Jump to content
Planeta.Ge

Valefor

პლანეტელი
  • პოსტები

    99
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

პოსტები დაპოსტილი Valefor -ს მიერ

  1. heraklite

     

     

    მე მაინტერესებს არსებობს თუ არა მე

     

    არსებობს მხოლოდ ერთი "დიდი მე", ჩვენ ყველანი კი მისი შემადგენელი პატარ პატარა "ეგოები" ვართ, ისევე როგორც დამსხვრეული ჭიქის პატარა ნაწილაკები, ისევე როგორც ოკეანის წვეთები, წვეთი არ არის ოკეანე და არც ჭიქის ნაწილია ჭიქა, იმისათვის რომ გაიგო ვინ ხარ შენ, საჭიროა გ-ა-ე-რ-თ-ი-ა-ნ-ე-ბ-ა შენს ნაწილებთან ერთად უნდა აღადგინო ჭიქა და ოკეანე. მაშინ მიხვდები რომ ეს ცრუ ეგო სხვა არაფერია თუ არა ერთი დიდი ოკეანეს პატარა წვეთი და არ არსებობს წვეთი ოკეანეს გარეშე, ვინაიდან ის ოკეანეს შემადგენელი ნაწილია, ხოლო როდესაც წვეთი ოკეანეს ერწყმის, იკარგება სხვაობა მასსა და ოკეანეს შორის. შენ წვეთი მანამ ხარ სანამ ოკეანეს გარეთ ხარ, ოკეანის წიაღში უკვე თავად ხდები ოკეანე.

     

    ketusa

     

     

    მეუფე იობი: ID ბარათი იშიფრება, როგორც „მე დემონი ვარ“

     

    sacodaoba ici rashi mdgomareobs? meufe iobi rom arsebobs magashi ki ara? sacodaoba is aris meufe iobis monachmaxis damjereblebi rom arseboben.

  2. donadoni

     

     

    ratom aris arakanonikuri iobis wigni?

     

    იმიტომ რომ მსოფლიო საეკლესიო კრებამ საეჭვოდ სცნო.

     

    vin dawera iobis wigni?!

     

    ვინ სად და როდის დაწერა, ეგ რომ არ იციან სწორედ მაგიტომ არის ეგ წიგნი არაკანონიკური.

     

     

    rac sheexeba arakanonikurobasa da apokripulobas shoris gansxvavebas. modi shen gamarkvie ar jobia?

     

    არაკანონიკური წიგნები მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ საეჭვოდ შერაცხილი წიგნებია, ხოლო აპოკრიფული წიგნები კი გასაიდუმლოვებული, საიდუმლოს შემცველი წინები.

     

     

    vxedav rom arakanonikuri wignebis gjera shen, da mashin isi unda daijero rac iudas arakanonikur wignshi weria iesos bavshvobis shesaxeb.

     

    რას დავიჯერებ და რას არა ამას მე გადავწყვეტ, არაკანონიკურ წიგნში შეიძლება ეწეროს წინასწარმეტყველის მიერ გადმოცემული ღვთივსულიერი სიტყვაც და მეორე საუკუნეში ბერძენი გნოსტიკოსების მიერ შეთითხნილი სისულელეც. იუდას სახარებაში იესოს ბავშვობის შესახებ არაფერი წერია, მსგავსი რასაც შენ წერ, გაეცანი იუდას სახარებას და გაიგებ.

     

     

    mariamis qalwulobis shesaxeb mxolod arakanonikuri wignshi weria,bibliashi ki ki piriqit weria,rom mariami da iosebi ertad iyvnen.

     

    მარიამის ქალწულობა ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს, არც ის ორთოდოქსები საიდან რით ხელმძღვანელობენ, მე გიხსნი იმას, რომ აპოკრიფული საიდუმლოს ნიშნავს და არა საეჭვოს, აი არაკანონიკური კი საეჭვოს ნიშნავს.

     

    urfinjus

     

     

    მსგავს დისკუსიებში აზრს არ ვხედავ რამეთუ რელიგიის საკითხები არ მაღელვებს მაგრამ საქართველოს მოსახლეობის მორწმუნე ნაწილზე(რომელთა შორის ჩემი ახლობლებიც არიან) მსგავსი განცხადება არც ღირსებას არ გმატებთ

     

    თქვენი ახლობლები და "თავმდაბალი მორწმუნეები" შეგიძლიათ იმ დარჩენილ 1%-ში იგულისხმოთ. ზოგადად კი ქვეყანაში რომ ფანატიზმი ყვავის ეს ახალი ამბავი არ გახლავთ და ამის უამრავი მაგალითის დადება შემიძლია.

