Jump to content
Planeta.Ge

Shaten

პლანეტელი
  • პოსტები

    8.479
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Shaten

  1. პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკი (რუს. Пётр Ильич Чайкoвский; დ. 7 მაისი, 1840 — გ. 6 ნოემბერი, 1893) — რუსი კომპოზიტორი. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს რუს კომპოზიტორთა „ხუთეულის“ წევრი არ იყო, მისი მუსიკა საყოველთაოდ ცნობილი და მიღებული გახდა მისი გამორჩეულად რუსული ხასიათის, მდიდარი ჰარმონიებისა და მელოდიურობის გამო. თუმცა ამასთან მისი ნამუშევრები გაცილებით დასავლური იყო ვინემ მისი სხვა რუსი თანამემამულეებისა, ვინაიდან ის ეფექტურად იყენებდა საერთაშორისო ელემენტებს ეროვნულ სახალხო მელოდიებთან შერწყმით. ჩაიკოვსკის ნაწარმოებები აქვს შექმნილი მუსიკალური შემოქმედების ყველა ჟანრში. ბიოგრაფია პეტრე ჩაიკოვსკი დაიბადა ვოტკინსკში (ახლანდელი უდმურტეთი). მამამისი — ილია პეტრეს ძე ჩაიკოვსკი იყო ინჟინერი. ჰყავდა 3 ცოლი, რომლიდანაც მეორე — ალექსანდრა ანდრეის ასული ასიერი პეტრეს დედა იყო. პეტრე იზრდებოდა მრავალშვილიან ოჯახში. მასთან ერთად იზრდებოდა მისი ნახევარდა ზინადა, უფროსი ძმა ნიკოლოზი და უმცროსი ალექსანდრა, იპოლიტი და ტყუპები: მოდესტი და ანატოლი. პეტრეს მშობლებს უყვარდათ მუსიკა. დედამისი უკრავდა ფორტეპიანოზე და მღეროდა. სახლში ედგათ მექანიკური ორგანი, რომლის მეშვეობით პატარა პეტრემ პირველად მოისმინა მოცარტის ოპერა „დონ ჟუანი“. იმ დროს, როდესაც ოჯახი ვოტკინსკში ცხოვრობდა მათ საღამოობით ხშირად უწევდათ მოესმინათ რუსული ხალხური სიმღერები, ნამღერი ქარხნის მუშებისა და გლეხების მიერ. 1859-1863 წწ. მსახურობდა იუსტიციის სამინისტროში. 1861-1865 წწ. სავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში (1862 წლამდე რუსეთის მუსიკალური საზოგადოების პეტერბურგის განყოფილების სამუსიკო კლასები). მეცადინეობდა ანტონ რუბინშტეინთან (კომპოზიცია).1866-1878 წწ. მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი (მის მოწაფეთა შორის იყო ს. ტანეევი). პეტერბურგში ხშირი მოგზაურობის დროს ურთიერთობა ჰქონდა „მძლავრი ჯგუფის“ წევრებთან. მოსკოვის პერიოდის უმთავრესი ნაწარმოებებია: 3 სიმფონია (მ.შ. „ზამთრის ოცნებები“,1866), სიმფონიური უვერტიურა-ფანტაზია „რომეო და ჯულიეტა“ (1869), სიმფონიური ფანტაზიები „ქარიშხალი“ (1873) და „ფრანჩესკა და რიმინი“ (1876), I საფორტეპიანო კონცერტი (ორკესტრთან ერთად) (1875), „მელანქოლიური სერენადა“ ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1875), 3 სიმებიანი კვარტეტი (1871, 1874, 1876), ოპერები „ვოევოდა“ (1868), „უნდინა“ (1869), „ოპრიჩნიკი“ (1872), „მჭედელი ვაკულა“ (1874, მე-2 რედაქცია - „ქოშები“, 1885), ბალეტი „გედის ტბა“ (1876), მუსიკა ა. ოსტროვსკის პიესა „თოვლის ქალისათვის“ (1873), საფორტეპიანო პიესები (მ.შ. ციკლი „წელიწადის დრონი“, 1876), რომანსები და სხვ. 1877 წელს პეტრე ჩაიკოვსკი საზღვარგარეთ გაემგზავრა. აქ დაასრულა მე-4 სიმფონია (1876-1877) და ოპერა „ევგენი ონეგინი“ (1877-1878). 1885 წლამდე მეტწილად ცხოვრობდა საზღვარგარეთ (შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი). 