-
პოსტები
2.669 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
35
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი urfinjus
-
ვასალის მომხიბვლელი თავმდაბლობა სუზერენზე საუბრისას
urfinjus replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
alex რისი არაფრის.. ვისი-კლოუნების -
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
urfinjus replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ბოსელია ჩასულა და აბა გვეშველა....- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ვასალის მომხიბვლელი თავმდაბლობა სუზერენზე საუბრისას
urfinjus replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
p.s. განგებამ გადაარჩინა აშშ და ინდოეთი(კიდევ ბევრი სახელმწიფო ვინც თავისუფლებისათვის იბრძოდა): ჯორჯ ვაშინგტონს და მოჰანდას განდის რომ ვაჭრული სული ქონოდათ ან ამდენი "მწიგნობარი და ფარისეველი" ოკუპანტთან "ურთიერთობის დალაგების" მცოდნე ექსპერტი-პოლიტიკოსი ყოლოდა სად იქნებოდნენ ეს სახელმწიფოები?...ჭეშმარიტად თქვა აკაკი ბაქრაძემ: "ყოველგვარი ნიღაბი არსებობს ამ ქვეყნად, მათ შორისი სილაჩრის გამამართლებელი კეთილგონიერებისაც".... -
ვასალის მომხიბვლელი თავმდაბლობა სუზერენზე საუბრისას
urfinjus replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა თქმა უნდა ბიძინე და მისი მენტალობის ადამიანები "ერთად ცხოვრობდნენ დიდ ქვეყანაში" ხოლო რუსეთმა სხვა ქვეყნის ანექსია მოახდინა 1801წელს, ბიძინეს და პუწინს ბევრი "კარგი და საერთო ამბები აქვთ" ამ ერთად ცხოვრებიდან კულტურული: როდესაც რუსებმა მეცხრამეტე საუკუნეში საერთოდ გააუქმეს საქართველოს ავტოკეფალია ფრესკები გადაღებეს და ეგზარქოსები დაგვისვეს როდესაც ოფიციალურად ერთხელ გააუქმა ქართულ ენაზე სამართალწარმოება(მეცხრამეტე საუკუნეში) და მეორედაც ცადა გასულ საუკუნეში....ბევრი რამ გვაქვს საერთო 1921 ოკუპაცია, 1924 აჯანყების ჩახშობა, რეპრესიები 1935-53 წლებში, რუსეთ-გერმანიის ომში ძალით გარეკილი 300000 ქართველი(ილხანების სახანოც და სპარსელებიც მიერეკებოდნენ ქართველებს თავის ომებში მაგრამ რატომღაც ეს ქართულ-მონღოლურ-სპარსულ ურთიერთობებში "საერთო ცხოვრების" ისტორიად არ განიხილება)....და არავინ ითხოვდა კანცლერ ბიძინესაგან რუსეთის დედის გინებას მაგრამ ოკუპაცია "ერთად ცხოვრების ისტორია" ვერასოდეს ვერ გახდება ჭეშმარიტებისათვის...მტრის შემოჭრა შენ მიწაზე: გაუაზრებელი ომი ქვეყნის დამცველთათვის არასოდეს გახდება. ამ ყველაფრის უარყოფა და რუსეთისათვის მაამებელი "საქართველოს ისტორიის ახალი ხედვა" განწირულია სანაგვისათვის....აქაოდა "ურთიერთობას ვალაგებთო" და "შიშიშიში" ყველის ვაჭარივით ვუკრიჭოთ კიჭები რუსებს, ვაამოთ, თავზე ნაცარი ვიყაროთ ჩავარდნილი ხმით- ეგებ ცხინვალიდან და სოხუმიდან თუ არ გავლენ ერთ ორ ყუთ ბორჯომს და ჭიან ვაშლს სადმე პოდმოსკოვიეში მაინც ხომ გაგვაყიდინებენო.....ეს არ იყო არც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი პოლიტიკოსის განცხადება არც დაპყრობილი მაგრამ მუხლებზე არდამდგარი ადმინისტრაციის განცხადებას გავდა....ეს იყო შეშინებული ვაჭარის საუბარი: მკლავენ, სახლს მიწვავენ, მიწას გვართმევენ და ეგებ გვევაჭრა მაინც მოძალადესთან იქნება ამ ყველაფერში ხეირი რამე ვნახოო...http://s019.radikal.ru/i610/1211/f2/4e9ec217dac6.gifhttp://s019.radikal.ru/i608/1211/c0/b1e2fbd02f7e.gif -
