Jump to content
Planeta.Ge

Giorgi Kiskeidze

პლანეტელი
  • პოსტები

    5.996
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Giorgi Kiskeidze

  1. ერთი ასე ნუ, დარდობთ მერე ფასების მატება გამართლებულია?
  2. რუსი ოპოზიციონერი და დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია ქართველებისადმი მორიგ მიმართვას ავრცელებს, ამჯერად – შს ექს-მინისტრისა და ექს-პრემიერის, ამჟამად ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ”Frontnews” ამ მიმართვის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ. ”ყველას წაგვიკითხავს რომანი ”ვისთვის რეკს ზარი”. გახსოვთ წინასიტყვაობა? – ”ადამიანი არასდროს არის თავისთავად, იგი ყოველთვის ხმელეთის ნაწილია, კონტინენტის ნაწილი და თუ სანაპიროდან კლდის ნაწილს ზღვაში ჩარეცხავს, ეს მთელს სანაპიროს აზარალებს, რომ თითოეული ადამიანის სიკვდილი ჩვენც გვეხება, რომ ჩვენ ერთიანნი ვართ მთელს კაცობრიობასთან, ამიტომაც არასოდეს უნდა იკითხო, ვისთვის რეკს ზარი – ის რეკს შენზე. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, დიდი ტრაგედიაა ნამდვილი რუსი დემოკრატებისთვის, რომლებსაც უხაროდათ და ბედნიერები იყვნენ ”ვარდების რევოლუციით”, ხედავდნენ რა, როგორ ”აჩოჩებდნენ” შევარდნაძეს, როგორ აიღო მიხეილ სააკაშვილმა დასავლური კურსი და მას გაჰყვა ხალხიც, რომელმაც მას რეფორმების განხორციელების მანდატი მიანიჭა, როგორ საუცხოოდ ჩატარდა შემდეგ ეს რეფორმები,... დღეს ზარი რეფორმებისა და რეფორმატორებისთვის რეკს. არაჩვეულებრივი ადამიანი – კეთილი, საყვარელი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ხუმრობით უწოდებდნენ ”ქართულ ბერიას”... (იცით რა, ”ბერიებს” ასე არ აპატიმრებენ!) არაფრის გულისთვის მოხვდა ციხეში. საქართველოში მიდის გაბოროტებული შურისძიება რეფორმატორებთან პუტინის რეჟიმის მხრიდან, რომლის გამტარებელი ბიძინა ივანიშვილია. ვანო მერაბიშვილს აზღვევინებენ ამ რეფორმების გატარებისთვის, იმისთვის, რომ სააკაშვილის მთავარი საყრდენი იყო, პოლიციის გამჭვირვალე შენობებისთვის, ნარკოდანაშაულის პრაქტიკულად სრულად აღმოფხვრისთვის, იმისთვის, რომ საქართველომ დაიწყო ცხოვრება კანონებით, იმისთვის, რომ ხალხმა პირველად წლების განმავლობაში ისწავლა მუშაობა... და მათ ვერ გაუძლეს. ”მარცხენისტმა” ობამამ უღალატა საქართველოს და, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, დაასამაროს ამერიკელი გადამხდელების ფული, რომელიც დაიხარჯა რეფორმატორთა დახმარებაზე; ევროპამ, რომელიც სისხლით ხორცამდე მარცხენაა, ასევე უღალატა ქართველებს; კაჩინსკი ცოცხალი აღარ არის; აღარც ბუშია ხელისუფლებაში; და ხალხმაც უღალატა რეფორმატორებს: ახლა ის დასცინის რეფორმატორებს და მეორდება ის, რაც მოხდა ზვიად გამსახურდიას დაცემის შემდეგ, როდესაც ნამდვილმა ექსტრემისტებმა ჩამოაგდეს იგი, გააჩაღეს სამოქალაქო ომი, მიიწვიეს შევარდნაძე, მერე კი თავად მისტიროდნენ ზვიადს, მერე კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში ზოგიერთები სისხლით იბანდნენ პირს, სანამ არ მოხდა ”ვარდების რევოლუცია”. ქართველები უნდა გაფრთხილებოდნენ ამ რეფორმებს, ეთმინათ მათი თანმდევი სირთულეები, ესწავლათ კანონიერად ცხოვრება და ის, რომ არ შეიძლება ქრთამის