mercia merlani, აუ, როგორ გაწყენინო, მაგრამ იმენნა ბოდავ.. აჰა, წაიკითხე - აგნოსტიციზმი და ათეიზმი [რედაქტირება] ძირითადი სხვაობა აგნოსტიციზმსა და ათეიზმს შორის მდგომარეობს შემდეგში, რომ აგნოსტიციზმი ღმერთის პრინციპულ, რაციონალურ შემეცნების შესაძლებლობას, ხოლო ათეიზმი ღვთის ფაქტიურ რწმენას უარყოფს. ამასთან აგნოსტიციზმი უმეტესად ფილოსოფიური თვალსაზრისია, მაშინ როცა ათეიზმი თეიზმის საპირწონედ გვევლინება. სხვაობა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ხშირად შეცდომით აგნოსტიციზმი ათეიზმის სინონიმად გამოიყენება. ზოგჯერ ისიც ითქმის, რომ აგნოსტიციზმი არ არის დამოუკუდებელი მსოფლმხედველობა, არამედ ოდენ ათეიზმის შემადგენელი პრინციპია. სხვანი იმასაც ამტკიცებენ, რომ ათეიზმი მხოლოდ როგორც აგნოსტიციზმის შედეგი იძენს აზრს. რომ ათეიზმი შედეგია აგნოსტიკური შეხედულებისა ღმერთის შემეცნების შეუძლებლობაზე. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი ვითარების გააზრება — აგნოსტიციზმი შეიძლება უშვებდეს ღმერთის არსებობას, მაგრამ გამორიცხავდეს მისი შემეცნების შესაძლებლობას. ათეიზმი კი ღმერთის რწმენის არქონას ნიშნავს.