Jump to content
Planeta.Ge

ჰაჰაჰა

პლანეტელი
  • პოსტები

    104
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

Profile Information

  • Gender
    Not Telling

ჰაჰაჰა'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ქალი როდესაც ჩუმადაა არ უნდა გააწყვეტინო. მნიშვნელობანი პერიოდი ქალის ცხოვრებაში:8 წლისა უნდა ჩააწვინოთ საწოლში და მოუყვეთ ზღაპრები, 18 წლისას უნდა მოუყვე ზღაპრები რომ ჩაიწვინო საწოლში, 28 წლისა საწოლში რომ ჩაიწვინო ზღაპრებიც კი აღარ არი საჭირო, 38 წლისა თავად გიყვება ზღაპრებს რათა ჩაგიწვინოს საწოლში, 48 წლისა უყვები ზღაპრებს რათა არ ჩაგიწვინოს საწოლში, 58 წლისა თვეების განმავლობაში არ დგები საწოლიდან რათა მის ზღაპრებს არ მოუსმინო. შოუბიზნესის კანონი:რაც უფრო ცუდად მღერის ქალი მით უფრო ნაკლები აცვია. მათთან ძნელია მათ გარეშე შეუძლებელი.
  2. როცა ზაფხული დგება ვრწმუნდები,რომ უკეთესია კოღოები ქონს გწოვდნენ ვიდრე სისხლს .. მშურს ნიანგების-ისინი დაწოლილებიც კი დადიან !
  3. თუ ქალი ფეხებს აბაკუნებს და არ გისმენს, ნუ შეუშლი ხელს, იქნებ ცეკვავს
  4. ისე უბრალოდ ქალი ვარ და ისე უბრალოდ აგიჩემე, იცი რამხელა დარდი ვარ და რამდენი ტყუილი დავიჯერე? ისე უბრალოდ ფიქრი მიყვარს,ღმერთის წინაშე მაქვს დიდი ვალი, ასე უბრალოს თუ ამიტან,მაშინ გამიხდები საფიცარი.... ისე უბრალოდ ქარი ქრის და ალბათ მეც ამიტომ აგიჩემე, ჩემი ქალური სული თრთის და სიმართლის მაინც დაიჯერე.
  5. ეძებე იდეალი, მაგრამ მის ძებნაში არ დაკარგო თავი საკუთარი! იპოვე სიყვარული, მაგრამ მის ძებნაში სხვას არ აურიო გზა-კვალი! იყავი სანატრელი, მაგრამ მონატრებით მას ნუ გააწამებ! თავს ნუ გაექცევი თორემ დაბრუნებას ძლიერ დაინანებ! იყავი ეჭვიანი,- ქალი ეჭვისათვის ღმერთმა გააჩინა. მაგრამ შენი ეჭვით მას ნუ შეამოწმებ, გიჯობს, ეგ არ გინდა! გულში გააღმერთე, მაგრამ ღვთის გულისთვის იმას ნურას ეტყვი! თორემ ღმერთი ვარო, კერპად გაგიხდება, ილოცეო გეტყვის! წასვლას დააპირებს? ნუღარ შეაჩერებ, ის ხომ მაინც წავა... მხოლოდ დაელოდე, ლოცვად იქეცი და ადი ანჩის ხატთან... როცა დაბრუნებულს, თვალებს შეახვედრებ არაფერი კითხო, მხოლოდ გაიღიმე, გულში სიამაყე წამით არ გაივლო!
  6. მომაშველე სუნთქვა და მხოლოდ შენი ღიმილი... თორემ შევრჩი სამყაროს აწყვეტილი ღილივით.
  7. აი, სულ ესა ვარ_ ხრიოკი ნაპირი დამშრალი მდინარის, ვისრუტავ შენს სითბოს და ვიოკებ ხვაშიადს, სანაცვლოდ ვერაფერს, ვერაფერს გპირდები- ვალში ვარ..
  8. -ბედნიერი ხარ? -არა. -რატომ ვითომ -შენ ვერ გაიგებ. -მართლაც არ მესმის, ძმაო. სიყვარული, სიკეთე, ოჯახი, დაფასება, ფული, ქალები, რა გაკლია რა! -ვერ გაიგებ მაგრამ, შევეცდები აგიხსნა. -სცადე, იქნებ არა ვარ სულელი. -ადამიანები, ზრუნავენ აწმყოზე,მომავალზეც. აქვთ მიზნები და ამ მიზნებამდე მისაღწევად, ათასგვარ ხეხრს ხმარობენ. მნიშვნელობა არ აქვს მიზანს, იქნება ეს, მეორე ნახევრის პოვნა, უბრალოდ ოჯახის და პირადი კეთილდღეობა, ავტორიტეტი, თუ რაიმე სიბილწე. ძალიან ცოტა ცდილობს მიზანს მიაღწიოს, პატიოსნად. და არავინ ცდილობს ეს მიზანი იყოს, ზნეობრივად გამართლებული. ყველას გვაქვს, შემზარავი ძრახვები და აზრები. ეს იმის ბრალია რომ ვართ ზედმეტად ჭკვიანები, მაგრამ არ გაგვაჩნია ამ ჭკუის სამართავი გონი. ყველა ადამიანი ოცნებობს, ოცნებობს ყველაფერზე, გარდა