http://www.youtube.com/watch?v=wb6QkwkxNzM&list=UUvI6ZagLCMhZ66CL8vlSdcw&index=1&feature=plcp ნაგისა ოშიმას 1999 წლის ფილმში- "Taboo" მოთხრობილია სამურაების ცხოვრება და ურთიერთობა....მთავარი ინტრიგა ფილმისა იმაში მდგომარეობს რომ ერთერთი გმირი რომელიც ტექნიკითა და გამოცდილებით თითქმის ყველაზე ძლიერია გაუგებარ სისუსტეს იჩენს მასზე რამდენიმე საფეხურით დაბალ მდგომ ერთერთ სპარინგ პარტნიორთან. პირველი(რომელიც ძლიერია) დაუნდობელია და სისასტიკით მოხუც სამურაებსაც კი აკვირვებს მაგრამ როგორც კი ჰორიზონტზე ჩნდება ის(სპარინგებში დაბალ საფეხურზე მდგომი) სამურაი ძლიერი ფითრდება ძალა ეცლება და მასთან(სუსტთან )სულ აგებს. როცა ამ სუსტს სხვა ყველა(ვისაც ძლიერი წამებში ამარცხებს) სამურაი თავისუფლად უსწორდება....როდესაც ვუსმენდი ბიძინეს რუსეთზე საუბარს ეს ფილმი გამახსენდა...გამახსენდა მრისხანე კობა დავითაშვილის ჩავარდნილი ხმა თბილის-მოსკოვის ტელედებატების დროს ჟირინოვსკისთან(ეს ერთი 5 წლის წინანდელ ამბავს მოგახსენებთ მაშინ თვით კობიკოს კოშმარშიც კი არ დაესიზმრებოდა რომ ჟირინოვსკის კარზე ატუზულს დააცდევინებდნენ და ხელის ჩამოურთმევლად მიიღებდა დიდი რუსი ძერჟიმორდა ძერჟავნიკი ჟირინოვსკი), გამახსენდა ზეინტელექტუალი ლევან ბერძენიშვილი როგორი ჩავარდნილი დაყვავებული ხმით ეკურკურებოდა რუსეთის ელჩს ტელეფონით(ესეთი მოსიყვარულე და შემწყნარებლური ტონი არ ღირსებია არცერთ ლევანის ქართველ ოპონენტს ბრეგაძეს გარდა რომელმაც იგი პირდაპირ ეთერში პორტის ბოზივით შეამკო(უნდა ვაღიარო მაშინ შემეცოდა ლევანი)). ვიფიქრე რა ემართება ამ ადამიანებს რუსებთან საუბარში და კვლავ ნაგისა ოშიმას Taboo გამახსენდა....
-
შეიძლება არ გაუქმებულა მაგრამ ექიმების ენთუზიაზმა და თავაზიანობამ დაზღვეულებთან ათმაგად იკლო ვერც გაამტყუნებ. ერთი მხრივ აღარავინ მომსახურეობის კონტროლით თავს არ აიტკივებს, მეორე მხრივ "რეჟიმის" დაზღვევაა და შეიძლება მისი იგნორირებას ადგილებზე ბიძინეს თანამხარჯველთა მხრიდან წახალისებაც კი მოყვეს....
-
თქვენი აზრი საომბუდსმენო სკანდალებზე
urfinjus replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
p.s. რაც შეეხება ნიკოლაიშვილს შთამბეჭდავი ბლანჟე და წარსული აქვს(სამახსოვრო სურათი თანამებრძოლებთან)http://s017.radikal.ru/i409/1211/8a/0c4da8beb09d.jpgბლანჟე ეხლა აქვს თორემ წინათ წვერს ატარებდა როგორც ყველა პატიოსანი მხედრიონელი. ოცი წელის მანძილზე მისი კლიენტები სისხლის სამართლის დამნაშავეებიდან "პოლიტპატიმრები" ხდებოდნენ ....მაინცდამაინც არავინ უჯერებდა ნიკოლაიშვილს აქუბარდიასა და მისი მსგავსი კლოუნების გარდა მაგრამ იურისტი ნიკოლაიშვილი ამას თავის გენიალურობითა და "ქვეყანაში სასამართლოს არქონით" ხსნიდა....ვერ შეედავები: თუ ყაჩაღი შემოგივარდათ სახლში და ეს მომხვდური ნიკოლაიშვილის კლიენტია მაშინ სასამართლო პოლიტიკური იქნება შესაბამისად ყაჩაღი პოლიტპატიმარი და თქვენ ხელისუფლების დაქირავებული ცილისმწამებელი(მერე რა რომ ამ ყაჩაღმა ოჯახის წევრები დაგიხოცათ-ნერვებმა უმტყუნა კაცს).. -
თქვენი აზრი საომბუდსმენო სკანდალებზე
