Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'პოლიტიკა და საზოგადოება'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

  1. აი, ბოლოსდაბოლოს რას უძახით, "სამართლის აღდგენას" უბრალოდ დასაბუთედ რაა მაგი, რეალობა თუ მითი? არჩევნებიდან, რა დრო გავიდა? და რა სადა მაგ "სამართლის აღდგენა"??? არა, გადავხედოთ, ჯერ უაზრო და ნერვების ამშლელი დაბარება და დაპატიმრება მერე თბილისის მერი დაიბარეს, დააპატიმრეს, მაგრამ სასამართლო წააგეს, და დაიწყო თავის მართლება "სასამართლო კიდო ნაციონალთა ხელშია" დიდი ხნის მერე დააპატიმრეს, რამდენიმე ნაცინალური მოძრაობის წევრი (თანაც უკანონოდ) მერე 2 დიდი საქმე, ბაჩო ახალაის საქმე (რომელიც გამართლებულია მაგრამ მაინც არ უშვებენ) და მერაბიშვილის, საქმე რომელიც უფრო გაუგებარია. ამასობაში არცერთი, გახმაურებული საქმე არაა გამოძიებული და მხოლოდ სპეკულაცია ხთება. ხოდა მაქვს, კითხვა სადაა ეს "სამართლის აღდგენა"
  2. 14 სექტემბერს, 16:00 საათზე, პეკინის #34-ში იმართება Nx ღონისძიება. Nx, ეს არის პლატფორმა, რომელიც საინტერესო იდეის მქონე, მოაზროვნე ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერი საკითხის შესახებ ქართულ საზოგადოებას გააცნოს თავისი არაორდინალური და ინოვაციური წარმოდგენა. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან, როგორც პროფესიონალი სპიკერები, აგრეთვე სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. Nx დებატებს წარუძღვება თავისუფალი დებატების ლიგა. არ გაუშვა საინტერესო აზრების მოსმენის შესაძლებლობა დაესწარი Nx ღონისძიებას. www.nx.ge facebook page
  3. მთავრობის 100 დღე ანგარიში ხალხს სოფლის მეურნეობა 1 თებერვლიდან – 1 აგვისტომდე განხორციელდება მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებსდა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. · ნოემბერ-დეკემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა მიწათმესაკუთრეთა აღწერა კარდაკარის პრინციპით. შეიქმნა საინფორმაციო ბაზა, მოხდა ადგილებზე მონაცემთა ხელმეორედ გადამოწმება და ინფორმაციის შედარება საჯარო რეესტრის მონაცემებთან. · აღნიშნულ საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით მცირემიწიანი ფერმერებისათვის შემუშავდა სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტი. საერთო ჯამში მთავრობა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარება 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს. · განისაზღვრა პროექტით მოსარგებლე მცირემიწიანი ფერმერის კატეგორია- ისვისაც საკუთრებაში აქვს ან ფაქტობრივად ფლობს0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენმათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს: · 0.25 ჰექტარზე ნაკლები ზომის მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა; · 0.25-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწათმესაკუთრეები (ეს არის ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი), რომელთაც აქვთ სახნავი ფართობი, მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. 