Jump to content
Planeta.Ge

Mr.Asatiani

პლანეტელი
  • პოსტები

    22
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Mr.Asatiani

  1. მართლა სერიოზულად სჯერა ეხლა რასაც ამბობს თუ უბრალოდ ძველ მეთოდს იყენებს ხალხის დასაბოლებლად : )
  2. FRIDRIX FRIDRIX, on 14 October 2011 - 03:23 PM, said: "იყო ორი ნინა. ერთი მოკვდა, მაგრამ არ გაიხრწნა, რადგან წინათ ინფორმაციის და ცივილიზაციის ნაკლობობის გამო, ცხედრები არ იხრწნებოდნენ. ღმერთმა უთხრა ამ ნინას: შემეშალა, მეორე ნინა უნდა მომეკლა, შენ დაბრუბდი და კომუნისტებს დაურხიე მათი ათეიზმის და დარვინიზმის გამო. აღდგა მკვდრეთით ეს ნინა და ერთი კაი დედალი და შავი ღვინო მოითხოვა. მეორე ნინა კი ვენახში მოკვდა ეს ძააან მაგარი კაცია თვითონ არ სჯერა რასაც ყვება თან იმასაც ხვდება რო ვერც ვერავის(ჯანმრთელ ადამიანს ვგულისხმობ) ვერ დააჯერებს მაგრამ, მაინც არ ჩერდება და სისულელეს სისულელეზე იძახის ჩემს გულში ზიხარ რა )))))))) მე მაგას დღეში 3 ჯერ ვუყურებდი და სამივეჯერ ისტერიკული სიცილი მემართებოდა, თავიდან ვიფიქრე მოწეული აქვს ალბათ რამეთქო მაგრამ მერე მივხვდი რომ თვითშთაგონების ამბავი იყო )))))))))))
  3. სტიქაროსნები რა ზეადამიანები არიან და შეუძლებელია ადამიანური სისუსტეები რომ აღმოაჩნდეთ? მოხდა რაღაც მის ცხოვრებაში, რაიმე ისეთი რაც მის ფსიქოლოგიურ ძალებს აღემატებოდა, ვერ გაუძლო და წავიდა მეორე სამყაროში, ნუ ეგეც არავინ იცის სად წავიდა ან წავიდა თუ არა საერთოდ. სამწუუხაროა მაგრამ რაიმე საოცრებას და გასაკვირს ვერაფელს ვხედავ ;)
  4. ახალი ენციკლოპედია გამოიყენე დაწვრილებითა და მარტივადაა ნივთიერების უმცირესი ნაწილაკიდან დაწყებული ადამიანის წარმოშობის ვარიანტებით და ცივილიზაციის განვითარებით დამთავრებული ყველაფერი
  5. დამწვარიც ინთება ეგ ნეონის ნათურები მთავარია გატეხილი არ იყოს მე მაქვს აწყობილი პატარა გენერატორი 12ვოლტზე, ვაწვდი პატარა ფერიტის ტრანსფორმატორს გენერატორის მაგალ სიხშირულ დენს და მის მიერ გაზრდილი ძაბვით ვანათებ ნუ რომ მიუახლოვო ისედაც ინთება თუ ძლიერია
  6. რა დასკვნამდე მივედით გადავყაროთ ეკონათურები თუ დავიტოვოთ? მე ჩემ ოთახში LED ნათურები მაქვს 18 ცალი 12 ვოლტიანები. "ზაჟიგალკებში" რომ არის იმას აღემატება ზომით 2-3ჯერ. მშვენიალური განათებაა ეკონომიურია და გადის თითქმის წელიწადი და არ დამწვარა არცერთი.
  7. გეთანხმები 100%ით. საკუთარ თავზეც მაქვს შემჩნეული სხვებზე რომ არაფელი ვთქვა
  8. შეიცავს ოღონდ არა იმ რაოდენობით რომ რადიაქტიული იყოს.
