Jump to content
Planeta.Ge

lala

პლანეტელი
  • პოსტები

    77
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი lala -ს მიერ

  1. lala
    ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან
     
    "შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ უწყებაში ისევ ის ადამიანები სხედან თანამდებობებზე, რომლებიც წლების განმავლობაში იქ მუშაობდნენ, რომლებიც შემჩნეული არიან განსაკუთრებულ დანაშაულებში. ეს არის 60-კაციანი ჯგუფი, რომელიც მართავდა ქვეყანაში ტერორის პოლიტიკას. აი, ამ ჯგუფის წევრები დღეს ისევ არიან ამ თანამდებობებზე. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ტიპის ფრაზა, რომ სჯობია ესენი კვლავ თანამდებობებზე იყვნენ, ვიდრე ქუჩაში. ამ ფრაზას არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ, მე ვიცი დღეს რა რთულ მდგომარეობაშია ირაკლი ღარიბაშვილი, აქ კოაბიტაციაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ღარიბაშვილს პირადად, ტოტალურად ატყუებენ, გააზრებულად და მიზანმიმართულად. ამას სჩადიან ის ადამიანები, ვინც დღემდე ინარჩუნებენ სამინისტროში თანამდებობებს. ისინი დღევანდელ მინისტრს აჩვენებენ, რომ არიან კომპეტენტურები და მათი გამოყენება არის საჭირო. მე ვლაპარაკობ მხოლოდ იმ 60-კაციან ბირთვზე. ეს 60-კაციანი ბირთვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნან საშანტაჟო ფორმატი....მე არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ მათგანს აქვს გარკვეული მასალები ხელისუფლებაში მყოფ პიროვნებებზე და ცდილობენ, ამ მასალის მეშვეობით აშანტაჟონ დღევანდელი ხელისუფლება. კომპრომატები მათ არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე აქვთ, არამედ ჟურნალისტებზე, მეწარმეებზე, საზოგადოების წარმომადგენლებზე, სხვადასხვა ტიპის კომპრომატებია, შეიძლება ეს იყოს დელიკატური ტიპის მასალებიც, მათ პირად ცხოვრებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს კომპრომატი იყოს მასალები მეწარმეების ბიზნესსაქმიანობაზე. სქემა იყო ასეთი - თვითონ უბიძგებდნენ გადაცდომისკენ და შემდგომ კომპრომატად დებდნენ მას. მთავარი არის ის, რომ ესენი არიან ინფორმაციის მატარებელნი და არა ის, რომ მათ საქმე იციან და ინახავენ სამინისტროში იმ 60-კაციან დაჯგუფებას...წარმოიდგინეთ, ამ კომპრომატების გამო ერთმანეთი რა დღეში ჰყავთ, ამიტომ არის, რომ "ჰიდრა" უნდა გაისრისოს. ანუ ის 60 ადამიანი თავისი კომპრომატებით უნდა გაისრისოს და თუ ამ კომპრომატების დემონსტრირებას მოახდენენ, როგორც ისინი იმუქრებიან, სხვათა შორის, ვიდეოკომპრომატებიც აქვთ, მათ შორის რამდენიმე დეპუტატზე, აი, იმ კომპრომატებს უნდა შეეწირონ, ზუსტად. რაც შეეხება ვანოს სიურპრიზს, ვიცი, ძალიან აქტიურად მუშაობენ. წინა კვირას ვიყავი კახეთში და ჩემი თვალით ვნახე, როგორ მუშაობენ "ნაციონალების" აქტივისტები, თუ რამდენ ფულს ჰპირდებიან, 400-დან 1500 ლარამდეა საუბარი. ორიენტირებული არიან, მოხდეს ნებისმიერი ექსცესი ქვეყანაში. ამ ხალხს აგროვებენ არა მარტო ფულით, არამედ კომპრომატებით. 80 ათასი კაცი უნდა გამოიყვანონ რუსთაველზე, ეს არის კონკრეტული ციფრი, რომელიც მთლიანად რუსთაველს ავსებს. ვფიქრობ, ეს აქცია ორიენტირებულია სამოქალაქო დაპირისპირებაზე".
     
