იმენნა შეჩვეული ხარ? ანუ რო არ მოწიო არ შეგიძლია? "პატარავდები"? თავი "გებერება"? "იკუმშები"? ადვილად გაღიზიანებადი ხდები..? თუ უკვე შეჩვეული ხარ, არამგონია, სტაჟს მნიშვნელობა ქონდეს.. ერთხელ მახსოვს, რამდენიმე წლის უკან.. მივატოვებ-მეთქი.. მთელი დღე არ მომიწევია.. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სულ სხვა, რაღაც ბნელ განზომილებაში ვიყავი და ხალხს ჩემი ფუღუროდან ვუყურებდი.. ყველაფერი ირგვლივ ვიწროვდებოდა.. ბოლო-ბოლო გადავიტანე, ხო იცი შენ.. - ყავის შემდეგ, ჭამის შემდეგ(ანუ ეს განსაკუთრებით ძნელია ჩემთვის).., მაგრამ..... მოკლედ დასრულდა დღე, დავწექი დასაძინებლად.. დაახლოებით 3 საათი ბევრძოდი უძილობას და ვბორგავდი ლოგინში.. ბოლოს ვთქვი, ეეე, რა სიგარეტს მოვუკლივარ და რა უძილობას-მეთქი.. იქ დამთავრდა ჩემი სიგარეტის მიტოვების მცდელობა.. თუ ვერ მიატოვებ, მოწევის შუალედი შეამცირე მაინც.. აი მაგალითად, მე ყოველ საათში ვეწეოდი. ახლა კი ყოველ 2 საათში ვეწევი.. რავი, უფრო მეტი დაგეზოგება მაინც ბოლო-ბოლო, სხვა თუ არაფერი..