  3. და სად წერია რომ ეგენი მთავარანგელოზები იყვნენ?

    20. საიდუმლო შვიდი ვარსკვლავისა, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და შვიდი სასანთლისა ოქროსი: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სასანთლე ეკლესიაა შვიდი.

     

    ეს 7 ვარსკვლავი 7 მთავარანგელოზია, რომელიც ცნობილი იყო; 1. მიქაელი. 2 გაბრიელი. 3. რაფაელი. 4. ურიელი. 5. იეჰუდიელი. 4. სელაფიელი. 7. იერომიელი.

     

    რაც შეეხება ვარაქიელსა და ტახნიელს, ეს ორი სახელი შეჰმამფორაშიდან არის დანარჩენ 7 სახელთან ერთად ოღონდ იქ ისინი მხედართმთავრებად არის მოხსენიებული და არა მთავარანგელოზებად.

  4. donadoni

     

     

    შენ სად ნახე რომ ურიელი და სერაფიელი ებრაულ წერილებში რომ გვხვდება?

     

     

    რაფაელი ტობითის წიგნში წერია, ურიელი, იეჰუდიელი და სელაფიელი კი ეზრას წიგნებში

     

    წმიდა წერილში ზოგ უმაღლეს ანგელოზს საკუთარი სახელი აქვს მინიჭებული. „მიქაელი“ (ღვთისებრი, დან. 10,13; 12,1; იუდ. 9; გამოცხ. 12,7-8) და „გაბრიელი“ (კაცი ღვთისა, დან. 8,16; 9,21; ლკ. 1,19,26). „რაფაელი“ (ღვთის შემწეობა, ტობ. 3,16; 12,12-15), „ურიელი“ (ცეცხლი ღვთისა - 3 ეზრ. 4,1; 5,20) და „სალაფიელი“ (ღვთისადმი ლოცვა - 3 ეზრ. 5,16). ეზრას მე-2 წიგნში 4,36 იხსენიება „იერემიელი“ - საღვთო სიმაღლე.

     

    არაკანონიკურ წიგნსა და აპოკრიფული წიგნს შორის რა სხვაობაა გაარკვიე და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი.

     

    პ.ს იობის წიგნი არაკანონიკურია მაგრამ ჰოი საოცრებავ: http://watch002.secu...ob/chapters.htm

     

    აბა რატომ გჯერათ არაკანონიკური წიგნის იეჰოვას მოწმეებო? ასე გსურთ და მაგიტომ?

  5. donadoni

     

     

    egre tu aris da ici,ratom ar gamoitan natelze?

     

    სად? და რას? საქართველოში იქ სადაც მოსახლეობის 99% პირზედუჟმორეული ცოფიანი ფანატიკოსია საიდუმლო სიბრძნის შემცველი წიგნები გამოვიტანო "ნათელზე". რაც აქვთ ისიც კი არ წაუკითხავთ, მორწმუნეთა უმრავლესობას რომ კითხო რამდენი სახარება არსებობს თქო სანამ სუფრაზე ნათქვამ სადღეგრძელოს არ გაიხსენებენ 4 სახარება შეგვეწიოსო სამსა და ორს შორის მერყეობენ.

     

     

    . aris kide eklesiis tqmit rapaeli,urieli,serafieli,equdieli,ieromieli. es saxelebi mogonilia tu romelime septuagintashi aris naxsenebi?

     

    რაფაელი ტობითის წიგნში წერია, ურიელი, იეჰუდიელი და სელაფიელი კი ეზრას წიგნებში, ნუ მიქაელი და გაბრიელი ახალი აღთქმის წიგნებშიც არის მოხსენიებული, მაგრამ ვარაქიელი? არსად ეს სახელი არ წერია სულ გამადიდებელი ლუპით ასო ასო რომ გადაიკითხო ბიბლია.

  6. donadoni

     

     

    აბა ბიბლიის როგორღა გჯერა

     

    როგორ მჯერა და შენ სახლში ვატიკანის და სინოდალური კოდექსის ბერძნულენოვანი წერილები რომ გიდევს + ამას მე-4 საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს დილივხორზე ამოფხრეწილი სეპტუაგენტას ნარჩენები და ბიბლია გგონია ეს 66 წიგნი, სინამდვილეში ბიბლია გაცილებით ბევრ და ხალხის მასისათვის საიდუმლო წიგნს მოიცავს.

