სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. როგორც უწმინდესმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ყველა იმ საკითხზე ისაუბრებს, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს. "ჩვენ შევეხებით იმ საკითხებს, რომელიც აწუხებს ქართველ ხალხს და არა მარტო ქართველ ხალხს. ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთსა და საქართველოს შორის, არ არის ბუნებრივი და ნორმალური. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩიხიდან გამოვიყვანოთ ეს ურთიერთობა და მინდა ვთქვა, რომ ასეთივე სურვილი აქვს რუსეთს", - ბრძანა უწმინდესმა. სრულად: ილია მეორე დღეს ვლადიმერ პუტინს ხვდება პუტინს მაინც ვერაფერი მოარჯულებს