Jump to content
Planeta.Ge

ს..

პლანეტელი
  • პოსტები

    21
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

Profile Information

  • Gender
    Female

ს..'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. მე ისე უცნაური დამთხვევით ვნახე 2ჯერ ბიჭის ტირილი.. ცხოვრების განმავლობაში 2 შეყვარებული მყავდა.. ორივე სულ ერთადერთხელ მყავს ნანახი მთვრალი.. არცერთი არ მიყვარდა (უბრალოდ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს) და ეს ორივემ იცოდა.. რომ დათვრნენ ორივემ იტირა იმაზე, "როგორ ძალიან მიყვარხარ და შენ არ შეგიძლია რომ გიყვარდე".. ორჯერვე ვიჯექი და საკუთარ თავს ვერ ვიტანდი ამ ზომამდე რომ მივიყვანე ადამიანები.. მერე თანდათან ორივე თავის გზაზე წავიდნენ და მე არაფერს ვნანობ მაინც..
  2. საშინელება იყო.. ძალდატანებით და უხეშად არა და პირველი კოცნა გოგოებს იმდენად ფაქიზად გვახსოვს ხოლმე :(
  3. თვალებით თამაშს ყველაზე დიდი მუღამი აქვს.. სულაც არ მინდა რომ მოვიდეს
  4. ვგიჟდები დაბალ წვერზე ვგიჟდებიიიიიი
  5. მე ძალიან მერიდება ხოლმე ვინმე რომ მიხდის ან მპატიჟებს სადმე.. არ აქვს მნიშვნელობა ბიჭია თუ გოგო, დისკომფორტს ვგრძნობ
  6. ვამაყობ, რომ ცხოვრებაში არც კი გამისინჯავს და არც ვაპირებ! დანებების მსურველი ბევრი მინახავს, ამსრულებელი - ცოტა.. ნებისყოფის ამბავია რა..
  7. პირადად ჩემთვის ქალური ბედნიერება არის: 1). თბილი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი და ერთგული მეუღლე, რომელთანაც თავს სრულყოფილ ქალად გრძნობ (ყველანაირი გაგებით); 2). ჭკვიანი, დამჯერი და ლამაზი შვილები; 3). სასიამოვნო სამსახური; 4). საყვარელი ადამიანების კეთილდღეობა. თუ ეს ყველაფერი არის, დამერწმუნეთ, ქალს მეტი არაფერი სჭირდება. ქალს ცოტა სჭირდება რომ ეწყინოს, მაგრამ იმაზე ცოტა სჭირდება რომ გაუხარდეს.. და თუ აწყენინეთ, მიუტანეთ ერთი კონა მინდვრის ყვავილები, ჩაიკარით გულში და უთხარით რაიმე თბილი და ტკბილი.. ამაზე სასიამოვნო არაფერია
  8. ღმერთი სატანას ცდუნებებს არ უგზავნის.. სილამაზეც ისეთივე ჯილდოა, როგორც ნიჭი, შესაძლებლობები, თვისებები.. ისეთივე გარეგნული საჩუქარია, როგორც თვალის ფერი ან ტუჩის ფორმა.. ამ შემთხვევაშიც არჩევანი ჩვენზეა - ამ სილამაზეს სატანას მივუგდებთ საჯიჯგნად თუ ღირსეულად ვიცხოვრებთ ამ საჩუქრით და მადლობას გადავუხდით უფალს.. მე მგონია, რომ სილამაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბედნიერებაა და როდესაც მართლა ლამაზი ხარ, ცხოვრებაში ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია
  9. ბუნებრივობა ყველაზე დიდი სილამაზეა
  10. მე პირადად ქმარი თუ მიღალატებს არც სკანდალს ავტეხ, არც ისტერიკებს მოვუწყობ, წავალ და მეც ვუღალატებ.. არ დამიწყოთ ეხლა მორალის კითხვა, ვინც როგორც მოგექცევა ზუსტად იმის ენაზე უნდა ელაპარაკო რომ იგრძნოს ის, რასაც სიტყვებით ახსნისას ვერ იგებს! მერე მოვალ და მშვიდად ვეტყვი: "ერთით ერთი ძვირფასო" ;) ამის შემდეგ თავად გადაწყვიტოს მოუნდება თუ არა ჩემთან დარჩენა და თუ არ მოუნდება, გზა ძალიან დიდია
  11. ძნელია მაგის დავიწყება მაგრამ უკვე აღარც არის სანერვიულო, ერთმანეთი ხომ დავკარგეთ და.. უღრმესი მადლობა რჩევებისთვის ყველას
  12. სულის ღრმულებს რამდენად ავსებს ყველა ურთიერთობა ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ თითებს შორის სიცარიელეს რომ ყოველთვის შეავსებს ეს უდაოა ;)
  13. და იქნებ იმიტომ არ მეზარებოდა მასთან გასვლა, რომ მასთან მე ვიყავი "მე" - მთელი ჩემი უარყოფით და დადებით მხარეებით, მასთან არ არსებობდა თემა რაზეც ვერ ვისაუბრებდი და საერთოდაც მასთან ბევრად უფრო საინტერესოდ გადიოდა დრო ვიდრე მაშინდელ ჩემს შეყვარებულთან.. უფრო მეტი საერთო მქონდა ამ ადამიანთან და ალბათ ეს ბუნებრივიც არის, როდესაც მეგობარი ქვია იქ აღარაფერია დამალული და თავს ბევრად უფრო თავისუფლად და გახსნილად გრძნობ.. და ვთვლი რომ ზუსტად ამიტომ მაკლია ეს ადამიანი ასე ძალიან, რომ იმის შემდეგ ასე ბოლომდე ვეღარ გავიხსენი ვერავისთან და ვერ ვიგრძენი თავი ასე კომფორტულად (ჩემი ჩაკეტილი ბუნების გამო) არ იფიქროთ რომ უაზროდ ავიხირე რაღაც და გეწინააღმდეგებით, უბრალოდ მინდა ყველანაირი ვარიანტი გამოვრიცხო ან რომელიმე ვარიანტი გავამართლო და დავამტკიცო რომ ეს იყო მეგობრობა.. თუმცა ალბათ გულის სიღრმეში კარგად უნდა ჩამეხედა თავის დროზე, აღარ ვიცი უკვე....
×
×
  • შექმენი...