DonCaredo აი ეგ არის რა. ,,ტოჩკა კიპენია" უნდა დადგეს და იქ ჩვენნაირები მივიდნენ ზუსტად. თუ რომელიმე გრეჩიხა ან უსუფა რამეს მიჰქარავს ჯერ იმათ გავუკეთებთ დროშის ტარს უკან და მერე იქ წავალთ სადაც წასასვლელია და იმათ კიდე უარეს ვუზამთ. ბრმად ლიდერებზე მიციცინება აღარ უნდა იყოს! ხალხის მასის შესაკრებად კი მაინც რაღაც ფაქტორია საჭირო არ მეთანხმები? აი მაგალითად ტუნისში რითი დაიწყო? ერთ საწყალ ახალგაზრდა არაბს, რომელიც ხილ-ბოსტნეულიტ ვაჭრობდა ბენ-ალის პოლიციამ საქონელი ჩამოართვა. ულუკმაპუროდ დარჩენილმა სიმწრისგან ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. წკიპზე მყოფი ხალხი გარეთ გამოიყვანა ამ ფაქტმა. არ ვიცი საქართველოში რა იმოქმედებს ხალხის გამოყვანის ფაქტორად და ამიტომ ნებისმიერი შანსი გამოსაყენებელია. თუნდაც არჩევნების გაყალბება. აი იქ უნდა მივიდეთ ზუსტად და ლიდერები კი არ ვაპარპაშოთ. საქმეს მივხედოთ. რავი მე ასე ვფიქრობ. ისე რა აქ მოსატანია და შალიკო ნათელაშვილზე რას ფიქრობ?