     

     

    და ეს დასახელები საიდან?

     

    ეს სახელები იქიდან საიდანაც მღვდელმთავრებს არ სურთ რომ ხალხის მასამ გაიგოს. (სამაგიეროდ თავად აქტიურად იჭყიტებიან შიგნით)

     

     

    ანუ როგორ უნდა დაიჯეროს შენი მონაყოლის ადამიანმა?

     

    ძალიან მარტივად: ჩემს ერთ პოსტს დაგიკოპირებ ერთ წიგნზე და მიხვდები როგორც უნდა დაიჯერონ:

     

    მართალს ამბობ აპოკრიფული დაფარულს ნიშნავს მაგრამ სტატუს "საეჭვოს" მას მამაოები აკერებენ, რა არის საეჭვო სცადეს და არ გამოუვიდათ? უბრალოდ თავად დამალეს სპეციალურად საზოგადოების ფართო მასებისაგან სამაგიეროდ მთავარანგელოზი რომ ყავთ ვარაქიელი აბა ერთი კითხეთ საიდან იციან ამ მთავარანგელოზის შესახებ? ბიბლიაში არ წერია მის შესახებ აი შეჰმამფორაშში წერია, ხო და თუ საეჭვოა საეჭვო წყაროს უჯერებენ? საქმე იმაშია რომ დამალეს ხალხისთვის და თავად სარგებლობენ მხოლოდ. ეს კი მკრეხელობაა რადგან ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში წერს მოციქული პავლე ტიმოთეს მიერ მიწერილ წერილში ასეთ სიტყვებს "მთელი წერილი ღვთივსულიერია"................................... ხო და როდესაც ამ მთელ წერილს რომელიც მთლიანად ღვთივსულიერია წიგნებს ამოაკლებ და გადამალავ ამას ქვია ღვთივსულიერი წერილის დამალვა ასე არ არის? რატო უნდა ვიგებდე ეხლა მე რომ აგერ თურმე სოლომონის გამოცხადება არსებობს, სოლომონის ლემეგეტონი, სოლომონის პენტაკლები? ესენიც პირვანდელი სახით არ დევს აქ შუასაუკუნეებში დაამუშავეს ეს გრიმუარებიც. ენოქის წიგნს რაც შეეხება ამის შესახებ საერთოდ საინტერესო სტატიის დამუშავება შემიძლია და საილუსტრაციოდ აქ დავდებ. აი მაგალითი:

     

    ახალი აღთქმა მოციქულ იუდას (არაისკარიოტელის) ეპისტოლე, ვნახოთ რას ამბობს იუდა მოციქული:

     

    14. მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით,

     

    აბა ეხლა ახალი აღთქმის ამ წიგნის ეს მუხლი შევადაროთ ენოქის წიგნის მე–9 მუხლს

     

    9. И вот Он идет с мириадами святых, чтобы совершить суд над ними, и Он уничтожит нечестивых, и будет судиться с всякою плотью относительно всего, что грешники и нечестивые сделали и совершили против Него.

     

    აგრეთვე იგივე იუდა წერს წარღვნისდროინდელ მეთვალყურე ანგელოზთა დატყვევების შესახებ რომლებმაც დედაკაცებთან იქონიეს სექსი:

     

    6. ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს.

     

    ეხლა შევაჯამოთ რაც დავწერე:

     

    1. მოციქული იუდა იცნობს ენოქის ქიგნს და როგორც ავტორიტეტულ წმინდა წიგნიდან ციტირებს კიდეც.

    2. მოციქულმა იუდამ იცის იმ ანგელოზთა შესახებ რომელიც ენოქის წიგნში აღნიშნულია რომ მთავარანგელოზებმა დაატყვევეს განკითხვის დღისთვის.

    3. მოციქული იუდა ღვთივსულიერად მიიჩნევს ამ წერილს ვინაიდან თამამად ციტირებს ამ წიგნიდან და

    4. ვიღაც ვიგინდარა წვეროსანი თავხედურად მალავს ისეთ წიგნს რომელსაც ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ეწოდება ღვთივსულიერი.

     

    აი ეხლა დავსვათ კითხვა რა უფრო საეჭვოა ეს წიგნები თუ წვერცანცარა ფარისევლების მოქმედებები?