მიცემა... სამწუხაროდ, იმ თაღლითებსა და ქურდებს, რომლებიც ვანოს (ან ”ვანიჩკას” – როგორც მას ინტელიგენცია მოიხსენიებდა – რა თქმა უნდა, არა ის ინტელიგენცია, რომელიც მოსკოვთან თანამშრომლობს) დროს ჩასვეს, ჰყავდათ ძალიან ბევრი ნათესავი და სწორედ ეს იყო ის ძირითადი ჩონჩხი, რომელმაც რეფორმების წინააღმდეგ გაილაშქრა. ეხლა იქ მიდის ისეთივე რეაქცია, რომელიც საკმაოდ ადრე დაატყდა თავს ბელორუსიას, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ლუკაშენკო და არ აირჩიეს შუშკევიჩი, როგორიც დაატყდა თავს უკრაინას იანუკოვიჩის დროს, ახლა კი ასეთივე ძალიან აგრესიული პროცესები მიდის საქართველოში. ასეთ ადამიანებს უბრალოდ სვამენ და არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ გადარჩენას შეძლებს, რადგან მისთვის, მე ვფირობ, პუტინმა უკვე წინასწარ გამოწერა ორდერი. ეს ძალიან დიდი უბედურებაა, მათ შორის – ჩვენთვისაც. ჩვენ ვეხმარებოდით საქართველოს, როგორც შეგვეძლო, ვაკეთებდით ყველაფერ შესაძლებელს და ეხლა თვალის დევნება იმისთვის, როგორ ჭ####ტს ისევ საბჭოთა ხელისუფლება თავისი რკინის ქუსლით საქართველოს, როგორ მიათრევენ მას უკან, დსთ-ში, ძალიან მტკივნეულია. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან, როგორც ტროას ცხენი... ეს უკვე აღარ არის „ტერიტორიები – მშვიდობის სანაცვლოდ", საუბარია უკვე ღვინის ყიდვაზე ერის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასად! მივმართავ მათ საქართველოში, ვინც ჯერ არ დაიჩოქა, ბრძოლა გააგრძელონ, რადგან ამ ქვეყანაში მათ და მათმა შვილებმა უნდა იცხოვრონ! თუ ამას არ გააკეთებთ, საქართველო კვლავ იქცევა პუტინის რუსეთის სატელიტად, პუტინი კი განწყობილია, რუსეთი 2024 წლამდე მართოს, მერე დაუთმოს მედვედევს რამდენიმე წლით, მერე ისევ დაბრუნდეს 12 წლით... ასე რომ, ვერ მოეწსრებით ცვლილებებს თქვენი ყოფილი მეტროპოლიის მხრიდან, თავად უშველეთ თავს და შეეცადეთ, თავი დააღწიოთ ამ მახეს, სანამ გვიანი არ არის!” - ამობს ნოვოდვორსკაია.
  3. mamaწადი მერე ყველა პრეტენზია ახლანდელ, მთავრობასთან თუ ისევე, თავის მართლება და წუწუნი გირჩევნიათ ) პ.ს.გეშინოდეთ, ახალი სექტა მოდის სახელად ოცნება :fridrix: :fridrix: :fridrix: :fridrix:
  4. "პოლიტიკური ვენდეტა საქართველოში", ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანა ნემცოვას სტატიას, რომელიც ვანო მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების დაავადება ეყრება, როცა ახალარჩეული ლიდერები თავიანთ წინამორბედებს უსწორდებიან. "მერაბიშვილის დაკავებამ კიდევ უფრო გაყო გახლეჩილი ქართული საზოგადოება. ყოფილი პოლიციელი და სამხედრო მაღალჩინოსნების, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის გისოსებს მიღმა ხილვა ბევრ ქართველს სურს. ბევრი კი უბრალოდ გადაიღალა პოლიტიკური დევნებითა და სკანდალებით. ნაცვლად ეკონომიკის აღორძინებისა და სამუშაო ადგილების შექმნისა, რასაც პრემიერი ხალხს შეპირდა, გაპოლიტიკოსებული მილიარდერი ივანიშვილი, როგორც ჩანს, პოლიტიკური რევანშის კამპანიის სურვილითაა შეპყრობილი", - წერს ანა ნემცოვა. სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ ვანო მერაბიშვილი ქვეყანაში რიგით მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო და ბევრი