ზაზა სვანაძე: ერთ-ერთი ბატალიონიდან 50 ჯარისკაცი "დედოვშჩინის" გამო გაიქცა 17:10 05.04.2013 კახეთში მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ნაწილიდან 50 ჯარისკაცი არაადამიანური პირობების გამო გაიქცა, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" რეჟისორმა ზაზა სვანაძემ გაავრცელა. მისი განცხადების მიხედვით, დანარჩენ დეტალებს ადგილზე დააზუსტებს: სასწრაფოდ გაავრცელეთ ჟურნალისტები ვინ ხართ ხაზზე ? კოჯრის ბატალიონიდან 100 კაცი გამოიქცა არაადამიანური პირობების გამო - ძირითადად 50 მდე სამტრედიელი ახალწვეული - ეს ვიცი ჯერ - ვაზუსტებ ინფორმაციას", - დაწერა ზაზა სვანაძემ. "ნიუპოსტთან" საუბარში რეჟისორმა დაადასტურა, რომ ჯარისკაცები სამხედრო ნაწილიდან გაიქცნენ და ამჟამად სახლებში იმყოფებიან. "საუბარია, ძირითადად, კონტრაქტით მომსახურე სამხედრო პირებზე და მათი უმრავლესობა სამტრედიელია. სამხედრო ნაწილიდან გაქცევის შემდეგ მათ 15 კილომეტრი იარეს ფეხით და ამჟამად სახლებში არიან. მათი გაქცევის მიზეზი ის გახდა, რომ თავიანთი მოვალეობის გარდა, ოფიცრები დამატებით აიძულებდნენ, ჩაეტარებინატ სხვადასხვა ჰიგიენური სამუშაოები, მოკლედ, დედოვშჩინას ჰქონდა ადგილი", - უთხრა "ნიუპოსტს" ზაზა სვანაძემ. ზაზა სვანაძე ჟურნალისტებთან ერთად გეგმავს დასახელებულ სამხედრო ნაწილში მისვლას. შემტხვევის ადგილიდან მიღებულ ნებისმიერ სიახლეს "ნიუპოსტი" ოპერატიულად შემოგთავაზებთ. http://www.newposts.ge/sazogadoeba/10510-svanadze-dedovshchinis-gamo-jariskacebi.html აბრუნებთ ხო ძველ დროს თქვე ძაღლის შვილებო არ გაპატიებთ ქართველი ხალხი ამას