     

     

    მარჯვენა სვეტში დასახელება რომელი ენა?

     

    ივრითია.

     

    da ai am postze ki rac dagikopire sasuliero seminariis kursdamtavrebulma ortodoqsma ici ra momwera? ai es:

     

    რათქმაუნდა იუდამ (ქრისტეს ხორციელმა ძმამ), იცის ეგ წიგნები და მათ ეყრდნობა, მთელი უძველესი იუდაური ლიტერატურა ქრისტეს არ აუკრძალავს და მოციქულებიც ნაწილობრივ ამ წიგნებს ეყდრნობიან.

    აბსოლუტურად გეთანხმები.

     

    არსებობს აპოკრიფული წიგნები, ეს იგივე დაფარული წიგნებია, რომლებზეც, მაგ. ბასილი დიდი ამბობს, რომ ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ აპოკრიფულ წიგნებზე, რადგან ეს დაფარულ წიაღში უნდა ინახებოდეს (ამ წიგნების განმარტება - ეგზეგეზა, ვერ მოხდებოდა.

     

    მართლმადიდებლური ეკლესია, არ ეწინააღმდეგება აპოკრიფულ წიგნებს, ეკლესიაში წმიდა ბასილი დიდზე "დიდი" ავტორიტეტი, ვგონებ არც კი არის, ასე რომ დღეს ზოგიერთი მოძღვარი რას იტყვის ეს მეორე ხარისხოვანია.

  7. donadoni

     

     

    . სული წმინდა ესეიგი პიროვნება? თუ როგორ მოგივლენს?

     

    სული წმინდა პიროვნება არ არის, მას არაფერში არ ჭირდება არც ფორმა არც სახელი, ეს არის სული, რა არის სული? უხილავი სუბსტანციაა, რომელიც გონებით მოქმედებს სხეულებში. არსებობს მრავალი სხეული ხოლო სული ორია სულიწმინდა და ანტიქრისტეს სული ანუ წყვდიადის სული, ესენი ენერგიები არიან, ძალთა ველები, რომლებიც გამოიხატებიან სხვადასხვა დონეზე სული წმინდა სეფიროტის სახით, ხოლო სული წყვდიადისა კლიფოთურის სახით. სეფიროტებია:

     

    1. კეტერ – გვირგვინი

     

    2. ხოხმა – სიბრძნე

     

    3. ბინა – გონიერება (ანუ გაგების უნარი)

     

    4. ხესედ – სიყვარულის ერთგულება

     

    5. გვურა – სიმტკიცის ძალა

     

    6. ტიფერეტ – სრული გულწრფელობა

     

    7. ნეცახ – ძლევა-გამძლეობა

     

    8. ხოდ – გამჭვირვალეობა (ბრწყინვა)

     

    9. იესოდ – საძირკველი, ფუნდამენტი

     

    10.მალხუტ – დამოუკიდებელი სამეფო

     

    მოიცავს 72 პიროვნულ ძალას, თუ გსურს ჩამოგითვლი. ადამიანში ეს სული წარმოდგენილია მისი სულიერი ზრდის მიხედვით შემდეგ დონეებად. 1. ნეფეშ. - მატერიალურ სამყაროში. 2. რუაჰ 3. ნეშამა 4. ჰაია 5. იეჰედა. როდესაც ადამიანში წმინდა სულის გამოვლინება მიაღწევს პიკს ის მას სრულყოფილს ხდის. ისეთსას როგორიც პირველი ადამიანი იყო.

     

    ანალოგიურია წყვდიადის სულიც ოღონდ ანტაგონისტი და მოიცავს 72 მთავარს წყვდიადისას.

     

    როდესაც წმინდა სული აღადგენს კავშირს ერთ მთლიან შემოქმედთან ადამიანი ხდება შემოქმედის ნაწილი, ანუ ამ გაგებით ცოცხლდება.

     

    შენ არცერთი რელიგიის არ უნდა გჯეროდეს წესით ისე საუბრობ.

     

    არ მჯერა მე რელიგიების, მათ ზღაპრებით დაამახინჯეს ჭეშმარიტება.

  8. donadoni

     

     

    ესეიგი გწამს რომ ბიბლია ჭეშმარიტია,ოღონდ გწამს ისეთი შინაარსის,როგორიც შენ გამოგაქვს მისგან?

