Jump to content
Planeta.Ge

qutaiseli

პლანეტელი
  • პოსტები

    476
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    4

ყველა პოსტი qutaiseli

  1. kisa დასტური! ძუკუ დასტური! mtidan 90%-იანი ალბათობით მეც მაისს ვფიქრობ. ბევრი რამ შეიძლება იყო ახალი თაობის განცხადების უკან. მარჩიელობა არ ღირს. მაგრამ საზოგადოებას თან ყური გაუხედნეს, თან მთავრობის იდეოლოგებმა ,,თითქოს დაარწმუნეს" ოპოზიცია და ყველა, რომ მაისზე არც კი ფიქრობენ და უცებ რაღაც სპექტაკლი რაც ყურცკვიტს ,,კიარ უნდოდა მაგრამ იძულებული" დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები მაისში. მოდუნება უნდათ ხალხის ჯერ.
  2. "ახალი თაობა – ახალი ინიციატივა" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე უარს ამბობს 11:33 17.02.2012 [ინტერპრესნიუსი] "ახალი თაობა – ახალი ინიციატივა" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე უარს ამბობს . როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, გაიმართა კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფი ამ პროცესის წარმოების დაწყების წინაღმდეგია. "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კვლავ ვრჩებით ჩვენი პოზიციის ერთგული, კონსულტაციებმა აჩვენა, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფი, ამ პროცესის თუნდაც წარმოების დაწყების წინააღმდეგია. ჩვენ, როგორც პასუხიმგებლობის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია, მივიჩნევთ, რომ საარჩევნო პროცესის თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისთვის და პოლიტიკური კონსენსუსი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ამის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ამდენად, გადავწყვიტეთ, უარი ვთქვათ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე", - ნათქვამია "ახალი თაობა – ახალი ინიციატივის" განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალი თაობა - ახალი ინიციატივაში" გუშინ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ორგანიზაცია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადების შეცვლის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენას გეგმავდა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ დევდარიანმა განაცხადა, სარჩელის შეტანის მოტივი კონსტიტუციით დადგენილი ვადების დარღვევაა. კერძოდ, არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის. გარდა ამისა, დევდარიანის თქმით, დარღვევები საპრეზიდენტო ვადებსაც ეხება. მისი განმარტებით, სახელმწიფოს სათავეში პრეზიდენტის ყოფნის ვადა 5 წლით არის განსაზღვრული, თუმცა, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, მოქმედ პრეზიდენტს პოსტზე ყოფნა 5 წლით და 10 თვით უწევს. საკონსტიტუციო სარჩელით, არასამთავრობო ორგანიზაცია საპარლამენტო არცევნების ჩატარებას მაის-ივნისში, საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას კი 2013 წლის იანვარში ითოხოვდა. მოქმედი კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო კი 2013 წლის ოქტომებრში უნდა ჩატარდეს.
  3. kisa ხო რა, ეგრე იყო. ძუკუ აი სწორედ მაგიტო მაინტერესებს რა თამაში მიდის. ახლა ვუცდი სარჩელის შეტანას და მერე სასამართლოს პასუხს იმაზე იღებს თუ არა სარჩელს.
  4. babuagiorgi კაცმა თქვა ასე ვიზამო და მე მჯერა. პრემიერის წასვლა პრობლემა არაა, არც დეპუტატის და არც პარლამენტის თავმჯდომარის. ახლა მარტლა მაპატიე ბაბუ.
  5. ძუკუ kisa რა ხდება იცით? იმდენად დაიბნა დემეტრაშვილი მომჩივანი ორგანიზაციის გაგონებაზე ჟურნალისტის კითხვისას, რომ არ იცოდა რა ეთქვა. იფიქრა ესენი ნაცების ენჯეოა და მიიღეს დირექტივა პარლამენტის არჩევნების გადმოწევაზეო, ისე არ იჩივლებდნენო და ამიტო დაუშვა პარლამენტის არჩევნების გადმოწევა, მაგრამ მონამ ყურცქვიტს ვერ შეჰბედა საპრეზიდენტოს გადმოწევაც ,,მოჟნაო" და საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლა მოიშველია არგუმენტად. ანუ ამ პრალამენტმა ჯანდბას იფუნქციონიროს ზუსტად 4 წელი და მომდევნოს შეეხოს უკვე მიღებული ცვლილებებიო (რადგან ხალხმა წინასწარ იცის სანამდე აირჩევს მას), ხოლო პრეზიდენტის არჩევნების გადმოწევა იმიტომ არაო რომა მაშინ ახალი ცვლილებები უნდა შევიდეს ძალაშიო, მანამდე არ შეიძლებაო.
