დანუ არიან ბრაჰმას 7 პირველი შვილიდან, 7 რიშიდან პირველის – კაშიაპას მეორე და მესამე ცოლები. დევები შვა კაშიაპას პირველმა ცოლმა – ადიტიმ. გამოდის რომ ადიტიები და დაიტიები და დანავები ძმები და დები არიან! მეტიც, ასურასებიც ღმერთები გამოდიან ისევე როგორც ადიტიები! რაშია მაშინ საქმე? რატომ მტრობენ ერთმანეთს? ამის შესახებ თეოსოფები ბევრს წერენ და მიუთითებენ რომ ასურასების დემონიზება ესაა ინდუისტური ეგზოთერიზმი და რომ ეზოთერულად ასურასები არიან უმაღლესი ღმერთები. ინდუიზმში ბევრი ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნობები და დოქტრინებია. ზოგიერთი ვერსიით ადიტის, დიტის და დანუს მამა იყო მაჰაბრაჰმა დაკშა, ერთ-ერთი 11 პრაჯაპატიდან, რომლებიც შექმნა ბრაჰმამ. სხვა ვერსიით კი დაკშა არის ადიტის შვილი. ზოგი ვერსიით ვიშნუ არის ადიტის შვილი, ხოლო სხვა ვერსიით ვიშნუ არის ყველა ღვთაების მამა. ადიტიების რიცხვიც სხვადასხვა ტექსტებში სხვადასხვაა. სახელები ყველგან ერთნაირი არაა. ვედების მიხედვით დაკშას გარდა სხვა პრაჯაპატებია: მარიჩი, ანგირასი, პულასტია, პულაჰა, ბჰრიგუ და ა.შ. ინდუიზმის და ტანტრას პრაქტიკულად თითოეული სკოლა წინააღმდეგობაში მოდის სხვა სკოლებთან. თვით ტანტრაშიც კი შივას და კალის ხშირად ეწოდებათ მაჰასურა და მაჰასური (!). ისიც კია ნათქვამი რომ ასურების ერთ-ერთ სამეფოში – ვიტალაში თავად შივას და კალის იპოსტასები მეფობენ (!). ბოლოს და ბოლოს ვინ არიან ასები, ასურები, ადიტიები და დევები?
  6. ლგბტ-ს შესახებ მრავალი დეზინფორმაციული მითია გავრცელებული. ლგბტ-ს ებრძვიან არა მხოლოდ რელიგიური ფუნდამენტალისტები, არამედ ზოგიერთი ათეისტებიც და ფსევდო-ეზოთერიკებიც. ორთოდოქსული ქრისტიანობა გნოსტიკოსებს ჰომოსექსუალობაში დებდა და ბრალს, რაც სინამდვილეს შეესაბამებოდა, იმიტომ რომ გნოსტიკური ლიბერალიზმი უფრო ადრე არსებული რომაულ-ბერძნული დიონისური მისტიკური ლიბერალიზმიდან მომდინარეობდა. თუმცა ელინებშიც იყვნენ ლგბტ-ს მტრები. არაბულ კულტურაში მუჰამედამდე ჰომოსექსუალობა ფართოდ იყო გავრცელებული და რაღაც დოზით ახლაც არსებობს. თვით "ტრადიციულ" ქრისტიანობაშიც კი იყვნენ ლგბტ-ები. მეცნიერულად ეს დასტურდება. რაც შეეხება სატანისტებს, სატანისტებში მართლაც ბევრია ჰომოსექსუალი და სხვადასხვა სატანისტურ სკოლებში ლგბტ არ ითვლება ანომალიად, მაგრამ იქაც არიან ჰომოფობები. ირანში და ინდოეთში ჰომოსექსუალობის იდეა ნამდვილ პარადოქსულ სიმაღლეებს აღწევს. ირანელები თავიანთ ღმერთებს უწოდებენ ასურებს და ინდურ სურებს ანუ დევებს ბრალს დებენ ჰომოსექსუალობაში, ისევე როგორც ინდოელ ტანტრისტებს. ირანელები ინდურ ღმერთებს უწოდებენ გარყვნილ დემონებს. თავის მხრივ კი ინდუისტები ირანელებს და მათ ასურებს დებენ ბრალს ჰომოსექსუალობაში და ასურებს მიიჩნევენ ბოროტ დემონებად. თეოსოფებმა დაამტკიცეს რომ ასურა და დევა ერთი და იგივეა, რადგანაც