უმანკოებისა... -მოიცა! რა არის უმანკოება -ერთი სიტყვით გეტყვი. უმანკოება ეს, ბავშვობაა. ნუთუ არასოდეს გიოცნებია იყო ბავშვიი, მე საშინლად მინდა ისევ იმ დროში. როცა ვერ ვხედავდი შურს, შუღლს, ბოროტებას. მწამდა რომ, ყველა იყო გულწრფელი, როგორც ლამაზ ზღაპარში. ვერ ვამჩნევდი ადამიანების ფარისევლობას მათი ''კეთილი'' საქციელის მიღმა. ვერ ვამჩნევდი იმ საშინელ, დაძაბულ მზერას, რომლითაც ერთმანეთს უმზერენ და ცდილობენ ერთურთის ბილწი აზრები გაშიფრონ. უბრალოდ, არ მჯეროდა ამ ყველაფრის. აი მაშინ ვიყავი ბედნიერი. ვხვდები რომ ასე სრულყოფილად აღარასოდეს განმეორდება ბედნიერება. -შენ გიჟი ხარ ძმაო
  9. ამაზე ეს გამახსენდა რატომღაც კამკამა, ცისფერ ტბაზე რომ მოოქროვილი, ქუნქულა ღრუბლებიდან ქათქათა თეთრი გედი დაეშვა, ნაპირზე გაწოლილმა ბებერმა გველმა მარტო თავი არ წამოსწია, მთელი ტანით წამოიმართა, აყელყელავდა და შესძახა: _ რა სიხარულია, რა ბედნიერებაა! _ და ისევ აიწია, მთლად კუდზე დადგა. გაოცებულმა გედმა კისერი მოიღერა: _ შენზე ამბობენ, ბრძენიაო. _ მერედა, სიბრიყვე, ან უვიცობა რა შემამჩნიე? _ ისე ყელყელაობ და მაღლ-მაღლაიწევ, თითქოს გაფრენას აპირებდე! _ არა, _იუარა ბრძენმა _ არც ისე უგუნური ვარ, არ ვიცოდე, რომ ვერასოდეს გავფრინდები, მაგრამ იმის ჭკუა_გონება კი მაქვს, ვინც ასე მშვენიერია და ასე თვალწარმტაცად დაფრინავს, მისი ფასი ვიცოდე და დაწოლილმა და მთვლემარემ არ ვუყურო. _ ასე დიდი ბედნიერებაა, რომ დავფრინავ?! _ ვისაც მშვენიერებით აღტაცება შეუძლია, ის უფრო ბედნიერია ვინემ თვითმშვენიერება! ოტია alex არა არ ვარ მაგ ფოტოზე მე
  10. დაიარა ჟრუანტელმა..... ის არ გეტყვის 15 წლის იყავი,როდესაც პირველად გითხარი "მე შენ მიყვარხარ". შენ კი გაწითლდი, თავი დახარე და გაიღიმე. 20 წლის იყავი, როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ". შენ ხელი ხელზე მომკიდე და მაგრად მოუჭირე, გეშინოდა, რომ სადმე არ გავმქრალიყავი. 25 წლის იყავი, როდესაც გითხარი: "მე შენ მიყვარხარ". შენ საუზმეს მიმზადებდი, მომიტრიალდი, შუბლზე მაკოცე და მითხარი: უმჯობესია იჩქარო, სამსახურში არ დაგაგვიანდეს... 30 წლის იყავი, როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ". შენ კი მითხარი: თუ მართლა გიყვარვარ, გთხოვ უფრო ადრე დაბრუნდე სახლში სამსახურის შემდეგ. 40 წლის იყავი, როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ".შენ სადილს ამზადებდი და მითხარი: კარგი ძვირფასო,მაგრამ გთხოვ ბავშვებს გაკვეთილები გამოჰკითხო. 50 წლის იყავი,როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ".შენ ამ დროს ქსოვდი და გაგეცინა ჩემს სიტყვებზე. 60 წლის იყავი, როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ". შენ გამიღიმე... 70 წლის იყავი, როდესაც გითხარი "მე შენ მიყვარხარ". ჩვენ დივანზე ვისხედით და ჩემს სასიყვარულო წერილს ვკითხულობდით, რომელიც 50 წლის წინ მოგწერე. 80 წლის იყავი, როდესაც შენ მითხარი : მე შენ მიყვარხარ! მე არაფერი მითქვამს, რადგან არ შემეძლო, შენ კი ტირილი დაიწყე. ეს შენს ცხოვრებაში ყველაზე უბედური დღე იყო, ხოლო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი, რადგან შენ მითხარი, რომ გიყვარდი... დააფასეთ ვინც გიყვართ და ხშირად უთხარით სიტყვები: "მე შენ მიყვარხარ". გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არ გექნებათ ამის შესაძლებლობა, ნუ დაკარგავთ მას. mercia merlani წავედი ახლა გვიან მოვალ და დამახვედრე ნაშრომები