  6. ძუკუ მაგ ცვლილებების ,,მამამ" დემეტრაშვილმა რა თქვა დღეს არ გაგიგია? საპარლამენტო არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მაისშიო, თუ მოიგებენო, ამას არ ჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებაო. აი საპრეზიდენტო იმმენნა 2013 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდესო, თუ არა და ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა დაიწყოს და ჩანაწერი ,,2013 წლის ოქტომბერი" უნდა გაქრესო. ანუ ხო ხვდები საიდან გაუკეთა სახელური ქოთანს მექოთნემ?
  7. lasha1997 ზოგი თვლის, რომ მარტო ენგიენაი-ს ამზადებენ ეგზიტპოლების დასწერად მომავალში! საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დავუცადოთ თუ მიიღებს სარჩელს. შემდეგ ვადა გადაწყვეტილების მიღებამდე აქვთ 30 დღე.
  8. kisa კი ეგ გავიარეთ. აქ არ იქნება სარჩელში საუბარი არჩევნების დანიშვნაზე. საუბარი იქნება საარჩევნო ვადების ცვლილების კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე. ამაზე მიმართვა შეუძლიათ. ეს მე და შენც შეგვიძლია. თუ დაუკმაყოფილა სარჩელი საკონსტიტუციომ პარლამენტს დაევლაება ახლა გასამართი არჩევნების ვდები განისაზღვროს 2008 წლის კონსტიტუციის შესაბამისად, მომდევნო პარლამენტების კი ოქტომბერში. ნუ მეუბნებიან, რომ ხანდაზმულობის გამო შეიძლება რაღაც მოუფიქროს სასამართლომ თუ უნდა და არ მიიღოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველა ფიქრობს, რომ მიიღებს. ამ შემთხვევაში შედეგი ასეთია: ვარიანტი1. ხელისუფლებას სურს არჩევნები მაისში და ამას ამ ორგანიზაციის ხელით მიაღწევს! ვარიანტი2. ხელისუფლებას არ სურს არჩევნები მაისში ამიტომ სარჩელს მიიღებს მაგრამ არ დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლო. ამიტ შეეცდებიან ,,გაპრავონ" ორგანიზაცია ,,ახალი თაობა" და მოამზადონ ის ეგზიტპოლების ჩასატარებლად (სადაც ხელისუფლებისთვის საჭირო რიცხვები დაიწერება), ეგზიტპოლების შედეგების დადების შემდეგ ამ ორგანიზაციის მონაცემებს ააფრიალებს მთავრობა, რ2, Yლიმედი და ა.შ. თან იტყვიან ეს ჩვენთან დაპირისპირებული ორგანიზაციაა, გვიჩივლე კიდეც და ესეც კი აღიარებს ჩვენს გამარჯვებასო. შეეცდებიან დამაჯერებლობა შესძინონ მათ კვლევებს და ეგზიტპოლებს. მაგრამ ამას არავინ ჭამს. მშვენივრად არიან ინფორმირებული უცხოელები და კიდე მიირებენ ინფორმაციას არჩევნებამდე. ქვეყნის შიგნით კი ამას არავინ ჭამს. მოკლედ ფხაკურობენ ნაცები მაგრამ ვერ მივართვით. მაგრამ ახლა მთავარია დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მიიღებს თუ არა იგი სარჩელს და სცნობს თუ არა მას განხილვადად.
  9. babuagiorgi მაპატიე ბაბუ! ჩვენ სხვადასხვანაირად გვესმის ქართული.
