გუსტავ მალერი (დ. 7 ივლისი, 1860 — გ. 18 მაისი, 1911) — ავსტრიელიკომპოზიტორი და დირიჟორი. იგი სიცოცხლეშივე აღიარეს საუკეთესო დირიჟორად. ამასთანავე, მალერი გვიანდელი რომანტიზმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლება, თუმცა მის მუსიკას, მალერის სიცოცხლეში, ვენის ისტებლიშმენტი ყოველთვის როდი წყალობდა. იგი სიმფონიების და სიმღერების ავტორია.