  9. მე უფრო "sandy bridge" პროცესორებს გამოვყოფთი მომხიბლა მათმა შესაძლებლობებმა. "ivi bridge" გამოვა აწი კიდევ უფრო დახვეწილი არქიტექტურით რაც მეტად სწრაფს გახდის. პროცესორები ელვის სისწრაფით იხვეწება და სწრაფდება.
  10. პირველ ადგილზე კასპერსკი მერე ავასტი, ვინ7-ზე თავისი დეფენდერიც კარგია, სხვა არცერთი არ მევასება და ნოდ 32ს ხო ვაფშე ანტივირუსი არც ქვია
  11. ძირითადად გუგლ ქრომს და ოპერას ვიყენებ. სოც ქსელებში გოგლს და ისე ოპერას 10.50 ვერსიას. ქრომი ბევრად სწრაფია თუ რამ ბრაუზერები ვნახე ყველას აჯობა. ოპერა პირადი მოწონების გამო მაქვს მიჩვეული ვარ წლებია და მენიუ მომწონს
  12. Mr.Asatiani

    Pink Floyd

    ამ ჯგუფის მიმართ დღემდე დიდი სიმპატიით ვარ განწყობილი უძლიერესი ჯგუფია არ მწყინდება განსაკუთრებით The wall, hey you, julia dream, comfortably numb.
  13. მე უფრო ფსიქიკურად არაჯანსაღ ადამიანებს დავარქმევდი.
  14. ეგ რაგაც იმის მაგვარია 2012 წელსზე რომ კინო გადაიღეს. ატეხენ პანიკას რაგაც სიახლის იმართ და ბოლო მაინც იგივეა ცხოვრება გრძელდება, ისევე როგორც ფაქტია რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში განათება ძირითადად ნეონებზეა ან ნახევარგამტარულ ნათურებზე. კიდევ უკეთესებიც გამოვა ტექნიკა ისე განვოითარდა ტიპიური სპირალიანი ნათურა უკვე პირობებს ვეგარ აკნაყოფილებს და სულ რომ არ იქნება საუკუნეების წინ გამოგონილი ტექნოლოგია და მას რამე ახალი ჩაანაცვლებს ამაზეც კამათი სისულელეა. ნათურა რომელსაც შესამჩნევად არაბუნებრივი განათება აქვს თანაც ციმციმებს წამში 50-60ჯერ დენის სიხშირის მიხედვით განათების მომენთში თვალზე მავნე ზეგავლენა აქვს, იგივე ვარიანტია რაც პლაზმური და ვაკუუმური მონიტორის შედარებისას. განათების ხარისხს რაც შეეხება მეცნიერული დასაბუთება მაგას არ ჭირდება ჩართე სახლში 100 ვატიანი ნეონის ნათურა და 100 ვატიანი სპირალიანი ნათურა შედეგი თვალში საცემი იქნება მერე ერთი და იგივე პირობებში წაიკითხე წიგნი ან გადაიგე სურათი, თვალები შედარებით გვიან დაგეღლება და სურათსაც იავნად შეატყობ ხარისხს. ზომა არცერთს სახარბიელო არ აქვს არც სპირალიანს და არც ნეონისას ;) ნახევარგამტარს კი რაც შეეხება მინიმალურ ზომა და მაქსიმალური განათება ოგონდ ფასი დიდი. პატარა "ზაჟიგალკებში" რომ ნახევარგამტარული დიოდია აი მაგ დაახლოებით 50 მილივატს მოიხმარს წარმოიდგინე 100 ვატი ენერგია რომ დახარჯოს რამდენი უნდა დააპარალელო მასეთი და რამხელა განათებას მოგცემს თვალს ვეღარ გაახელ ოთახში, მზე გეგონება ხალხი ბევრ რამეს ამტკიცებს მაგრამ ყველაფერი რეალობა კი არაა. ისევე როგორც ადრე იყო მითები კომპიუტერი ტელევიზორს აფუჭებსო. მავნე ზეგავლენას და რადიაცის რაც შეეხება თუ მასე აწუხებს მაგ საკითხი ადამიანებს მობილური ვაფშე ამოიგონ მოხმარებიდან და მობილური გადამცემები ვაფშე გათიშონ. აიგე პატარა მილიამპერმეთრი და პატარა ხვიასავით გაუკეთე ანტენები გადაკეტე მისი ფეხები მაგალსიხშირული