Jump to content
Planeta.Ge

urfinjus

პლანეტელი
  • პოსტები

    2.669
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    35

კომენტარები ბლოგზე დაპოსტილი urfinjus -ს მიერ

  1. გოდება იეროვინმესი: წინა ხიდაშლელის კალთებში დაკარგულ უმანკოებას დავტირი უსუფას შვილის სულის გასარჩენად, სამტრედიის რელსებს დავტირი ზვიად დზიდზიგურის სულის გადასარჩენად, ზედმეტობისაგან გადაქანცულ სტომაქს დავტირი კობა მარადმშიერი-დავითაშვილის სხეულის გადასარჩენად, დავტირი ნეტარი ბოცვერი ალასანიას ფობიებს მისი საქმიანი ზეაფორიაქებულობით გადაღლილი სულის გადასარჩენად და ბოლოს დავტირი იმ ადამიანის სულს(ოდეს ჯოჯოხეთშიდ ელიან პირმოთნეს} ვინც ბიძია ივანიშვილი მოატყუა საქართველოს ჭირდები და პოლიტიკოსი ხარო....

     

    გოდება იეროვინმესი: დავტირი საკუთარ თავთან დარჩენისას აუტანელ ამაოებას კახა კუკავა რომ ქვია სახელად, დავტირი ინტელექტის სიმთვრალის ხიბლით და აქედან ამპარტავნობით გაყიდულ სამშობლოს პირწებოიანი დათვების ტოტემების ძმები ბერძენიშვილების მიერ, დავტირი გივი გუმბარიძის ინკარნაციის ვაჟა ლორთქიფანიძის ვაჟკაცობაართმეულ მსგავს ყველაფერზე მაღლა მდგომ კაცუნებს: წითელ ინწილიგენციად ცნობილებს, დავტირი საკუთარი თბილისელობით და ვერგავაღწიე ოდეს შუბლია ბეტონში დაქანცულ ანტიდიოსკურებს ძმებს გაჩეჩილაძეებსა და ძმებს ხაინდრავებს..