1 ჰა-ზე გასაცემი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: ნიადაგის ხვნა – 140 ლარისღირებულებით; ხნულის დადისკვა/გაფხვიერება- 70 ლარის ღირებულებით; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი – 300 ლარისღირებულებით; · ის ფერმერები, რომელთაც აქვთ ანალოგიური ფართობის მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისაგან; 1.25-დან 5–ჰა–მდე სახნავი ფართობის ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან; მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის განხორციელების ღირებულებაა სულ 184 034 000 ლარი. პროექტის განხორციელება დაიწყება 2013 წლის თებერვლიდან. · სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ სასოფლო-სამეურნეო პირველადი და გადამუშავებული პროდუქციის იმპორტის ჩანაცვლებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, აგრეთვე რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, დაფინანსდებიან ფიზიკური და იურიდიული პირები. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში დამუშავების პროცესშია სამი სახეობის საკრედიტო პროდუქტი: 1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისათვის; 2. საშუ ალო და დიდი ფერმერების შეღავათიანი კრედიტით უ ზრუ ნველყოფა; 3. სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება. · მცირე ფერმერებიმიიღებენ უპროცენტო სასაქონლო კრედიტს (განვადებას) საწარმოო სეზონის დასაწყისში და სეზონის დასრულების შემდეგ გადაიხდიან კრედიტის გაცემის მომენტისთვის დაფიქსირებულ საცალო ფასს, დამატებითი პროცენტის დარიცხვის გარეშე. · მსხვილი და საშუალო ფერმერების ხელშეწყობა განხორციელდება იაფი კრედიტებით მათი უზრუნველყოფის გზით, ვისაც 1 წელზე ნაკლები ვადით ესაჭიროებათ 5,000 ლარიდან 100,000 ლარამდე თანხა საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად. ამ ტიპის სესხებს მიიღებენ საშუალო და დიდი ფერმერები, რომლებიც არ არიან მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები. ფერმერისთვის ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება დაახლოებით 7%-8%, განსხვავებით ადრინდელი 32% და უფრო მაღალი პროცენტისგან. · დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რაც გულისხმობს მოსავლის აღების შემდგომი, ნებისმიერი სახის პროდუქციაზე დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის (სასაწყობე, დამფასოებელი, სამაცივრე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები), ასევე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვ.) განვითარების ინიციატივების იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას. 2013 წელს ამ სქემით დაფინანსდება მინიმუმ 60-მდე საწარმო. მეწარმეთათვის ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება დაახლოებით 3%. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ფუნქციონირებას დაიწყებს 2013 წლის თებერვლის ბოლოდან. დღევანდელი მონაცემებით, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სფეროში მობილიზებულია და დაგეგმილია 700 მილიონამდე ლარის დახარჯვა. საქარტველოს მთავრობა
  4. გაჩნდა ახალი ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა თავისი, ჯარები საბრძოლო მზადყოპნა გამოაცხადა. არტილერიის, და ტაკტიკური შორიმანძილის სარაკეტო დანაყოფები. მათი მიზანი არიან ბაზები წყნარ ოკეანეში, აგრეთვე ბაზები ჩრდილოამერიკის კონტინეტზე, ჰავაის და გუამის ბაზები, და სამხრეთ კორეა. სრული სტატია:http://ru.euronews.com/2013/03/26/north-korea-in-combat-posture/
  5. http://s018.radikal.ru/i513/1308/4e/51e04398be29.png ფეისბუქზე გაჩნდა ინფო, რომელიც ნამდვილი ბომბის ეფექტი მოახთინა!!! სიმართლე რო ითქვას, გასაკვირი ოცნებისაგან ეს არაა! თანაც ამდენი ტყუილების, ცილისწამების, ზღაპრების მერე
