Jump to content
Planeta.Ge

katya

პლანეტელი
  • პოსტები

    154
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    37

კომენტარები ბლოგზე დაპოსტილი katya -ს მიერ

  1. ეს ის თემაა ინ, გამოუსწორებელ ოპტიმისტებსაც რომ ასევდიანებთ. ))) ჩვენ იმ ასაკში ვართ, თავის მოტყუება რომ ტეხავს უკვე.;)
  2. ვის შეუკვეთა შიხიაშვილმა "ხრუშჩოვკების" დანგრევა 600 მილიონად - საკრებულო პროექტის შინაარსსა და არაბული კომპანიის შესახებ ინფორმაციას ასაიდუმლოებს!

    "შიხიაშვილმა 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს მოაწერა ხელი, მაგრამ საკრებულოში არავინ იცის, ეს ხელშეკრულება ვისთან გაფორმდა. ყოველ შემთხვევაში, პრესსამსახური უკვე რამდენიმე დღეა, არკვევს და დღემდე ვერ გაარკვია იმ კომპანიის სახელწოდება, ვისთანაც საკრებულოს თავმჯდომარემ ხელი მოაწერა. ხელმომწერი პირის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტშიც არ იძებნება. ხელმოწერილი დოკუმენტი კი თვალითაც არავის უნახავს. ეს ყველაფერი კი წინასაარჩვენოდ გაპიარებული ე.წ. ხრუშჩოვკების აღების ინიციატივის გარშემო ხდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ვის შეუკვეთა შიხიაშვილმა "ხრუშჩოვკების" დანგრევა 600 მილიონად / საკრებულო პროექტის შინაარსსა და არაბული კომპანიის შესახებ ინფორმაციას ასაიდუმლოებს.

    "ხრუშჩოვკების აღების იდეა შიხიაშვილმა ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში გაახმოვანა, მაგრამ მაშინ ამას ყურადღება არავინ მიაქცია და გასაკვირიც არ არის, რადგან ეს კორპუსები თბილისის თითქმის ყველა უბანშია. ზოგან კი, ძირითადად იმ უბნებში, რომლებიც თბილისის სწორედ 1950-იან წლებში დაემატა, კორპუსების უმეტესობა სწორედ ასეთია. ამ კორპუსების და აქ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობაზე ზუსტი მონაცემები არ არსებობს. მაგრამ მიახლოებითი გათვლებითაც კი, ამ პროექტის განხორციელება და თანაც ასე ერთბაშად, წარმოუდგენლად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, წინა კვირაში საკრებულოს თავმჯდომარემ ხრუშჩოვკების აღებისა და მათ ადგილას ახალი და თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსების აშენებისთვის ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის საკრებულოს პრესსამსახურმა გაავრცელა, რომლის თანახმად, საკრებულოსა და გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტი ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას. მემორანდუმი ძველი თბილისის რეაბილიტაციის მიმართულებასაც ითვალისწინებს. მემორანდუმს საკრებულოს თავმვჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიცო ჰოლდინგის დამფუძნებელმა სალიმ უმაიდ საიფმა მოაწერეს ხელი. პროექტი დაწყებამდე ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს", - აღნიშნავს გამოცემა.

    "მემორანდუმის საფუძველზე ორივე მხარე ვიღებთ მაქსიმალურ პასუხისმგებლობას, რომ ცენტრალური ხელისუფლების ფინანსთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი იქნეს ეს პროექტი და შესაბამისად, შემდგომში ხელი მოეწეროს იმ მუშა დოკუმენტს, სადაც იქნება პროექტის სრული აღწერილობა. ჩვენი სურვილია ეს მოქმედებები ზაფხულის შუა პერიოდისთვის უკვე კონკრეტულ ნაბიჯებში აისახოს", - განაცხადა შიხიაშვილმა. სალიმ უმაიდ საიფის თქმით კი, პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მისი განხორციელება ოთხ თვეში დაიწყება. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკო ხაჩირაშვილმა კი განაცხადა, რომ ე.წ. ხრუშჩოვკების ახალი კორპუსებით ჩანაცვლების კონცეფციაზე მუშაობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. მისი თქმით, კონცეფციის ჩამოყალიბებაში ჩართულები იქნებიან ექსპერტები, ურბანისტები და არქიტექტორები - "ეს არის ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ასეთი ტიპის ბინებს ექსპლუატაციის ვადა გასული აქვთ. ძალიან ბევრი ავარიული კორპუსია. ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარებას სჭირდება უზარმაზარი თანხები", - აცხადებს ხაჩირაშვილი, რომლის თქმით "ეს არის აუცილებლობა ქალაქისთვის", - დასძენს გამოცემა.

    "პროექტი სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. თუმცა, ეკონომიკის სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ კეთდება. იმის გამო, რომ ეს პროექტი თბილისის მოქალაქეების დიდ ნაწილს ეხება, ცხადია, კითხვები არსებობს, რაზეც პასუხის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა. პირველი კითხვა შიხიაშვილის პარტნიორს შეეხება. საკრებულოს პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დოკუმენტს ხელი საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიცო ჰოლდინგის დამფუძნებელმა სალიმ უმაიდ საიფმა მოაწერა. რა კომპანიას წარმოადგენს ის, ამის შესახებ არაფერი არ არის ამ განცხადებაში ნათქვამი. საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს კობა ალხაზიშვილს ამ კომპანიის სახელწოდების გარკვევა ჯერ კიდევ 11 მარტს ვთხოვეთ, როდესაც ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ხელმომწერი პირის კომპანიის გარკვევას ვითხოვდით, დღემდე ვერ გაარკვია და მუდმივად იმას ამბობს, რომ შეხვედრაზეა. არადა, ეს ინფორმაცია ხელმოწერილ დოკუმენტში უნდა იყოს მითითებული და ამას, წესით არანაირი დრო არ უნდა სჭირდებოდეს", - წერს სტატიის ავტორი.