თავდაპირველად როცა ირანელები და ინდოელები ჯერ კიდევ ერთი ერი იყვნენ და ერთი რელიგია ჰქონდათ, მათ ღმერთებს ერქვათ ასურასები ანუ სიცოცხლის მონიჭებელნი. ინდრას და სხვა ღმერთებს რიგვედაში ეწოდებათ ასურები! ინდუისტებმაც და ირანელებმაც დაამახინჯეს ეზოთერული ტერმინი და შექმნეს ერთმანეთის საწინააღმდეგო ფსევდო-რელიგიები. ინდუიზმშიც და მაზდეანობაშიც დამახინჯებულია სიტყვა ასურას მნიშვნელობა. დღეს ასურა ეწოდებათ მხოლოდ დაიტიებს და დანავებს ანუ რიში კაშიაპას და მისი მეორე და მესამე ცოლების – დიტის და დანუს შვილებს! მაგრამ შორეულ წარსულში არა მხოლოდ ბილა-სვარგას ბინადარ დაიტიებს და დანავებს ერქვათ "ასუ–რასა" არამედ ყველა მისტიკურ არსებას! ეს აღწერილია ე. ბლავატსკაიას საიდუმლო დოქტრინაში. ფსევდო-ეზოთერიკი ინდუსები ინდივიდუალიზმს და სუბიექტივიზმს უწოდებენ "ასურა-დჰარმას" და ამბობენ რომ ეს ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. ისინი ამბობენ რომ ლიბერალურ აზროვნებაში არსებული სუბიექტივიზმის და ინდივიდუალიზმის იდეა ესაა ერესი, რომელიც უპირისპირდება "ღვთაებრივ ჭეშმარიტებას". ისინი ინდივიდუალისტ ადამიანებს მიიჩნევენ "დემონების" მსგავს არსებებად. თვითონ ინდუსებიც და ტანტრისტებიც ხშირ შემთხვევაში აღიარებენ, რომ მათ ღმერთებს ახასიათებთ ბისექსუალიზმი, მაგრამ ამას უმატებენ აბსურდულ თეორიებს და ზღაპრებს და მერე ამბობენ რომ მანუს შთამომავლები ანუ ადამიანები არ უნდა იყვნენ ლგბტ. ინდუსები ასურასებს მიიჩნევენ ჰომოსექსუალებად და ბისექსუალებად და აცხადებენ "ცოდვილებად". ბოლოს და ბოლოს სადაა ჭეშმარიტება? ერთია ფაქტი: ინდოელებმაც და ირანელებმაც, აბრაამიტებთან ერთად დაამახინჯეს უძველესი ეზოთერული ტრადიცია, ყველაფერი ერთმანეთში აურიეს და მოახდინეს ლგბტ-ს კრიმინალიზაცია, მიუხედავად იმისა რომ ჭეშმარიტი ადვაიტა ტანტრას კამა-შასტრების მიხედვით ჰომოსექსუალობა არაა ცოდვა. თავდაპირველად ლგბტ არ ითვლებოდა ანომალიად, ამას თვით ფსევდო-ეზოთერიკებიც და რელიგიური ფანატიკოსებიც კი აღიარებენ როცა ატლანტებს და ლემურიელებს ბრალს დებენ ჰომოსექსუალობაში. ზოგიერთის აზრით ატლანტიდა "ღმერთმა" დასაჯა ჰომოსექსუალობის გამო. თანამედროვე რელიგიებში ღმერთის იდეა, დემონის კონცეფცია და ჰომოსექსუალობის იდეა საგრძნობლად არის დამახინჯებული. რელიგიები დეგრადაციის გზას ადგანან. მათ არ იციან რას ნიშნავს სიტყვა "დაიმონი", "ასურა", "დევა", "ჰეტერა", ჰომოსექსუალი და ა.შ. ადამიანებმა დაკარგეს მისტიკური ცოდნის 99%. ლგბტ-ს დემონიზება დაკავშირებულია რელიგიურ დეგრადაციასთან და პრიმიტივიზმთან. ვერავინ ვერ შეძლო ემსჯელა ფაქტებით და მეცნიერულად აეხსნა თუ რატომ არის ლგბტ "ცოდვა" და "დანაშაული". ფსევდო-ეზოთერიკებს და რელიგიურ ფანატიკოსებს უბრალოდ არ ესმით რა არის ადამიანის სექსუალობა, აქედან მოდის ყოველგვარი ჰომოფობია და დისკრიმინაცია.
×
×
  • შექმენი...