    (,,ალია"N28(2782); ავტორი:ნინო სამხარაძე)
  2. lala
    ,,ნაციონალები" მინიმუმ 80 000 მომხრეს გამოიყვანენ 19 აპრილს იმ მოედანზე, სადაც მიშა, ვანო, გიგი, ბაჩო და ამ მანიაკთა ჯგუფი სისხლის გუბეებს აყენებდა წლების მანძილზე. კულუარული ინფორმაციით, სააკაშვილი, სავარაუდოდ, 19 აპრილს მთავრობას დაითხოვს, სქემა კი ასეთია: რუსთაველზე შეკრებილ ხალხს არ დაშლიან და თუ პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მათ დაუპირისპირებს ხალხს, მოწოდებებით, მოხდება სამოქალაქო დაპირისპირება, 8 თებერვალი კი ერთგვარი ტესტი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება 19 აპრილს მოვლენები განვითარდეს. თუმცა ამჯერად ფინალი უფრო მძიმე იქნება. შესაძლოა ხალხის შეტაკებას სისხლისღვრაც მოჰყვეს. მიზანი კი ერთია – საბოლოოდ არეულობა ივანიშვილს დაბრალდება, ამასობაში ივანიშვილი უკვე მოხსნილი პრემიერი იქნება და მას დაადანაშაულებენ კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობაში. აი, ესაა სქემა, რომელსაც ამბობენ, რომ სააკაშვილი ივანიშვილს შეუსრულებს....ჩვენი ინფორმაციით, ის არ შეეხება პარლამენტს, რომელზეც უნდა გავიდეს ახალი მთავრობის საკითხი. სააკაშვილისა და მისი ,,გებელსების" გეგმის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილების შემდეგ, სააკაშვილი დაელაპარაკება დავით უსუფაშვილს და ეტყვის,– გინდა ივანიშვილს მიგაყოლო?!. მაშინ ჭკვიანად მოიქეცი, არჩეული უმრავლესობა ხართ, მე არ დაგითხოვთ, იყავით 4 წელი. გაჩუმდება უსუფაშვილი? გაჩუმდება ალასანიაც! ამ უკანასკნელს შესთავაზებს პრეზიდენტობას, ეტყვის,– იყარე კენჭი და გაძლევ გარანტიას, რომ პრობლემა არ შეგექმნება. რეალურად, უმრავლესობაში მხოლოდ ორი თავია გასაჩერებელი, უსუფაშვილი და ალასანია, ბიძინა ივანიშვილისგან ისინი მეტ პრივილეგიას ვეღარ მიიღებენ, რაც მისაღები იყო, უკვე მიიღეს და დღეს, მათთვის ბიძინა ივანიშვილი უკვე საფრთხეა! ამიტომ, სააკაშვილი, სავარაუდოდ, მათ დაიყოლიებს. რაც შეეხება ხალხს, რეაქცია, რა თქმა უნდა, იქნება მძიმე და აგრესიული, მაგრამ ვის აინტერესებს ხალხის რეაქცია?!...დღეს, სააკაშვილის მთავარი ამოცანაა, მოგუდოს მთავარი მოწინააღმდეგე – ბიძინა ივანიშვილი, მისი ბოლო საპრეზიდენტო აკორდი ძალიან მძიმე იქნება, ,,ნაცშპანა" ცდება, როცა ივანიშვილს ,,პროვინციელ დიქტატორს" ეძახის, ივანიშვილი ის ,,ანაკონდაა", რომელიც მიშას კისერზე შემოეხვევა და საბოლოოდ დააღრჩობს! თუმცა ერთი რამ ფაქტია, ორი დაჯგუფება ნელ–ნელა უახლოვდება ერთმანეთს დიდი შეჯახებისთვის. გაზაფხულზე პოლიტიკური აფეთქება გარდაუვალია!"
     
