Jump to content
Planeta.Ge

PANZERKOPF

პლანეტელი
  • პოსტები

    70
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

პოსტები დაპოსტილი PANZERKOPF -ს მიერ

  1. და ეს იმის მაგალითია რომ ბორჯომის მოხმარება დასავლეთის ქვეყნებში წარმატებიტ მიმდინარეობს?

    ეს იმის მაგალითია, რომ იქ - არის. თუ რამდენად წარმატებითაა და როდის, ამის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება არ დამივალებია.

  2. ფაქტია, ჩვენი ლიკანი, ბორჯომი, ნაბეღლავი არავის არ აინტერესებს ღრუსების გარდა

    მაშ ჩემთვის ერთ-ერთი სკანდინავიის ქვეყნიდანკონტრაბანდით ჩამოტანილი ბორჯომი - ჰალუცინაციაა? თუ გინდა თქვა იქ საკვები პროდუქტის კონტროლია ცუდი?

    ისე როდესმე ვინმეს რომ ეთქვა, შენს ცხოვრებაში ბორჯომს ძვირფასი კონიაკივით კონტრაბანდით ჩამოგიტანდნენო და სხვანაირად არ გეღირსებაო - გიჟად

    ჩავთვლიდი. ასეთია ცხოვრება, ვერასდროს გამოთვლი რა გელოდება წინ.

  3. ამოწყვიტონ მერე

    ჯერ ერთი, რა შუაშია ამოწყვეტა. მე რაზე ვწერ და შენ რას იგებ.

    მე დავწერე, რომ დღეს ეგ დენ პობედი არის სპეციალურად გაფეტიშებული. აი დაახლოვებით ბიძინამ ჩოხა რომ ჩაიცვას და ამით მაგარქართველობა დაანახოს ხალხს.

    მეორე ის, რომ "მკუანა ბებრობა" წლოვანებით არ იზომება. ეგ არის ადამიანი, რომელიც წარსულით ცხოვრობს. როგორც ის ადამიანია დეგრადირებული,

    რომელსაც წარსული ავიწყდება ან არაფრად აგდებს, ისევე ის, ვინც წარსულით ცხოვრობს. ორივე ერთი ფეხი მარაზმია.

    მეორე მსოფლიო ომმა ყველაზე უკეთ წარმოაჩინა რუსული ხასიათი,

    ის ხომ არ დაგავიწყდა, რომ რუსების გარდა სხვა ხალხიც ომობდა? იმათი ხასიათი რატომ არ გაინტერესებს?

  4. მაგ გამარჯვების დროს საბჭოთა საქართველო გვერქვა და დედაქალაქი მოსკოვი იყო

    დღეს რუსეთში ეგ დღესასწაული გადაქცეულია სუფთა "ფეტიშად" და მარაზმად. მიზეზი იმაშია, რომ ამხელა ქვეყანას არც თუ ისე პატარა ისტორიით, სხვა

    დღესასწაული ფაქტიურად არ აქვს. საკადრისად, ეგ მიდის პირველ ადგილზე. თან დღევანდელი ვითომპატრიოტიზმის ნიადაგზე, ლიუმპენის დაბოლებისთვის უკეთეს ფეტიშს ვერ იპოვი.

    მოკლედ: რუსეთის ისტორია იწყება 1917 წლიდან და მისი მთავარი აღორძინება კი - 2000 წლიდან დღემდე. ასეთია დღევანდელი პოლიტიკა, მანამ

    ლიუმპენების ნაწილი - მკუანა ბებრების სახით არ წავა იმ ქვეყანაზე.

  5. ეგრეა , მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ , ოქრუაშვილის შეფასებით მივუდგეთ ამ საქმეს.

    ჩვენი მთავარი სენია ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა. ან უნდა დედა დავახუროთ თავზე, ან უნდა შევუძვრეთ.

    არც ოქრუაშვილის ფრაზების მომხრე ვარ და არც ონიშენკოს ხალხის ხაჭაპურ-დოლ-ფანდურით მოხიბლვის.

    ჩვენთვისვე იქნება კარგი .

    ჩვენთვის კარგი იქნება მხოლოდ ერთი რამ: ჩვენი პროდუქტი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, ანუ - ხარისხიანი.

