ეს მეც ვიცი, მაგრამ ეგვიპტეში საიდან მოხვდნენ? ისე ფროიდს კი აქვს დაწერილი, მოსე და მისი "შაიკა", უბრალოდ ეგვიპტელი აჯანყებულები იყვნენ, რომელთაც ეგვიპტიდან გაქცევა მოუწიათ და ახალი საცხოვრებლის ნახვაო.. მაგრამ ვინ იცის, მართალია კი ეს..?? არა და ფროიდი, როგორც ვიცი, თვითონ ავსტრიელი ებრაელი იყო.. თან მიუხედავად იმისა, რომ არარელიგიური იყო, მაინც ებრაელად თვლიდა თავს და პროტესტის ნიშნით ავსტრიიდანაც კი გაიქცა, - ინგლისში (როგორც გამიგია).. არა და, რაც მან მოსაზე დაწერა (მოსე კი, ებრაელების "ქრისტეა", - შეიძლება ითქვას).., ამისთანა ანტისემიტური გამოხტომა, ჰიტლერსაც კი არ მოუვიდოდა თავში.. ყველა გენიოსი უბერავსო თავისებურად, მგონი, ტყუილად არ ამბობენ.. აი მაგალითად დოსტოევსკის თავის ნაწარმოებებში, რომ აქვს ჩართული ღვთის გმობა, ისეთი მგონი, ნიცშესაც შეშურდებოდა, მაგრამ ტიპი ამავე დროს, თავს გულმხურვალე მორწმუნედ გრძნობდა.. რათქმაუნდა, საჭიროცაა.. აბა რელიგიის უცოდინარმა, აზრი არ აქვს, რელიგიის საწინააღმდეგოდ შეედავოს ვინმეს..