    (,,კვირის ქრონიკა"N8(582); ავტორი: ნინო სამხარაძე)
  3. lala
    ინტერვიუ მოძრაობა ,,ეროვნულების' ლიდერ სანდრო ბრეგაძესთან
     
    ,,არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში ,,ნაციონალებმა" გახსნეს თავიანთი ოფისი. სწორედ ამ ოფისში მიდის მოლაპარაკებები, ფულის გადარიცხვა-გადმორიცხვები და იწერება სცენარები. იქ ძალიან ხშირად ჩადიან ადეიშვილი, უდესიანი, დათა ახალაია და ის ადამიანები, რომლებსაც მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. ამ შეკრებების დროს ასევე დუბაიში ჩადის სააკაშვილი და ერთად აწყობენ გეგმებს. მე ახალი მთავრობისა მიკვირს, თუ ყველაფერი იციან და არაფერს აკეთებენ, ეს დანაშაულია, თუ არ იციან, მაშინ მე დამიძახონ და დეტალურად ვეტყვი ყველაფერს....მაგალითად, ზურაბ ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდება, ძალიან ძვირადღირებული მანქანებით დაბრძანდება და საკმაოდ დიდი ფული ტრიალებს ამ ბანდის ხელში. წესით, ქართულმა სპეცსამსახურებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ. კი, ბატონო, თუ არაფერს არ გააკეთებენ, სიტუაცია ამყრალდება და მერე გვიანი იქნება".
     
    (,,ალია"N28(2782); ავტორი: გელა ზედელაშვილი)
  4. lala
    ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან
     
    ,,მინდა ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავაჟღერო,- თქვენი აზრით, რატომ ჩამოვიდა საქართველოში შაშკინი? ამერიკის შეერთებული შტატებიდან ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღე იმის შესახებ, რატომ იმყოფება შაშკინი საქართველოში...საქმე ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წყარო გვაწვდის ასეთ ინფორმაციას, რომ დიმიტრი შაშკინს რეალურად ამოეწურა ვიზა და მას ვიზა აღარ გაუგრძელეს, მეტიც, მას ევროპის ვიზაც აღარ ჰქონდა და არც ის მისცეს...იძულებული გახდა, საქართველოში დაბრუნებულიყო. ასე რომ, გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეც არის,არის ტყუილი. შაშკინი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა, ეს ინფორმაცია საკმაოდ სერიოზულმა წყარომ მომაწოდა და უფლება არ მქონდა, ეს თქვენი გაზეთის საშუალებით არ მეთქვა”.
     
    (,,ალია”№21(2775); ავტორი:ნინო სამხარაძე)
  5. lala
    საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სასწრაფო- სამედიცინო დახმარების გაფიცულ ექიმებს წიგნების კითხვას და პროფესიული დონის ამაღლებას ურჩევს და არა პროტესტს, რომელსაც, მინისტრის თქმით, შესაბამისი უწყება დაარეგულირებს.სერგეენკომ ,,პლანეტა.გე”-სთან ექიმთა კვალიფიკაციის პრობლემებზე ისაუბრა.
  6. lala
    ინტერვიუ მოძრაობა ,,ეროვნულების" ლიდერ სანდრო ბრეგაძესთან
     