    სხათაშორის უხარისხო ან ვადაგასული საკვები თუ იყიდება, პირველ რიგში ონიშენკოს ბრალია.

    ონიშენკო არის სისტემის პატარა "ჭანჭიკი". რაც სისტემაა -ის ჭანჭიკია.

  6. მოკლედ , ონოშენკოს ტყუილად ვერჩით .პრობლემები რეალურია.

    ონიშენკოს ნამდვილად არ ვერჩოდი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში ნახევარზე მეტი საქონელი ყალბი ან მდაბიო ხარისხის არ ყოფილიყო. (ეგ ეხება

    ყველანაირ საქონელს, მათ შორის - საკვებს).

    ახლა კიდევ ისე გამოდის, ჭუჭყიანი წინდები და ნიფხავი აცვია ადამიანს და ზემოდან კი დაუთობული პერანგი შარვალ-კოსტუმით.

  7. როგორ ფიქრობთ ესენიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები

    გრძელი სასაუბროა.

    მოკლედ ჩემი აზრი შემდეგია:

    ისინი არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, პატარა გამონაკლისით, როგორიცაა მაგალითად გარკვეულ სამსახურზე მუშაობის

    შეზღუდვები.

    არიან თუ ისეთივე ავადმყოფები როგორც ზოოფილები,ნეკროფილები,პედოფილები და სხვა?

    ეგენი არიან ფსიქოლოგიური გადახრის მქონე ადამიანები, რაც გარკვეულწილად ავადმყოფობაა.

    ("იმ" ფორუმზე ამდენ ხანში ჩემი ერთადერთი ვორნი სწორად ამ სიტყვებისთვის მივიღე).

    ამიტო რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათდამი?

    არანაირი, თუ ამ მათი ცხოვრებით არ უშლიან სხვის ცხოვრებას.

  8. ამას წინათ "იმ" ფორუმზე გავხსენი ეგ თემა, აქაც დავდებ, საინტერესო იქნება აზრების მოსმენა.

     

    -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

     

    ერთი მხრივ, ვუყურებ ისტორიას და ვრწმუნდები, რომ საკმაოდ ვაჟკაცი და თავდადებული ხალხი ვიყავით. ამ ფურცლებსაც რომ თავი დავანებოთ,

    მოცემულ გარემოებაში, მოცემულ მეზობლებთან ყოფნაში სხვანაირად ვერც იქნებოდა,

    წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს არ ვიქნებოდით. ეგ იმათ მისამართით, ვინც ერს დასცინის და ეგ ისტორიები შეთითხნული ჰგონია.

    მეორე მხრივ, ვუყურებ "გრუზინს" და ბოლომდე ვერ გამიგია, ვინ ან რამ შეჰქმნა იგი.

    უფრო სწორად, ვინ და რა მეთოდებით გარდაქმნა ადამიანების ერთი ტიპი მეორე, თითქმის საპირისპირო ტიპად.

    ვინ შეგვაგნებინა, რომ ვართ ცხვრები, რომლებიც დათვს ბაბაიას უძახიან მაშინაც,

    როცა იმ დათვს კბილებიც კი არ აქვს და საერთოდ ფეხებზე ჰკიდიხარ.

    ვინ დაგვარწმუნა, რომ მოპარვა არის ვაჟკაცობა და სანტექნიკოსად მუშაობა - ლაჩრობა.

    ვინ დაგვიმტკიცა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრება პარაზიტიზმის და სხვის მიერ გადაგდებული ძვლის გარეშე.

    სანამ ამ კომპლექსიდან არ გავნთავისუფლდებით, არანაირი წინსვლა არ იქნება.

    ისევ დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი ადგილია: თბილ ჭაობში.

  9. მე პირადად დიდ ზღაპრად მიმაჩნია დაბრუნება ტერიტორიების

    კი, სამწუხაროდ მასეა.

    ბოლობოლო უნდა ითქვას ეს ხმამაღლა და დარჩენილს მივხედოთ აჯობებს . მაგრამ ამას ვერცერთი პოლიტძალა ვერ გაბედავს

    აქაც გეთანხმები. მეორე მხრივ, მწარე სიმართლე ჯობია დაბოლებას და ზღაპარში ცხოვრებას.

