Jump to content
Planeta.Ge

Giorgi Kiskeidze

პლანეტელი
  • პოსტები

    5.996
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Giorgi Kiskeidze

  1. პარიზში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში ათი ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრაციაში 300 000 ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლადენი გაზი გამოიყენა. ერთსქესიანი ქორწინების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ბოლოს ქუჩაში იანავრში გამოვიდნენ, მაშინ აქციაში 340 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ თებერვალში ერთსქესიანი ქორწინების შესახებ კანონპროექტი მოიწონა. აპრილში ეს კანონი სენატმა უნდა განიხილოს. ნუ, რა ვთქვა ოჯახის ინსტიტუტი არ უნდა დაირღვეს!.
  2. mamaაი, მოხთა და გავიდა 19-ი. და რამე, მოხთა ისეთი???
  3. მოიცა, კახი კალაძე გადაგარჩენს
  4. ხო, იუმორი თუ გესმის შენ ? მერე როგორც გავიგე აქ, ძაან რელიგური იუზერებია. ხოდა მეც მჯერა ღმერთის, მარამ ეს არ ნიშნავს, რომ იუმორი და პრიკოლი არ მესმის. და საერთოდ წესები რო დამიწერე, ეს რელიგიის მაგრამ ვინც, ძაან რელიგიური არა ??? იმაზე რა წესებია???
  5. ეგაა, გამართლება მთავრობის ყოჩაღ :facepalm: რაც კუჩის, იყო ოცნება ისეთივე დარჩა ჯერ მგონი თქვეს, რის გამო მოკვდა. და მერე დახმარება რო გაუქმეს. :facepalm:
  6. mamaერთი იმ გოგოებზე რომლებიც ბავშვებს, ყრიან სანაგვეზე რა გამართლება აქვთ?
  7. ხო ვამბობ, სულ (რაც ეს მთავრობა მოვიდა, არაფელი არ გაუკეთებია) ხოდა აი, დღეს მოკვდა ბავშვი. იმის გამო, რომ ახალმა მთავრობა გაუქმა სოციალური დახმარების პროგრამა. მაგრამ ეს არა ამ (ამბავის) ტრაგედია, არამედ ის რაც დაწერეს კომენტარებში. :facepalm: :facepalm:
  8. mamaმერე, სად ან ვის და რაზე მივაყენე შეურაწყოფა??? პრიკოლებით? მასე რო იცოდე, პორნოები რელიგიაზე. მაგრამ ადამიანს, აქვს განსხავების უნარი.
  9. Saturnწითელი, ეს ჩემი აზრი. და თქვენ, როგოც გინდად. urfinjusარა. მე ვგულისხმობ, კაზელ ატპუშენია.
  10. ჟურნალ Forbes-ის კორესპონდენტი ილია ჟეგულევი რუს ოლიგარქს ბორის ბერეზოვკის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე შეხვდა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ჟურნალისტის ვარაუდით, უკანასკნელი აღმოჩნდა რუსი ოლიგარქის ცხოვრებაში: "ჟურნალისტიკაში არის ასეთი პრაქტიკა: ზოგჯერ პუბლიკაციის მთავარ გმირს დაუგეგმავად ხვდები, ჩაწერის გარეშე. რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბორის ბერეზოვსკი არცერთ ჟურნალისტს არ შეხვედრია. მან შეცვალა ტელეფონი, არ პასუხობდა წერილებს და არც ინტერვიუზე თანხმდებოდა, რაც 22 მარტის საღამომდე გაგრძელდა. ჩვენი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ეს ინტერვიუ, რომელიც თითქმით დადასტურებულად გახდა უკანასკნელი მის ცხოვრებაში, არ უნდა გამოქვეყნებულიყო. ამის შესახებ, მე შევპირდი ბორის ბერეზოვსკის, როდესაც ის ცოცხალი ვნახე გუშინ. ახლა სიტუაცია შეიცვალა, თავს ვალდებულად ვგრძნობ, მოვყვე შეხვედრის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი საბოლოო აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. შეხვედრა ერთი დღით ადრე უნდა გამართულიყო, მაგრამ ბერეზოვსკიმ დამირეკა, ბოდიში მოიხადა და მითხრა, რომ შეუძლოდ გახდა. "გავცივდი", - თქვა მან ხმადაბლა. მაგრამ უკვე მომდევნო დღეს, მან დარეკა და შემომთავაზა მივსულიყავი. რესტორან Four Seasons-ში ხმაური იყო. როიალი უკრავდა, იქვე არაბი მეწარმეები მოლაპარაკებებს მართვდნენ. "თავს როგორ გრძნობთ", - ვკითხე ბერეზოვსკის, რომ როგორმე დამეწყო საუბარი. "გმადლობთ, კარგად. რას მეკითხებით?" - ცოტა ნერვულად მკითხა ბერეზოვსკიმ. არც ისე კარგად გამოიყურებოდა. გამომცდელად მიყურებდა. დაღვრემილი, გულჩათრხრობილი ჩანდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მე ყველაფერი გამომერთო, რასაც ხმის ჩაწერა შეეძლო, რომ ეს უბრალო საუბარი ყოფილიყო და არა ინტერვიუ. ვცადე მასთან