     

    არა, მე მჯერა იმ შინაარსის რა შინაარსიც ბიბლიის მწერლებმა ჩადეს ბიბლიაში, ბიბლიიდან გამოტანილი მშვინვიერი და შესაბამისად არასწორი შინაარსების ეს შენ და კიდევ უმრავლესობას ჯერა.

     

     

    თუ არცერთი სარწმუნოების არ გწამს,ესეიგი მხოლოდ შენი გამოტანილი აზრის გჯერა ხო?

     

    არა.

     

     

    თუ როგორ?

     

    როგორ და ასე:

     

     

    „მოგცემთ თქვენ ახალ გულს და ახალ სულს და ჩემს სულს მოგცემთ თქვენ“ (ეზეკ. 36.26).

    ,.ვინ იქნება მბოძებელი იმისა, რომ ყველა ხალხი წინასწარმეტყველი იყოს, რაჟამს გასცემს უფალი თავის სულს მათზე?“ (რიცხვ. 11.29).

     

    26. ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით.

     

    ასე, რომ, ამ სულზე უკეთ იეჰოვას იღლიაში ჟურნალებამოჩრილი მოწმე ვერ გასწავლის რადგან:

     

    ღვთისაც არავინ არაფერი იცის გარდა მისი სულისა.

  9. mama

     

     

    თბილისში საპატრიარქოსთან ახლოს კაზინო აგვიშენესო და ღამე აღარ გძინავთ მორწმუნეებს

     

    საპატრიარქოსთან კი არა ჩემის აზრით სათამაშო ბიზნესი საერთოდ უნდა აიკრძალოს ქვეყანაში, ან კიდევ ლას ვეგასის მსგავსი სპეციალურად საამისოდ განკუთვნილი ქალაქის ტიპის დასახლება უნდა შეიქმნას სადაც მხოლოდ კაზინოები, სლოტ კლუბები, სასტუმროები და სხვა მსგავსი გასართობი დაწესებულებები იქნება, ეს დასახლება იზოლირებული უნდა იყოს და აუცილებლად ქალაქგარეთ, სახელმწიფოს თუ არ შეუძლია ჯერ ჯერობით ასეთი ტიპის დასახლების აშენება, კაზინოს მეპატრონეები შეაწუხოს მიშამ და იმათ დააფინანსებინოს ეს პროექტი, ვფიქრობ 2 მსგავსი დასახლება სრულიად საკმარისია, ერთი დასავლეთ ხოლო მეორე აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთში აჭარის ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას რადგან თურქეთში საერთოდ აკრძალულია სათამაშო ბიზნესი და თურქი მოთამაშეები სპეციალურად საქართველოში მოდიან სათამაშოდ და აღმოსავლეთ საქართველოში კი რუსთავის გზატკეცილზე არის აუთვისებელი ვაკეები და იქ შეიძლება გაშენდეს, თბილისთანაც ახლო იქნება და არმოსავლეთიდან მოსულ სტუმრებსაც მოემსახურება. აი ეს უნდა ქნაან წესით და რიგით, მერე ერიც დაისვენებს და ბერიც და სტუმარიც უკმაყოფილო არ იქნება, შესვლა კიდევ ამ დასახლებებში უნდა იყოს ფასიანი მინიმუმ 100 აშშ $ რომ ყველა ტინგიცი და ე.წ იგროკი ვერ შედიოდეს თამამად (ქართველებზე მაქვს საუბარი) ამ დასახლების გარეუბნებში შესაძლებელია ასევე ტოტალიზატორისათვის განყუთვნილი შენობების აშენება, სადაც შესვლა უფასო იქნება. აი ესეთი ტიპის პროექტი უნდა დაიდოს განიხილოს დამტკიცდეს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს დედაქალაქის ცენტრში ყიზილბაშთა თარეში, მაგრამ კიდია მიშას მგონი ეს ყველაფერი, გუშინ წინ ამერიკელ მეგობრებთან ერთად წავედი გასართობად ღამის კლუბში, რაღატომღაც ეს კლუბი თურქული აღმოჩნდა და იცით რა მოხდა? იქ ქართველებს არ უშვებენ (ბოზებს არ ვგულისხმობ) და მთელი ღამე ირლანდიელის როლის თამაშმა მომიწია, კიდევ კარგი წითური თმა მაქვს და მწვანე თვალები. აი ასეა რა ეს ამერიკელები საერთოდ გამიგიჟდნენ, იცი რა თქვეს? ამერიკაში რომ მსგავსი რამ მოხდეს მეორე დღესვე ცეცხლს წაუკიდებენ კლუბსო, უკვირდათ როგორ შენს სახელმწიფოში ვიღაც უცხოელი ჩამოდის აკეთებს კლუბს ფულს შოულობს და ამ ქვეყნის მოქალაქეებს პატივს არ სცემს და კლუბში ეროვნული ნიშნით კრძალავს ადამიანების შესვლასო? დაითრიეს კლუბის მეპატრონე ვიღაც გაქსუებული თურქი და დედის ხახა დაახიეს თავზე, კიდევ იმაზე გაგიჟდნენ რომ ამ კლუბის შესასვლელში ქართველი ამბალები იდგნენ დაცვის წევრებად და აი ეს ქართველი არ უშვებდა სწორედ ვიღაც თურქის კლუბში საკუთარ თანამემამულეებს იმის გამო რომ თვის ბოლოს 400 ლარი გადაეგდოთ ძაღლივით. ეხლა მიპასუხეთ ააქვს სააკაშვილს დედა საგინებელი თუ არა?