  10. აქ მაინც რაღა შუაშია გრუზინკები აქ ერთი ურფინ ჯუსა პოსტაობს იმასაც ყველგან ეგენი ელანდება

    შენ ეტყობა ვერ გამიგე ტერმინოლოგიაში.

    მათ შორის ასეთი (ზემოთხსენებული) აზროვნების და მსოფლმხედველობის ხალხს ვეძახი "გრუზინებს".

  11. ასე ზუსტად მათი დახასიათება ჯერ არ მსმენია

    არაფრის ასლს არ გაგონებს?

    20წლის გოგო რო უცნობ ბიჭს აგინებს ფეისბუკზე იმის გამო რო თურმე რომელიგაც კომენტარში ღმერთი არასწორად ახსენა

    "მართლმადიდებელის" დაიკოა სიმონ! მარხვას იცავს ბოზ$#%ლი ვიყო!

    ----------------------

    ყველაზე ცუდი ამაში ისაა, რომ მართლა ამ გზის ამომრჩევ ასკეტებს, ნამდვილად მორწმუნე და თავმდაბალ ხალხს ასეთი ანტიქრისტიანები და ანტიქართველი "გრუზინები" უფუჭებენ სახელს.

  12. ეგ უკვე მეტისმეტია და მაპატიეთ და ავამდყოფური მიდგომაა ძველი თაობის ხალხის მიმართ

    კეთილი, იყოს მასე. ზოგი ქსენოფობია, ზოგი არახნოფობი, ზოგი კიდევ "გრუზინოფობი".

    გარდა ამისა, ისე წერ "ძველი თაობაო" ვითომ მე არ ვეკუთვნოდე იმ თაობას.

    მეც გრუზინი ვარ მაშინ და არასდროს მისწავლებია ბავშვებისთვის ეს

    მე არ გიცნობ და არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ რადგან ამას არ ასწავლი, ე.ი. საერთო ჯამში მინუს 1 გრუზინია შენში.

    ეგ მაგ გოგოებს მამიკოებმა კი არ ასწავლა.. სკოლამ და მედიამ ასწავლა,,იმ სკოლამ და მედიამ,რომელიც მოიტანა ვარდების რევოლუციამ და ევროპამ

    სკოლამ - კი. მაგრამ მედიამ, "ევროპამ" და "რევოლუციამ" - ვერა, რადგან ჩემს დროსაც ოხრად იყო მასეთი ხალხი.

    რუსეთი ხომ ვითომ და მოგწონს? ხოდა იქ არასდროს ყოფილა მასეთი მიდგომა. (მე ზოგადად ნაძირლებზე კი არ ვამბობ, ეგენი ყოველთვის იქნებიან).

    სსრკ-ს დროს რუსეთში ბევრ რამეში გაცილებით ჯანმრთელი სიტუაცია და მიდგომა იყო, ვიდრე ჩვენთან.

    პირველი კატეგორია კამიკაძისგან არაფრით განსხვავდება

    კამიკაძეები არ არიან, მაგის შნო არ აქვთ. ნამდვილ "კამიკაძეებს", ფანატიკოს და მსგავს ხალხს, პირიქით -

    პატივს ვცემ. მაშინაც, თუ მათი იდეები ჩემთვის მიუღებელია. ალბათ იმიტომ, რომ მცირენაწილობრივ მეც ვარ მასეთი.

    ეგენი კი სხვა კატეგორიის ხალხია.

    მათი მიზანია იპოვონ "მართალი ცხოვრების წესი", გარეგნულად ფანატიკურად დაიცვან იგი, ამით სხვა ადამიანზე მაღლა დააყენონ თავი და

    ყველანაირად ეძებონ სხვა ადამიანში ამ "ცხოვრების წესის" დარღვევის ფაქტები, რათა გადაუარონ და გააცამტვერონ იგი.

  13. რატომ ბრაზობ სოსო

    არც ვბრაზობ და არც სოსო მქვია.

    მაგ გოგოებს რატომ ეძახი გრუზინკებს???? აი საიდან ეძახი მეტყვი???

