Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags '#თბილისურიამბები'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 3 results

  1. ქართველი არქიტექტორი ვაჟა თოფურია, მთაწმინდაზე, ვერის უბანში დაიბადა და გაიზარდა, დღემდე იქ ცხოვრობს, სახელოსნოც ვერაზე აქვს მოწყობილი, სადაც თავის პროექტებზე მუშაობს. როგორც თავად ამბობს, მრავალსართულიან კორპუსებს პრინციპულად არ აშენებს. დიდ პროექტებზე, ახალგაზრდობაში, ზურაბ წერეთელის სახელოსნოში უმუშავია, სადაც, როგორც მხატვარი, პანოების და მონუმენტების ესკიზებს ქმნიდა. სხვადასხვა სახის გასართობი მოედანი და შენობის მოზაიკური პანო ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანასა და ქალაქშიც აქვს შექმნილი. ძირძველ მთაწმინდელს და თავის უბანზე უსაზღვროდ შეყვარებულ ვაჟა თოფურიას, ,,პლანეტა.ჯი“ სახელოსნოში ეწვია და მთაწმინდის უბნის თავისებურებებზე ესაუბრა. - ბატონო ვაჟა, რას ნიშნავს თქვენთვის მთაწმინდა და რით არის განსაკუთრებული მთაწმინდელობა? - მთაწმინდელობა ჩემი ცხოვრებაა, ეს ჩემი სულის მდგომარეობაა, თუ ვიცხოვრებ, აქ, ვერაზე ან სოლოლაკში, სხვაგან ვიცი, რომ ვერ გავძლებ. ყოფილა შემთხვევები, საცხოვრებლად დროებით სხვა უბნებში გადავსულვარ, მაგრამ ერთი სული მქონდა, ჩემს სახლს როდის დავუბრუნდებოდი. აქ ყველაფერი მშობლიური და შინაურია, ყველა ეზო, სახლი თუ კედელი. მთაწმინდა ჩემი ოჯახია, სახლია, მდგომარეობაა. აქაური ყოველი კუთხე-კუნჭული რომ იცი, ყველას იცნობ, ყველა გიცნობს, პატივს გცემენ, ეს სულ სხვა შეგრძნებაა. მართალია, დღეს ყველგან ყველაფერი შეიცვალა, ჩემს ქუჩაზეც აღარ ცხოვრობენ უკვე ძირძველი ვერელები, ზოგი წავიდა, ზოგი გარდაიცვალა, სხვა ხალხი მოვიდა, მაგრამ გარემო ისევ ისეთია. ბაქრაძის ქუჩის 13 ნომერში დავიბადე და გავიზარდე. 51-ე სკოლა დავამთავრე. ჩვენს ეზოს და სკოლას საზიარო კედელი ჰყოფდა, რომელიც ერთ ადგილას გამონგრეული იყო და ჭიშკრის ნაცვლად იქიდან ვძვრებოდით სკოლაში. კარგა ხანს ვსარგებლობდით იმ ადგილით და მერე ამოქოლეს. ცნობილი მსახიობი გია ფერაძე ჩემი კლასელი იყო, საოცრად ნიჭიერი, მხიარული, მოუსვენარი. კლასში უკანა რიგში, ერთმანეთის გასწვრივ ვიჯექით. სკოლიდანვე კარგად ვხატავდი და ერთი ინგლისურის მასწავლებელი გვყავდა, რომელსაც ჩემი ნახატები მოსწონდა და მეუბნებოდა, შენ ინგლისური რად გინდა, აგერ, მთაწმინდა დამიხატეო და მეც მიყვარდა ხატვა და ვხატავდი. ასე დავრჩი ინგლისურის გარეშე და გავყევი ხელოვნებას. მთელი სამეგობრო ერთად ვიყავით, ჩვენს სკოლას არ ვცილდებოდით, თავშეყრის ადგილიც იქ გვქონდა. ახლა ფილარმონია რომ დგას, იქ ადრე საცხოვრებელი სახლი იდგა, სადაც ძველი ტრამვაი ამოდიოდა, ღია, სარემონტო ვაგონებით და ჩვენც, უბნის ბიჭები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო მარდად შეახტებოდა. ფერაძე ყოველთვის გვასწრებდა და ყველაზე პირველი შეხტებოდა, ხოლმე. - რა განსხვავებაა მაშინდელ და ახლანდელ მთაწმინდელებს შორის? - ისეთი ურთიერთობები აღარაა, დაიკარგა ის ზრდილობიანი დამოკიდებულებები და ურთიერთპატივისცემა, რიდი. საოცრად კარგი დრო იყო, მეგობრობა, მეზობლობა, ურთიერთობა ბევრად განსხვავდებოდა ახლანდელისგან. დღეს ახალგაზრდა თაობა უფრო დამოუკიდებელი და ლაღი კია, მაგრამ ერთმანეთისადმი ის დამოკიდებულება აკლიათ, რაც წინა თაობებს გვონდა. ლაღები და თავისუფლები ჩვენც ვიყავით, მაგრამ ოჯახები მაინც გვაკონტროლებდნენ, ჩვენს ნებაზე არ გვიშვებდნენ, რაღაც შეზღუდვებს გვიწესებდნენ და ვიცოდით, რისი უფლება გვქონდა და რისი - არა. უზრდელობა ან უფროსებისადმი