urfinjus replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"პატრიოტებს უნდათ ლორთქიფანიძე..." -რას არ გაიგებ ამ ქვეყანაზე....თურმე ლორთქიფანიძე "პატრიოტი" ყოფილა და გვიმალავდნენ....არადა მახსოვს ომის შემდეგ რომ ტრიბუნიდან გაკიოდა(ცალი თვალი კამერებისაკენ ქონდა "ხომ მიღებენ"-ო): რუსული ენა საფრთხეშია, რუსული (პროპოგანდის მანქანა ოკუპანტების ტელევიზიები) რატომ დაიბლოკაო საქართველოს ტერიტორიაზე-ო. ჩერჩეტი კაცია თორემ ეცოდინებოდა რომ როდესაც ქვეყანაში მტრის ჯარი შემოიჭრა და ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა მისი ტელევიზიის ტრანსლირება მტრისათვის ხელშეწყობაა(არცერთი ქვეყანა ამას არ დაუშვებს). შეიძლება კაცი იგი ლორთქიფანიძე მართლაც პატრიოტია მაგრამ იმ ქვეყნისა ვისი ტელევიზიების დაბლოკვაც ეგზომ დიდი ალიაქოთით გააპროტესტა-იგლოვა. მეორე ლოთრთქიფანიძე(პატრიოტი რომ ყოფილა და გვიმალავდნენ) არი რუსული შავრაზმული პროვოსლავიის იდეების ადაეპტი და თავგამოდებული დამცველი, საეჭვოა ეს "პატრიოტი" რაიმე ფორმით ტოლერანტული იყოს სხვა კონფესიების ან ღმერთო დაიფარე ათეისტების აგნოსტიკოსებისა და სხვათა მიმართ. ტოლერანტობას ვინ ჩივის და დიმიტრა-პატრიოტს თუ რა ობიექტურობის ნიჭი გააჩნია ეს უბრალოდ კატეხიზმოთი შეიძლება განსაზღვროთ. დიმიტრი "პატრიოტის" სხვა დიად ღირსებებზე რომლებიც უბრალოდ არ გააჩნია საუბარს აღარ გავაგრძელებ ერთს დავძენ: უფალო, კრიშნა, ალლაჰ, იეჰოვა, ადონაი, ოდინ, იუპიტერ, ოსირის, იშთარ, კოსმოსო ბუნებავ ისტორიავ და შემთხვევითობავ თქვენ დაიფარეთ საქართველო ესეთი "პატრიოტებისაგან"!!!!!http://s018.radikal.ru/i524/1211/c0/49597e636dc0.gif -
Asmodeus მგონი რაჯა იოგა და ბჰაქთი იოგა გამოგრჩათ
- 34 replies
-
- რელიგია და ფილოსოფია
- მედიტაცია.
-
(and 1 more)
Tagged with:
-
Shaten ვცდილობ პასუხი ვაგო იმაზე რა ინფორმაციასაც ვიძლევი ეს მნიშვნელოვანია.
-
ჯერ კიდევ ოსტაპ სულეიმან ბერტა-მარია ბენდერ ბეი ამბობდა "ჩემში ფარული ბიუროკრატი ცხოვრობს"-ო. ცუდი დაკვირვება არაა მოყვანილ სტატიაში...
-
Shaten არა მე არ ვარ დარწმუნებული რომ ესე ქვია უბრალოდ რაც გამახსენდა ქართულად ის ვუწოდე...
-
Shaten ჰო ღრუსები ეგრე ეძახიან, ქართულად მგონი ჭინკა უნდა ერქვას მაგრამ ნამდვილად ვერ დავადასტურებ რომ ესეა
-
Shaten შუქი რომ არა გვაქვს ჩვენ აულში ამით ვერთობითhttp://s52.radikal.ru/i136/1211/58/633610d4a48f.gif
-
შუქი სამჯერ გაითიშა ამიტომ წინადადება არეული გამომივიდა...
-
პარიზელი მე ვფიქრობ რომ ჩვენი ცხოვრებაა ამ სამყაროში მოგზაურობა: ჩვენ-მიკროკოსმოსი ვმოგზურობთ(ვსწავლობთ აღვიქვამთ ვაკვირდებით და ა.შ.) სამყაროში(მაკროკოსმოსი). რომ არა ადამიანის ბუნებრივი ლტოლვა და ცნობისმოყვარეობა ამ სამყაროს შეცნობისა, ცხოვრება აუტანელი იქნებოდა...
-
http://s017.radikal.ru/i413/1211/e9/d8afa19dbcd7.gif
-
პარიზელი მრავალ ნოემბერს დაესწარით მხიარულად და ტკივილის გარეშე, მოგზაურობაში სახელად ცხოვრება.
-
http://s019.radikal.ru/i622/1211/7c/5a5a2a33a4bc.jpghttp://i065.radikal.ru/1211/45/3b4b2336a6ce.jpg http://s53.radikal.ru/i141/1211/26/bfbede63a817.jpg
-
http://s43.radikal.ru/i100/1211/e1/848ccbe49b58.jpghttp://s40.radikal.ru/i088/1211/c5/aae91a0b8613.jpg
-
http://s44.radikal.ru/i103/1211/03/0a848c1e9c92.jpghttp://s53.radikal.ru/i140/1211/54/639d35a84996.jpg http://s017.radikal.ru/i436/1211/a4/f2f37e01aceb.jpg
-
http://s019.radikal.ru/i642/1211/33/1cc829cc9a2f.jpg
-
http://s017.radikal.ru/i411/1211/0f/af39887a46b5.jpg http://s018.radikal.ru/i506/1211/1d/5702a457edea.jpg http://s017.radikal.ru/i403/1211/e9/adaf68c67f3b.jpg
-
http://s019.radikal.ru/i644/1211/a8/b3709e46fe08.jpg