  10. babuagiorgi ეს არის იმ კაცის განცხადება, რომელსაც სიტყვაზე ვენდობი. მას რა დროც დაჭირდება ისეთი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად სადაც კონკურენცია თავისუფალი იქნება იმდენ ხანს იქნება პრემიერი. მისი გათვლებით ამას შეიძლება 2-3 წელი დასჭირდეს. მერე წავა აქტიური პოლიტიკიდან. მე მჯერა მისი აქ არც ტყუილია რამე და არც უცოდინრობა. კაცს უნდა ამ პოლიტიკური მარაზმისგან ამოიყვანოს ქვეყანა, რათა ქვეყანა წინ წავიდეს და მერე თვითონაც იცხოვროს ნორმალურ სახელმწიფოში! მე გვერდში დავუდგები რითაც შემიძლია. ვისაც არ სჯერა გაგვატარეთ და გვერდზე იქილიკეთ და ივიშვიშეთ.
  11. იურისტებს ვესაუბრე და მითხრეს თუ წარმოებაში მიიღო საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემჭიდროებულ ვადებში უნდა მიიღოსო. მიზეზები: ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაშინ ახალი პარლამენტი შეიკრიბა ივნისის დასაწყისში, ანუ უფლება-მოსილების ვადა გადის 2012 წლის ივნისში. 2012 წლის ივნისის დასაწყისში, რომ ახალი პარლამენტი შეიკრიბოს ამისათვის არჩევნები მაისის ბოლოს მაინც უნდა ჩატარდეს, თუ მაისის ბოლოს ინიშნება არჩევნები მაშინ ის 60 დღით ადრე უნდა დაინიშნოს, ანუ მარტის ბოლოს. მარტის ბოლოს ხელისუფლებამ არჩევნები, რომ დანიშნოს ამისათვის 2 კვირით ადრე მაინც უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება, ანუ სდღაც 10 მარტამდე. ანუ ახლა რა ხდება: თუ სასამართლო სცნობს სარჩელს განხილვადად, მაშინ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე (არჩევნები მაისში)მას მოუწევს გადაწყვეტილების გამოტანა მანამდე სანამ (სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ალბათობის გათვალისწინებით) შესაძლებელი იქნება მისი აღსრულებით მოსარჩელის დაკმაყოფილება თუ ის პროცესს მოიგებს. ეს გამოიწვევს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დაუყოვნებლივ განხილვას და განაჩენის გამოცხადებას. ახლა მთავარია მიიღებს და განხილვადად ჩათვლის თუ არა სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო!
  12. babuagiorgi ეს არის საინიციატივო ჯგუფი. ისინი გაუკეთებენ ორგანიზებას პარტიის დამფუძნებელ ყილობას. პარტიის შექმნის მერე შეიძლება ზოგი მათგანი სიაში არ შევიდეს და არც პარლამენტარის მანდატისთვის იბრძოლონ. ვინც შევა პარლამენტში იმასაც შეუძლია ვადის ამოწურვამდე გასვლა პარლამენტიდან. ეს ყველაფერი კარგად იცი მაგრამ პროსტა ცხოვრებისგან და საკუთარი (შეიძლება უსამართლოდ მართლა ბევრი მოგექცა) ბედ-იღბლის გამო გაბოროტებული ჩანხარ. არაა მეამიტობა დავუჯერო ბ.ივანიშვილის მსგავს ადამიანს, იმაში რომ მას უნდა სამართლის დაბრუნება ქვეყანაში და ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნა მერე კი წავა პოლიტიკიდან და გარედან შეუწყობს ხელს იმას, რომ ერთპარტიული დიქტატურა არ დაბრუნდეს ქვეყანაში. ეს ის კაცია ვინც ქვეყანას ახარჯავდა მილიარდზე მეტს და ეს ბევრს აოცებდა და აოცებს, ასევე გაოცდებიან მისი მომდევნო ნაბიჯებით, მათ შორის დროული გასვლით პოლიტიკიდან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი გუნდი წავა პოლიტიკიდან. ნაწილი მარტო ამ რეჟიმის შესაცვლელადაა მისული გააკეთებს საქმეს და დაუბრუნდება საკუთარ საქმიანობას და იცხოვრბს ნორმალურ ქვეყანაში. ვისაც მიამიტი ვგონივარ იცინეთ პრობლემა არაა. დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. მერე ვინ გაიცინებს და ვის შერცხვება ვნახავთ.
  13. http://planeta.ge/index.php?showtopic=60376 არის უკვე თემა. მოდერ გაიღვიძე და გააერთიანე!
