Jump to content
Planeta.Ge

Pianist

პლანეტელი
  • პოსტები

    32
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Pianist

  1. FRIDRIX ესე უფრო ვიდზეა ან განყში რაღაც თემები მეცოტავება
  2. FRIDRIX ხო სანამ შემოიტანდნენ თამაშში იყო რო მაუსის კოშკურაც უნდა გაგეხსნა და მერე გადაიფიქრეს ,ანუ ეგ ძველი ვიდეო და სურათიც,
  3. FRIDRIX http://b.pix.ge/s/vv3o7.jpg ეს კოშკურები ,სიცოცხლეს რაც შეეხება 2800 აქვს მაუსს ე-100 2400 აქვს .
  4. FRIDRIX ტიტუ რამდენი პოსტი გქონია ამ განყის მოდერი ხარ? რა ნიკით თამაშობ შენ?
  5. FRIDRIX ერთ ფლუდერს გადმოვიყვან და თვითონ აიყვანს 100 გვერდზე :givi:
  6. წარმოგიდგენთ ონლაინ მულტიპლეიერ არკადულ ექშენ [MMO] თამაშს World of Tanks - WoT. რუსული სერვერი (ყველამ ეგ გადმოწეროს ბლიაძ! ) - http://game.worldoftanks.ru/update ევროპული სერვერი (აქედან არ გადმოწეროთ თორე სახლში აგადგებით ბლიაძ ! )- http://game.worldoftanks.eu/update * რეგისტრაცია მანდვე, ან თამაშის დაყენების შემდეგ თავად თამაშიდან. ** გადმოწერილი თამაში არ საჭიროებს დამატებით პატჩებს, რადგან საიტზე მისი ბოლო ვერსია დევს. აღწერა: თამაში World of Tanks აგერ უკვე წელიწადზე მეტია რაც არსებობს და უკვე მრავალი ჯილდოს მფლობელია. 2010 წლის საუკეთესო MMO თამაში შექმნილია ბელარუსი დეველოპერების მიერ და მართლაც ამართლებს საუკეთესო თამაშის სახელს. თამაშში თქვენ შეხვდებით მეორე მსოფლიო ომის დროს არსებულ ჯავშნოსან-მუხლუხოიან ტექნიკას, რომელიც წარმოდგენილია სამი ქვეყნის სახით - საბჭოთა კავშირი, გერმანია და ამერიკა. თქვენ კი საშუალება გექნებათ თქვენი ფავორიტი ტექნიკით იბრძოლოთ. მრავალი ონლაინ თამაშის მსგავსად, აქაც შესაძლებელია ტექნიკის გაუმჯობესება და ლეველის მომატება. სატანკო ბრძოლებში ჩართვა მოთამაშეს პირველივე წუთიდან მოუწევს. განსხვავებით RPG -ებისგან, თამაშის პირველივე წუთებში თქვენ ვერ შეეჯახებით თქვენზე 10-ჯერ ძლიერ მოწინააღმდეგეს, რაც ყველა ლეველის ტექნიკით თამაშს სასიამოვნოს ხდის. თამაშში არის ტექნიკის 10 ლეველი და 5 ტიპი. თითოეული ტიპის ტექნიკას გააჩნია განვითარების საკუთარი ხე, რომლის მიხედვითაც ხდება მისი გაუმჯობესება. ტექნიკის ტიპები, რომლებიც WoT-ში შეგვხვდება, არის - მსუბუქი ტანკი საშუალო ტანკი მძიმე ტანკი ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი საარტილერიო დანადგარი რომლებიც ასევე იყოფა ქვეყნების მიხედვით. ბრძოლა მიმდინარეობს გუნდურად, 15 vs 15. მოწინააღმდეგეები ირჩევა შემთხვევით, ანუ შესაძლებელია გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ტანკებს გვერდიგვერდ მოუწიოთ ბრძოლა. ბრძოლის შემდეგ იმის მიხედვით, რამდენად გამოიჩენს მოთამაშე თავს, გვეძლევა ფული და გამოცდილება (Credits & Exp). გამოცდილების პოინტებით შესაძლეველია ტანკის ახალი ნაწილების და ახალი ტანკების გამოკვლევა, კრედიტებით კი მათი ყიდვა. გარდა ამისა თამაშში არსებობს კიდევ ერთი ვალუტა - ოქრო. მისი ყიდვა შესაძლებელია რეალური ფულით. 1$ = 250 ოქროს. შედარებისთვის, ერთთვიანი პრემიუმ აქაუნთის ყიდვა ჯდება 2500 ოქრო. პრემიუმ აქაუნთის მფლობელებს მისდით 1.5-ჯერ მეტი კრედიტი და ექსპა. ეს კარგია, რადგან ჭურვები და დამტვრეული ტანკის რემონტი ფული ღირს. კლანები: თამაშში შესაძლებელია კლანის შექმნა, 100 წევრით მაქსიმუმ. ქართველებს აქვთ რამდენიმე კლანი, მათ შორის ყველაზე ნავაროჩნებია GEO და GEO-A. კლანში გაწევრიანება შესაძლებელია საიტიდან, შეხვალთ თქვენს აქაუნთში და მისცემთ განაცხადს. GEO-ში - http://challenge.worldoftanks.ru/uc/clans/365-GEO/ (აქ იღებენ მხოლოდ ნავაროჩენ მოთამაშეებს) GEO-A-ში - http://challenge.worldoftanks.ru/uc/clans/1571-GEO-A/ - აქ იღებენ ყველა ნავიჩოკს. GEO-E-ში - http://challenge.worldoftanks.ru/uc/clans/4138-GEO-E/ - ახალი შექმნილი ქართული კლანი. კლანები საჭიროა კლანური ომებისთვის, რომლის დროსაც მიდის ბრძოლა მსოფლიოს რუკის სხვადასხვა პროვინციების დასაპყრობად. ეს გამამხნევებელი სკრინი ჩვენი კლანის ერთ-ერთი ბრძოლიდან: http://b.pix.ge/q/c36gk.jpg აქვე პასუხი მთავარ კითხვებზე: - რომელი ტანკი ჯობია - არცერთი. კარგი ტანკისტის ხელში ყველა ტანკი კარგია. - ტანკს რომ ამიფეთქებენ, როდემდე ველოდო? - ლოდინი მოგიწევთ ბრძოლის ბოლომდე, მაგრამ შეგიძლიათ გამოხვიდეთ ბრძოლიდან და ითამაშოთ სხვა ტანკით, სანამ აფეთქებული ტანკი იქედან გამოვა. კრედიტები და ოპიტი ჩვეულებრივად დაგერიცხებათ.
×
×
  • შექმენი...