არამგონია დიდად აქტიური იყოს თემა ამ ადამიანზე, 1000 ადამიანიდან მხოლოდ 1 თუ ახერხებს ჯოისის მაგნუმ ოპუსის "ულისეს" წაკითხვას, რადგან, ასე ვთქვათ, გასაღები არ გააჩნიათ რომელიც წიგნის ცივი ირონიით , ზომიერი ცინიზმით და ულევი სარკაზმით აღსავსე სამყაროს აუხსნის. ჯოისის ბიოგრაფია ლამის ყოველ მეორე საიტზე არის, ამიტომ არ დავაკოპირებ. ავღნიშნავ მის უმთავრეს ნაწარმოებებს. დუბლინერები - მოთხრობების კრებული არის. მხატვრის პორტრეტი ახალგაზრდობისას - ჯოისის ახალგაზრდობის აღწერაა ულისე - აღიარებულია მეოცე საუკუნის ურთულეს ნაწარმოებად. ფინეგანის სამძიმარი - ან ღვიძილი - ან აღდგომა -- ულისე იაკობ გოგებაშვილის საგანძურის მოკლე მოთხრობაა ამ წიგნთან შედარებით. ვინმეს წაგიკითხავთ ჯოისის შედევრები ? თუ კი , რას ფიქრობთ ამ დუბლინელ გიჟ კაცზე ?