    ,,ჩემი ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილს რამდენჯერმე აქვს გამოცხადებული თავის გარემოცვაში, რომ ის გადადგება, მას უნდა შეეშვას პოლიტიკას და ყველაფერს თავი მიანებოს!...მიშას იმდენი ფული აქვს, რომ, ალბათ, სადმე კურორტზე უნდა წასვლა, სადაც თავის გარემოცვას ხელიდან დაუსხლტება და დაემალება, მაგრამ სააკაშვილი თავისი გარემოცვის ტყვეა!...მან შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებისგან მიიღოს იმუნიტეტი, რათა არ აღმოჩნდეს გისოსებსმიღმა, რასაც ვერ ვიტყვით მერაბიშვილის, ადეიშვილის, ბოკერიას, უგულავასა და სხვა დამნაშავეებზე. აქედან გამომდინარე, ეს ხალხი ყველანაირად ცდილობს, მიშასთან ახლოს იყოს, რათა სააკაშვილი ხელიდან არ დაუსხლტეთ და მარტონი არ დარჩნენ!..ეს ადამიანები აშანტაჟებენ კიდეც სააკაშვილს და ეუბნებიან,- შენ ან ბოლომდე იბრძოლებ, ან ჩვენ მოვაღებთ პირს და ყველაფერს ვიტყვით, რომ სუყველაფერი შენი ბრძანებით კეთდებოდაო!... გარემოცვას შესაძლოა ძალიანაც აძლევდეს ხელს სააკაშვილის თავიდან მოშორება, მაგრამ ამ ეტაპზე მიშა მაგათთვის არის ფარი და მაგარი ,,ქოლგა"!...ვიდრე მიშას პრეზიდენტი ჰქვია, ,,ნაცმოძრაობისათვის" ძალიან ადვილია ელჩებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობა, მაგრამ მიშა არის ჩიხში,- არ იცის რა გააკეთოს!...დღეს მე პირველად დავინახე, რომ ბატონი ბიძინა მიხეილ სააკაშვილს აღიქვამს არასერიოზულ ადამიანად!...რაც შეეხებათ ,,ნაციონალებს", ბუნებრივია, მათში არიან ადამიანები, რომლებიც არ მოინდომებენ, საფლავში ჩაყვნენ ახალაიებს, ადეიშვილსა და მერაბიშვილს, რომლებსაც უსასტიკესი დანაშაული აქვთ ჩადენილი...ამდენად, მე ,,ნაციონალებში" დაპირისპირების გაღრმავებას ველოდები და სავარაუდოდ, შემოდგომისთვის ,,ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, აღარ იარსებებს!...მე, მაგალითად, იმის მომხრე ვიქნები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, სადაც, დამერწმუნეთ, ,,ნაციონალური მოძრაობა" ხუთპროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს და აღმოჩნდება პარლამენტსმიღმა!...
     
    (,,ალია"N16(2770); ავტორი: დიტო ჩუბინიძე)
  7. lala
    ინტერვიუ საარჩევნო ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ კახა კახიშვილთან
     
    ,,მე არ ვურჩევ ახალ მთავრობას, რომ გაჰყვეს პოლიტიკური ამნისტიის გზას, რადგან ის გაბრაზება, რაც განპირობებულია 9 – წლიანი ხისტი მმართველობის გამო, გადავა ახალ ხელისუფლებაზე, თუკი ეს ამნისტია იქნება შეთანხმებული. სააკაშვილი ამ ვაჭრობით ცდილობს, რომ თავისი ერთი ბერკეტის დათმობით ახალ ხელისუფლებას ძალიან ბევრი რამ დაათმობინოს, მათ შორის იცით, რომ სააკაშვილის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ექნებათ სამართალდამცავებს და ამიტომაც ახლა იმუშავებს იმ თემებზე, რომ რეალურად მას არავინ შეეხოს. ფინანსური წყაროები, რომელიც მას აქვს, მის გარემოცვას, ხელშეუხებელი დარჩეს, იქ არის მთელი ბიზნესგადანაწილება და მარტივად არ არის მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემატიკაზე საუბარი. ჩემთვის ერთი რამ არის გაურკვეველი,– თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის უმრავლესობას რეალურად აქვს 100 ხმა, რა საჭიროა ეს უშედეგო შეხვედრები და სხვადასხვა თემებზე ვაჭრობა. ახალი მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს სტაბილურობის შენარჩუნება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომლის შემდეგაც აუცილებლად დღის წესრიგში უნდა დადგეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიული მოთხოვნა იყო ივანიშვილის მხრიდან, ეთქვა თანხმობა ან უარი კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, საბოლოო პასუხი სააკაშვილისგან მაინც არ არის, სააკაშვილი აცხადებს, რომ არ გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ ბერკეტს, მაგრამ ამავდროულად, არ ადასტურებს, რომ მისი საპარლამენტო შემადგენლობა მხარს დაუჭერს კონსტიტუციურ ცვლილებებს. საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაგვარკვიონ, რა მოხდა ივანიშვილის ბოლო შეთავაზებასთან დაკავშირებით, იყო თუ არა რეალურად პასუხი გაცემული დადებითი ან უარყოფითი პრეზიდენტის მხრიდან და თუ პასუხი არ იყო კონკრეტული, რას აპირებს პრემიერი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამის შესახებ".
     