1885 წლიდან ჩაიკოვსკი დამკვიდრდა მოსკოვთან ახლოს (1892 წლიდან კლინში) და გაანახლა მუსიკალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ამ წლებში მისმა შემოქმედებამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა. 1893 წელს პეტრე ჩაიკოვსკის მიენიჭა კემბრიჯის უნივერსიტეტის მუსიკის დოქტორის საპატიო წოდება. გარდაცვალება ჩაიკოვსკი გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში 1893 წლის 6 ნოემბერს, თავისი მეექვსე, „პათეტიკური“ სიმფონიის პრემიერიდან მეცხრე დღეს. თავისი ინოვაციურობის და უზარმაზარი ემოციურობის გამო იგი პუბლიკამ ჩუმი გაუგებრობით მიიღო.[1] სიმფონია მეორედ დაუკრეს მისი გარდაცვალებიდან ოც დღეში და აუდიტორიამ იგი უფრო კეთილად მიიღო. [2] დღეისათვის „პათეტიკური“ ითვლება ჩაიკოვსკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრად. ტრადიციულად ჩაიკოვსკის სიკვდილს მიაწერენ ქოლერის ეპიდემიას, რომელიც მაშინ ქალაქში მძვინვარებდა.[3] თუმცა ალტერნატიული ვერსიით ითვლება რომ თავი მოიკლა.[4] ჩაიკოვსკი საქართველოში 1886-1890 წწ. პეტრე ჩაიკოვსკი ხუთჯერ იყო საქართველოში. მისი საუკეთესო ოპერები მის სიცოცხლეშივე დაიდგა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. თბილისსა და ბორჯომში დაწერა ჩაიკოვსკიმ საორკესტრო სიუიტა „მოცარტიანა“, „სექსტეტი“, „მოგონებები ფლორენციაზე“, აქ მუშაობდა ბალეტ „მძინარე მზეთუნახავზე“. ჩაიკოვსკი იმყოფებოდა ბორჯომში 13/25 ივნისიდან 6/18 ივლისამდე, 1887 წელს, ძმა ანატოლისთან ერთად. ექიმის რჩევით ის დარჩა ბორჯომში ჯანმრთელობის გამოკეთებისთვის. ის წარმატებულად მუშაობდა მე-4 სუიტა „მოცარტიანა-ს“ გაორკესტრებაზე. და დაასრულა ბოლო ორი ნაწარმოების ოთხი ნაწილიდან. მან ასევე დაწერა საგუნდო ნაწარმოები „Бпажен, кто улыбается“ და გააკეთა სექსტეტიSouvenir de Florence-ს ჩანაწერები. ბორჯომიდან წამოსვლის შემდეგ წერდა: „ჩემი აზით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში“. შემოქმედება ოპერები ვოევოდა (1868) უნდინა (1869) ოპრიჩნიკი (1872) მჭედელი ვაკულა (1878) ევგენი ონეგინი (1878) ორლეანელი ქალწული (1879) მაზეპა (1884) ჩერვიჩკი (1887) პიკის ქალი (1890) იოლანტა (1892) ბალეტები გედების ტბა (1876) მძინარე მზეთუნახავი (1889) მაკნატუნა (1892) სიმფონიური ნაწარმოებები "ჭექა-ქუხილი" უვერტურა (1864) სიმფონია № 1 "ზამთრის ოცნებები" (1866) "ფატუმი", სიმფონიური ფანტაზია (1868) სიმფონია № 2 (1872) კონცერტი № 1 ფორტეპიანოსთვის ორკესტრთან (1875) სიმფონია № 3 (1875) "ფრანჩესკა და რიმინი", სიმფონიური ფანტაზია (1876) ვარიაცია როკოკოს თემაზე ვიოლონჩელისა და ორკესტრისთვის (1878) კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (1878) სიმფონია № 4 (1878) "1812 წელი" უვერტურა (1880) "რომეო და ჯულიეტა", უვერტურა-ფანტაზია (1869, 1870, 1880) კონცერტი № 2 ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის (1880) "მენფრედი", სიმფონია (1885) Pezzo capriccioso (1887) სიმფონია № 5 (1888) კონცერტი № 3 ფორტეპიანოსთვის ორკესტრთან (1893) სიმფონია № 6 (1893) ჩაიკოვსკი ბორჯომში
  2. http://kinopod.ru/video.html?id=20844
  3. "მურმანიძეს" ხო არა..? რაცხა უშნოდ არ აწერს ხელს..