  6. 80-ანების ბოლოს ქართველები ყვიროდნენ: რად გვინდა საბჭოთა კავშირი?! ბორჯომის და მანდარინის ექსპორტითაც შევძლებთ თავის რჩენას. 1992 წლის დასაწყისში დაამხეს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, და დაიწყეს ყვირილლი: ჯაბა იოსელიანი გვინდა ხელისუფლებაში, ის დაამყარებს წესრიგს, თანაც ნახევრად ოსია და მოაგვარებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტს. იმავე წელს ქართველებს უხაროდათ ედუარდ შევარდნაძის “ჩრდილოეთიდან ამომავალი მზის” ჩამოსვლა. მან დაანგრია საბჭოთა კავშირი, მთელი დასავლეთი მას პატივს სცემს და შეგვინახავენ – ბუტბუტებდა “ბრძენი” ერი. 1999 წლისთვის, ყველაფერი რომ გაიფლანგა და მთელი დარჩენილი საწარმოები თურქეთში ჯართად გაიყიდა, მოსახლეობამ ვნებით შეხედა გადამდგარ ამერიკელ გენერალს ჯონ შალიკაშვილს, რომელიც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა. ბევრმა იფიქრა: ეგებ მან მაინც გვიხსნას და გადაგვარჩინოს?!!! მაგრამ ჯონ (მალხაზ) წავიდა რესტორანში, მოინახულა წინაპრების სოფელი, თვალი შეავლო დაბინძურებულ თბილისს და წავიდა. შემდეგ მესიის როლში სააკაშვილი მოგვევლინა, ამ პერსონაჟმა ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ სარეცხი მანქანები არ ცვიოდა ციური მანანასავით ქართველთა თავებზე, და ამ დროს გამოჩნდა მეფეთ მეფე, “მეორე იესო”, სარეცხი მანქანების მჩუქებელი, გადაუხდელი კრედიტების დამფარველი – ბიძინა ივანიშვილი. არა, მან არავის არაფერი აჩუქა, და მიუხედავად მის სახლთან თვითდაწვის მცდელობისა, არცერთი კრედიტი არ დაფარა, პრინციპში არც არაფერი გააკეთა. მაგრამ ბიძინამ სწორად გამოიცნო პარტიის დასახელება – “ქართული ოცნება”, რამეთუ მეოცნებე ერი სწორედ ასეთ პარტიას აირჩევდა! ახლოვდება ომის მორიგი წლისთავი, ქარტველები ლანძღავენ წინა მთავრობას, და ჰგონიათ რომ ამისთვის რუსეთი მათ დაუბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჭეშმარიტად მეოცნებეა ეს ხალხი! ზურაბ ჯავახიძე მართალია ავტორი! რა დებილი და უმადური ერი ვართ
  7. სრულიად:http://politico.ge/index.php/news/view/5504 მალადეც რა მილიცია, რა მთავრობა, რა ღარიბაშვილი. უკვე სასამაღთლოზე გადაერთეს თანაც უზენაესზე, აგზავნიან თავის"ზომბებს" მაგარია ვერაფეს იტყვის კაცი. პ.ს. ამიტომ არუნდა ენდო კაცს, რომელიც თავის პარტიას ოცნებას დაარქმევს
  8. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე საუბრობს. ოქრუაშვილი აბობს, რომ ჟვანია არ მოუკლავთ და ამ საქმის დეტალებს უახლოეს მომავალში პროკურატურა გაახმაურებს. მისივე განცხადებით, ჟვანიას საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელს უკვე ესაუბრა და ჩვენებასაც უახლოეს დღეებში მისცემს. "ეს არ იყო მკვლელობა, მე დღეს დამატებით ამ საქმეზე ვერაფერს გეტყვით. მე მომიწევს ამ თემაზე ჩვნების მიცემა, თუმცა დღეს თავს შევიკავებ. ძალიან შორს არ იქნება ის დრო, როდესაც გამოაცხადებენ ამ საქმეს გახსნილად. რაც შეეხება ბუტა რობაქიძეს, ეს საქმე არის ჩემთვის შავი ლაქა 3 წლიანი მმართველობის პერიოდში. მე მესმის ჩემი მორალური პასუხისმგებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ რაღაცეები უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან. რობაქიძის საქმე მიკავშირდება მე იმიტომ, რომ მაშინ ვიყავი შს მინისტრი", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
  9. http://pirveliradio.ge/index.php?newsid=5499 http://s020.radikal.ru/i715/1306/1f/a15c5dc7c7e4.png http://i068.radikal.ru/1306/ad/6bc7b6185cb8.pnghttp://s61.radikal.ru/i172/1306/19/559e9a85bd78.png http://s019.radikal.ru/i604/1306/05/406ce91950f8.pnghttp://s43.radikal.ru/i101/1306/f4/e6c2cbe82b1b.pnghttp://s017.radikal.ru/i443/1306/44/50182a7744fa.pnghttp://s017.radikal.ru/i428/1306/f2/982d845a1acf.pnghttp://s017.radikal.ru/i436/1306/75/440479e09428.png
