-
პოსტები
70 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Profile Information
-
Gender
Male
-
Location
Earth
Contact Methods
-
Website URL
http://127.0.0.1
PANZERKOPF'ის მიღწევები
Newbie (1/14)
-
აცხონოს ღმერთმა, ასეთი ქალები იშვიათად იბადებიან ამქვეყნად.
-
ეს იმის მაგალითია, რომ იქ - არის. თუ რამდენად წარმატებითაა და როდის, ამის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება არ დამივალებია.
-
მაშ ჩემთვის ერთ-ერთი სკანდინავიის ქვეყნიდანკონტრაბანდით ჩამოტანილი ბორჯომი - ჰალუცინაციაა? თუ გინდა თქვა იქ საკვები პროდუქტის კონტროლია ცუდი? ისე როდესმე ვინმეს რომ ეთქვა, შენს ცხოვრებაში ბორჯომს ძვირფასი კონიაკივით კონტრაბანდით ჩამოგიტანდნენო და სხვანაირად არ გეღირსებაო - გიჟად ჩავთვლიდი. ასეთია ცხოვრება, ვერასდროს გამოთვლი რა გელოდება წინ.
-
9 მაისს გასაგზავნად თბილისში მოზარდებს არჩევენ
PANZERKOPF replied to დეგა's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჯერ ერთი, რა შუაშია ამოწყვეტა. მე რაზე ვწერ და შენ რას იგებ. მე დავწერე, რომ დღეს ეგ დენ პობედი არის სპეციალურად გაფეტიშებული. აი დაახლოვებით ბიძინამ ჩოხა რომ ჩაიცვას და ამით მაგარქართველობა დაანახოს ხალხს. მეორე ის, რომ "მკუანა ბებრობა" წლოვანებით არ იზომება. ეგ არის ადამიანი, რომელიც წარსულით ცხოვრობს. როგორც ის ადამიანია დეგრადირებული, რომელსაც წარსული ავიწყდება ან არაფრად აგდებს, ისევე ის, ვინც წარსულით ცხოვრობს. ორივე ერთი ფეხი მარაზმია. ის ხომ არ დაგავიწყდა, რომ რუსების გარდა სხვა ხალხიც ომობდა? იმათი ხასიათი რატომ არ გაინტერესებს? -
9 მაისს გასაგზავნად თბილისში მოზარდებს არჩევენ
PANZERKOPF replied to დეგა's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დღეს რუსეთში ეგ დღესასწაული გადაქცეულია სუფთა "ფეტიშად" და მარაზმად. მიზეზი იმაშია, რომ ამხელა ქვეყანას არც თუ ისე პატარა ისტორიით, სხვა დღესასწაული ფაქტიურად არ აქვს. საკადრისად, ეგ მიდის პირველ ადგილზე. თან დღევანდელი ვითომპატრიოტიზმის ნიადაგზე, ლიუმპენის დაბოლებისთვის უკეთეს ფეტიშს ვერ იპოვი. მოკლედ: რუსეთის ისტორია იწყება 1917 წლიდან და მისი მთავარი აღორძინება კი - 2000 წლიდან დღემდე. ასეთია დღევანდელი პოლიტიკა, მანამ ლიუმპენების ნაწილი - მკუანა ბებრების სახით არ წავა იმ ქვეყანაზე. -
ჩვენი მთავარი სენია ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა. ან უნდა დედა დავახუროთ თავზე, ან უნდა შევუძვრეთ. არც ოქრუაშვილის ფრაზების მომხრე ვარ და არც ონიშენკოს ხალხის ხაჭაპურ-დოლ-ფანდურით მოხიბლვის. ჩვენთვის კარგი იქნება მხოლოდ ერთი რამ: ჩვენი პროდუქტი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, ანუ - ხარისხიანი. ონიშენკო არის სისტემის პატარა "ჭანჭიკი". რაც სისტემაა -ის ჭანჭიკია.
-
ონიშენკოს ნამდვილად არ ვერჩოდი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში ნახევარზე მეტი საქონელი ყალბი ან მდაბიო ხარისხის არ ყოფილიყო. (ეგ ეხება ყველანაირ საქონელს, მათ შორის - საკვებს). ახლა კიდევ ისე გამოდის, ჭუჭყიანი წინდები და ნიფხავი აცვია ადამიანს და ზემოდან კი დაუთობული პერანგი შარვალ-კოსტუმით.
-
გრძელი სასაუბროა. მოკლედ ჩემი აზრი შემდეგია: ისინი არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, პატარა გამონაკლისით, როგორიცაა მაგალითად გარკვეულ სამსახურზე მუშაობის შეზღუდვები. ეგენი არიან ფსიქოლოგიური გადახრის მქონე ადამიანები, რაც გარკვეულწილად ავადმყოფობაა. ("იმ" ფორუმზე ამდენ ხანში ჩემი ერთადერთი ვორნი სწორად ამ სიტყვებისთვის მივიღე). არანაირი, თუ ამ მათი ცხოვრებით არ უშლიან სხვის ცხოვრებას.