უპატივცემულობა არავის გვეპატიებოდა. რაც მთავარია, იტალიურ ეზოებში იყო ნამდვილი თბილისური ცხოვრება, ერთი ოჯახივით ვიყავით, ყველა ერთმანეთს იცნობდა, ყველა ერთმანეთს ხელს უწყობდა, ეხმარებოდა, ჭირს და ლხინს იზიარებდა. ეს ურთიერთობები და ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გრძნობა მენატრება, ის უფროს-უმცროსობა, მაშინ რომ იყო, რაც ჩვენსა და შემდეგ თაობაში შენარჩუნდა, მეტში აღარ. ჩვენს ქუჩაში დგომასაც სხვა ხიბლი ჰქონდა, როცა საჭირო იყო, ბიჭებს ბევრჯერ გვიჩხუბია კიდეც, მუშტით ვჩხუბობდით, სხვა იარაღი არასდროს გვქონია, გოგოებს ვიცავდით, სახლში ვაცილებდით, პატივს ვცემდით. - მთაწმინდა დედაქალაქის ცენტრი და ტურისტულად საკმაოდ აქტიური ზონაა, ასევე მიმზიდველია ინვესტორებისა და დეველოპერებისთვის. შესაბამისად, ურბანული პრობლემები მთაწმინდასაც შეეხო. როგორ აფასებთ ახალ მშენებლობებს? - მთაწმინდა მართლაც ქალაქის გულია, ეს ის ადგილია, რომელსაც ხელი არ უნდა ახლო და იერი არ უნდა შეუცვალო. მშენებლობების გამო, მთას რომ ჭრიან და ანგრევენ გული მტკივა. აქ მცოცავი გრუნტია, ამიტომ მისთვის ხელის ხლება, მოჭრა, ნგრევა, არ შეიძლება. მე ესთეტიურ გარემოში გავიზარდე და ვიცხოვრე, ჩემს გარშემო სულ კულტურული ძეგლების ნიმუშებია, ყველა შენობა, ყველა აივანი თუ ჩუქურთმა უნიკალურია და ყველა უნდა შენარჩუნდეს. აშენებით კი აქ არაფერი უნდა აშენდეს. - რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მთაწმინდამ თავისი სახე შეინარჩუნოს? - იმისათვის, რომ მთაწმინდამ სახე შეინარჩუნოს, უნდა დაიწყონ ასათიანის ქუჩიდან და ყველა სახლი უნდა აღდგეს. კოჯრის ქუჩა რომ ავიღოთ, ყველა სახლი თავისი ეზოებიანად უნდა გარემონტდეს. ბევრგან, სახლების ქვეშ მილებია გაყვანილი, რომელშიც მიწისქვეშა წყალი გაედინება. ეს მილები იმდენად ძველი და დაჟანგულია, რომ წყალი ჟონავს, ეს კი სახლებს აზიანებს და ანგრევს. ჭონქაძის ქუჩაზე ერთი შენობა დგას, რომელიც თავის დროზე, თამბაქოს მრეწველ ძმებ ბოზარჯიანცებს ეკუთვნოდა. 1915 წელს თბილისის საუკეთესო სახლის გამოსავლენ კონკურსში ამ სახლს მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოუპოვებია და საუკეთესო ფასადის მქონე სახლის სახელიც მიუღია, იმიტომ რომ ოქროს მედალი და პირველი ადგილი, იმ წელს სხვა სახლს არ რგებია. ეს უნიკალური სახლი და მისი სადარაბაზო, რომელიც სულ იტალიური და ფრანგული მასალით იყო მოპირკეთებული, დღეს საშინელ მდგომარეობაშია და აუცილებლად უნდა მიეხედოს. მთაწმინდაზე, არქიტექტურითა და სილამაზით გამორჩეული ასეთი კიდევ სხვა ბევრი შენობა და სახლია, რომელთაც აღდგენა და შენარჩუნება სჭირდება. - ქალაქის ცენტრში აშენებული თუ მშენებარე და მაღალსართულიანი სახლები და თანამედროვე არქიტექტურა რამდენად მოგწონთ? - მაღალსართულიანი კორპუსები ქალაქის შუაგულში, იქ სადაც სრულიად განსხვავებული არქიტექტურა და ესთეტიკაა, არ უნდა ჩაიდგას. კომერციამ არ უნდა ჩაყლაპოს ქალაქი. პირადად მე მაღალსართულიან კორპუსებს არ ვაშენებ, 3-4 სართულიან პროექტებზე ან კერძო სახლებზე ვმუშაობ. ადრე სხვა ესთეტიკით და სხვადასხვა ელემენტით შენდებოდა სახლები, ძველ ნაგებობეში ამიტომ არ ჰგავს ერთი სახლი მეორეს, ერთი აივანი - მეორეს. მთაწმინდაზე ყველა სახლი განსხვავებული და უნიკალურია, შესაბამისად, ძვირფასიც. მერე ისეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ ყველა ახალაშენებული სახლი და კორპუსი ერთმანეთს დაემსგავსა. ახლა, შეიცვალა მიდგომა და არქიტექტურაში ისევ ბრუნდება სხვადასხვა ელემენტი, რაც თავისთავად კარგია. საბედნიეროდ, ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ, დედაქალაქის გენგეგმაც დამტკიცდა, რაც აქამდე მიმდინარე ქაოტურ მშენებლობას შეუშლის ხელს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ K2 კოეფიციენტი აიკრაძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტი არ გაიზრდება. იმედია, ამ კანონს დაიცავენ და ურბანული ქაოსი აღარ გაგრძელდება. ასევე, დასაცავია ყველა ის რეკრიაციული ზონა, რაც კომერციას გადაურჩა. სამწუხაროდ, ყველაფერი წალეკა კომერციამ და ქალაქის იერსახეც კომერციამ დაღუპა. - თქვენი შვილებიც თქვენს პროფესიას ხომ არ მიჰყვებიან? - უფროსი ვაჟიშვილი მხატვარ-დიზაინერია და გარკვეულწილად ჩემს პროფესიას აგრძელებს, უმცროსი შვილი ტელეოპერატორია და ამავე დროს, სხვადასხვა ინოვაციურ იდეებსა და პროექტებზე მუშაობს. ერთ-ერთი, ეკოდამტენი სკამების დადგმის იდეა უკვე განახორციელა. მეორე პროექტი, რომლის განხორციელება ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო, ქართველი მხატვრების შემოქმედების პოპულარიზაციას ეხება. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მტკვრის ჯებირების შიდა კედლებზე განთავსდეს ცნობილი მხატვრების ნამუშევართა რეპროდუქციული პანოები. წარმოიდგინეთ, რამხელა საგამოფენო სივრცე გამოვა. ჩემმა უმცროსმა ვაჟიშვილმა, საკუთარი სახსრებით, გალაკტიონის ხიდთან ფიროსმანის სამი პანო რამდენიმე წლის წინ დაკიდა, რომელიც დღემდე ამშვენებს მტკვრის სანაპიროს. ირმა ბერიშვილი
  2. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა და დედის სურვილის გათვალისწინებით, ექიმი თერაპევტი გახდა. სოციალურ ქსელში მის სტატუსებს თუ გადავხედავთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფართო საზოგადოებას საკუთარ აზრს ბევრ ჟურნალისტზე უკეთ აწვდის, წერის თავისებური სტილიც აქვს და ზოგჯერ, ჩვეულებრივ ამბავს არაჩვეულებრივი იუმორით გვიყვება. ასე იკმაყოფილებს ჟურნალისტობაზე ვერახდენილ ოცნებას. კარგა ხანია, წიგნის გამოცემაც გადაწყვიტა და ახლა დეტალებს აგვარებს. ,,პლანეტა.ჯი“ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადამიანს და ყველაზე კითხვადი სტატუსების ავტორს, ნინო ახობაძეს ესაუბრა. - ნინო, როგორ მოხვდით ფეისბუკზე? - ყველა ჩემი მეგობარი იყო ფეისბუკზე დარეგისტირებული, მე არ ვეკარებოდი, კატეგორიულად არ მინდოდა. მერე მეგობარმა გამიხსნა და პერიოდულად მთხოვდა, მოდი, შემოიხედე, ნახე, ვიღაცამ მეგობრობა გამოგიგზავნა, ვიღაცამ ,,დაგალაიქაო“. რას ნიშნავდა მეგობრობის გამომიგზავნა, რა ლაიქი, რის ლაიქი, არაფერი მესმოდა. ჩემი დისშვილი ფეხბურთელია და ერთხელაც, მისი თამაშის ყურება რომ მინდოდა, ჩემმა დამ, ,,ლინკს“ ჩაგიგდებო. ეს ხომ საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო, მაგრამ ვიკადრე და შევედი ამ ფეისბუკზე, ჰოდა, ისე შევედი, იმის მერე ვეღარც გამოვედი. - შეხვედით და რა აღმოაჩინეთ? - აღმოვაჩინე, რომ ხალხი სოციალურ ქსელში ცხოვრობს, აქ უყვართ, აქ სძულთ, ჩხუბობენ, იბუტებიან, რიგდებიან, პოლიტიკაც აქ კეთდება და სახლიდან გაუსვლელად შეიძლება ყველაფრის თანამონაწილე იყო... ვიღაცეები რომ ამბობენ, აქ ვირტუალური ურთიერთობააო, ვირტუალური კი არა, ზუსტად რომ ნამდვილი ცხოვრებაა. - სტატუსების წერა როდიდან დაიწყეთ? - წერა სულ მიყვარდა, მაგრამ თავიდან მხოლოდ სხვის ნაწერებს ვკითხულობდი და სხვების აქტივობებს ვეცნობოდი. პირველი პოსტი, წლების წინ ჩემს სახლში დაბრძანებული ხატის მოსალოცად მოსული ახლობლის საცოლის და მის გარშემო დატრიალებული ამბების შესახებ დავწერე, რომელსაც ძალიან ბევრი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა. რომ დავინახე, ჩემი დაწერილი სტატუსი რამდენმა მოიწონა და დადებითად რამდენი ადამიანი გამოეხმაურა, მეც ძალიან გამიხარდა. მერე შევყევი და შევყევი წერას. ბავშვობაში ხომ ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი და მეცხრე კლასიდან გაზეთებში მასალებს ვაქვეყნებდი კიდეც. იმ პერიოდში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რომ ჩაგებარებინა, მანამდე შენი პუბლიკაციები აუცილებელად სადმე უნდა დაბეჭდილიყო. ის ძველი გაზეთები, სადაც ჩემი სტატიები გამოქვეყნდა, დღემდე შენახული მაქვს. ძალიან კი მინდოდა ჟურნალისტი გამოვსულიყავი, თუმცა ოჯახს და დედაჩემს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. - ისტორიები, რომელსაც ფეისბუკზე წერთ, ნამდვილია თუ თქვენ იგონებთ? - აბსოლუტურად ყველა ისტორია ნამდვილია, უბრალოდ, ცოტას ვალამაზებ ან ვუმატებ რამეს, რადგან ყველა ამბავს თავისი რეალური გმირი ჰყავს და არ მინდა, ჩემს ნაწერებში ამოიცნონ. როცა სტატუსს ვინმეს ისტორიაზე ვწერ, ყველას წინასწარ ვაფრთხილებ, ხოლმე, რომ ჩემს მეგობარზე ვწერ ახლა ან ჩემს ახლობელზე და ლანძღვა არ დაიწყონ. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ძალიან მაბრაზებენ, რადგან რომელიმე მაინც წერს: უიმე, რა დეგენერატი ყოფილა, ტვინი არა აქვს თავში და ასე შემდეგ. - ფეისბუკმომხმარებელების სტატუსებს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტო, ხშირად ავტორთან შეუთანხმებლად აქვეყნებს. სააგენტოების ყურადღების ცენტრში თქვენი სტატუსებიც ბევრჯერ მოხვდა. გთხოვენ ნებართვას თუ დაუკითხავად ბეჭდავენ? - არის თითო-ორი მედიასაშუალება, რომელიც აუცილებლად ჩემგან ითხოვს ნებართვას და ჩემს ფეისბუკ-სტატუსებს ისე აქვეყნებს, მაგრამ ძირითადად დაუკითხავად მიაქვთ. დაუკითხავად გამოქვეყნებაზე არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ სათაურს არქმევენ ან რაღაცას ისე გადააკეთებენ, რომ უხერხულობაში ვვარდები ან თავის მართლება მიწევს. ეს ჩემი უფლებების სრული დარღვევაა და ვიცი, ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლო, მაგრამ ისიც ვიცი, რამდენი ძალისხმევა და რესურსი უნდა დავხარჯო, ამიტომ არ მიღირს. ერთხელ კონკრეტულმა პირმა წაიღო ერთი ჩემი ისტორია და თავის გვერდზე, როგორც საკუთარი სტატუსი ისე დადო. ჩემმა მეგობრებმა მისწერეს, რომ რაც გააკეთა არასწორი იყო და უსაყვედურეს, იმან კი ბოდიშის მოხდის ნაცვლად, აქეთ დაგვანამუსა. - სამედიცინო საქმიანობა სად დაიწყეთ? - როცა ქართული არმია საბჭოთა ჯარს გამოეყო, თბილისში ქართული სამხედრო ჰოსპიტალი შეიქმნა, რომელსაც სამხედრო ექიმი გენერალი რამიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ ჰოსპიტლის შექმნაში მან მთელი სული და გული ჩადო, სათითაოდ შეარჩია ყველა კადრი, შექმნა საოცრად კარგი კოლექტივი, მაგრამ სამწუხაროდ, ჰოსპიტლის გახსნამდე ავტოავარიაში დაიღუპა. ჩემი პირველი სამსახურიც იქ იყო და შექმნის დღიდან ვმუშაობდი ჰოსპიტალში, რომელიც გენერალ ალექსანდრე რამიშვილის სახელს ატარებდა. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მან არაჩვეულებრივი, შეკრული გუნდი დაგვიტოვა, რომელიც ერთი ოჯახივით ვიყავით. ჩვენთან არ იყო ფულის გამო ერთმანეთთან დაპირისპირება, კონკურენცია, პაციენტების წართმევა. სამხედროებთან ერთად, სამოქალაქო პაციენტებსაც ვიღებდით, რადგან როგორც ჩვეულებრივი კლინიკა, ისე ვმუშაობდით და შესაბამისად, როგორც პროფესიონალები, ყოველდღიურად ვვითარდებოდით. მიხეილ სააკაშვლის გაპრეზიდენტების შემდეგ, ჰოსპიტალს ჯერ სამოქალაქო პირების მიღება აეკრძალა, შემდეგ კი, ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, თბილისში გაუქმდა და გორში გადავიდა. ოქრუაშვილმა ახალი თანამშრომლების ასაყვანად კონკურსი გამოაცხადა, რომლის მერეც სრულიად ახალი კადრები მიიყვანა და ძალიან ბევრი ძველი თანამშრომელი გამოგვიშვა. ისინი, ვისაც სამხედრო ჰოსპიტალში, წლების განმავლობაში, უხელფასოდაც გვიმუშავია, ვის მხრებზეც მთელი ჰოსპიტალი იდგა, ვისაც სული და გული იქ დაგვრჩა, უმუშევრად დაგვტოვა. სამწუხაროდ, 2008 წლის ომმა დაგვანახა, რაოდენი სიბრიყვე იყო სამხედრო ჰოსპიტალის თბილისიდან გორში გადატანა, ვინაიდან, დაჭრილ სამხედროებს იქ ვერ აჩერებდნენ და მათი თბილისში გადმოყვანა ხდებოდა საჭირო. - ამის შემდეგ პირდაპირ ჯარში ამოჰყავით თავი თუ იყო სხვა ეტაპიც, თქვენს ცხოვრებაში? - ამის შემდეგ აღმაშენებლის გამზირზე გავხსენი ბავშთა გასართობი ცენტრი ,,ლიმპოპო“ და სამი წელი ვიყავი ჩემთვის. იქაური სახალისო ამბებიც მრავლად მაქვს მოყოლილი ფეისბუკზე. ერთ მშვენიერ დღეს, დამადგა ჰოსპიტლის ყოფილი თანამშრომელი, ჩემი მეგობარი ლაშა ქოიავა, რომელიც იმჟამად თავდაცვაში მუშაობდა, სამედიცინო ბატალიონს ქმნიდა და სამსახური შემომთავაზა. ამ შემოთავაზებაზე ერთი-ორი თვე ვიფიქრე, ცოტა არ იყოს, ჯარი მაშინებდა, მაგრამ როცა გავიგე, ბატალიონში ჩემი ჰოსპიტლის სხვა ყოფილი თანამშრომლებიც იქნებოდნენ, დავთანხმდი. 2008 წლის აპრილში დავიწყე მუშაობა, ნელ-ნელა გავერკვიე ჯარის ამბებში და უცებ, აგვისტოს ომში ამოვყავი თავი. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ომში ჩემმა ექიმებმა, მედდებმა და სანიტრებმა სასწაულები გააკეთეს. სამწუხაროდ, ჯარში ჩვენ არ გვიყურებდნენ, როგორც ექიმებს, ჩვენგანაც ისე და იმდენს ითხოვდნენ, რამდენსაც ჩვეულებრივი სამხედროსგან. მარტო ომის დროს ვიყავით, ლამის, ღმერთები, დანარჩენ დროს იყო წვალება და გამუდმებული ჭიდაობა ზედა ეშელონებთან. ასმეთაური ვიყავი და 128 ადამიანი მებარა, რომლებიც საკუთარი მინისტრის ,,პოხონდრიებისგან“, ლამის, ყოველდღე მყავდა დასაცავი. იმ დროში ეს ადვილი არ იყო. აი მაშინ, იმ წლებში, სულ სხვა ადამიანი გავხდი... - რა შეცვალა სამხედრო სამსახურმა თქვენში? - პირველ რიგში, ის, რომ ძალიან მძიმე სიტუაციებში თავის გატანა ვისწავლე. ცხადია, ეს არ ეხება მხოლოდ ომს... იყო ათასნაირი სწავლებები, ველად ცხოვრება, ამდენი დასიცხული თუ გაყინული ადამიანის მოვლა-პატრონობა, რომლებიც მებარა, მაშინ, როცა არანაირი თანაგრძნობა არ მოდიოდა ,,ზემოდან." ჩვენ, თანამშრომლებს ერთმანეთის თანადგომითა და გამხნევებით გაგვქონდა თავი. ამის უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ ძალიან შორს წავალთ. ვისწავლე უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამოღება მაშინ, როცა ეს ძალიან საშიში იყო. ასევე, იქ, სადაც ხისტად და მიწოლით არაფერი გამომივიდოდა, ჯარმა ცოტა დიპლომატიაც მასწავლა. - ჯარის პერიოდზეც არაერთი სტატუსი გაქვთ დაწერილი, იმ პერიოდის წნეხზე, ხელმძღვანელობის დავალებების პოლიტიკურ მოტივებზე, დირექტივებზე. ჩვენთან რას გაიხსენებდით? - რა დამავიწყებს, 2012 წლამდე, როცა სამხედრო ნაწილში ვმუშაობდი, თანამშრომლებს უფლება არ გვქონდა სოციალურ ქსელში რამე დაგვეწერა ან მოგვეწონებინა, ყველაფერი კონტროლდებოდა. მერე, უკვე, როცა ის ძალა წავიდა, ჯარში ეს პრობლემა მოიხსნა. არათუ იმას გიკონტროლებდნენ, ვინ მოიწონე ფეისბუკზე ან ვის რა დაუკომენტარე, იმასაც არ გეკითხებოდნენ, იყავი თუ არა არჩევნებზე. მანამდე, არჩევნების დროს ყაზარმული მდგომარეობა ცხადდებოდა, ხოლმე და