  10. http://youtu.be/LCPYg4dh7Fs ეთმა მოკლა, მეორემ გააპატიურა, მესამემ გაძარცვა ნუ, ხთება მასე რას იზამ? ანდა არა, შეიძლება! სხვათაშორის მოდით გავიხსენოთ, ვის შეეხო ამნისტია: http://transparency.ge/blog/vis-sheekheba-amnistia ღარიბაშვილი სადაა ან რომელ სოროშია? მიაქციე,ხალხს პატარა. შე ხო არ გინდა, სისტემური დანაშაული
  11. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფეისალ მეკდადიმ, CNN-ს განუცხადა რომ ისარეალმა მათ ომი გამოუცხადა - "როდესაც ისრაელი გვბობავს ეს ომის გამოცხადებას ნიშნავს. ჩვენ ასეთ შემთხვევასთან პირველად არ გვაქვს საქმე და ყოველთვის ვპასუხობდით მსგავს ქმედებაზე, რომელიც ისრაელისათვის მტკივნეული იყო" განაცხადა მეკდადიმ. ისრაელის სამხედრო უწყება არც ადასტურებს სირიელი დიპლომატის განცხადებას და არც კომენტარს აკეთებენ. ცნობილია მხოლოდ ის რომ ისრაელის სამხრეთ ნაწილშ საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. ამის შესახებ თელავივიდან RFI-ის კორესპონდენტი იტყობინება. ასევე ცნობილია რომ ორივე ქვეყნის მენისტრთა კაბინეტებმა საგანგებო სხდომები გამართეს. სხდომის შემდეგ სირიის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა - "ავიადარტყმებით ისრაელმა, სირიას მოქმედების თავისულება მისცა". სირიის მთავრობამ ასევე შეტყობინება გაუგზავნა პან გი მუნს და მას ისრაელზე ზემოქმედებისაკენ მოუწოდა. თავის მხრივ პან გი მუნმა ორივე მახარეს სუვერენიტეტის პატივისცემასა და თავშეკავებისკენ მოუწოდა. ალბათ შემთხვევითი არ იყო რომ მთელი გასული კვირის განმავლობაში, პერმანენტულად ვრცელდებოდა ცნობები, ასადის ჯარების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. ასევე კვირის მიწურულს ცნობილი გახდა რომ აშშ გეგმავს აჯანყებულთათვის შეიარაღების მიწოდებას. როგროც ჩანს ახლო აღმოსავლეთში მთავარი მოვლენები წინ არის და ზაფხული ამ რეგიონში ძალინ ცხელი იქნება. წყარო: http://ladoch.blogspot.com/2013/05/blog-post_5860.html?fb_action_ids=450422371718845%2C450410585053357&fb_action_types=og.likes&fb_source=other_multiline&action_object_map=%7B%22450422371718845%22%3A152250981613171%2C%22450410585053357%22%3A525898727468196%7D&action_type_map=%7B%22450422371718845%22%3A%22og.likes%22%2C%22450410585053357%22%3A%22og.likes%22%7D&action_ref_map=%5B%5D
  12. ალბათ ყველას გვახსოვს პუტინის ეს პასუხი 2012 წლის მარტში ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთის და საქართველოს მომავალზე, რა აზრის არის ოპოზიციაზე(მაშინ ოცნება იყო ოპოზიციაში) და სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მომავალზე. ხო და მოდით ეხლა ვნახოთ, პუტინის ეს პასუხი რეალურად შეესაბამებოდა თუ არა დღეს უკვე რეალობად ქცეულ სიტუაციას? 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”. 1. 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ომი დაიწყო საქართველომ“-ბიძინა ივანიშვილი იყო და რჩება კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთადერთ ლიდერად. 2. არჩევნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპით მიღებული იქნა ამნისტია, რომელიც შეეხოთ აგრეთვე საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეებს, მათ მიენიჭათ პოლიტპატიმართა სტატუსი.-ამნისტია განხორციელდა ისე რომ არ ჩატარებულა დამატებითი გამოძიება ამ პირთა საქმეზე. 