     

    ესეთი დაწესებულებები ვფიქრობ ქალაქიდან საერთოდ უნდა გაიტანო და იზოლაციაში მოაქციო.

  10. donadoni

     

    mitxari sheni rwmena. qristaini xar tu ateisti tu muslimi?

     

    მე რწმენა და მრწამსი არაფერში მჭირდება, ვინაიდან მჯერა მხოლოდ იმის რასაც აღვიქვავ, რწმენა ხომ დაჯერებაა უხილავისა? ჰო და ის რაც შენთვის უხილავად დაჯერების საგანია, ჩემთვის აღქმადია, რწმენით ეს შენ გწამს, მე აღვიქვავ. რაც შეეხება ქრისტიანობას, იმისტობას და ამისტობას ესეც მიუღებელია ჩემთვის იმიტომ რომ ის ქრისტეც ჩემშია ის იეჰოვაც ალაჰიც ბუდაც და კრიშნაც, ესენი ჩემგან გამომდინარეობენ. თუ კარგად დაფიქრდები რასაც გწერ მიხვდები და თუ ვერ გაიაზრებ ვერ მიხვდები.

  11. donadoni

     

     

    ukacravad magram shen ra ginda mgoni kargad ar ici.

     

    ukacravad magram e.w iehოვას მოწმეთა "ბალეშიკებზე" უკეთ ვიცი და თუ იწილო ბიწილო პოსტების დაწერის გარდა სხვა არგუმენტი არ გაქვს გთხოვ ჩემს პოსტებს შეეშვი.

  12. mama

     

     

    ყველაფერ ამასთან ერთად ევოლუციისაც გჯერათ?

     

    რა თქმა უნდა მჯერა, მხოლოდ ევოლუციის არა თან. კიდევ ბევრი სხვა მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტებისაც.

     

    რა? ბიბლიაში ჩაწერილი ინფორმაცია და ევოლუცია? ეწინააღმდეგება მაშინ როდესაც, ედემში შესული გველი ცხოველი გველი გონიათ, მაშინაც ეწინააღმდეგება როდესაც მიწის მტვრისაგან ადამის ძერწვა ღვთისაგან, სადღაც ღრუბლებში მჯდარი გულკეთილი ჭაღარა მოხუცის ტალახში თამაში გონიათ, კიდევ მაშინ ეწინააღმდეგება როდესაც ხე ცნობადი კეთილისა და ბოროტისა მიჩურინის ვაშლის ხედ არის აღქმადი, ეწინააღმდეგება როდესაც ბაბილონის გოდოლი პირველი ცათამბჯენი გონიათ, მოსეს მიერ გაყოფილი ზღვა, ტალღების ტყლაშუნით შუაზე გაყოფილი წყლის მასა და ა.შ ის ზღაპრულ-ფანტასტიკური განმარტებანი რასაც 24 საათი თავზე ახვევენ "სულიერი მოძღვარნი" მრევლს. აი ამ დროს ეწინააღმდეგება, მაგრამ იმათ ვინც იციან ბიბლიის კითხვა და მასში ჩაწერილი ინფორმაციის დანახვა შეიძლება ისიც ამოიკითხონ მაგალითად რა ერქმეოდა კენედის უფროს ქალიშვილს. ბარაკ ობამა რომ გახდებოდა ა.შ.შ-ს პრეზიდენტი და ა.შ

     

    მოკლედ ბიბლია დაშიფრული წიგნია, თქვენ კითხულობთ შიფრს რომელსაც აღიქვამთ რეალობაში მომხდარ მოვლენებად, აი ამიტომაც ითხვზება ზღაპრები "ფაფუკ გველებზე" იგავთა კრებულია, ან და თქვენი რაბის იესოს სიტყვები განმარტეთ "სასუფეველი წააგავს მდოგვის მარცვალს" რა თქვა ამით იესომ შეგიძლია განმარტო? აღიქვი ბოლომდე, როგორ გავს ღვთის სასუფეველი მდოგვის მარცვალს, რა საერთო აქვს მარცვლეულ კულტურასა და ღვთის ადგილსამყოფელს?