გვატრენინგებდნენ, გამუდმებით გვითითებდნენ, ხომ იცით, ხმა ვისაც უნდა მისცეთო. ნებისმიერი არჩევნების ჩატარებამდე, იქნებოდა ეს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის, დაახლოებით ერთი კვირით ადრე, სამხედრო ნაწილში ჩაგვკეტავდნენ და ამას ყაზარმულ მდგომარეობას დაარქმევდნენ. ჩვენ სამხედროები ვიყავით და არანაირი უფლება არ გვქონდა, გაგვეპროტესტებინა ან წინააღმდეგობა გაგვეწია, ხმასაც ნაწილშივე ვაძლევდით. მანამდე ყოველდღიური ინსტრუქტაჟი გვიტარდებოდა და პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად მიგვანიშნებდნენ, გვეუბნებოდნენ, ხმის მიცემამდე ხუთჯერ უნდა დაფიქრდეთ, ასევე, გვაფრთხილებდნენ, რომ კამერები ყველგან ყველაფერს აფიქსირებს, ამიტომ ფრთხილად იყავითო და ბუნებრივია, ეს ყოველივე ჩვენზე მოქმედებდა. ყოველთვის ყველა თანამშრომელზე ინფორმაციას აგროვებდნენ, ოჯახიდან ან სანათესაოდან ვის ჰყავდა რუსეთში ახლობელი, ან ვის ჰყავდა პატიმარი. ეს მუდმივად იწვევდა იმის შიშს, რომ თუ მათ ნება-სურვილს წინ აღუდგებოდი ან მიშას გააკრიტიკებდი, ან არჩევნებზე ხმას ნაციონალებს არ მისცემდი, შეიძლებოდა სერიოზული პრობლემა შეგქმნოდა. ვერ ვიტყვი, რომ ამას პირდაპირ გვეუბნებოდნენ, მაგრამ საკმაოდ გასაგები მესიჯები მოგვდიოდა. ამიტომ, პირადად მეც კი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, შევდიოდი საარჩევნო კაბინაში და ხუთიანს ვხაზავდი. 2012 წლამდე ეს წნეხიც მიშლიდა ხელს და სოციალურ ქსელში მუნჯივით, ჩუმად ვიჯექი. მერე, უკვე შეზღუდვები რომ მოიხსნა, ისეთი ადამიანები დავიმეგობრე, ვისთან ურთიერთობაც მანამდე ძალიან მაინტერესებდა. - თქვენ სხვა უბანში დაიბადეთ და გაიზარდეთ, სხვა ქალაქშიც გიცხოვრიათ, უკვე რამდენიმე წელია, რაც მთაწმინდაზე ცხოვრობთ. რითია მთაწმინდა სხვა უბნებისგან გამორჩეული? - მთაწმინდა მართლაც განსხვავებული და გამორჩეული უბანია. ჯერ ის რად ღირს, რომელ ქუჩაზეც არ უნდა ჩაიაროთ, სახლებზე გაკრული აბრა რომ გაუწყებთ: აქ ცხოვრობდა გამოჩენილი ქართველი, ესა და ეს და იმ ადამიანების სახელ-გვარები წერია, ვინც ძალიან შენები იყვნენ და არიან... ბევრი რამიდან გამომდინარე, თბილისში მეორე ასეთი უბანი არ არსებობს. მთაწმინდაზე თბილისისთვის დამახასიათებელი ქალაქურობა ჯერ ისევ შენარჩუნებულია, რასაც ვერ ვიტყვი ვაკეზე, რომელიც შეიცვალა, სხვა ხალხი მოვიდა. მთაწმინდაზე სახლებიც, არქიტექტურაც, ყველაფერი ისევ ისეთია, როგორიც ადრე. აქაურობა კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ ინტერნაციონალური უბანია, ყველა ეროვნების ადამიანი კეთილმეზობლურად ცხოვრობს, ქართველი, სომეხი, რუსი, აზერბაიჯანელი, იეზიდი, ებრაელი ერთად, ერთ სივრცეში ურთიერთობენ. სპეციფიური უბანია, განსაკუთრებული. ამ ძველ უბანს, არ უხდება დიდი და მრავალსართულიანი სახლები, ეს სიძველე უნდა შენარჩუნდეს. ყველა სახლი, ეზო, ღობე თუ აივანი არის განსაკუთრებული და ლამაზი. უმეტესად კი ყველა გასარემონტებელი და აღსადგენია, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. არსებულ ისტორიულ სიძველეს მოვლა-პატრონობა სჭირდება, ამისთვის ახალი ტიპის პოლიტიკოსები უნდა მოვიდნენ, ვისაც გული შესტკივა და იზრუნებს ჩვენზე. შუალედური არჩევნების პირველი ტური რომ ჩატარდა, იმედი მქონდა, მთაწმინდელები თავიანთ მაჟორიტარად სწორედ ასეთ პოლიტიკოსს აირჩევდნენ და სოფიო ხორგუანს მისცემდნენ ხმას, რაც არ მოხდა. ამაზე ძალიან მწყდება გული. მანამდე ხო ყველა წუწუნებდა და ამბობდა, მუდმივად ორ ძალას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება და რა ვქნათ თუ არც ნაციონალები გვინდა