    "გრუზინმა" მამამ ასწავლა, რომ მეეზოვე არის მეასეხარისხოვანი ადამიანი, რადგან მას ეკონომიკური ან სამედიცინო არ აქვს დამთავრებული.

    ვიდეოს ბოლომდე არ ვუყურე, მაგრამ მგონი დასაწყისიდან გასაგებია რაც ხდება.

    უხეშად შეიძლება სამ კატეგორიად დავყოთ: 1)ფანატიკოსი მორწმუნე-ტრადიციონალისტები, 2)ყოვლად თავაშვებულები და 3)ნორმალურები(ცოტა ცუდი ნათქვამია)

    მეორე კატეგორია ხშირად პირველზე ნაკლებად საშიშია და რაც მთავარია, უფრო გამოსწორებადია.

  14. ვინ თქვა რომ შემძულდა??? ჩემით გავედი იქედან?

    ხო ძაან მოგწონს, კი. აქ კიდევ ლტოლვილი ხარ.

    მე მაგალითი მოგიყვანე უბრალოდ და შენი ფორუმთან ურთიერთობის გარჩევას ნამდვილად არ ვაპირებ.

    ფორუმი მართლაც ძაან პრიმიტიული შედარება იყო

    კიბატონო.

    ქარველების ზოგიერთი,უფრო სწორად ძალიან ბევრი საქციელი არც მე მომწონს

    "ქართველებისო" ისე ამბობ, ვითომ მე და შენ ზიმბაბვიელები ვიყოთ.

    მოწონება-არმოწონებაზე არ არის მარტო საქმე.

    მაგრამ მე მიყვარს საქართველო და ქართული ენა

    მეც მიყვარს კაცო. ახლა ცოტა წამოიზრდება ე.წ. "ახალი ქართველების" თაობა, ღმერთმა ჰქნას საბოლოოდ დამარხავს

    ყანწის პატრიოტებს, ქალიშვილობის ინსტიტუტებს, ჯიპიან მამაოებს და სხვა ე.წ. "ძველ ქართველებს".

    ახლა რომ ვუყურებ ხოლმე ქართულ ჯარს, მის მსახურებს, მათ შორის გოგონებს - აი იმ მომენტში ჩემთვის საქართველოზე ძვირფასი არაფერია.

    შენს მიერ დადებულ ვიდეოზე ნაჩვენებ ახალგაზრდა გრუზინკებს კი იმედია ცხოვრება ჭკუას ასწავლის და ეჭვი მაქვს - მწარე მეთოდებით.

  15. მე ვთქვი რომ მეზიზღები მეთქი??

    მაგალითისთვის მოვიყვანე, შენ რამდენიმეჯერ თქვი, რომ ჩემთვის შუალედი ფაქტიურად არ არსებობოსო.

    ვერ გავიგებ შენსას თქო ეგ ვთქვი,,, და კიდევ,,ჩემნაირი როგორია ერთი მითხარი,,სამშობლოში ცხოვრება ვინმემ როგორ უნდა შემაძულოს

    პრიმიტიულ მაგალითს მოგიყვან:

    აი იმ ფორუმზე რატომ შეგძულდა ყოფნა და მე რატომ არ შემძულდა? მე ვერ გამიგია, რა ხდება იქ ისეთი, რომ არ გსიამოვნებს იქ ურთიერთობა.

    ცუდი კაცი ხარ? - არა. მახინჯი ხარ? - არა. უბრალოდ სხვადასხვა ფასეულობები გაქვთ, სხვადასხვა მსოფლმხედველობა, იქ ე.წ. "ახალი ქართველები"

    დომინირებენ და ა.შ.

    დაახლოვებით ეგ არის პასუხი შენს კითხვაზე.

    არ მესმის ამას რო იძახიან და ამიხსენი რას ნიშნავს?

    აგერ ნაწილობრივ აუხსენი ბ-ნ დეგას და ბოლომდე რომ გაიგო, მაშინ იმ დროს და ჩემნაირების ადგილზე უნდა იყო, რასაც მთელი გულით არ გისურვებდი.