     
    (,,ალია"N16(2770); ავტორი:ნინო სამხარაძე)
  8. lala
    ..სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეორგანიზაციის მიზნით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის დაცვა 350 ადამიანით, ბიუჯეტი კი 7 მილიომ ლარზე მეტით განისაზღვრა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში უნდა ყოფილიყო მისი პირადი, მეუღლის, შვილებისა და დამატებით მიხეილ სააკაშვილის დედის უსაფრთხოების დაცვა; რეზიდენციების სრული დაცვა; დაჯავშნული VIP მანქანები; ესკორტის 2 ეკიპაჟი სრული შემადგენლობით; 4 ექიმი; ოპერატიული და ოპერატიულ–ტექნიკური სამსახური; სვლა–გეზის სამსახური, ადმინისტრაცია და სხვა სამსახურები. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს, პირადი დაცვის გარდა, შსს, თავდაცვის, დაზვერვის, სპეცტექნიკის და ქალაქებში კეთილმოწყობის სამსახურები მოემსახურება...საქართველოს დაცვის სპეციალური სამსახურის შემადგენლობა 2850 თანამშრომლით, ბიუჯეტი კი 42 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრება. ამ ფონზე, პრეზიდენტის მხარემ, კომისიის სხდომაზე, აღნიშნული სამსახურიდან 1000 თანამშრომელი და 20 მილიონი ლარი მოითხოვა. და ეს მაშინ, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, კერძოდ, სააკაშვილის მეგობარ ესტონეთში პრეზიდენტის პირადი დაცვის სამსახური 57 ადამიანისგან შედგება, ლიტვასა და ლატვიაში დაცვის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა 300–ს არ აღემატება. ჩვენთვის სამაგალითო ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში – ბელგიაში, დანიასა და შვედეთში ქვეყნის პირველი პირების სპეციალური დაცვის თანამშრომელთა რაოდენობა 150–ზე ნაკლებია. საინტერესოა, რა ასეთი საგანძურია მიხეილ სააკაშვილი 1000–კაციანი დაცვა და 20 მილიონი რომ სჭირდება? ამის არგუმენტად დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტების დიდი რაოდენობა, გაზრდილი რისკები და მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი აგრესია დაასახელა ანუ ბატონმა ჯანაშიამ ბიუჯეტში ხალხის მიერ გადახდილი ფულით მოსახლეობისგან პრეზიდენტის 20–მილიონიანი დაცვა ითხოვა. ჯანაშიამ ასევე მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებისას, გზის სავალი ნაწილების გადაკეტვაც....სხვათა შორის, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, თბილისში 3–4 ავტომანქანით გადაადგილდება, რეგიონებში კი ამ რაოდენობას 1 მანქანა ემატება იმ დროს, როდესაც პრეზიდენტის განკარგულებაშია 10–12 მანქანა. ბიძინა ივანიშვილის გადაადგილებისას არ იკეტება ქუჩები, პრემიერი ითხოვს მხოლოდ საგზაო წესების დაცვას – ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ, ალბათ, გასაგებია რატომ გახდა რეორგანიზაცია სახელმწიფო დაცვის სამსახურში სკანდალის მიზეზი და რატომ გაიბუტა პრეზიდენტი სააკაშვილი".
     