  2. საქართველოს სინამდვილეში ვფიქრობ ორი პოლიტიკური გავლენის არისტოკრატიის ჩამოყალიბებამდე ქვეყანა იქნება დაქსაქსული უმიზნო და ღატაკი-სხვა ქვეყნების შემყურე რომელთაც სიამოვნებით მოემსახურებიან ზემოთ ხსენებული რეტროგრადი-არისტოკრატები(როგორც მოვლენებმა აჩვენა ეს თითქმის უკვდავი პარაზიტთა დაჯგუფებაა რომელთაც გადარჩენის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ). ამ ორი ახალი პოლიტიკური არისტოკრატიიდან ერთი უნდა იყოს მემარჯვენე ტიპის ლიბერალური დაჯგუფება რომელიც საშუალო კლასის ინტერესების გამომხატველი იქნება და მეორე სამხედრო არისტოკრატია რომელიც სოციალურად სუსტ მოსახლეობას შეთავაზებს პატრიოტულ ინტერესებს და ღირსეულ დასაქმებას თავდაცვის ინფრასტრუქტურაში ეს სამუშაო(ამ ორი ცენტრის შექმნა) გარდაუვალია და მოიცავას დროს დაახლოებით 20წლამდე რის შემდეგაც ქვეყანას ბევრი პრობლემა მოეხსნება. სამწუხაროდ ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს ქვეყნის განვითარებას რაც აყოვნებს ემატება დღევანდელი ეკლესია რომელიც უკვე ორი ათეული წელია ბიზანტიურ თამაშებს თამაშობს და სერიოზულად უთხრის ძირს ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას აქაც რეფორმებია საჭირო და წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტა(მხოლოდ ძეგლთა დაცვის ფინანსირების დატოვებით).
  3. რაც შეეხება მემარცხე მემარჯვენეობის თემას ვფიქრობ ეს ნაწილობრივ წარსულის თემაა რადგან კლასიკური გაგებით აღარ არსებობს. ტრადიციულად მემარცენეები ძლიერ პოზიციებს ფლობდნენ ღარიბ ქვეყნებში სადაც უმრავლესობას საშუალო კლასი არ წარმოადგენდა და სოციალური დემაგოგია პოპულარული იყო(ასეთებია ლათინური ამერიკის ქვეყნები, ნაწილობრივ-იტალია ესპანეთი, აღარაფერს ვამბობ პაკისტანსა და ინდოეთზე სადაც ისეთი ჰიბრიდებია რომ ...) მემარჯვენე ქვეყნები კი შესაბამისად სადაც საშუალო კლასი მოსახლებოის 40% ნაკლები არაა და მეწარმის ინტერესების დაცვით ეკონომიკაც ვითარდება...ასეთებია ინგლისი მისი დომინიონები, აშშ, იაპონია, ...საქართველოში ამავე მიზეზით რომ საერთოდ არავითარი სოც ფენა არ არსებობს აგრეთვე წარსულში ჩარჩენილი რეტროგრადი არისტოკრატია(რუსეთის ძველი ტრუბადური) რომელიც ყოველგვარი ხერხით ცდილობს თავისი მნიშვნელობისა და გავლენის შენარჩუნებას გადაულახავი წინააღმდეგობა აღმოჩნდა პოლიტიკური კულტურის განვითარების საკითხში.
  4. რასც შეეხება გასული საუკუნის დასაწყისის მოკლე შეფასებას ნაწილობრივ ვეთანხმები, არ ვეთანხმები იმაში რომ ეროვნული საწყისი მხოლოდ თავადაზნაურთა ინტერესს წარმოადგენდა: სპირიდონ კედია, მიხაკო წერეთელი(რომელმაც მოახერხა იმ დროის ანარქისტული იდეებში ეროვნული საკითხების პირველ პლანზე წამოწევა) დათა ვაჩნაძე, რეზო გაბაშვილი, ალექსანდრე ასათიანი, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, კონსტანტინე აბხაზი და სხვები მუშაობდნენ ამ საკითხებზე საკმაოდ აქტიურად.....დამოუკიდებლობა მოგეხსენებათ სოც დეკებმა გერმანიისა და ინგლისის ზეგავლენის ქვეშ გამოაცხადეს ამას გარდა საქართველოს მოსახლეობა მენტალურად გადაჩვეული იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას არ ქონდა ამის პასუხისმგებლობის გამოცდილება, ამასთან საქართველომ საგარეო პოლიტიკაში ვერ შეძლო უსაფრთხოების მყარი გარანტიების(როგორიც ბალტიის ქვეყნებმა) მიღება და რუსეთთან დათმობების(ნეიტრალიტეტის) გამოცხადებით გზა გაუხსნა ხელმეორე ოკუპაციას.
  5. სურვილი "გმირულია" გემოვნება სადავო, ბოლშევიკებიც ბევრს ანგრევდნენ "მუშათა" სახელით, ეხლა ბიძინეს კლენტები აღიძვრნენ ნგრევის ყიჟინით, ხიდების ნგრევა "საშური" საქმეა მაგამ არაფრისმკეთებელი ფულის ტომარას ყელმოღერებული ჯოგიტები(უსაზღვროდ ნატიფი გემოვნებით განსაკუთრებით ხიდების საკითხში) რომ ამით გაჩერდებოდნენ ალბათ აიტანდა კაცი.... ამ ხიდის სიმფონიაში ბევრი ნოტიაო ბრძანა ზენატიფმა ბიძინემ და დაბადებით ხიდების მშენებლობის ექსპერტმა თანამხარჯველებმაც აიტაცეს... საქმე ლენინურ-ბერლუსკონიურ სათისფაქციასთან რომ არ გვქონდეს ესეთი ღიმილისმომგვრელი არ იქნებოდა უბრალო ერთი ხიდის ნგრავა არნგრების საქმე...
  6. ყმაწვილური მაქსიმალიზმია....არაფერი არ დაინგრევა, პათოსი გასაგებია. ამონხოტეპ მეოთხე(ეხნატონი)-ს ისტორია წაგეკითხათ ურიგო არ იქნებოდა(ძვ. ეგვიპტის ისტორიიდან)....ბევრ ანალოგიას დაინახავდით ობიექტურად წაკითხვის შემთხვევაში. პოსტი წმინდა რეპლიკაა რომ წაშალოთ არ დავზარალდები....ყველა ყველა ხიდმა რა დაუშავა ხალხს...
  7. თქვენი არ ვიცი მაგრამ, ერთი ცალხელა ესპანელის შესახებ გამიგია უარეს ამბებს ეგუებოდა, თუმცა ღირსებით და გონებით ამ წინადადების ავტორს რამოდენიმე მილიონჯერ აღემატებოდა...
  8. არა უბრალოდ ვინც ამ მოლაპარაკე თავების მომხმარებელია -ეს აკმაყოფილებს და მდგომარეობა ამ მიმართულებით უკვე აღარ შეიცვლება,,,,ეს შემდგარი ფაქტია...
  9. ხოლო სერიოზული ანალიტიკური აზროვნების მქონე ექსპერტ-ჟურნალისტებზე როგორიც მაგალითად რუსეთში მატვეი განაპოლსკი, იულია ლიტინინაა, პავლე ფელგენგაუერი და მსგავსნი არიან(ამერიკელებზე და ფრანგებზე აღარ ვსაუბრობ) ოცნებაც კი ძნელია საქართველოში.....როგორც რომაელები იტყოდნენ " Cacatum non est pictum" დაჯღაბნილი დახატული არაა....და ეს მოლაპარაკე თავები უკლებლივ ყველა მედიაში ჟურნალისტები არ არიან...
×
×
  • შექმენი...