Jump to content
Planeta.Ge

Mateo Falkone

პლანეტელი
  • პოსტები

    466
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი Mateo Falkone

  1. ოოო ცხოვრების აზრიიი ?... როგორც სოკრატე იყტოდააა... ნუ სისულელეა... არსებობს მხოლოდ ერთი აზრი დავტოვოთ რამე ღირებული... და ისე არ გავქრეთ როგორც გავჩნდით...
  2. ეს უკვე სასაცილოა... ათეიზმი და ათეისტები უკვე იმდენად აქტუალური თემა გახდა რომ მერემდენე ფორუმი გააკეთეს ვეღარ ვითვლი... კარგით რა არ დაიღალეთ? ... მე უკვე მომბეზრდა... რამე ახალი და უფრო საინტერესო მოიფიქრეთ.... თუმცა თქვენ რას გეუბნებით მე რა ვერ ვიზამ :D
  3. ისევე როგორც ბრაზილიაში იესოს ქანდაკებას, ანდა ნებისმიერ წმინდანთა ძეგლს კათოლოკეები, როგორც ნებისმიერ ხატს ქრისტიანები... განა ეს ყველა ადამიანის ხელით არაა შექმნილი?... როგორც იესოს ჰყავდა მოწაფეები ისე ბუდას , მუჰამედს და ა.შ
  4. Dato Kvaracxelia ბუდა ძვ.წ. VI საუკუნეში მოღვაწეობდა.... ის დაიბადა, როგორც მდიდარი და ცხოვრებადალხენილი ინდოეთის უფლისწული.... ბუდა, სიყმაწვილეში, დაცული იყო სამყაროში არსებული ყოველი ტკივილისა და ტანჯვისაგან და ადამიანთა სიკვდილი არასდროს ენახა.... თუმცა მიზანდასახულმა ახალგაზრდამ, გაბედა ქალაქში გასვლა და პირველად შეხვდა სიკვდილს, ავადმყოფობასა , ტანჯვას და მოხეტიალე ბერს.... ბუდამ ეჭვის ქვეშ დააყენა მიწიერი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა მთელი მატერიალური კეთილდღეობა, ბუდას ის აღარ აკმაყოფილებდა. ამიტომაც სიდჰართა გაუტამა (ბუდას გვარი) განუდგა სამყაროს და წავიდა ჭეშმარიტების საძებნელად.... ხოოოდა... მრავალი წლის განმავლობაში სიდჰართხა მძიმე ასკეტიზმის პრაქტიკას ეწეოდა და, გამუდმებული მარხვით, სხეული თითქმის კოლაფსამდე მიიყვაა.... თუმცა ამან ვერ მოუტანა გასხივოსნება..... ერთხელაც გამვლელმა ქალმა ბუდას საკვები მოუტანა, მას შემდეგ ბუდამ გადაწყვიტა გაჰყოლოდა "საშუალო გზას":... მძიმე ასკეტიზმისგან თავის არიდებისა და, ასევე, სურვილებზე უარის თქმის გზას.... ბოლოს და ბოლოს ბუდამ გასხივოსნებას მიაღწია ბოდჰის ხის ძირას.... სიცოცხლის დარჩენილი წლები ბუდა მთელ ინდოეთში მოგზაურობდა, და ავრცელებდა თავის გასხივოსნებისკენ გზისა და ნირვანის გზავნილს.... მისი სწავლება ბევრ მიმდევრებს იზიდავდა და ბუდას წასვლის შემდეგ დაიწყეს მისი სწავლების ჩაწერა.... ეს ჩანაწერები საფუზვლად დაედო ბუდიზმს..... კიდევ რა... ბუდას სიკვდილის შემდეგ განვითარდა ბუდიზმის ბევრი განშტოება, თუმცა მათ ყველას აერთიანებს გასხივოსნების ძებნა სურვილებზე უარის თქმისა და გონების დაცარიელების გზით, რათა შესაძლებელი გახდეს ნირვანაში შესვლა.... წარმატებას ვუსურვებ...
  5. Giorgi Kiskeidze შენი ფილოსოფია ცოტა არ იყოს სასაცილოა... და ჩემი შეხედულება ნაწყენი ბავშვის მოსაზრებასთან რატომ ან როგორ გააიგივე არ მესმის
  6. ოღონდ ეცადე მეტად ამომწურავი პასუხი გამცე... თორემ ისე რა აზრი აქვს...
  7. როგორც ნაწყენი ბავშვიი? ჰმ საინტერესოა... და ბარემ ისიც დააყოლე ეს ბავშვი რაზეა ნაწყენი...
  8. Giorgi Kiskeidze ამ სახელის მაგივრად თუთიყუში, რომ დაგეწერა არაა?... ისე კარგად იმეორებ ჩემს დაწერილს რომ ნამდვილად აჯობებდა...
