Jump to content
Planeta.Ge

მირზა გელოვანი

პლანეტელი
  • პოსტები

    37
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მირზა გელოვანი

  1. მე გეთანხმები იმაში, რომ რადგან მე ვთქვი ღმერთი არის თქო ეს არ ნიშნავს იმას , რომ ღმერთი მართლა არსებობს. მე უბრალოდ ჩემი მოსაზრება გამოვთქვი. და ის, რომ კაცობრიობა ამდენი ხანია დაობს იმაზე არის თუ არა ღმერთი გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ყველანი თავისუფლები ვართ. ღმერთმა მოგვცა განსჯის უნარი (ეს ის უნარია რომელიც ჩვენ ცხოველებისგან გამოგვყოფს) და თავისუფლება. ადამიანი თვითონ ირჩევს თავის ,,სიმართლეს’’(გზას). მე ჩემი სიმართლე მაქვს, სხვას თავისი, უბრალოდ ვამბობ, რომ ქრისტიანებს ჭეშმარიტი რწმენა გვაქვს განსხვავებით ათეისტებისაგან.
  2. ლევან ბერძენიშვილს მეც მოვუგებ ) ერთი სიტყვით რომ ვთქვათ მკვდარი პოლიტიკოსია ლევანი.
  3. Nukriko ალბათ ვიღაც ავტორიტეტია ხო ? )) ვინაა ?
  4. შენ ალბათ თბილისელი ხარ და არ იცი ის რომ ,,მაესტრო’’ ,,კავკასია’’ და ,,9-არხი’’ მარტო თბილისში მაუწყებლობს. ისიც სილკ-ტვ არ აჩვენებს ამ არხებს. ამიტომ მედიის ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოში აქტუალურია.
  5. ნებისმიერ ათეისტს შემიძლია დებატებში დავუდგე. ათეიზმი არის სიცრუე და ვისაც ეს არ ჯერა შეუძლია შემედავოს.
  6. ასეა თუ ისეა მემგონი მაინც გადააყენებდნენ დავითს, რომც არ დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ. და თუ არ ვცდები თბილისის საკრებულოში ეს ერთადერთი იყო ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი ხო ?
  7. მეც ინგლისის ნაკრების გულშემატკივარი ვარ. ამ ნაკრებს 1998 - დან ვგულშემატკივრობ. იმედია ახალ მწვრთნელს ( როი ჰოჯსონს ) დატოვებენ.
  8. დავით საგანელიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენეს. კენჭისყრის დაწყებამდე მან სიტყვა ითხოვა. როგორც საგანელიძემ განაცხადა, მას კარგად ესმის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მისი გაწევრიანების გამო. "ამ გადაწყვეტილების აღსრულება დაგევალათ თქვენ, რის გამოც საკრებულოს სხდომაზე უნდა დააყენოთ ჩემი გათავისუფლების საკითხი და მოიგონოთ გათავისუფლების რაიმე სხვა მიზეზი", - აღნიშნა საგანელიძემ და დასძინა, რომ მან სცადა კოლეგებისთვის ეს უხერხულობა თავიდან აერიდებინა, ამიტომ თავადვე დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. თუმცა, როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, საკითხი პროცედურების გათვალისწინებით კენჭისყრაზე აუცილებლად უნდა გასულიყო და შედეგად დავით საგანელიძე, ფარული კენჭისკრის შედეგად, საკრებულოს თავმჯდომარეობიდან 33 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, გადააყენეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. დავით საგანელიძის გადაყენების მიზეზები საკრებულოს სხდომაზე განმარტა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაალ სამადაშვილმა. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში დავით საგანელიძის მხრიდან გახშირდა არაკორექტული გამონათქვამები. გარდა ამისა, სამადაშვილის თქმით, უმრავლესობამ მის მიმართ ნდობა დაკარგა. "ამ ადამიანმა მისთვის უკეთეს პირობებს მიაგნო და მოიპოვა ის, რისმა უკმარისობამაც ჩვენთან მოიყვანა. ამიტომ მან დაკარგა ნდობა, რაც ჩვენთან თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის", - განმარტა ზაალ სამადაშვილმა.
  9. საქართველოს პარლამენტმა Must Carry-ი მესამე მოსმენით ერთხმად უკვე დაამტკიცა. "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 103 ხმით არცერთის წინააღმდეგ დამტკიცდა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის წინა დღემდე ყველა საკაბელო კომპანია ვალდებულია ყველა სატელევიზიო მაუწყებლის ტრანზიტი განახორციელოს. აღნიშნული ვალდებულების შესრულება არჩევნების დანიშვნის დღიდან ერთი დღის ვადაში უნდა მოხდეს.
  10. წასულია მიშას საქმე. უკვე ევროსაბჭოც კი აკრიტიკებს მას, ეს უკვე სიგნალი უნდა იყოს სააკაშვილისთვის, რომ მისი დრო წასულია. ან ხარ დემოკრატი ან ავტოკრატი და რადგანაც ჩვენს ხელისუფლებას დემოკრატიული გზა აქვს არჩეული ვალდებულია 2012 და 2013 წლების არჩევნები, ხელისუფლების გადაბარების წლები უნდა გახდნენ.
  11. ეს ჩავესისა და მიშას პოლიტიკა არ არის მარტო. ასე ყველა დიქტატორი იქცევა, მაგრამ მიშა დიქტატორს საერთოდ არ გავს რადგანაც ძალიან მშიშარა პიროვნებაა. ეს შიში დაღუპავს მას. და ისე რომ იცოდეთ ამ ვენესუელას პრეზიდენტს (ისევე როგორც ჩვენსას) КГБ სკოლა აქვს დანთავრებული და ჩავესის და მიშას პოლიტიკა ამიტომაც გვანან ერთმანეთს.
  12. მეც ახალი ვარ ამ ფორუმზე და სიმართლე, რომ ვთქვა ფორუმ.გე - საც კი მირჩევნია.
×
×
  • შექმენი...