     

    საკითხში უკეთ გასარკვევად ერთ პატარა მონაკვეთს შემოგთავაზებ იესოს ცხოვრებიდან.

    10. მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?

     

    11. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: იმიტომ, რომ თქვენ მოგეცათ ცათა სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო ამათ არ მისცემია.

     

    ხვდები ამათ არ მისცემიათ ის სიბრძნე სულიერი რაც ბიბლიაში ჩაწერილს ცხადყოფდა, ხოლო რაც ამათ მიეცათ რა ქვია ამას? იგავები, იგავ - არაკები, ზღაპრები და მოთხრობები. აი ამ ზღაპრებითა და იგავ-არაკებით ცხოვრობს მრევლი და ეს ზღაპრები რეალობა გონია. ხოლო მოციქული ამბობს.

     

    11. და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა.

     

    12. ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა.

     

    13. ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს.

     

    14. მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო.

     

    15. ხოლო სულიერი ყველაფერს განსჯის, თვითონ კი არავისგან არ განისჯება.

     

     

    ხოარ ეწინააღმდეგება ერთმანეთს?
  13. urfinjus

     

    მოკლედ შენ მიზანმიმართულ ანტიპროპაგანდას ეწევი ბბ-ს წინააღმდეგ როგორც ვხვდები ჰო? ისა და რამ დამაინტერესა, ამას გავალებენ თუ პიროვნულად გძულს?

  14. ფონდი "ქართველი" ბეჭდით უდასტურებს ეროვნება - "ქათველს" - ყველას, ვისაც ქართველობა ეამაყება.

     

    იმენნა ნაჩალნიკი არტყავს ბეჭედს?

  15. Shaten

     

     

    ანუ, სანთელს მამაო დაიჭერს

     

    ჰო რავიცი სექსი კურთხევითო და ამასაც თუ კურთხევა ჭირდებოდა არ ვიცოდი, ისე ბავშვი რომ შემეძინა საპატრიარქოს სამშობიაროში მყავდა მეუღლე მიყვანილი, შემთხვევით შევესწარი ერთ ერთი სტიქაროსნისა და მოძღვრის საუბარს, ტიპი ურეკავს მოძღვარს და ეკითხება, მამაო ჩემს ცოლს საშინელი ტკივილები აქვს, უჭირს მშობიარობა და თქვენი კურთხევით იქნებ გაუტკივარება გაიკეთოსო, არ ვიცი იქიდან იმან რა უთხრა, ამ სტიქაროსანმა ჩამოყარა ყურები, მოკლედ ხასიათზე არ არის, რა ხდება მეთქი ძმა, არაფერიო ასე და ასეა საქმე და კურთხევის აღება მინდაო,, მერე მეთქი მოძღვარმა რა გიპასუხა? რა და ღმერთმა ტყუილად კი არ უთხრა ევას ტკივილით შობდე შვილებსო, ეს ბრძანება ყველა ქალზე ვრცელდება და დაუშვებელია ღვთის სიტყვის საწინააღმდეგოდ ამ ტკივილის ხელოვნურად შესუბუქებაო, არადა ექიმი წამდაუწუმ გადი გამოდის, ეუბნება, კაცო ადამიანო გართულებული მშობიარობა აქვს გოგო გიჟს გავს ოთხჯერ გონება დაკარგა ტკივილისაგან გამოწვეულ შოკშია, გონებას რომ კარგავს ვეღარ ხერხდება მშობიარობა და ჩვენ ცალკე ვიტანჯებით შენი ცოლი ცალკეო, მოკლედ ტიპი ისევ მამაოს ურეკავს და ექიმს აწვდის ყურმილს, ამ ექიმმა იმენა დაახურა ყველაფერი, ქალი იყო ექიმი და რო აუტეხა წივილი ტელეფონში შენ სრულ ჭკუაზე ხარის თქმიდან დაწყებული ერთი დედა არ აგინა, მერე ამ ტიპს მიცა ყურმილი დავითანხმეო, მოკლედ იქიდან ალბათ ნება დართო მამაომ ჰო და ტიპიც ამბობს ღვთის წყალობით ჩეემს ცოლზე გაუტკივარება დაიშვაო და ადგილობრივი ანესთეზია გაუკეთეთო. გავგიჟდი რა, მერე ამ ტიპს ვეუბნები ჩემი ცოლი საერთოდ საკეისროს იკეთებს და ამასაც მოძღვრის ნებართვა ჭირდება მეთქი? აუუუ უდიდესი ცოდვააო, მეც აგერ ხომ ხედავ ძლივს გაუტკივარების კურთხევა მომცა მაგრამ 3 თვით უზიარებლობით დავისაჯეო, ისა და პოლიხრონიონს არ ყვირიხართ თქო? ტიპმა ეგ რა არისო რომ მითხრა, საბოლოვო დიაგნოზი მაშინ დავსვი რომ გაუნათლებელ ზომბთან მქონდა საქმე, რომელიც ისე დაასირა ამ მღვდლლების მიერ შეთხზულმა თვითნებურმა ჩვეულებებმა რომ ალბათ ცოლთან ჟიმაობის წინ მამაოს ურეკავდა და კურთხევას იღებდა, აი ეს "სექსი კურთხევით" რომ წავიკითხე აქ, ეგრევე ის ამბავი გამახსენდა.