  9. ძალიან კარგია თუ სერიოზულად გაინტერესებს... მაშინ გეტყვი რომ მე მწამს ჩემი თავის და იმისთვის რომ, ვიცხოვრო მშვიდად და ბედნიერად სულაც არ მჭირდება არც ზე და არც ქვე... სრულიად თავისუფალი ვარ ყოველგვარი თხოვნისგან, შუამავლების მორალისგან, დოგმატებისგან და არც ერთი გარტყმის მერე ვაპირებ მეორე ლოყა მივუბრუნო ვინმეს, მოკლედ არაფერი მაინტერესებს (რელიგიებს ვგულისხმობ)... არასდროს ვამბობ "ღმერთის არ მწამს" რადგან ღმერთი არის მხოლოდ სახელი, ხოლო დანარჩენი რასაც ეს სახელი მოიცავს ადამიანთა ცნობიერებას აღემატება... და რადგან არ ვიცი და ვერც გავიგებ რა არის ამ სახელის მიღმა ამიტომ ვთვლი, რომ არც უნდა მაინტერესებდეს... რაც შეეხება ხალხის ღმერთს ეს სულ სხვა საქმეა, რატომღაც ამას კერპთაყვანისცემასთან ვაიგივებ, მათ ხომ უფალი ადამიანის სახით ჰყავთ წარმოდგენილი... იესო კერპია... ხატებიც კერპებია... მე ვთვლი ასე თორემ, ვიღაც სხვანაირად თვლის... არავის რელიგიას არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მე მიხარია რომ ხალხის უმეტესობას სწამს თავისი ღმერთის.... და რომ არა ასეთი რწმენა დღეს დღეობით არც არავინ და არც არაფერი იქნებოდა... იმისთვის რომ მე ვაკეთო კარგი არც შიში მჭირდება და არც მისგან წარმოქმნილი სიყვარული... აი ასე...
  10. კარგია რომ საკუტარ უვიცობას მაინც რომ აღნიშნავთ... მომიტევებია
  11. მომეწონა... დიდად დამავალებ თუ გაგრძელებასაც დაწერ... საინტერესო და გამოსადეგი ინფორმაციაა... ვფიქრობ მნიშვნელოვანიც...
  12. ყოვლად უადგილო ანდაზა და ამასთან უკბილო ხუმრობა , შენს გონიერებას ჩირქს სცხებს...
  13. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის... და არაამომწურავი პასუხებისთვის... რატომ წუხდებოდით
  14. ბენედიქტე მეთექვსმეტე რატომ წავიდაა?
  15. 1 - არავის უნახავს არსად... გარდა "ხილვებისა"... 2 - ბიბლიის დაწერას ადამიანმაც მშვენივრად გაართვა თავი... იმ ხარვეზების გათვალისწინებით რაც გვხვდება მისი წაკითხვისას... ""სრულყოფილი" ღმერთი ასეთ შეცდომებს არ დაუშვებდა" 3 - ადამიანი თუ მისი ხატი და მსგავსია ის ჩვენნაირი გამოდის... რაც სრულ ანტაგონიზმშია ერთმანეთთან... 4 - ჩაგვჩიჩინებენ რომ მისი არსებობის უნდა გვწამდეს , მიუხედავად იმისა რომ ვერ ვხედავთ... რატომ? იმიტომ რომ მისი ნახვის შანსი არ გვაქვს... და რატომ ? იმიტომ რომ არც არსებობს... 5 - ღმერთის რწმენა ორ დამოკიდებულებაზეა აგებული : შიში და სიყვარული... აქედან პირველი პავლე მოციქულის აზრით მეორეს "შეიქმს" ... თუმცა რაღა დაგიმალოთ და ლოგიკას ვერ ვხედავ ამ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ მცნებას შორის... სწორედ შიშია მთავარი ფაქტორი იმაში რომ ადამიამა ბოროტება არ ჩაიდინოს, შიში იმისა რომ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს იმ ქვეყნად... შიში იმ ტკივილისა, რომელთანაც ამ ქვეყნიური ტკივილი მოგონება იქნება... 6 - ხალხს არასდროს ეზარება ამ თემაზე მსჯელობა, იქნება ეს აზრიანი თუ უაზრო... ღმერთის არებობა/არარსებობას ვერავინ დაამტკიცებს რადგან ადამიანს არასდროს ექნება იმდენი ცოდნის საშუალება, რომ რამეზე დარწმუნებით, დასაბუთებულად და ამომწურავად ილაპარაკოს... უბრალოდ ძალიან მარტივია გააბრიყვო შენზე ნაკლებად განათლებული ადამიანი .... მოკლედ ეს ფორუმია რაღაც უაზრობა და საქმის არ ქონის გამო სხვა ვერაფერი მოვიფიქრე...
×
×
  • შექმენი...