    (,,ვერსია"N22(778); ავტორი:ანა დადიანი)
  9. lala
    ადვოკატ ლალი აფციაურის კომენტარი:
     
    ,,– პირველი შეცდომა: უგულავა 48 საათით მაინც უნდა დაეკავებინათ! მეორე შეცდომა– გირაოს ნაცვლად მისი დაპატიმრება უნდა მოეთხოვათ! მესამე შეცდომა – გორაოს სახით კონკრეტულად 1 მილიონი არ უნდა მოეთხოვათ! მეოთხე შეცდომა – უგულავასა და კეზერაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი ერთად არ უნდა მოეთხოვათ!
    არ ვიცი, რამდენად ზუსტი ინფორმაციაა...მაგრამ ერთი მოსამართლის თანაშემწემ მომაწოდა ინფორმაცია, რომ სასამართლომდე ერთი დღით ადრე უგულავა თავად შეხვედრია სასამართლოს თავმჯდომარეს...როგორც მოსამართლის თანაშემწე ამბობს, ბევრი მოსამართლე ლაპარაკობდა, რომ უგულავას მიმართ გადაწყვეტილება პროცესამდე კარგა ხნით ადრე იყო დაწერილი და გამზადებული..."
     
    (,,ალია"N13(2767); ავტორი:დარეჯამ მეფარიშვილი)
  10. lala
    ,,თუ არც ერთ ,,ნაციონალს" არ დაიჭერენ, მაშინ მე დამიჭირონ მეორედ!" – ინტერვიუ კობა ნარჩემაშვილთან
     
    ,,– მე მაინც ვერ ვხვდები, რა პრობლემაა თუნდაც ამ ცვლილებების ჩაგდება? ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ სააკაშვილის რეიტინგი 6%–ია და თუ ამ ავანტიურაზე მიდის სააკაშვილი, დაითხოვოს მაშინ მთავრობა და დაშალოს პარლამენტი. წავიდეს ამ პოლიტიკურ ხარაკირზე! რა არის აქ სავაჭრო და განსახილველი, საერთოდ ვერ ვხვდები! ამ ცვლილებებს რას ეჭიდავებიან, ეს ჟესტია დასავლეთთან მიმართებაში? ამით რას ამბობენ, ,,კოჰაბიტაციურები ვართო"? მე ეს არ მომწონს! არ მომწონს, მკვლელები, სახელმწიფო ხაზინის ქურდები და ფინანსური ოლიგარქები დღეს საქართველოს მოსახლეობას ჭკუას ასწავლიან! ისეთი აზრი მრჩება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ნაციონალური მოძრაობა პიარ–ომს ისევ იგებს. მეტიც, ბოლო ერთი თვეა, სწორედ ნაციონალური მოძრაობა უკვეთავს პოლიტიკას, პოლიტიკურ თემებს ის აგდებს. თავიდანვე არასწორი იყო მათ მოედანზე შესვლა, რადგან იქ უკვე მათი წესებით უნდა ითამაშო – ,,ნაციონალებს" უკადრებლის კადრებაში არ უნდა შეეჯიბრო, ამაში ვერ აჯობებ! საერთოდ, პოლიტიკური ამნისტიის საკითხი არც უნდა დასმულიყო. დღეს კი უკვე ეს საკითხი დაისვა, ხვალ; ხალხი ამაზე ფიქრს დაიწყებს, ზეგ არც ისე მიუღებლად მოგვეჩვენება და ეგაა".
     
    (,,ვერსია"N20(776); ავტორი:ნინო კომახიძე)
  11. lala
    სააკაშვილისა და მისი ,,ბანდის" მანგლისის სასტუმროში ,,გულაობის" სკანდალური ფაქტები
     