    ბევრი სისულელე კი ჰქონდა მარა კაიც ბევრი იყოო ხალხი მუშაობდა,არ იყო ღარიბი,არ იყო გაქსუებული მილიარდელი,საზღვარი დიდი იყოო....

    ასეთ პასუხს ველოდი ზუსტად.

  16. აი ამას მე ვერასდროს მივხვდები და რა ვქნა...... მაგათ შუა არ არსებობს ჩემი აზრით და ტავის მოტყუებაა

    შენ ეტყობა ცხოვრობ შავ-თეთრ სამყაროში და ცოდვა ხარ. შენი ლოგიკით, ჩემი თავიც უნდა გეზიზღებოდეს მაშინ და რატომ მესაუბრები ვერ გავიგე.

    მეც შენი თავი უნდა მეზიზღებოდეს, რადგან შენნაირმა ხალხმა დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში ცხოვრება შემძულდა.

    რას გულისხმობ კონსევრატიზმში და როგორი წარმოგიდგენია ქართული კონსერვატიზმი

    ზემოთ ხომ მემგონი დავწერე რასაც ვგულისხმობ. თუ რაიმე სხვა გაქვს მხედველობაში?

    მამაჩემის ნაირი ტიპი ხარ , სსსრ იმასაც ევასება

    მამაშენს არ ვიცნობ და ამიტომ კონკრეტულად მის მისამართით არ მიიღო შემდეგი.

    საქმე იმაშია, რომ მეც მევასებოდა სსსრ და ამათაც, მაგრამ რადაც საკვირველი არ უნდა იყოს, ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვა მსოფლმხედველობა გვაქვს.

    რატომ მევასებოდა? იმიტომ რომ ჩემი სამშობლო იყო. მასე ვარ დაბადებულ-გაზრდილი და წერტილი.

    ამათ რატომ ევასებათ აბა ჰკითხე? ოღონდ გულახდილად გიპასუხონ.

  17. გაიმარჯვებს ის ვინც ძლიერია, შესაბამისად ღირსეული, დღესდღეობით ქართული კონსერვატიზმი ძალიან სუსტია, ის რეტროგრადულ მდგომარეობაში იმყოფება, ლიბერალები იღებენ მზარმზარეულ კონცეფციებს, ხოლო კონსერვატიზმს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ის გაცილებით მრავალფეროვანია და რთული,

    გაგიკვირდება და მე პირადად კონსერვატორი ვარ, გარკვეულწილად - ალბათ რეტროგრადიც. განსხვავება იმაშია, რომ ობიექტური კონსერვატიზმის (თუ შეიძლება ასე დაერქვას) მომხრე ვარ და არა სუბიექტური.

    მაგ. იაპონური, ამერიკული თუ რუსული კონსერვატიზმი ერთმანეთისგან განსხვავდება, ხოლო ლიბერალები ისევე გვანან ერთმანეთს როგორც კომუნისტები, იმიტომ რომ ლიბერალიზმი გლობალური პროექტია

    იაპონია არის სწორად ობიექტური კონსერვატიზმის მაგალითი, საქართველო კი - სუბიექტური. ამიტომაც იაპონია ამაყობს მანქანებით და ტელევიზორებით,

    საქართველო კი - ასი წლის მუხებით და გორგასალის ხმლის სიმძიმით. მეორე მხრივ, რამდენიმე წლის წინ ვიღაც მინისტრს მექრთამეობა დააბრალეს (არ მახსოვს ზუსტად დეტალები, მოძებნა შეიძლება) და მან სეპუკუ ჩაიდინა, ჩვენთან კი ასეთ შემთხვევაში "წითელი ხიდისკენ" გარბიან.

     

    მაგალითად, "სუფრის აკადემიის" ან "გაგების" ძაგება შეიძლება ფორმალურად ნიშნავდეს "ტრადიციების წართმევას", მაგრამ ასეთი ხმამაღალი განცხადების დონეზე - ვერ ქაჩავს

    ამაშია სწორედ პრობლემა. რაც ნაგავია, იმას ტრადიციებად ასაღებენ და მის მოსპობის მცდელობას კი - ერის ღალატად. სუფთა არასრულფასოვნობის კომპლექსია: აი კაცს რომ არაფერი აქვს საამაყო, დიდი ასოთი ამაყობდეს და შვილს უნერგავდეს: "მთავარია შენც დიდი გქონდეს".