  11. ვოვ როცა დავიბადე ვიყავი შავი; როცა გავიზარდე ვიყავი შავი; როდესაც მზეზე დავდივარ, მე კვლავ შავი ვარ; როდესაც მეშინია, მე შავი ვარ; როცა ცუდად ვარ, მე შავი ვარ; და როცა მოვკვდები, მე კვლავ შავად დავრჩები... და თქვენ თეთრები... როდესაც დაიბადე, შენ იყავი ვარდისფერი; როდესაც გაიზარდე, შენ გახდი თეთრი; მზეზე როცა დადიხარ, შენ წითლდები; როცა გცივა, შენ ლურჯდები; როცა გეშინია, შენ ყვითლდები; როცა ცუდად ხარ, შენ მწვანდები, ხოლო როცა კვდები შენ ხარ ნაცრისფერი და თქვენ მე მეძახით ფერადკანიანს?!
  12. ამას გვიმალავდიი ადამიანმა თუ ყური გათხოვა - მეტი მოვლა უნდა ნათხოვარს! რამდენ დროსაც ართმევ, იმდენ ტოლფას სათქმელს თუ არ აძლევ, ჰგავხარ მათხოვარს! ტარიელ ჭანტურია ადამიანები იმ სითბოს ალბათ მხოლოდ 1-2 პროცენტს გამოვხატავთ, რისი რესურსიც გვაქვს. რაღაც ნაწილი გვეზარება, რაღაც ნაწილი გვერიდება, რაღაც ნაწილი გვრცხვენია, რაღაც ნაწილი გვავიწყდება, რაღაც ნაწილი გვინდა მაგრამ იმედგაცრუების გვეშინია საპირისპირო მხრიდან, რაღაც ნაწილი უბრალოდ არც ვიცით რომ გვაქვს და შეგვიძლია გავცეთ, რაღაც ნაწილი გარემო "წესებისგან" ითრგუნება, რაღაც ნაწილი ტეხავს, რაღაც ნაწილი სასაცილოა, რაღაც ნაწილი სიგიჟეა, რაღაც ნაწილი გოიმობაა და ა.შ. ბოლოს რჩება რაღაც 1-2 პროცენტი რომელსაც ხან გამოვხატავთ და ხან იმასაც - არ. ხანდახან, როცა "არაადეკვატურად" ვიქცევი და შედარებით არაახლობელი ადამიანის მიმართ სითბოს გავცემ - ვხვდები, რომ ვარსებობ. ალექსანდრე ლორთქიფანიძე
  13. მე ვარ საიდუმლო, რატომ არ დამმალე... მე ვარ საქმე, შენ კიდევ ერთხელ გადამდე... მე ვარ ფერადი, შენ შავ-თეთრი დამხატე... მე ვარ სიზმარი, შენ უკვე გაიღვიძე... მე ვარ ოცნება, ვერ ამიხდინე... მე ვარ სურვილი, მინდა გინდოდე.... შენ ხარ ცეცხლი, მინდა ვიწვოდე.... და რაც ვიგრძენი, მინდა გრძნობდე შენც და რაც დავთმე, მინდა თმობდე შენც... მე ვარ ბედნიერი როცა შენ ხარ კარგად... რა ვთქვა?.. მიყვარხარ ალბათ... ♥
  14. მიეცი ადამიანს ყველაფერი, რასაც ისურვებს და ის იმწუთას იგრძნობს, რომ ეს ყველაფერი არ არის. ხან თვალცრემლიანი სიზმრებით გაძინე, ხან გულით გახარე და გულით გაცინე, ხან შენი ხსნა ვიყავ, ხან შენი წამება, ხან რაღაც გითხარი, ხან ენა დამება. ხან შენს მკერდს ვემონე, დავნებდი ხან მკლავებს, ხან ერთნი ვიყავით, ხან ვგავდით ანკლავებს, ხან შენი ტუჩები ტუჩებზე მეკონა, ხან შენთვის შევძრავდი სამყაროს მეგონა... ხან ღმერთად შეგრაცხე, ხან ხატებს გადარე, ხან დამცირებული ჯოჯოხეთს გატარე, ხან ჩოქვით მოვედი, ხან ჩხუბით, ხმაურით, ხან ჩუმად წავედი, ხან აურზაურით. ხან... ისევ მივდივარ და მოვალ, გპირდები! მიყვარხარ! მჭირდები!
  15. mercia merlani მერე დაპოსტე ხოლმე აქ , მე შენი მკითხველი ვიქნები და არა მარტო მე ვარსებობ შენით, ვცხოვრობ შენით, ვსულდგმულობ შენით... ჰო, მე კი მშველის... ღიმილი შენი, ალერსი შენი, ჩურჩული შენი... მაგრამ შენ ?! გყოფნის? ყოფნის შენს ლოდინს? რასაც გიმზადებ? დღევანდელისთვის მე გიხდი ბოდიშს, არ გამიბრაზდე... უბრალოდ ზოგჯერ ამოვიჩემებ -მარტო ჩემი ხარ! და ესეც ალბათ ბრალია იმის... მომნატრებიხარ...
×
×
  • შექმენი...