  14. mtidan გიქებ იუმორს გიქებ, საღოლ სადღაც რუისისკენ არის მსგავსი წარწერები საფლავებზეო გამიგია. 1. ,,მკვდარია ჩაინიკით" 2. ,,რას მერჩოდი ტრაქტორო?" 3. ,,რას მერჩოდი ბაყაყო?" (ცელით მხარზე გადებული მოდიოდა, ძირს ბაყაყი დაინახა, ტარი დაუმიზნა და გაიქნია, კისერი გადიეჭრა და მის საფლავზე წერია) და აქვეა: 4 ,,ვიძახოდი ავათავარო და ეეეეეეეე"
  15. kisa დასტური. 90% არჩევნები ზაფხულზეა. 10% შემოდგომას აპრავებენ. ვნახე, ეს: კავშირი “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში. იგი დაარსდა რამოდენიმე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიციის მიერ, 2003 წლის 10 ნომბერს. დაფუძნების დღიდან განისაზღვრა nGnI–ს საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება: არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ხელშეწყობა; ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; ახალგაზრდობის სამოქალაქო პროცესებში აქტიური ჩართვა. nGnI ახორციელებს არჩევნების მონიტორინგს 2003 წლიდან. ამ დროიდან მოყოლებული, ორგანიზაცია დააკვირდა საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს. „ახალი თაობა– ახალი ინიციატივას“ ჰყავს ერთ–ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია. nGnI აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში. nGnI–ს წარმომადგენლები, როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დამკვრივებლის სტატუსით რამდენიმეჯერ იყვნენ ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (OSCE/ODIHR) წევრები. nGnI ახორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტებს არჩევნების შესახებ, ეწევა საკანონმდებლო საქმიანობას და აქტიურად თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიებთან. nGnI საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სისტემატურად ახორციელებს საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტებს ნატოსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ, რათა ხელი შეუწყოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შესახებ ჩრდილო ატლანტიკურ და ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში. nGnI შეიმუშავებს ინოვაციურ მეთოდებსა და პროგრამებს, რათა უზრუნველყოს ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა როგორც რეგიონალურ, ასევე ნაციონალურსა და საერთაშორისო დონეებზე. საკუთარი რეგიონალური ქსელის მეშვეობით ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას სხვადასხვა თემებზე, ხელს უწყობს ახალგაზრდების მოტივირებას, მოქალაქეების არაფორმალურ განათლებას და ა.შ. საერთაშორისო პროექტების ჩატარება ხელს უწყობს საქართველოსა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების საზოგადოების აქტიურ თანამშრომლობას, ასევე მათ შორის გამოცდილების გაზიარებას, რაც თავისმხრივ დაეხმარება საქართველოს შესახებ ადეკვატური სურათის ჩამოყალიბებას საერთაშორისო მასშტაბით. არჩევნები nGnI დაფუძნების დღიდან (2003 წლის ნოემბრიდან), აკვირდება არჩევნების მიმდინარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, საშუალოდ 2000 კაციანი სადამკვირვებლო მისიით. არჩევნების დაკვირვება მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და მის შემდგომი პერიოდიs მონიტორინგს. ყოველი არჩევნების შემდეგ nGnI ახდენს არჩევნების შეფასებაs და აქვეყნებს კონკრეტულ რეკომენდაციებs საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად. 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები 2006 წლის 5 ოქტომბრის საკრებულოს არჩევნები 2005 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტის შუალედური არჩევნები 2004 წლის 20 ივნისის აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები 2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები nGnI-m ბოლო ოთხ საერთო არჩევნებზე აშშ–ს საელჩოს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსa (USAID), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ბალტიის პირეთის ქვეყნებიდან პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, უპრეცენდენტოდ გამჭვირვალედ განახორციელა ხმების პარალელური დათვლა (PVT) პროცესის დასაკვირვებლად მოწვეული იყვნენ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. nGnI-ს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია არჩევნების შედეგების მაქსიმალურად