დიოდით. მერე ჯერ მობილურის მიუახლოვე როცა საუბრობ ზედ შეიძლება 10 კრუგი დაარტყას ისარმა და მერე ნეონის ნათურას განსხვავებას მაქაც ნახავ თან დიდს. მერე მანძილით განსაზგვრე რომელი მეთი საზიანოა თავთან მიდებული 1800 მეგაჰერციანი გამოსხივება თუ დაახლოებით 1-2 მეგაჰერციანი და ისიც ჭერზე დაკიდებული. (რაც მაღალ სიხშირულია გამოსხივება მით მეთია მისი მავნებლობა. ასე რომ დღეს როგორი დაბინძურებულიცაა გარემო გამოსხივებით, მილიარდობით სხვადასხვა სიხშირის სიგნალებია ირგვლივ, ნეონის რაგაც მიკრო გამოსხივება მასთან არაფელია და რაიმე შედეგსაც ვერ გამოიგებს საზიანოს
  15. მე ვერ დაგეთანხმები ფაქტების გარეშე. რა იწვევს უძილო დეპრესიას? პირადად ჩემს თავზე არ შემინიშნავს და მართლა გულწრფელად გამეღიმა გამიკვირდა ეგეთი შეხედულება თუ მაგალსიხშირულ გამოსხივებს გულისხმობ რომელზეც მუშაობს ნეონის ცივი განათება ვერ დაგეთანხმები რადგან 1000ჯედ დიდი აქვს მობილურ ტელეფონს. ფაქტი ის არის რომ მალე ამოიღებენ მოხმარებიდან სპირალიან ნათურებსუარყოფითი მხარეები: დიდი ენერგო მოხმარება, სითბოს გამოყოფა, ზომები, ექსპუატაციის ვადა, განათების ხარისხი. ნეონის ნათურის მინუსი: ზომა, ექსპლუატაციის ვადა. სინათლის ნახევარგამტარული დიოდის დადებითი მხარე: მინიმალური ზომები, მინიმალური ენერგო მოხმარება, ექსპლუატაციის ხანგძლივი ვადა, კარგი განათება ენერგო დანახარჯთან შედარებით. მინუსი კი მხოლოდ ის არის რომ ძაბვის ცვლილების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა ოდნავი მატება იწვევს მის მწყობრიდან გამოყვანას
  16. ადრე გავჩითე ეს და შენახული მქონდა ტხტ ფაილად. სახელი და გვარი ვერ გავიგე ამ პიროვნების მაგრამ იმდენად ახლოს იყო ჩემს მსოფლმხედველობასთან რომ სურვილი გამიჩნდა შემენახა. რატომ ვარ ქრისტიანი და არ ვარ ეკლესიის მრევლი? თავიდანვე მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მე ვარ საზოგადოების რიგითი წევრი, რომელიც არ გამოირჩევა არც განსაკუთრებული განათლებითა და გონების გამჭრიახობით და ასევე არც განსაკუთრებული უვიცობითა და გონებადახშულობით, ანუ მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, ისეთი როგორიც არის ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა. ასე რომ, ჩემისთანა პიროვნების შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე ორმაგად საინტერესო უნდა იყოს, ერთის მხრივ, როგორც კონკრეტული სუბიექტისა, და მეორეს მხრივ, როგორც საზოგადოების უმრავლესობის წარმომადგენლისა. გავბედე დავწერო ჩემი რელიგიასთან, ქრისტიანულ ეკლესიასთან დამოკიდებულების შესახებ. ეს არის აღსარება საკუთარი თავის წინაშე და, რასაკვირველია, მკითხველის წინაშეც (თუკი ვინმე კითხულობს ჩემს წერილებს). მე უკვე ხანდაზმული ვარ. ჩემს ასაკში ალბათ ყველას უჩნდება ანალოგიური სურვილი. იმისთვის რომ საკუთრივ გავიაზრო და მკითხველისთვისაც გასაგები იყოს თუ როგორ და რატომ მანდამაინც ამ სახით ჩამომიყალიბდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პირადი დამოკიდებულება, უნდა გავიხსენო რა გარემოში ვიზრდებოდი და რა განათლება მივიღე. მე დავიბადე 1939 წელს თბილისში. თუ არ ჩავთვლით შედარებით მოკლე პერიოდით (არა უმეტეს 3 თვისა) საქართველოდან გასვლებს (სწავლის, სტაჟირების, სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისა და დასვენების მიზნით), მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე თბილისში. ამ ვითარების ხაზგასმით აღნიშვნით მინდა გიჩვენოთ, რომ ჩემი მსოფლმხედველობა ქართულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რასაკვირველია, გავლენას მსოფლიო ლიტერატურისა, რომელსაც ქართულ და რუსულ ენებზე ვეცნობოდი. ჩემი მშობლები იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში სარგებლობდნენ პატივსცემით შრომისმოყვარეობისა და პატიოსნების გამო. მათ მიაჩნდათ, რომ ასეთი შეფასება იყო უმაღლესი შეფასება, ამით ამაყობნენ და უფრთხილდებოდნენ ამ სახელს. ჩემს აღზრდაში დიდ როლს ანიჭებდნენ პირად მაგალითს, ფიქრობდნენ რომ მე ამ მაგალითს უშუალოდ ვხედავდი და არ მჭირდებოდა სიტყვიერი ახსნა-განმარტებები მოვლენებისადმი „სწორი“ დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. მით უმეტეს, ოჯახში არასდროს გვქონია საუბარი რელიგიის საკითხებზე. 1957 წელს დავამთავრე 53-ე საშუალო სკოლა. ვსწავლობდი კარგად. მშობლები ჩემს სასწავლო პროცესში არ ერეოდნენ. არც ჰქონდათ საამისო დრო და არც არსებობდა ამის საჭიროება. ასე იყო, თუ ისე, სკოლა წარმატებით დავამთავრე (ე.წ. ვერცხლის მედლით - რუსულ ენასა და ლიტერატურაში მივიღე შეფასება „კარგი“, დანარჩენ დისციპლინებში კი - „ფრიადი“) და გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი. 1962 წელს დავასრულე სწავლა, გავხდი ფიზიკოსი, დავიწყე მუშაობა მშობლიურ ფაკულტეტზე და 45 წელი უწყვეტად ვიმუშავე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება, რომელიც ოჯახში და სკოლაში დაიწყო, ძირითადად სწორედ ფიზიკის ფაკულტეტზე გაგრძელდა, და მე მგონი ჯერაც არ დასრულებულა. ამრიგად, მე ბუნებრივად ჩამოვყალიბდი ადამიანად, რომელსაც მსოფლმხედველური თვალსაზრისით ათეისტს უწოდებენ. ამ გრძელი შესავალის შემდეგ დროა ჩამოვაყალიბო ჩემი თეზისები მთავარ საკითხთან დაკავშირებით: 1 თეზისი - ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი, ძირითადი საკითხია - სწამს თუ არა ღმერთი? რწმენა (ზოგადად) არის ადამიანის მსოფლმხედველობის საფუძველი. რწმენა ყალიბდება ადამიანის მთელ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და მის მიერ დაგროვებულ ცოდნაზე დაყრდნობით, ამ გამოცდილებისა და ცოდნის განზოგადოებით და ეხება იმ ძირითად პრინციპებს, რომელთა უშუალოდ დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ მათი მეშვეობით მიიღება სამყაროს მეტ-ნაკლებად რეალისტური, ჰარმონიული სურათი.