3. ბიძინა ივანიშვილი მოგვიწოდებს, რომ გავუგოთ რუსეთს და რეალური თვალით შევხედოთ მის მოთხოვნებს საქართველოს მიმართებაში. 4. მიუხედავად პაატა ზაქარეიშვილის არაერთგზის გაჟღერებული პოზიციისა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სტატუსის შესახებ-იგი დანიშნული იქნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში. 5. პაატა ზაქარეიშვილის პირველივე განცხადება აფხაზ სეპარატისტებთან მიმართებაში იყო ის, რომ: ქართველებმა არ უნდა იცოდნენ პირველებმა თუ რას შესთავაზებს იგი აფხაზებს. 6. ჩრდილო კავკასიაში, მიემგზავრებიან ე.წ. ქართველი ექსპერტები, ნანა დევდარიანი, შოთა აფხაიძე, გულბაათ რცხილაძე, გიორგი გვიმრაძე, დემურ გიოხელიძე, გიორგი კანაშვილი. აქედან შოთა აფხაიძე ვლადიკავკაზში საჯაროდ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ოსებს მოუწყო გენოციდი. ამ ნათქვამს არ მოჰყვა დელეგაციაში შემავალი სხვა წევრების უარყოფითი რეაქცია. 7. აქტიურად მიდის მსჯელობა აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენის შესახებ 8. ზურაბ აბაშიძე ინიშნება რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურ წარმომადგენლად საქართველოს მხრიდან. 9. ამ დროიდან მიდის აქტიურად საუბარი „საქართველოს კანონის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით“ უაზრობაზე და დღის წესრიგში დგას მისი შემსუბუქების საკითხი. 10. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ ირჩევენ პიროვნებას, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება „ნატო“-ს პროგრამებში საქართველოს მონაწილეობას. 11. საქართველოს სახელმწიფო ცეკვის ანსამბლი ჩადის მოსკოვში და „კრემლში აღმართავს ქართულ დროშას“ 12. ამის საპასუხოდ საქართველოში ჩამოდიან ონიშენკოს დესპანები – ხოლო თავად ონიშენკო დასცინის ქართულ პროდუქციას. 13. ხდება „საქართველოს კანონის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით“ შემსუბუქება. 14. ენერგეტიკის მინისტრი – რომელიც ადრე აფიშირებდა (და არა მარტო ის) რომ ენგურჰესი ნაცმოძრაობამ მიჰყიდა რუსებს, აკეთებს აღმოჩენას რომ ენგურჰესი არ არის გაყიდული. 15. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კვლავ ახალ აღმოჩენას აკეთებს და საჯაროდ აცხადებს-თურმე ზამთარში ჩვენ ელექტროენერგია რუსეთისგან ვიღებდით (  ეს არის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი) 16. რუსეთის საოკუპაციო ჯარის ე.წ. მესაზღვრეები იწყებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის დემარკაციას და ავლებენ მავთულხლართებს. 17. რუსეთის საოკუპაციო ჯარის ე.წ. მესაზღვრეები გადმოდიან დაახლოებით 300 მეტრით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ახდენენ ოკუპირებული რეგიონის კიდევ უფრო გაფართოებას დაახლოებით ორი ათეული კვადრატული კილომეტრით. 18. საქართველოს პრემიერ მინისტრს არ სჯერა რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევა შეთანხმებულია პუტინთან, და ის ოკუპანტების ამ მოქმედებაში ადანაშულებს ოკუპანტი ქვეყნის რიგით გენარალს. 19. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს არ სჯერა რომ ოკუპანტი სახელმწიფოს ჯარის ნაწილები მოქმედებენ ოკუპანტი ქვეყნის მთავარსარდლის ბრძანებით. 20. საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს უშიშროების საბჭოს ამ საკითხთან დაკავშირებით. 21. საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ მიდის სხდომაზე იმ საბაბით რომ უახლოესი 2 დღის მანძილზე ისეთი არაფერი მომხდარა, რომ საჭირო ყოფილიყო უშიშროების საბჭოს მოწვევა. 22. საქართველოს მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს რომ საზღვრებს ოკუპანტი ქვეყანა ადგენს. 