მოკლე ვადებში – კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე საათში, ყველაზე ზუსტ და სანდო შედეგებს იძლევა. აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდოლოგია შედეგების დოკუმენტურად გადამოწმებასაც გულისხმობს. nGnI განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამებს. პრიორიტეტულია ახალგაზრდებისა და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებით დასახლებული რეგიონების ამომრჩევლთა ინფორმირება. ამომრჩეველთა განათლებისა და ინფორმირების მიზნით ბოლო წლების განმავლობაში nGnI–ს მიერ განხორციელდა ფართომასშტაბიანი პროგრამები: კარდაკარ ქვეყნის მასშტაბით დარიგდა ასი ათასობით საინფორმაციო ბუკლეტი, დამზადდა ათობით ვიდეო რგოლი ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, დევიზით – „მოდი არჩევნებზე“, ჩატარდა უამრავი სემინარი, ტრენინგი, შეხვედა. განხორციელდა არაერთი წარმატებული საგანმანათლებლო პროექტი, მათ შორისაა "ჩემი პირველი არჩევნები" რომელიც, როგორც წარმატებული მოდელი, სხვა ორგანიზაციებმაც გაიზიარეს, რაც თავისთავად მისასალმებელია. nGnI–ს მიერ განხორციელებულ ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროექტებში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ აშშ-s ელჩები - ბატონი ჯონ ტეფტი და ბატონი ჯონ ბასი, იმ დროისათვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ “მილანის” ფეხბურთელი – კახა კალაძე, პოპულარული მსახიობები: დუტა სხირტლაძე და ლევან დობორჯგინიძე, ცნობილი ჟურნალისტები: გიორგი თარგამაძე, ანუკა ქინქლაძე, ვაკო ავალიანი, კოკა ყანდიაშვილი, მოდელები და სხვა ცნობილი ადამიანები. nGnI–ს ყველა საარჩევნო საგანმანათლებლო პროექტში მხარs უჭერს IRI. წარმატებული იყო nGnI–ს დამოუკიდებელი საკანონდებლო ინიციატივები. სწორედ nGnI–ს მიერ პარლამენტისათვის შეთავაზებული წინადადებების საფუძველზე გამარტივდა კენჭისყრის პროცედურები, უზრუნველყოფილ იქნა კენჭისყრის ფარულობა, დამატებულ იქნა ფალსიფიკაციისგან დამცავი მექანიზმები, ასევე გაცილებით გაიოლდა ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი. საარჩევნო კოდექსი, პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, კვლავაც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად nGnI აქტიურად განაგრძობს მუშაობას. nGnI–ს მიერ, 2006 წელს, "კარდაკარის მეთოდით", გადამოწმდა 100.000 ამომრჩეველი, რის საფუძველზეც მოხერხდა ამომრჩეველთა ერთიანი სიის ობიექტური შეფასება და შემუშავდა სათანადო რეკომენდაციები. nGnI კვლავაც აქტიურად მუშაობს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებასა და დახვეწაზე. nGnI მონაწილეობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში. nGnI–ს წარმომადგენლები, როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დამკვრივებლის სტატუსით რამდენიმეჯერ იყვნენ ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (OSCE/ODIHR) წევრები. nGnI თანამშრომლობს ვენეციის კომისიის, ეუთოს, USAID–ს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. nGnI არის წარმოდგენილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, არჩევნების თემატიკაზე მომუშავე სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში და აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებთან, რომელთა ამოცანაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. nGnI დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკურ პატრიებთან მუშაობას. სისტემატურად ტარდება ტრენინგები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთათვის. პერმანენტული ხასიათი მიიღო პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კომისიის წევრებისა და წარმომადგენლებისათვის ჩატარებულმა ტრენინგებმაც. nGnI–სა და ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ განხორcიელდა პროექტები "ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლა" და “პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური სკოლა”, სადაც 14 პოლიტიკური პარტიის, თბილისისა და რეგიონების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროექტი IRI–სა და USAID–ს მხარდაჭერით განხორციელდა. ამგვარი პროექტები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მომავალშიც განხორციელდება.
  16. ძუკუ დასტური. GeoStream მაპატიე რამენაირად თუ არ შეგრობვდა მაგდენი ხელმოწერა, მაპატიებ?