  4. ხო, მგონი მართალი ხარ.. ნამეტანი გლობალურში გადავედი..? ნუ გამიბანძე კუკლასავით მუსიკა.. მემგონი, ეროტიკული მისტიკა არ იყო მხედველობაში..
  5. მთლიანად მისტიკა არაა საქართველო..??
  6. რავი, ვიღაცას ეტყობა ძაან ევასება..
  7. გასაგებია.. ე.ი. იმის ნიშანი იქნება, რომ ხუხაშვილის პორტრეტს არ მოაშორებენ..
  8. ეგ ჰო, ასეთი ხანგრძლივობის ომი, სხვა, მე არ გამიგია.. აუცილებლად შევხედავ, როცა დრო მექნება..
  9. რა პირველი..?? ომები ანტიკური ხანიდან მოდის..
  10. მსოფლიოდ არ ითვლება, რადგან მხოლოდ ევროპას მოიცავდა.. რელიგია ეს მხოლოდ საბაბი იყო.. მიზანი კი, გეცოდინება რაც იყო, - რაც ყოველთვის იყო, არი და იქნება..
  11. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%97%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98_%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98
  12. ყველაზე სისხლიანი..?? 30-წლიანი ომი გაგიგია (ევროპაში)..?
  13. საერთოდ, II მსოფლიო ომის ისტორია ყველაზე უფრო უხეშადაა გაყალბებული..
  14. მასე მეც გადავიღებ დოკუმენტურ ფილმს, რაიმე ისტორიული მოვლენის გაყალბებით... უბრალოდ სახსრები უნდა..
  15. სანამ ადგილებს ჩამოვწერდეთ, ფონი შეურჩიოთ, არა..? - http://www.youtube.com/watch?v=xeFKqSo8Tzo
  16. გაგიგია.. Giorgi Kiskeidze, თუმცა, თუ გინდა - ენდე.. მეც რას შეგიჩნდი..?! უბრალოდ იმას ნამდვილად ვერ დაამტკიცებ, რომ ის დოკუმენტური ფილმი ჭეშმარიტებას ღაღადებს..
  17. http://www.youtube.com/watch?v=8XV2wpGQev8 "მურმანიძე" რომელია ოღონდ ამ ფორუმზე?
  18. ლუსი@, ის დაგავიწყდა, - უბნის ბატალიები.. ჯერ დაჯდებიან ეზოში (ბაცნები).. დაიდგამენ სასმელს........ მერე მიდის: "შენ ვის ეუბნები შე ნაბოზვარო (რაც შეიძლება ხმამაღლა)!" "შენი ბოზი დედის მუდელი..!" და ა.შ. მიდის ყეფა-ღრენა..
  19. შენ მართლა ვერ გაიგე, რა დავწერე (რა მქონდა მხედველობაში).., თუ თავს იკატუნებ?
  20. ხო, სხვათაშორის, ბაბუაჩემი იბრძოდა ბრეჟნევის გვერდიგვერდ.. გერმანელებმა დაჭრეს.. ომის შემდგომ, ის სამსახურიდან დაითხოვეს (უშიშროებაში მუშაობდა, - ომამდეც), იმიტომ რომ ვიღაც უდანაშაულო ადამიანი (ვისი გაფუჭებაც საჭირო იყო) არ (ვერ) გააფუჭა.. მაინც გულანთებულ კომუნისტად მოკვდა საწყალი..
×
×
  • შექმენი...