რწმენის გარეშე შეუძლებელია ადამიანის არსებობა და განვითარება. რწმენა ადამიანს უჩვენებს გზას, საით უნდა იაროს, საით უნდა მიმართოს მან თავისი ძალისხმევა. ღმერთის, მიუხედავად იმისა თუ ვის როგორ ყავს იგი წარმოდგენილი, არსებობის დამტკიცება ან უარყოფა შეუძლებელია და აქ კამათი უაზროა, ან გწამს, ან არ გწამს. მაგრამ შეიძლება, რომ არაფერი არ გწამდეს? რწმენის გარეშე ადამიანი არ არსებობს. მაშასადამე ადამიანისთვის ღმერთი არის ის, რისიც მას სწამს და, როგორც ზევით აღვნიშნე, უჩვენებს გზას საით და როგორ უნდა იაროს. 2 თეზისი - ადამიანთა ერთობა არის სოციუმი, რომელიც მართალია შედგება კონკრეტული უნიკალური ინდივიდუმებისგან, მაგრამ წარმოადგენს ერთიან „ორგანიზმს“. იგი ცხოვრობს და ვითარდება მის მიერვე დაწესებული (მიღებული) კანონებითა და წესებით. ადამიანებს (ადამიანთა საზოგადოებას) უყალიბდებათ მორალი, რაც განსაზღვრავს მათ ურთიერთდამოკიდებულებას, ცხოვრების წესს. თავის მხრივ მორალი ეფუძნება მსოფლმხედველობას, იდეოლოგიას, რაც სამყაროსა და სამყაროში ადამიანის ადგილისა და დანიშნულებისშესახებ წარმოდგენათა ერთობლიობაა. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ ფუნდამენტურ საკითხებზე ადამიანი მისი არსებობის ყველა პერიოდში ფიქრობდა და ამ უწყვეტი ფიქრის შედეგად წარმოიშვა რელიგია, რომელიც პასუხს იძლეოდა ადამიანისთვის საინტერესო პრინციპულ კითხვებზე და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არეგულირებდა საზოგადოებრივ ცხოვრებას. დროთა განმავლობაში რელიგიური წარმოდგენები იცვლებოდა, ვითარდებოდა. უცვლელი რჩებოდა მისი ფუნქცია ადამიანთა თანაცხოვრების მოწესრიგებისა. სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვა დროსა და სივრცეში სხვადასხვა რელიგიები წარმოიშვა, მაგრამ მათ ყველას აერთიანებს ორი ძირითადი რამ: ღმერთის რწმენა და საზოგადოების მაორგანიზებელი, მისი ცხოვრების მომწესრიგებელი ფუნქცია. საჭირო შეიქმნა ერთმორწმუნეთაორგანიზაციურ-სტრუქტურული გაერთიანება, თავისი იერარქიული კავშირებით. ქრისტიანულ სამყაროში ეს არის ეკლესია. 3 თეზისი - ადამიანები უფრთხილდებიან თავიანთ წარმომავლობას. ეს სავსებით გასაგებია. საზოგადოება, რომელსაც კონკრეტული ადამიანი მიეკუთვნება, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა გარკვეულ ისტორიულ ვითარებაში, იქმნებოდა თვითმყობადი კულტურა და ამ კულტურულ სივრცეში თავს კარგად გრძნობდნენ ძირითადად ის პიროვნებები, რომლებიც ამ სივრცეში დაიბადნენ და გაიზარდნენ. ამრიგად ადამიანისთვის საკუთარი იდენტობის განცდა და შეგნება მისი ნორმალური ცხოვრებისთვის აუცილებელია. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებთაქართველ ერად ჩამოყალიბებაში, ქართველთა იდენტობის საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებაში უდიდესი როლი შეასრულა ქართულმა მართლმადიდებლურმა ქრისტიანულმა ეკლესიამ. მართალია, ჭეშმარიტ ქართველთა შორის იყვნენ და არიან კიდეც სხვა რელიგიების წარმომადგენლებიც, მაგრამ ეს არ აკნინებსმართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის როლს. ამის უდაო დამამტკიცებელია ის გარემოება, რომ ქართველთა იმ ნაწილს, რომელიც არ ეწევა ეკლესიურ ცხოვრებას, უფრო მეტიც, ათეისტებიც კი არიან, თავი მართლმადიდებელ ქრისტიანებად მიაჩნიათ. და ამას არა მარტო სიტყვიერად აღიარებენ, არამედ ადამიანთა შორის ურთიერთობის პრინციპები მართლმადიდებლურ ქრისტიანული აქვთ, და ამ პრინციპებით განსაზღვრული წესით ცხოვრობენ კიდეც. ამრიგად, ზოგადად ქართველობა და ქრისტიანობა თითქმის სინონიმებს წარმოადგენენ. 4 თეზისი - ადამიანთა საზოგადოება ვითარდება. ცოდნა თანდათანობით სულ უფრო და უფრო სწრაფად გროვდება. წარმოდგენები სამყაროს შესახებ იცვლება. ბევრი რამ, რაც არ ვიცოდით ადრე, ახლა ბავშმაც კი იცის. მეცნიერების მიღწევებს საზოგადოება ცივილიზაციის განვითარებისთვის, ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებისთვის წარმატებით იყენებს. თუმცა ამ მიღწევების უვიცმა ან უკონტროლო გამოყენებამ შეიძლება არნახული ზიანი მიაყენოს კაცობრიობას. კაცობრიობამ უნდა მიაღწიოს იმას, რომ გამორიცხოს ასეთი გამოყენების შესაძლებლობა. იმის შიშით, რომ ახალი მეცნიერული აღმოჩენის დანერგვამ შეიძლება დიდი ხიფათი შეუქმნას ადამიანებს, არ უნდა განუდგეთ მეცნიერებას. ჭეშმარიტი მეცნიერება იდეოლოგიზირებული არ არის, იგი ცდილობს ობიექტურად გამოიკვლიოს ესა თუ ის მოვლენა, პროცესი და არ მიმართავს თავის ძალისხმევას რომელიმე იდეოლოგიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. მას აინტერესებს ჭეშმარიტების დადგენა იმ ცოდნის ფარგლებში, რაც უკვე დაგროვებული აქვს კაცობრიობას, და როდესაც ეს შეუძლებელი ხდება, იგი გაბედულად ანგრევს ძველ, დრომოჭმულ წარმოდგენებს სამყაროს შესახებ და გვთავაზობს ახალს, უფრო პროგრესულს. ცხოვრებამ აჩვენა, რომ საკაცობრიო ცოდნის სკივრში აქტიურ ადგილს იკავებს ის მეცნიერული დებულებები, რომლებიც პრაქტიკაში (ან ექსპერიმენტულად მაინც) თავის დადასტურებას პოულობენ. სხვა დაუდასტურებელი (უარყოფილი) თეორიები დავიწყებას არ მიეცემა და განიხილება როგორც ადმიანთა გონების ვარჯიში, რამაც ხელი შეუწყო ჭეშმარიტების დადგენას. ის, რომ საზოგადოების პროგრესს საფუძველს უქმნისმეცნიერული მიღწევები, ადასტურებს, რომ ჩვენი ცოდნა, მოპოვებული მეცნიერების მიერ, არის ჭეშმარიტი ცოდნა, თუმცა ყოველთვის უნდა დავაყოლოთ სიტყვები - მისი გამოყენების ფარგლებში, რაც უბრალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ცოდნა ამოუწურავია და საჭიროა მისი განუწყვეტლივ შევსება და განახლება. მეცნიერება გულწრფელად აღიარებს, რომ უფრო მეტი არ იცის, ვიდრე იცის, ამავე დროს მას სჯერა, რომ ხვალ უფრო მეტი ეცოდინება, ვიდრე იცის დღეს. ახლა, ამ თეზისების ჩამოყალიბების შემდეგ შევეცდები ავხსნა, რატომ მიმაჩნია თავი ქრისტიანად და ამავე დროს რატომ არ ვარ ეკლესიის მრევლი: 1. მე ვარ ქართველი, ყველა თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებ არაქართულ საზოგადოებაში