  18. მე ხეთაგუროვზე ვცხოვრობდი, რაიკომის გვერდით

    ხო, რავი, ჯერ სკლეროზი არ მჭირს :D

    ვინ გითხრა, ეს ჩემი მეორე ცხოვრებაა, უწინ ფარაონი ვიყავი, მესამედ მოსვლაზე ვინ ვიქნები, ჯერ არ ვიცი

    საქართველოს პრეზიდენტი!

    როგორც უბნელს, ხმას გაძლევ! ხო არანაირი პრივილეგიები არ მინდა, არ გეგონოს რომ "პადხოდს" ვაკეთებ! :D

  19. ანტისახელმწიფოებრიულიო წერთ და არა მარტო თქვენ... მოდი ცოტა განვავრცოთ მაშინ,,,,,

    პირდაპირ გეტყვი: შენთან რამდენჯერაც არ მქონია საუბარი, ან რაიმეს მიმაწერ ხოლმე, ან ვინმესთან მადარებ, ან სხვაში გეშლები.

    თუ შენ სპეციალურად აკეთებ, მაშინ ვერ გამიგია რა მიზნით. თუ უბრალოდ გულს იფხან, მაშინ მომიტევე და სხვასთან მოიფხანე, რადგან მე უკვე

    გადამწვარი ნერვები მაქვს და ეგ არ მოქმედებს ჩემზე.

    თუ უბრალოდ ვერ მიგებ და ამიტომ აკეთებ, მაშინ ასჯერ მკითხე ჯობია, ვიდრე არასწორად გამიგო. თან მგონი ჩინურად არ ვსაუბრობ და ქართული კიდე გესმის.

    აი ეგ შემოაგდეს ლიბერალებმა ზუსტად, სახელმწიფოს და პატრიოტობის ძახილით იღებენ ქულებს,,,

    არ ვარ მე არც ლიბერალი, არც ჭეშმარიტი პატრიოტი, არც რაიმე ქულები მჭირდება.

    როგორ შეიძლება გეკიდოს ვთქვათ მილიონი ჩინელის ჩამოსახლება ,ამბობდე,რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა

    არ მკიდია მე მილიონი ჩინელის ჩამოსახლება, მაგრამ მეორე მხრივ, ქსენოფობი არ ვარ. შენ კიდევ ალბათ იმ პასუხისა არ იყოს "ვისაც უპირობოდ არ ეზიზღება ნაციონალური მოძრაობა, ის მაგრამია და არა არავისტი", თვლი, რომ ჩინელები უნდა მეზიზღებოდეს და ზოგადად ნებისმიერი არაქართველი ქართულ მიწაზე.

    აი ვერ გამიგია რა ამ ახალი ქართველების და მაპატიეთ და თქვენც მათ შორის ხართ,ნუ ფორუმიდან ასე ვიცი

    აქაც გეშლება დეგა, არ ვარ ახალი ქართველი. რაც მახსოვს, მასეთი ვარ და ვერც მაძღრობამ და ვერც შიმშილმა ვერ შემცვალა. ფორუმზეც კიდე

    ზუსტად ის ვარ, რაც ვარ.

    როგორ აგიხსნა კიდევ სხვანაირად აბა?

    უბრალოდ ამ შენს მიერ ე.წ. "ახალი ქართველების" მსოფლმხედველობა რაღაც ჭრილებში ალბათ ახლოა ჩემთან.

  20. აფეთქებაში ვინც მოყვა ეს ერთი, მაგრამ არის სხვა კადრებიც, ვინც უშუალოდ აფეთქების შედეგად არ დაშვებულა, გარდა ამისა კარგად ჩანს როგორ ეხმარებიან ისინი ვინც არ დაზიანდა სხვებს, მეტი რაღა გამოვლინება გინდა ნებისყოფისა და ცივი გონების?

    ერთი შეხედვით, ჩვენ ისე გამოგვდის საუბარი, ვითომ შენ უპირობოდ ცდილობ აამაღლო ეგ ერი, მე კიდევ ორგანულად მეზიზღებიან.