და არც - ოცნებაო, ახლა ნამდვილად ჰქონდათ არჩევანის საშუალება და შეეძლოთ უფრო ჭკვიანურად მოქცეულიყვნენ, რაც არ გააკეთეს. - თქვენ რომ იყოთ თბილისის მერი, რას შეცვლიდით მთაწმინდაზე ან რას გააკეთებდით? - მთაწმინდა მარტო მელიქიშვილის, ლეონიძის ან შანიძის ქუჩა არ არის. რამდენი ისეთი ქუჩაა ზემოთ და ზემოთ, მიკარგული, მინგრეულ-მონგრეული, ყურადღების გარეშე დარჩენილი, აი, იმ ქუჩებიდან დავიწყებდი რეაბილიტაციას, ჯერ ზედა ვერას მივხედავდი და ასე შევუნარჩუნებდი მთაწმინდას იერსახეს. იმ ზედა ქუჩებზე მარტო ტერიტორიები არ არის, იქ ხალხიც ცხოვრობს, რომელთაც კიბეებს, ეზოებს მოვუწესრიგებდი, დანგრევის პირას მისულ სახლებს გავურემონტებდი, რათა იქ ჩაკარგულმა ადამიანმა იგრძნოს, რომ ისიც ამ ქალაქის ნაწილია, ისიც ჩვენი მოქალაქეა. ქალაქის ხელისუფლებისთვის არ უნდა არსებობდეს პრესტიჟული და არაპრესტიჟული უბნები. მე რომ ვიყო ქალაქის მერი, დავიდებდი წინ ქუჩების ჩამონათვალს და პრიორიტეტად სწორედ იმ მიკარგული ქუჩების ბინადართა პრობლემების მოგვარებას გავიხდიდი. სხვას შეიძლება არ ახსოვდეს ისინი, მაგრამ შენ, ქალაქის ხელმძღვანელს არ უნდა დაგავიწყდეს. - ფეისბუკში ასეთი მხიარული და იუმორით სავსე ნინო ახობაძე როგორია რეალურ ცხოვრებაში? - ბუნებრივია, ყოველთვის მხიარული ვერ ვიქნები, მეც უამრავი პრობლემა მაქვს, რომელსაც ვაგვარებ ან ვერ ვაგვარებ და განვიცდი, მეც ბევრ რამეზე ვნერვიულობ, მაგრამ რომ შემოვალ ფეისბუკზე, რაღაცას დავწერ, ჩემს სათქმელს ვიტყვი და მერე უამრავი ადამიანი რომ მეხმიანება, ჩემს ნაწერს იწონებს, ან ხუმრობაში ამყვება, ან მესიყვარულება, თბილ სიტყვებს მწერს, მეც მსიამოვნებს, ჩემზეც გადმოდის მათი დადებითი განწყობა და ის პრობლემები უკანა პლანზე გადადის. ძალიან მახარებს ემიგრანტები რომ მეხმაურებიან, ჩემი ამბების წაკითხვა რომ უხარიათ, მწერენ, მლოცავენ, პირადში უამრავ შეტყობინებას მიგზავნიან. ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს ეს ურთიერთობა მათთვის. სოციალურ ქსელში ახალ ნაცნობებს და მეგობრებს ვიძენთ, მერე ერთმანეთისთვის ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილი ვხდებით. ვირტუალურად გაცნობილი ადამიანები, ხშირად, ერთმანეთს რეალურად ვხვდებით, ზოგს ვკარგავთ კიდეც, ზოგი ფიზიკურად მიდის ჩვენგან, გვტკივა, გვიყვარს, განვიცდით. ამიტომაც ვამბობ, რომ ფეისბუკზე აბსოლუტურად ყველაფერი რეალურია და ნამდვილი. ირმა ბერიშვილი
  3. შეიძლება ბევრს ჯერაც არ შეუმჩნევია, რომ თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა გაჩერებასა თუ სკვერში, ცენტრალურ და ხალხმრავალ ადგილებში მზის სისტემაზე ინტეგრირებული, ეკოლოგიურად სუფთა, მულტიფუნქციური სკამები დაიდგა, რომლებზეც არა მარტო ჩამოჯდომა და დასვენება, არამედ მობილური ტელეფონების დატენვა შეიძლება და სწორედ, ამით არის მნიშვნელოვანი. თითოეული ,,მზის სკამი“ ერთდროულად ოთხი ელექტრომოწყობილობის დატენვის საშუალებას გვაძლევს და სილქნეტის უფასო WiFi-ით არის აღჭურვილი, რომლის გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ,,პლანეტა.