-
ამას წინათ "იმ" ფორუმზე გავხსენი ეგ თემა, აქაც დავდებ, საინტერესო იქნება აზრების მოსმენა. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ერთი მხრივ, ვუყურებ ისტორიას და ვრწმუნდები, რომ საკმაოდ ვაჟკაცი და თავდადებული ხალხი ვიყავით. ამ ფურცლებსაც რომ თავი დავანებოთ, მოცემულ გარემოებაში, მოცემულ მეზობლებთან ყოფნაში სხვანაირად ვერც იქნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს არ ვიქნებოდით. ეგ იმათ მისამართით, ვინც ერს დასცინის და ეგ ისტორიები შეთითხნული ჰგონია. მეორე მხრივ, ვუყურებ "გრუზინს" და ბოლომდე ვერ გამიგია, ვინ ან რამ შეჰქმნა იგი. უფრო სწორად, ვინ და რა მეთოდებით გარდაქმნა ადამიანების ერთი ტიპი მეორე, თითქმის საპირისპირო ტიპად. ვინ შეგვაგნებინა, რომ ვართ ცხვრები, რომლებიც დათვს ბაბაიას უძახიან მაშინაც, როცა იმ დათვს კბილებიც კი არ აქვს და საერთოდ ფეხებზე ჰკიდიხარ. ვინ დაგვარწმუნა, რომ მოპარვა არის ვაჟკაცობა და სანტექნიკოსად მუშაობა - ლაჩრობა. ვინ დაგვიმტკიცა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრება პარაზიტიზმის და სხვის მიერ გადაგდებული ძვლის გარეშე. სანამ ამ კომპლექსიდან არ გავნთავისუფლდებით, არანაირი წინსვლა არ იქნება. ისევ დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი ადგილია: თბილ ჭაობში.
-
კეთილი, იყოს მასე. ზოგი ქსენოფობია, ზოგი არახნოფობი, ზოგი კიდევ "გრუზინოფობი". გარდა ამისა, ისე წერ "ძველი თაობაო" ვითომ მე არ ვეკუთვნოდე იმ თაობას. მე არ გიცნობ და არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ რადგან ამას არ ასწავლი, ე.ი. საერთო ჯამში მინუს 1 გრუზინია შენში. სკოლამ - კი. მაგრამ მედიამ, "ევროპამ" და "რევოლუციამ" - ვერა, რადგან ჩემს დროსაც ოხრად იყო მასეთი ხალხი. რუსეთი ხომ ვითომ და მოგწონს? ხოდა იქ არასდროს ყოფილა მასეთი მიდგომა. (მე ზოგადად ნაძირლებზე კი არ ვამბობ, ეგენი ყოველთვის იქნებიან). სსრკ-ს დროს რუსეთში ბევრ რამეში გაცილებით ჯანმრთელი სიტუაცია და მიდგომა იყო, ვიდრე ჩვენთან. კამიკაძეები არ არიან, მაგის შნო არ აქვთ. ნამდვილ "კამიკაძეებს", ფანატიკოს და მსგავს ხალხს, პირიქით - პატივს ვცემ. მაშინაც, თუ მათი იდეები ჩემთვის მიუღებელია. ალბათ იმიტომ, რომ მცირენაწილობრივ მეც ვარ მასეთი. ეგენი კი სხვა კატეგორიის ხალხია. მათი მიზანია იპოვონ "მართალი ცხოვრების წესი", გარეგნულად ფანატიკურად დაიცვან იგი, ამით სხვა ადამიანზე მაღლა დააყენონ თავი და ყველანაირად ეძებონ სხვა ადამიანში ამ "ცხოვრების წესის" დარღვევის ფაქტები, რათა გადაუარონ და გააცამტვერონ იგი.
-
არც ვბრაზობ და არც სოსო მქვია. "გრუზინმა" მამამ ასწავლა, რომ მეეზოვე არის მეასეხარისხოვანი ადამიანი, რადგან მას ეკონომიკური ან სამედიცინო არ აქვს დამთავრებული. ვიდეოს ბოლომდე არ ვუყურე, მაგრამ მგონი დასაწყისიდან გასაგებია რაც ხდება. მეორე კატეგორია ხშირად პირველზე ნაკლებად საშიშია და რაც მთავარია, უფრო გამოსწორებადია.
-
ხო ძაან მოგწონს, კი. აქ კიდევ ლტოლვილი ხარ. მე მაგალითი მოგიყვანე უბრალოდ და შენი ფორუმთან ურთიერთობის გარჩევას ნამდვილად არ ვაპირებ. კიბატონო. "ქართველებისო" ისე ამბობ, ვითომ მე და შენ ზიმბაბვიელები ვიყოთ. მოწონება-არმოწონებაზე არ არის მარტო საქმე. მეც მიყვარს კაცო. ახლა ცოტა წამოიზრდება ე.წ. "ახალი ქართველების" თაობა, ღმერთმა ჰქნას საბოლოოდ დამარხავს ყანწის პატრიოტებს, ქალიშვილობის ინსტიტუტებს, ჯიპიან მამაოებს და სხვა ე.წ. "ძველ ქართველებს". ახლა რომ ვუყურებ ხოლმე ქართულ ჯარს, მის მსახურებს, მათ შორის გოგონებს - აი იმ მომენტში ჩემთვის საქართველოზე ძვირფასი არაფერია. შენს მიერ დადებულ ვიდეოზე ნაჩვენებ ახალგაზრდა გრუზინკებს კი იმედია ცხოვრება ჭკუას ასწავლის და ეჭვი მაქვს - მწარე მეთოდებით.