საპარლამენტო არჩევნების მიმდინარე წლის მაისში ჩატარების მოთხოვნით ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა. ამ მოთხოვნით სარჩელს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" წარადგენს . ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ დევდარიანმა განუცხადა, სარჩელის შეტანის მოტივი კონსტიტუციით დადგენილი ვადების დარღვევაა. კერძოდ, არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის. გარდა ამისა, დევდარიანის თქმით, დარღვევები საპრეზიდენტო ვადებსაც ეხება. მისი განმარტებით, სახელმწიფოს სათავეში პრეზიდენტის ყოფნის ვადა 5 წლით არის განსაზღვრული, თუმცა, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, მოქმედ პრეზიდენტს პოსტზე ყოფნა 5 წლით და 10 თვით უწევს. "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" ხელმძღვანელის თქმით, მისმა ორგანიზაციამ ვადების დაზუსტებით მოთხოვნით რამდენჯერმე პარლამენტსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ამჟამად კი, კანონიერი ვადების დადგენას საკონსტიტუციო სასამართლოში შეეცდება. "ჩორტ ზნაეტ რა უნდათ ან ვის აზრს ახმოვანებენ"?