    ,,ცხინვალის მიდამოებში ჯერ ისევ იხრწნებიან ქართველი მებრძოლების ცხედრები, ცხინვალისა და ვლადიკავკაზის ციხეებში ჯერაც აწამებენ ქართველ ვაჟკაცებს, რუსის ჯარი ჯერაც ჩექმით თელავს შიდა ქართლსა და სამეგრელოს...ჰოდა, ამ დროს, ამ ვაიპრეზიდენტს ვნებების დაოკება მოუნდა და მანგლისს მიაშურა. მესტუმრეთუხუცესობა დათო ბეჟუაშვილმა ითავა, რაკიღა უფროსი ძმა, გელა უცხოეთში იმყოფებოდა მივლინებით. მხოლოდ ერთი დღე და ღამე გაძლო შერცხვენილმა მთავარსარდალმა თანმხლებ ქალბატონთან ერთად. მერე, ეტყობა, თავისი ,,ნაცშპანა" მოენატრა და ამორეკა თბილისიდან–დავით კეზერაშვილი, პალიკო და კოტე კუბლაშვილები, ვანო მერაბიშვილი, დათა და ბაჩანა ახალაიები, სოსო თოფურიძე, ამირან მესხელი, შალვა ჯანაშვილი, ნიკა გილაური, კობა ხაბაზი, გია ბარამიძე, ეკა ხერხეულიძე, ალანა გაგლოევა, კობა ნაყოფია, გიგი უგულავა, ლადო ვარძელაშვილი, ერეკლე კოდუა...ეს მცირე ჩამონათვალია იმ ,,ნაცებისა", რომელთაც საკუთარი სურვილითა და პრეზიდენტის ნებით, ჯერაც საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ორდღიანი ღრეობა მოაწყვეს მანგლისში. ხალხს რომ ეგონა, ესენი საქვეყნო საქმითა და ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გაყვანით იყვნენ დაკავებულნი, დიდი ,,ტანცი–მანცი" ჰქონდათ გამართული სასტუმროში, ღამით ილხენდნენ, დღე კი ზოგი ბილიარდს, ზოგი–ჩოგბურთს და ზოგიც ბოულინგს თამაშობდა ,,პახმელიაზე".
    აი, ასე იცავდა ,,ნაცელიტა" სამშობლოს. ვინც უცხოეთში გაასწრო, იმათ ხომ სულ ცალ ფეხზე ეკიდათ ხალხიცა და ქვეყანაც, ვინც აქ დარჩა– იმათ ორივე დაიკიდეს ფეხებზე!"
     
    (,,კვირის ქრონიკა"N7(581);ავტორი:ხათუნა ელბაქიძე)
  12. lala
    დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ივლიანე ხაინდრავამ ,,რესპუბლიკური" პარტია დატოვა, თავად პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ და იმაზე ფიქრობენ, რა გახდა მსგავსი ჭორის გავრცელების მიზეზი. როგორც ,,პლანეტა.გე"–ს ,,რესპუბლიკური" პარტიიდან აცნობეს, ბატონი ივლიანე ,,ამ წუთებშიც ოფისში იმყოფება და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ხვდება" , ხოლო რატომ არ ჩანდა ივლიანე ხაინდრავა პოლიტიკურ ავანსცენაზე, ამ კითხვაზე პარტიაში აცხადებენ, რომ ,,ის სწორედ ახლა აპირებს პოლიტიკურად გააქტიურებას". თავად ბატონი ივლიანე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
  13. lala
    ,,კოაბიტაცია დასავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც შემდგარა. ეს გრძელდება რამდენიმე თვე, შეიძლება მაქსიმუმ ერთი ან ორი წელი.ანუ, ის მუდმივი მდგომარეობა არ არის. ეს გარდამავალი პერიოდია ქვეყნის დემოკრატიულ ცხოვრებაში. მეორე ფაქტორი, რაც მნიშვნელოვანია უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ურთიერთობას ეხება. ძალიან მარტივი პრინციპი გვაქვს, რომელიც შესაძლოა, ძნელია განსახორციელებლად – უმრავლესობამ არასოდეს არ უნდა დაჩაგროს უმცირესობა, მაგრამ ამავე დროს უმცირესობამ უმრავლესობას ქვეყნის მართვაში ხელი არ უნდა შეუშალოს. პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება. ორივე მხარემ უნდა იპოვოს კოაბიტაციისთვის საჭირო სისტემა".
     