წარმატებული რეფორმა მის სახელს უკავშირდება. "თუმცა არც ერთი მისი მხარდამჭერი, რომლებიც მის რეფორმებს აღნიშნავდნენ, არ გამოჩენილა სასამართლო დარბაზში, სადაც ვანო მერაბიშვილს სახელმწიფო სახსრების მითვისებისთვის ასამართლებდნენ", - წერს Foreign Policy-ის ჟურნალისტი. როგორც ანა ნემცოვა აღნიშნავს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილი ხშირად ადანაშაულებს სააკაშვილს რუსეთთან ომის წამოწყებაში და ამ ომს "სააკაშვილისა და მისი სამხედრო ჩინოსნების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციად" აფასებს. პრემიერ-მინისტრმა სააკაშვილი და მისი მოკავშირე მერაბიშვილი ფართომასშტაბიან კორუფციასა და თანამდებობრივის უფლებამოსილების გადამეტებაშიც დაადანაშაულა. "ცხადი იყო, რომ მის ამ განცხადებებს მალე მოჰყვებოდა დაკავება. გასული წლის არჩევნებში ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ, სააკაშვილის ასობით მხარდამჭერმა დაკარგა სამსახური პოლიციასა და სხვა სამინისტროებში", - ნათქვამია სტატიაში. როგორც ანა ნემცოვა აღნიშნავს, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ლიდერები ცნობილი არიან თავიანთი პოლიტიკური წინამორბედების მიმართ განხორციელებული ვენდეტათი და ამის დასტურად ბელარუსისა და უკრაინის მაგალითები მოჰყავს. "1994 წელს, ხელისუუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბელარუსის ავტორიტარულმა პრეზიდენტმა
  5. BEST_GEORGIAმე მაგას არ ვგულისმობდი, "მე ვარ უკეთესი " უბრალოდ გადამატება არსად,, არა კარგი მეტი არაფელი მიგულისხმია ;)
  6. ეს ჩემი ბავშვობის, მულტფილმია მაგრამ რა პაროდია ) )
  7. გაწვდით ინფორმაციას ჟურნალისტური გამოძიებისათვის. არსებულ ინფორმაციის მიწოდებას აზრი არ აქვს პროკურატურისათვის_ თუ რატომ ამას თავად მიხვდებით. ლაპარაკია ორმაგ მკველეობაზე, რომელშიც გარეულია ახლანდელი შშს-ს მინისტრის ღარიბაშვილის ოჯახის წევრები. არსებულ ინფორმაციას ვაწვდით ყველა რეიტინგულ ჟურნალ-გაზეთის რედაქციას, ასევე დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მოკლედ ყველას, ვინც დაინტერესებულია სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების საქმეში. ვინაიდან ხდება მრავალი კრიმინალური ფაქტის, რომლებიც მიჩქმალული იყო წლების განმავლობაში, ხელახალი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, ამიტომაც ამ მხრივ ფრიად აქტუალურია ეს ეპიზოდიც, რომელსაც სავარაუდოდ ყავს უამრავი მოწმე და თვითმხილველი, თუმცა წლების განმავლობაში ხდება მიზანმიმართული მიჩუმათება... ეს ფაქტი მოხდა რამოდენიმე წლის წინ თელავში, მაშინდელი სამხარეო პოლიციის უფროსის თამაზაშვილის ( შშს-ს მინისტრ ირაკლი ღარიბშვილის სიმამრი ) ამ პოსტზე მოღვაწეობის პეროდში. თამაზაშვილის ქალიშვილის ნუნუკა თამაზაშვილის ( მინისტრ ღარიბაშვილის მეუღლე ) კლასი აღნიშნავდა სკოლის დამთავრების ბანკეტს თელავის ერთ-ერთ დიდ რესტორანში. თამაზაშვილის ბრძანებით რესტორანი დაიკეტა სხვა კლიენტებისათვის, რათა უცხო ხალხს ახალგაზრდებისათვის ხელი არ შეეშალათ დროსტარებაში. რაღაც დროის შემდეგ რესტორანში მოვიდა თამაზაშვილის ვაჟი ლექსო თამაზაშვილი (ამჟამად საყართველოს პარლამენტის წევრი, დეპუტატი კოალიციიდან "ქართული ოცნება" ), რომელმაც სცადა რესტორანში შესვლა, თუმცა დაცვამ არ გაატარა. ამავე დროს რესტორანთან მოვიდა სხვა მოქალაქეთა პატარა ჯგუფი იმავე მიზნით, დაცვამ არც ისინი შეუშვა. ამ მიზეზის გამო ატყდა ჩოჩქოლი, რომელიც გადაიზარდა ჩხუბში ლექსო თამაზაშვილსა და ახლად მოსულ მოქალაქეთა ჯგუფს შორის. ამ სიტუაციას შეესწრო კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის სიმონიშვილის პირადი მძღოლი, რომელმაც ინცინდენტში მონაწილეებს შორის ამოიცნო თამაზაშვილის ვაჟი ლექსო და გადაწყვიტა სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჩხუბის მონაწილეები დაეშორიშორებინა და შუაში ჩამდგარიყო. ასეც მოიქცა და უცნობები გაიყვანა მოშორებით. ამასობაში ლექსო თამაზაშვილმა ჯიბიდან ამოიღო ეგრეთწოდებული "ლიმონკა" და მათი მიმართულებით ისროლა. აფეთქების შედეგად დაიღუპა სიმონიშვილის პირადი მძღოლი, დაშავდნენ ადამიანები. აფეთქების ხმაზე შიყარა ხალხი. ამ სიტუაციის თვითმხილველია უამრავი ადამიანი, თამაზაშვილის ქალიშვილი, მისი კლასელები... იმისთვის, რომ ლექსო თამაზაშვილის დაქავება არ მომხდარიყო დაიწყო ფაქტების დამახინჯება, მიჩუმათება, მიჩქმალვა. თამაზაშვილის უშუალო ბრძანებით დააკავეს სრულიად უდანაშაულო ადამიანი ეზიდი ეროვნების კახეთის მაცხოვრებელი, სრულიად უპატრონო ადამიანი, რომნელსაც არ ყავდა იჯხი, პატრონი და განმკითხავი. პოლიციამ "დაკითხა" დაკავებული და თან ისე "დაკითხა", რომ დაკავებული უბრალოდ ხელში შემოაკვდათ. გარდაცვლილი დაკავებული, როგორც ჯერ კიდევ ცოცხალი ეჭვმიტანილი ვითომ და გადაყავდათ თელავის წინასწარი დაკავების საკნიდან ყვარლის პოლიციის შენობაში და ვითომ მათ გზაზე გადაუდგნენ გარდაცვლილი მძღოლის ნათესავები და "მკვლელი" ჩაქოლეს. სინამდვილეში ის "ეჭვმიტანილი" უკვე მოკლული იყო პოლიციელების მიერ "დაკითხვისას". იმისათვის, რომ მოკლული მძღოლის ნათესაობა ჩუმად ყოფილიყო თამაზაშვილმა არამხოლოდ დააშინა, არამედ გარკვეული კომპენსაციაც გადაუხადა__ აჩუქა მწვანე მიკროავტობუსი და დასაფლავების ხარჯები სრულიად აიღო საკუთარ თავზე. თამაზაშვილი ახლახან გათავისუფლდა ამნისტიის შედეგად ციხიდან, რამოდენიმე წლის წინ იყო გასამართლებული ავტომატის უკანონო ტარებისათვის. მინისტრი ღარიბაშვილი ცდილობს სიმამრის რეაბილიტაციას, თითქოს და მის სიმამრს იარაღი უკანონოდ ჩაუდეს და უნდა აღადგინოს სამართლიანობა. სამართლიანობის აღდგენას ხომ არ დაიწყებდა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ოჯახის წევრების გასამართლებით, მისი ორი ახლონათესავი 2 ადამიანის მკვლელობაშია დამნაშავე და მისი მეუღლე მინიმუმ 1 მკვლელობის შედეგების მომსწრეა. ხომ არ დაიწყებდა მინისტრი ღარიბაშვილი სამართლიანობის აღდგენას საკუთარი ნათესავების და უჯახისწევრების სამაგალითო დასჯით? რითაა ეს კრიმინალური ეპიზოდი ნკლები რობაქიძის თუ გირგვლიანის საქმეზე? https://www.facebook.com/olegsandro.panfilov/posts/526840810708854
  8. http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/skhvadaskhva/30634-silamazis-salonshi-mamakacebs-shishveli-stilisti-qalebi-emsakhurebian.html მოდით, დაისვენეთ, ისიამუვნეთ
  9. alexისე პირდაპირ რო დადო ვიდეო არ ჯობს? ან რა საუკეთესო
  10. alexმოიცა,თავდაცვის მინისტრი არ იყო? თუ ეს სხვა თევზაია )
×
×
  • შექმენი...