  17. newstudio მე დიდი ხანია ვიძახიდი და ,,ქართულ ოცნებაშიც" ბევრს ვუთხარი: მაქვს განცდა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან ზუსტად 4 წლის გასვლის საბაბით ყურცქვიტი საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს 2012-ის გაზაფხულზე კერძოდ მაისში. მე შეიძლება ვცდებოდე მაგრამ, დაახლოებით მასე წარმომედგინა რაც ახლა დაიწყება მაგ სარჩელის მერე. ხელისუფლება იტყვის ჩვენ კი გვინდა შემოდგომაზე მაგრამ ხალხი გვიჩივის ზუსტად 4 წლით მივეცით მანდატი დეპუტატებს და თვითნებურად რატო უზრდით ვადასო? სასამართლომ მათი მოთხოვნა გაითვალისწინა და ჩვენ ვემორჩილებით და აღვასრულებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც დემოკრატი ხელისუფლებაო და ბლა ბლა ბლა. ახლა ამ ორგანიზაციის ისტორიას თუ გავითვალისწინებთ (უგულავა+იონათამიშვილი) მე მჯერა, რომ ხელისუფლების გარეშე ეს სარჩელი არ შევიდოდა. ნუ ვნახოთ, ვნახოთ. გამოჩნდება მალე მიზანი. 90% უნდათ არჩევნები მაისში, 10% უნდათ შემოდგომის არჩევნებისთვის 5 თვის დამატება თვითნებურად 4 წლით არჩეულ დეპუტატთათვის ახლა სასამართლო გაპრავება უნდათ. ვნახოთ,
  18. babuagiorgi პოლიტიკურ თანამდებობას ბევრი ამ ჯგუფიდან არ ვუმიზნებთო, არ იყო ეს გასაგებად ნათქვამი? ეს ჭირი უნდა მოშორდეს ქვეყანას, დამყარდეს სამართლიანობის განცდა და მერე ამ ჯგუფიდან ნაწილი საკუთარ სფეროს დაუბრუნდება ნაწილი ალბათ პოლიტიკაში დარჩება. გოგლა ჟვანიამ იმათი აზრი გამოხატა ვინც პოლიტიკაში დიდხან ყოფნას არ აპირებს.
  19. laci მანდ გუნდიდან ყურცქვიტის გაშვების მერე ხელისუფლებაში ყველანი არ მოვლენ, თავის ფეროებს დაუბრუნდება ნაწილი. იგივე თქვა გოგლა ჟვანიამ! ახლა ყველას აქტივობა საჭიროა. კიდევაც, რომ დარჩნენ ყველა პოლიტიკაში და პოსტები დაიკავონ მე პრობლემას ვერ ვხედავ.
  20. დღეს ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საინიციატივო ჯგუფი ავდალიანი თამაზი - ადვოკატი, უფლებადამცველი დავითაშვილი ნუგზარი - მეცნიერი (ატლანტა, აშშ) ვოლსკი გიორგი - დიპლომატი კალაძე კახი - ფეხბურთელი კბილაშვილი არჩილი - ადვოკატი კიღურაძე ივანე - მეცნიერი, აკადემიკოსი კობახიძე მანანა - უფლებადამცველი ოდიშარია გურამი - მწერალი ჟვანია გიორგი - ბიზნესმენი სესიაშვილი ირაკლი - უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ფანჯიკიძე მაია - დიპლომატი, პროფესორი ქუცნაშვილი ზაქარია - იურისტი, უფლებადამცველი ღარიბაშვილი ირაკლი - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელი ჩაფიძე ელისო - ჟურნალისტი ჭანკვეტაძე ნინელი - მსახიობი ხაბელოვი ლერი - ოლიმპიური ჩემპიონი, მოჭიდავე ხადური ნოდარი - ეკონომისტი, პროფესორი ჯაფარიძე თედო - დიპლომატი როგორია თქვენი აზრი ამ გუნდზე? ვინ მოგწონთ,ვინ არა და რატომ? მე ვთვლი, რომ ნორმალური გუნდია შემოკრებილი.
  21. გავიდა ვადა როცა საჯარო რეესტრს და შსს-ს უნდა გაეცა პასუხი ბ.ივანიშვილისთვის კითხვაზე: წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ეკუთვნის თუ არა ბ.ივანიშვილს მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით? ჯერ ვერაფერი ვნახე ამ საკითხზე, თქვენ?
  22. GeoStream მაგარი შედარებაა! იარაღი დავადოთ ვინმეს? ჩვენი სურვილია და არა დაპირება 25 000. პროსტა ბ.ივანიშვილი თუ არ გევასება პირდაპირ თქვი და დაამთავრე, რა პრობლემაა? თითიდა გამოწოვას ,,არგუმენტების" თავი დაანებე, სასაცილოა მეტი არაფერი.
×
×
  • შექმენი...