ჯი“ ეგრეთწოდებული ეკოდამტენი სკამების იდეის და პროექტის ერთ-ერთ ავტორს, Solartia Group-ის წარმომადგენელს, ვაჟა თოფურიას ესაუბრა. - საიდან წამოვიდა ასეთი სკამების შექმნის იდეა, რომელ ქვეყნებში გვხვდება ანალოგი? - ამ სკამების ანალოგი ევროპის ისეთ განვითარებულ ქვეყნებში არსებობს, როგორიცაა ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია. ჩვენს რეალობაში, საზოგადოებრივ სივრცეში ტელეფონის დამტენებსა და ხარისხიან Wi-Fi - ზე მოთხოვნა დიდი იყო, ამიტომ ჩვენც, მე და ჩემმა მეგობარმა, გიორგი ნიჟარაძემ ავიღეთ ეკოლოგიურად სუფთა დამტენების იდეა და ვეცადეთ, თბილისის იერსახისთვის მორგებული დიზაინის სკამები შეგვექმნა. მართალია, პროექტი ბევრად ადრე შევქმენით, მაგრამ მისი განხორციელება ,,სილქნეტისა“ და თბილისის მერიის მხარდაჭერით მხოლოდ წელს შევძელით. ჩვენი იდეა, თავდაპირველად საბურთალოს გამგებელს მოეწონა და მისი დახმარებით, პირველი საჩვენებელი ვერსია, რომელიც უსასყიდლოდ დავამზადეთ, ბუკიას ბაღში დავდგით. როცა ეკოდამტენის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ინტერნეტში ასეთი გამოხმაურებაც გვხვდებოდა: რა დროს ეს არის, ამის ფასად გაჭირვებულებს დაეხმარეთ და სხვა ამის მსგავსი, მაგრამ დადებითი განწყობა მეტი იყო. ვინაიდან ეს ყველაფერი მოქალაქეებისთვის სრულიად უსასყიდლოდ გაკეთდა და მოწყობილობების დატენვაც სრულიად უფასოდ ხდება. ჩვენი სკამებით სარგებლობაც ყველა ადამიანს შეუძლია. - დღეის მონაცემებით, ეკოდამტენი სკამები დაახლოებით რამდენ ადგილზეა განთავსებული? - ამ დროისთვის, თბილისის ტერიტორიაზესხვადასხვა სკვერსა თუ პარკში, ასევე, გაჩერებებზე სულ 20 ასეთი მულტიფუნქციური სკამია დამონტაჟებული, რომელთა მოძიება ,,გუგლ მეფის“ საშუალებითაც არის შესაძლებელი. - გარდა ცენტრალური ადგილებისა, ამ სკამების დამონტაჟება თბილისის სხვა უბნებშიც თუა დაგეგმილი? - დიახ, მალე სხვა ადგილებზე, გარეუბნებშიც დავამატებთ და თბილისში ეკოდამტენების მონტაჟი სრულად ივნისის ბოლოსთვის დასრულდება. - თბილისის გარეთ, რეგიონებშიც ხომ არ აპირებთ მზის სკამების დადგმას, დაინტერესება თუ არის? - რა თქმა უნდა, მოთხოვნა დიდია, ახლა ბორჯომის მერია დაინტერესდა ძალიან და ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას. ვგეგმავთ დამონტაჟებას ქუთაისსა და ბათუმში, ასევე, ვაპირებთ ეკოსკამების დადგმას სვანეთში, თეთნულდის მიდამოებში. ასათვისებელი ადგილები ბევრია, განსაკუთრებით რეგიონებში, სათანადო მოთხოვნა და დაინტერესებაც გვაქვს და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. განსაკუთრებით კარგი იქნება ამ ეკოდამტენების განთავსება რთული რელიეფის მქონე ტურისტულ ზონებში, სადაც ელექტროენერგია ხელმიუწვდომელია. მაგალითად ხევსურეთში აბუდელაურის ტბებთან, სამეგრელოში - ტობა ვარჩხილზე და ასე შემდეგ. - თქვენს მიერ შექმნილი სკამების საშუალებით დღეს ტელეფონების და სხვა მობილური ელექტრომოწყობილობის დატენვა და Wi-Fi - ის გამოყენებაა შესაძლებელი. კიდევ თუ აპირებთ რამე სხვა ფუნქციის დამატებას? - გვინდა, მზის სისტემაზე ინტეგრირებულ სკამებს 112 - ის გამოძახების და GPS - ის ფუნქციაც დაემატოს, რათა მისი საშუალებით ადამიანის კორდინატის დადგენა გახდეს შესაძლებელი. მსგავსი პროექტის განხორციელება, განსაკუთრებით ისეთ მიუვალ ადგილებშია მნიშვნელოვანი, სადაც რთული ტურისტული მარშრუტები მდებარობს და შეიძლება, ვინმე გზას ასცდეს ან დაიკარგოს. - როგორც ვიცით, მზის ენერგიაზე მომუშავე დამტენების დამონტაჟებამდე, მობილური ტელეფონების დასატენად, თბილისში, ავტობუსების გაჩერებებსა თუ სხვა ადგილებში ჩვეულებრივი ელექტრომოწყობილობებიც დადგეს, თუმცა, ყველას მალევე ან ელექტროსადენები მოაგლიჯეს, ან მთლიანად გააფუჭეს. თქვენი მზის სკამები მსგავსი ვანდალიზმისგან რამდენად არის დაცული? - პროექტის შექმნისას მსგავსი შემთხვევებიც გავითვალისწინეთ, აქედან გამომდიანრე, სკამი ისეა გაკეთებული, რომ მისი დაზიანება გაჭირდება. თუ მაინც მოახერხა ვინმემ მისი გაფუჭება, იოლად შევაკეთებთ. ირმა ბერიშვილი
×
×
  • შექმენი...