23. საქართველოს პრემიერ-მინისტს არ სჯერა, რომ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ან ამ ქვეყნების სრული ოკუპაცია. 24. საქართველოში ვრცელდება ეგრეთ წოდებული „ავღანელი თალიბების“ ვიდეოები, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს წინააღმდეგ მუქარით, რომელსაც თან ერთვის ტერორისტული აქტი ავღანეთში სადაც 7 ქართველი ვაჟკაცი იღუპება. 25. საქართველოს პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით იწვევს სასწრაფოდ უშიშროების სხდომას, რომელსაც კვლავ არ ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბაბით, რომ მას ამაზე მეტად საჭირბოროტო საკითხები აქვს მოსაგვარებელი. 26. რუსეთის მთავრობის რუპორი, დუგინი, ღიად აცხადებს რომ საქართველოს ადგილი მხოლოდ ევრაზიულ კავშირშია. 27. ავღანეთიდან ასვენებენ ქართველ ვაჟკაცებს, მათ ხვდებიან საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლები, არ ხვდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ღამის 3 საათზე აქვს შეხვედრები საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. 28. საქართველოს შსს აცხადებს რომ მათ აღკვეთეს ტერორისტული აქტი და დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. 29. ეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე აღმოჩნდნენ რუსეთის მოქალაქეები, აქედან ერთ-ერთი იყო დაპატიმრებული, რომელიც უცნაურ ვითარებაში გაექცათ ქართველ სამართალდამცავებს. 30. საქართველოს სასამართლო „ტერორისმის ბრალდებით დაკავებულებს“ 50 დღიან სასჯელს აკუთვნებს, ბრალდებით „ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონოდ შეძენა შენახვა“-ეხსნებათ ბრალდება ტერორისტული აქტის მომზადებაზე 31. რუსეთის პრეზიდენტი ღიად საუბრობს საქართველოს და რუსეთის უშიშროების სამსახურების თანამშრომლობაზე. 32. რუსეთის მთავრობა ითხოვს საქართველომ გადასცეს „ტერორისტული აქტის მომზადებისთვის“ დაკავებული ორივე პიროვნება. გაგრძელება იქნება, და ამ ყველაფრის ფონზე, უკვე აშკარად მიდის საქართველოს მთავრობის კრიტიკა როგორც ამერიკიდან ასევე ევროპის ქვეყნებიდან.
  13. დღეს youtub-იზე გაჩნდა ვიდეომიმართვა, რომელიც ეხებოდა საქართველოსთვის ჯიჰადის გამოცხადებას ავღანელების მხრიდან. newstoday დაუკავშირდა ახალგაზრდა კავკასიოლოგ ბატონ ალეკო კვახაძეს. გთავაზობთ მის მოსაზრებას ამ ვიდეოსთან დაკავშირებით. რამდენიმე საყურადღებო დეტალი “ჯიჰადის” ვიდეოდან: 1. ვიდეოს ავტორს, ვინმე Hammad Zaman-ს საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს შემდეგი დასახლებული პუნქტი: Herati, Helmand, Afghanistan, სადაც ფიქსირდება 2 ფაქტობრივი შეცდომა: ა) ქალაქ ჰერატი არ მდებარეობს ჰელმანდის პროვინციაში, არამედ არის პროვინცია ჰერატის ადმინისტრაციული ცენტრი.. ბ) ქალაქს სპარსულ და ფუშთუ ენაზე ჰქვია ჰერაათ ( هرات) და არა Herati,როგორც ეს ავტორს აქვს მითითებული. სავარაუდოდ, ავტორის მშობლიურ ენაში არის სახელობითი ბრუნვის -ი ნიშანი, რომელიც თანხმოვანზე დაბოლოებულ ქალაქებს ემატება. ევრაზიის მაკროკონტინენტზე ასეთი ენა ორია: ქართული და მეგრელი. 2. ვიდეოზე ინგლისურად მოსაუბრე პირი არ საუბრობს არც ავღანელებისთვის და არც პაკისტანელებისთვის დამახასიათებელი აქცენტით. ავტორი საუბრობს ბრიტანული ინგლისურით, თუმცა ეტყობა რომ Native speaker-ი არ გახლავთ. 3. ქვის ხანაში მყოფი თალიბანის მოძრაობა დამოუკიდებლად ვერ შესძლებდა ქართველი ჯარისკაცების პირადი ფოტოების მოპოვებას კომპიუტერის მეშვეობით. 