    ( ინტერვიუ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი დრაგონთან: ,,პრაიმ–ტაიმი"N7(205);ავტორი: მედეა ხორავა)
  14. lala
    ინტერვიუ აკაკი ასათიანთან
    ,, მმართველი პარტია საპარლამენტო რესპუბლიკისკენ იხრება და მხოლოდ ალასანიაა კოალიციაში წინააღმდეგი. პარლამეტსგარეთ დარჩენილებიდანაც ყველას ანალოგიური განწყობა აქვს, მარტო ნინო ბურჯანაძეა საპრეზიდენტო მმართველობის მომხრე. ხოლო გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ ახლა, ხალხის უმეტესობასაც ასეთი განწყობა აქვს. სხვათა შორის, არის ლოგიკა იმაშიც, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს საპრეზიდენტოსთან ერთად. ყველა შემთვევაში, ,,ნაციონალები“ რომ ნაკლებნი იქნებიან ახალ პარლამენტში ან საერთოდ ვერ შევლენ, ეს ფაქტია. კოალიციას რაც შეეხება, ისინიც დაიხვეწებიან!...ვაღიაროთ, რომ შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ვითარების განმუხტვა იქნება. არ ვარ ჩახედული კოალიციის საქმეებში, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბიძინა ივანიშვილიც აქეთ მიდის. ვფიქრობ, ცდა ახლა აუცილებელიც კია, რადგან წინანდელივით, შავ–თეთრი არჩევნები ნამდვილად აღარ იქნება....
    მე, მაგალითად, ,,ოცნებას“ ვგულშემატკივრობ, რადგან ამ ძალამაც მარცხით რომ დაასრულოს, რბილად რომ ვთქვათ, ქვეყანაში კატასტროფა მოხდება. პარლამეტსგარეთ მესამე პოლიტიკური ცენტრი კი არ უნდა ჩამოყალიბდეს, რაღაც საკითხებზე უნდა დავიწყოთ საუბარი. ეს თემებია– საარჩევნი კოდექსი, ქვეყნის მოწყობა, საგარეო კურსი. ჩვენ არ გვაქვს ,,ნაცებივით“ აჩემებული, ნატო ვართო, ან ,,ოცნებასავით“ გაურკვევლად ვართ – ყველაფერი ვართო, ემანდ, რუსეთისკენ გახედვა არ დაგვაბრალონო. მე ვიყავი და ვრჩები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების თავგამოდებულ მომხრედ, ოღონდ ნორმალიზება ნორმალიზებას უნდა ნიშნავდეს, ამიტომ, როგორც ივანიშვილმა თქვა, მართლა რეალობაში უნდა დავბრუნდეთ. როგორც ჩანს, ,,ნაციონალურმა“ მოძრაობამ კიდევ ვერ გაიგო, რა მოხდა მის თავს ოქტომბერში...“
    (,,ვერსია“N16(772); ავტორი: ნინო კომახიძე)
  15. lala
    ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჩემი საქართველოს“ ლიდერ ელისო კილაძესთან
    ,,დღესაც გელა ბეჟუაშვილია საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი...მას გაურთულდა ერთხანს ურთიერთობა წინა ხელისუფლებასთან და სასაწავლებლადაც იყო ამერიკაში, მაგრამ ახლა მოვიკითხე და გელა ბეჟუაშვილი ჩვეულებრივად დადის სამსახურში!...თუ რას ზვერავს ბეჟუაშვილი, მიდი და გაარკვიე ახლა...საინტერესოა, გელა ბეჟუაშვილი ,,ოცნებას“ ზვერავს და მეორე მხარეს აწვდის ინფორმაციას თუ რას შვრება? საგარეო დაზვერვა არის ერთ–ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი რგოლი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში და შეიძლება, რომ საგარეო დაზვერვის შეფი იყოს სააკაშვილის ყურმოჭრილი მონა, ხოლო კონტრდაზვერვა მოქმედ ხელისუფლებას ექვემდებარებოდეს?“
    (,,კვირის ქრონიკა“N6(580); ავტორი: დიტო ჩუბინიძე)
×
×
  • შექმენი...