  16. Shaten

     

    ყოველშემთხვევაში, იმას, რისი გამოყენებაც არ შეიძლება ნებისმიერი მიზნისათვის..

     

    ჭეშმარიტება საერთოდ ფარდობითი ცნებაა, ვისთვის როგორ, აბსოლიტურ ჭეშმარიტებას კი მტკიცება არ ჭირდება, ეს აქსიომაა, აქსიომა კი ბრმად დაჯერებას არ მოითხოვს. სიმართლეც ძლიერი იარაღია სიბრძნესთან ერთად.

  17. Shaten

     

    დაღესტანში ძირითადად ლეკები ცხოვრობენ, ჩეჩენი ბანდ ფორმირებებიც არ არის გამორიცხული რომ თავს აფარებდნენ მათ. დარწმუნებით არაავის შეუძლია აქ ფორუმზე თქვას ბანდის წევრთა ნაციონალობის შესახებ, მაგრამ 11 შეიარაღებული ბანდიტია ლიკვიდირებულიო და რა გახდა მათი ვინაობის დადგენა რომ საზოგადოებას ამცნონ ვინ არიან და სინამდვილეში რა უნდოდათ საქართველოში? რაღაც ძალიან ზედმეტად ასაიდუმლოვებენ ამ ამბავს, როგორც ჩანს ისინი ვგონებ სხვა უფრო კონკრეტული მიზნებისთვის გადმოისროლეს რუსეთის სპეც სამსახურებმა და ეს შევიწროვებისა და დევნის ამბავი უბრალოდ ფარსია, ამის საფუძვლიან ეჭვს ბადებს ისიც რომ დაღესტნის ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ადასტურებენ ბანდ ფორმირების მიერ რუსეთ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთას, კრემლი კი სასტიკად უარყოფს, მოკლედ ასეა თუ ისე ამ საქმეს სპეც სამსახურები მიხედავენ, მე უბრალოდ როგორც მოქალაქეს მიხარია რომ ძველებურად ვეღარ თარეშობენ საქართველოს ტერიტორიაზე ლეკიდან დაწყებული ქისტებით დამთავრებული, თუშეთისა და ხევსურეთის ფშავისა და ახმეტის რაიონის სოფლები აწიოკებული ყავდათ ხოლმე, გაუპატიურებებიდან დაწყებული მკვლელობებით დამთავრებული და ვითომც არაფერი ხდებოდა, სტუმარი და ლტოლვილი მე წყნარი და მორიდებული ვიცი, საკუთარ სახლში რომ ყაჩაღად შემოგეჭრება შევთხარე ეგეთ "სტუმარსაც" და "ლტოლვილსაც". მოკლედ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს რაც ვიმედოვნებ რომ მაგალითი იქნება ყველასათვის ვისაც საქართველოში ისევ დენიკინის დრო გონია.

×
×
  • შექმენი...