4. ვიდეოზე ასახული ოსამა ბენ-ლადენის ლიკვიდაციის ვიდეოკადრები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვიდეორგოლის შემქნელი არ არის კარგად ჩახედული თალიბანის საბრძოლო ოპერაციებში, წინააღმდეგ შემთხვევაში თალიბანითვის სამარცხვინო კადრებს იგი არ დადებდა. ამ ყველაფერს დაუმატეთ პოლიტიკური კონიუქტურა, ნატოში ინტეგრაცია, რუსეთის გააქტიურება და თავად გამოიტანეთ დასკვნები… ——————————- newstoday-მ გადაამოწმა აღნიშნული პიროვნების FACEBOOK გვერდი იგი დარეგისტრირებულია 2 ივნისს, მას ამ მიმართვის გარდა საქართველოს შესახებ აქვს კიდევ ერთი გამოქვეყნება
  14. საპარლამენტო უმცირესპბის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პირადი ცხოვრებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების შემკვეთის გამოვლენა, დასახელება და დასჯა მოითხოვა, ამავე დროს, დაინტერესდა, იცოდა თუ არა ეკა ბესელიამ, ვინ უკვეთავდა კადრებს ბედუკაძეს. "მე მაინტერესებს ვინ იყო ამ ყველაფრის უკან, ვინ გეგემავდა ამ ყველაფერს. რატომ გაათავისუფლეთ ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან? საპროცესო გარიგებაც კი არ შედგა. მთავრი პროკურორის თავდებით გათავისუფლდა ბედუკაძე. არ გაინტერესებთ ვინ აძლევდა მას დაკვეთებს ამ ვიდეოკადრების გადაღებასთან დაკავშირებით? ვინ მონაწილეობდა იცით ამ ყველაფრის დაგაგემვაში?", - განაცხადა დებატებში ეკა ბესელიასთან გიორგი ვაშაძემ, რასაც ბესელიას რეპლიკა მოჰყვა: "თქვენი პრეზიდენტი! ჩემთვის არავითარი მტკიცებულება აღარ არის საჭირო, პრეზიდენტმა იცოდა ყველაფერი. ამოიღეთ მერაბიშვილის, სააკაშვილის, ბოკერიას და ადეიშვილის ჩანაწერები, ფოტოგრაფები, რომ დაიჭირეს. მე ვთვლი, რომ თქვენ უბრალოდ არგუმენტების მოსმენის გეშინიათ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
  15. ეს რა იყო პოზიციაში? ყველაფერი, რაც უ–ზე იწყება ხომ ხართ! ახლა კი კიდევ დაამტკიცეთ, რაც იყავით ის დარჩით!.
  16. http://s019.radikal.ru/i633/1306/dd/4c772fec5ade.jpg სოციალურ ქსელებში გავრცელდა ქართველი ჯარისკაცის წერილი ავღანეთიდან. "პოლიტიკო" წერილს უცვლელად გთავაზობთ. "ისინი ჩემი თანამებრძოლები იყვნენ!!! ამიტომ, გთხოვთ, ნუ გვიწოდებთ ყველას ფულზე გაყიდულებს! მე და ჩემმა მეგობრებმა, აქ რომ მოვდიოდით ვიცოდით, რომ ომი დაგვხვდებოდა - ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი იქნებოდა ჩასაფრებული, მაგრამ მაინც წამოვედით... მე მწამს, რომ აქ ჩემს სამშობლოს ვემსახურები.. ეს თქვენ, უბრალო ადამიანები აღიქვამთ ასე სხვანაირად, ემოციურად ამ ყველაფერს, რადგან ქართველები ცოტანი ვართ, თორემ იქ ყოველდღე ერთი ამერიკელი მაინც იღუპება. უბრალოდ ამაზე იქ, საქართველოში, არავინ ლაპარაკობს. აქ, ჩვენთან ახლოს, არის ქალაქი სანგინა, სადაც დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე შეტაკება ხდება და უმსხვერპლოდ არ მთავრდება... არ ვიცი, ვიდეოჩანაწერის ნამდვილობაზე თავს ვერ დავდებ და ვერც იმას ვიტყვი, რომ სიმართლეა, მაგრამ როგორც ავღანელებისგნა ვიცი, ამას სასულიერო პირი აცხადებს, ანუ ის მოუწოდებს ყველა მუსლიმს... გარდა ამისა, მათ სხვანაირი პრინციპები აქვთ და პიროვნება, რომელიც ჯიჰადს აცხადებს, არ დაიმალებოდა... დიახ, ყველა მსგავს ტრაგედიაზე დანაშაულის გრძნობა მაქვს ჩემი მეგობრების მიმართ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მათ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებ! ჩვენ ოკუპანტები არ ვართ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოში არ იყვნენ რუსი ოკუპანტები...! კომენტარები წესიერი იყოს!!!
×
×
  • შექმენი...