ბიზნესზე მესაუბრა, მაგრამ მალევე მიხვდა: ბიზნესი დიდი ხანია აღარაა ბერეზოვსკის ინტერესის სფერო. - ბიზნესს მე არ ვმართავდი. როდესაც ფული ტელეკომპანია ОРТ-დან და „Сибнефть“-დან შემოვიდა, მთლიანად გადავეცი ბადრი პატარკაცისვილს, სრულად ვანდე მას ჩემი ფინანსების მართვა. პოლიტიკურ პროექტებზე მე მხოლოდ იმდენს ვიღებდი, რამდენიც მე მჭირდებოდა, დანარჩენით ის იყო დაკავებული. - პრაქტიკულად ბადრი პატარკაციშვილმა გიღალატათ? - ყოველთვის ცუდად ვერკვეოდი ხალხში, მათ ადამიანურ ხასიათში. ყოველთვის მათ გონებას ვაფასებდი, გამბედაობას, მაგრამ ბადრის შემთხვევაში შევცდი. - მაგრამ, ის ხომ თქვენი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი იყო... - მას, როგორც მეგობარს, ვაფასებ, მაგრამ არც აბრამოვიჩთან და არც ბადრისთან, არ ვიზრუნე გამეფორმებინა შეთანხმების დოკუმენტები. - რას იტყვით "ბიზნესგაყრაზე", რომელიც პატარკაციშვილის გარდაცვალებამდე განახორციელეთ? - მას შემდეგ, რაც გაიზარდა პოლიტიკური რისკი, მე და ბარდრიმ გადავწყვიტეთ გამოგვეცხადებინა ჩვენი ბიზნესწილების სრული გაყრა და დავიწყეთ ეს პროცედურა. ეს იყო ჩვენი აქტივების დაცვა თავდასხმისგან. „გაყრა“ არასდროს იყო რეალური. ჩემი დამოკიდებულება მის მიართ არასდროს იყო დამოკიდებულება როგორც ნამდვილ პარტნიორთან. პარტნიორებმა ექსტრემალურ შემთხვევებზე უნდა იფიქრონ. ბერეზოვსკიმ პაუზა გააკეთა და გაიღიმა: არ მეგონა, რომ ბადრი ჩემზე ადრე გარდაიცვლებოდა. - რუსეთი გენატრებათ? - რუსეთში დაბრუნება... არაფერი არ მინდა ამაზე მეტად. მაშინაც კი, როცა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მინდოდა რუსეთში დაბრუნება. მაშინაც კი, როდესაც საქმე აღძრეს! მხოლოდ ელენ ბონერის რჩევით დავრჩი. მთავარი ისაა, რომ ვერ გავაცნობიერე - ჩემთვის იმდენად ძვირფასია რუსეთი, რომ არ შემიძლია ემიგრანტი ვიყო. ბევრი ჩემი შეფასება შევცვალე. მათ შორის, ჩემი თავიც. ეს ეხება იმას, რომ არის რუსეთი და არის დასავლეთი. აბსოლუტურად იდეალურად წარმომედგინა დემოკრატიული რუსეთის აშენების შესაძლებლობა და იდეალისტურად წარმომედგინა რაა დემოკრატია ევროპის ცენტრში. ვერ შევაფასე რუსეთის ინერტულობა და ძალიან გადავაფასე დასავლეთი. ეს მოხდა ნაბიჯ-ნაბიჯ. შევცველე ჩემი წარმოდგენა რუსეთის გზის შესახებ... არ უნდა გავმგზავრებულიყავი რუსეთიდან... - რუსეთში რომ დარჩენილიყავით, ციხეში იჯდებოდით, ეს გინდოდათ? - ახლა როცა ვფიქრობ, როგორ ვიცხოვრე ეს წლები ლონდონში... არ მაქვს ახლა ამ კითხვაზე პასუხი... ხადარკოვსკი... მან შეინარჩუნა თავისი თავი. ეს ნიშნავს, რომ მე დავკარგე ჩემი თავი. მაგრამ მე გადავიტანე ბევრად მეტი იმედგაცრუება, გადაფასება, ხადარკოვსკიმ კი ნაკლები. მე აზრი დავკარგე. - სიცოცხლის? სიცოცსლის აზრი. მე არ მინდა ახლა პოლიტიკით დავკავდე. - და რას აპირებთ? - არ ვიცი რა გავაკეთო. 67 წლის ვარ. არ ვიცი მომავალში რა ვაკეთო. ამის შემდეგ რუსეთის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ამბობს, რომ სურს დაბრუნება მეცნიერებაში და ბედნიერი იქნებოდა, რომ ამ საქმიანობით რუსეთში დაკავებულიყო, ოდესღაც ხომ ატარებდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოქმედი წევრის სტატუსს. თუმცა, როცა მეცნიერებაზე საუბარი გავაგრძელე, ბერეზოვსკი აშკარად არ ჩანდა ამ თემით დაინტერესებული. როგორც სჩანს, მას არც სამშობლოში დაბრუნების სჯეროდა და არც მეცნიერებაში. მისი გამხნევება ვცადე და შევპირდი, რომ შემდეგში მოსკოვში შევხვდებოდი... მეცნიერებათა აკადემიაში. რაზეც ბერეზოვსკიმ ჩაიცინა: კარგი დაზუსტებაა", - წერს ჟურნალისტი. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით ბორის ბერეზოვსკიმ თავი მოიკლა.
  11. ჯერ სადა შეურაწყოფა? კი მართალია, რელიგია და პოლიტიკა არ უნდა არიო მაგრამ სად ამირევია? პრიკოლი, იუმორი, და რელიგიას ვერ არჩევთ,კარგათ გქონიათ საქმე. მერე თუ ვერ არჩევთ, ამ ორს ერთმანეთისგან ეს ჩემი პრობლემა არა. ეგ თქვენია. p.s. ფანატიკოსებივით, ნუ იქცევით!
×
×
  • შექმენი...