სერიოზულად ჩაისვარა ფორუმმა, მეც გავხსენი ერთ–ერთ მოსამართლეზე და იუსტიციის საბჭოს წევრზე თემა. სათაურში მეწერა თბილისის სასამართლოს თავმჯდომარე, არადა ორი–სამი თვის წინ რუსთავის სასამართლოს თავმჯდომარედ გადაუყვანიათ (+ იუსტიციის საბჭოს წევრია), ამ მოსამართლის უზნეო საქციელზე მსჯელობის მაგივრად თემა საერთოდ მიმიხურეს, თბილისის სასამართლოს თავმჯდომარე სხვა არის და ჭორებს უვრცელებო. ბოდიში რომ ყოველდღიურ რეჟიმში არ ვაკონტროლებ, ვინ სად გადაყავთ, არადა შეეძლოთ სათაური ჩაესწორებინათ, ან თბილისის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ჩაეწერათ, ან კიდევ რუსთავის სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე. ამ "სამართლიანმა" მოდერებმა საერთოდ მიახურეს და მოაშთეს. sorry, ეხლა ვნახე ისევ გაუხსნიათ))))