    არაა მასე ბატონო. ჩემი მიზანია მხოლოდ ობიექტური შეფასება.

    აქვე ავღნიშნე ზემოთ, ჩვენების საპირისპირო ქცევა ისევე ვერ ამიტანია. მეზობლის დაქალის ქმარი რომ მოკვდება და 5 წელი შავებში დადიან. ან ვინმეს ხელი გაეკაწრება და არიქა ტრაგედიაა, სასწრაფოს გამოძახება და ინვალიდობის ცნობის მიცემა.

    მეორე მხრივ, იმასაც ვერ გავიგებ, როცა ქმართან 20 წელი ცხოვრობ, მოკვდება და მესამე-მეოთხე დღეს ვითომც არაფერი. (5 თვის წინანდელი ამმბავია, მეზობელს დაემთხვა). შვილმა კი არიქა მანქანა როგორ გადავაფორმოო დროზე.

    ექსტრემალური ვითარების დროს როგორ მოვიქცევი არ ვიცი, გავაკონტროლებ ჩემს თავს თუ არა ამ დროს მორალი არ მუშაობს, ინსტიქტები, წამებში ხდება ყველაფერი,

    კიბატონო, ამიტომ მსგავსი ვიდეო არ არის სრული მაგალითი.

  21. რას ნიშნავს ანტი ქართული ან თუნდაც ანტიმართლმადიდებლური???

    პირადად ჩემი შეხედულებით, "ანტიქართული" ქმედება ნიშნავს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებას.

    "ანტიმართლმადიდებლური" კი არის სპეკულატიური ტერმინი, რომელიც მოგონილია "ჭეშმარიტმამულიშვილების" მიერ, რათა გაამყარონ

    ულტრაკონსერვატიზმი, "ვითომტრადიციები" და ა.შ., რაც უკვე წარმოადგენს ზემოთხსენებულ ანტიქართულ ქმედებას.

    ეგ მოკლედ და კონკრეტულად.

  22. Siknadmo

    დეგა

    საქმეც მაგაშია, რომ თქვენ ეს ცივი გონების და ნებისყოფის გამოვლენა გგონიათ. არაა მასე სამწუხაროდ.

    ზოგადად ამ ვიდეოთი ცხადია არ შეიძლება საუბარი მთელი ხალხის ფსიქოლოგიაზე, რადგან შოკია, კონტუზია და სხვა უბედურება,

    მაგრამ საერთო ჯამში - მასეა. რუსული გამოთქმაა: "Отмороженный", დაახლ. "ტვინგაყინული".

    როგორც ჩვენიანების ზოგადი ქცევა მიუღებელია ჩემთვის, ანუ პირიქით: პატარა რამეზე გაზვიადება, კივილი და "დიდუდიდუ", ისევე -

    ასეთი.

  23. ჩემს თვალწინ რო აფეთქება მოხდეს,ხალხი დაიჭრას და დაიხოცოს ნამდვილად არ დავიწყებ ჩანტების მოგროვებას

    რაც შენთვის საშინელებაა, ის მისთვის რიგითი ამბავია. არა იმიტომ, რომ მიჩვეულია ან გამოცდილი, არამედ მორალური ტკივილის ზღვარი უფრო მაღალი

    აქვს.

  24. ეგაა ზოგადად ქრისტიანობა, და ისიც (თუ ამოვალთ მრავალსაუკუნოვანი მიდგომის კრიტერიუმებიდან) "ლაით" ვარიანტი. მართლმადიდებლობა არის ტრადიციული და დეტალიზებული ვარიანტი. რას ერჩი?

    პირადად არაფერს ვერჩი კაცო.

    მე ვერჩი იმ ხალხს, ვინც ნერგავს ასეთ ლოზუნგებს, როგორიცაა "ანტიმართლმადიდებლური", "ანტიქართული", "დასავლური" და მსგავსი.

    რას ნიშნავს ანტიმართლმადიდებლური? თუ ვინმე არ იზიარებს, არ ეთანხმება და აკრიტიკებს ამ მიმდევრობას, მას სრული უფლება აქვს ამისი და

    ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას სჩადის ან საერთოდ რამეთი ნაკლებია სხვაზე.

×
×
  • შექმენი...