    "ეს საკითხი განსაკუთრებით იმის გამოც არის მნიშვნელოვანი, რომ, თუ გადავხედავთ მსოფლიო პრაქტიკას, 600-მილიონიან პროექტზე მემორანდუმი ამ ფორმით - კომპანიის მხრიდან მხოლოდ ერთი წარმომადგენლის მონაწილეობით - არ ფორმდება. მით უმეტეს ისე, რომ კომპანიის დასახელება საიდუმლოდ დარჩეს. ეს საკითხი კი უკავშირდება იმას, თუ ამ კომპანიამ ეს თანხა, რომელიც არცთუ ისე მცირეა, საიდან უნდა მოიტანოს და ამისთვის რა გარანტიები გააჩნია. გარდა ამისა, თავად ამ პირის - სალიმ უმაიდ საიფის შესახებ ინტერნეტში მხოლოდ ის ინფორმაცია იძებნება, რომ მან ხელშეკრულება გააფორმა შიხიაშვილთან - მის შესახებ სხვა არანაირი მონაცემი არ არსებობს! ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ის დოკუმენტი, რასაც შიხიაშვილმა ამ გაურკვეველ პირთან მოაწერა ხელი, მკაცრად არის გასაიდუმლოებული, რაც უკვე კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ამიტომაც ცხადია, რომ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა", განაგრძობს სტატიის ავტორი.

    "პირველი არის ის, თუ რატომ არ იყო ამ მოლაპრაკებაში ჩართული ეკონომიკის სამინისტრო და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი ეკონომიკის სამინისტროს გარეშე განხორციელდეს. ფაქტია, რომ როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ განაცხადა, მათთვის უცნობია, თუ რას ითვალისწინებს ზემოთაღნიშნული მემორანდუმი. ამასთან, როგორც ქალაქ თბილისის მთავრობის წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, მოლაპარაკების პროცესის შესახებ არ არის ინფორმირებული არც თბილისის მერია და არც საკრებულოს წევრები. გარდა ამისა, თუკი ამ პროექტის რეალურად განხორციელებაა დაგეგმილი, გაუგებარია ვინ იქნება მასზე პასუხისმგებელი და გათვლილია თუ არა ის რისკები, რაც ამ პროექტს უკავშირდება. და თუკი არ არის განხორციელება დაგეგმილი და მხოლოდ წინასაარჩევნოდ სალაპარაკო თემა უნდა იყოს, მაშინ რა გარიგება დაიდო შიხიაშვილსა და ამ სრულიად უცნობ ადამიანს შორის და რა კავშირები არსებობს მათ შორის", - დასძენს სტატიის ავტორი.

    © ipn.

  3. რა უცნაური რეაქციაა!! ბიუჯეტში არ გაითვალისწინა 3 მილიონი საკრებულომ და ესენი მადლობას სამუშიას რისთვის უხდიან?

    საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია გილოცავთ თბილისელებო და არა მარტო თბილისელებო 10 წლის შემდეგ, უდიდესი ძალისხმევისა და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად,ბიუჯეტში გათვლისწინებული იქნა შესაბამისი ასიგნებები კოოპერატიული საცხობრებელი სახლების ასაშენებლად.ლომის წილი აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში ეკუთვნის ბატონ ჯაბა სამუშიას,რომელმაც თავდაუზოგავად იბრძოლა ამისთვის. კოოპერატიულ ბინათმშენებელთა წევრები, უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ ბატონი ჯაბას მიმართ, ასევე საკრებულოს თავმჯდომარისა და იმ დეპუტატების მიმართ ვინც ერთი აგური მაინც დადო ამ კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად.ეს დასაწყისია, გაგრძელება იქნება უახლოეს პერიოდში.

  4. სიამოვნებით ვიზამდი მაგ საქმეს მაიკო ცოტა დალაგებული რეპერტუარი რომ მქონდეს ყოველდღიურობაში. ;)
  5. მადლობა ბატონო გივი, თქვენ ყოველთვის გამორჩეულად დაკვირვებული მკითხველი ხართ. :) არ იცით, მე რა დღეში ვარ, როცა ვწერ... :( რა გეანგლება და გეღადავება შე ნიახურო მეთქი თავს ვეუბნები, მაგრამ მასე მეწერება და ეტყობა მაინც იუმორი გადაგვარჩენს. ;)
  6. ახლა გადავამოწმეთ და თურმე ცოდნიათ, ანუ მიწოდებული ქონდათ კონტრდაზვერვიდანო. მგონი მართლა კაკანის ხმა გამოდის მაგ შენობიდან..:(
  7. ბატონო საშა! ყველაფერზე გეთანხმებით, ოღონდ გვარს ნუ მიყალბებთ! ჩულაშვილი ვარ მე! ;)
×
×
  • შექმენი...