ცხოვრებას, უფრო მგონია, რომ ვერ შევძლებ, ანუ ჩემთვის ბუნებრივ გარემოს ქართული კულტურული გარემო წარმოადგენს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქართველობა და ქრისტიანობა განუყოფელია იმ ქართველებისთვის, რომლებიციძულებული არ იყვნენ ისტორიული ვითარების გამო გამოეცვალათ რელიგია. მაშასადამე ვარ რა ქართველი, ვარ ქრისტიანი. უფრო მეტიც, მე ვარ ქრისტიანულად მონათლული. მოვინათლე მაშინ, როდესაც30 წლის ასაკამდე ბევრი აღარ მაკლდა, ანუ მოვინათლე სავსებით შეგნებულად. მართალია, ნათლობას ჩემი გაქრისტიანება კი არ ჰქონდა მიზნად (როგორც უკვე მოგახსენეთ, მე ქრისტიანად დავიბადე), არამედ ეს იყო პატივისცემა ნათელ-მირონისა, რაც ადამიანთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობას ამყარებს. რაც მთავარია, მე პატივს ვცემ ქრისტიანთა მიერ აღიარებული ათი მცნების იმ ნაწილს, რომელიც ადამიანთა ურთიერთობას ეხება და ვცდილობ ვიცხოვრო შესაბამისად. 2.ეკლესიისთვის უმთავრესი წყარო ცოდნისა არის ბიბლია (ძველი და ახალი აღთქმა). ბიბლიაში ეძებს იგი პასუხს ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე. უაღრესად დიდ პატივს ვცემ ბიბლიას, როგორც ფასდაუდებელ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, ასევე პატივსაცემია იმ ადამიანთა შრომა, რომლებმაც სცადეს თავი მოეყარათ იმ დროისთვის კაცობრიობის მიერ დაგროვებული ცოდნისთვის და წარმოედგინათ სამყაროს სურათი. მაგრამ მათი მოღვაწეობის პერიოდიდან დღემდე ძალიან დიდი დრო გავიდა და სამყაროს შესახებ წარმოდგენები მნიშვნელოვნად შეიცვალა. თანამედროვე ცოდნის ფონზე მეტისმეტად მიამიტურად ჩანს ბიბლიური წარმოდგენები სამყაროს წარმოქმნის, ადამისა და ევას შექმნის შესახებ. რასაკვირველია, ეს მიამიტობა არ შეიძლება რაიმე ნაკლად ჩავუთვალოთ ბიბლიის ავტორებს, მაგრამ დღესაც ამ აზრზე დარჩენა, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებას იწვევს. ბიბლიის მიხედვით ღმერთმა პირველი ადამიანი (კაცი, რატომ მანდამაინც კაცი?) შექმნა თავის მსგავსად. მაშასადამე ბიბლიის ავტორებს ღმერთი წარმოდგენილი ყავდათ ყოვლისშემძლე კაცად, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს მოისურვა სამყაროს შექმნა და აისრულა კიდეც თავისი სურვილი. განსაკუთრებით საინტერესოა პირველი ქალის - ევას შექმნის ისტორია. ქალი შეიქმნა მამაკაცის ნეკნისგან, შეიქმნა მამაკაცისთვის, და ამით განისაზღვრა მისი ადგილი და მისდამი დამოკიდებულება. ბიბლიის ავტორთა ეს შეხედულებებიც გასაგებია. ალბათ მაშინ არ იდგა დღის წესრიგში გენდერული თანასწორობის საკითხი. ნუთუ ეკლესია ვერ უნდა გამოვიდეს დოგმების ტყვეობიდან და დღესაც უნდა ჩარჩეს საუკუნეების სიღრმეში? არ უნდა გაამდიდროს ახალი ჭეშმარიტი სიტყვით ქრისტიანული მოძღვრება? იგივე ითქმის გამოხატვის ფორმებზეც - ეკლესიის მსახურთა გარეგნობასა, ჩაცმა-დახურვასა, სხვადასხვა ეკლესიურ ატრიბუტიკასა და რიტუალებზე. ზოგადად რიტუალების დანიშნულება კარგად არის გააზრებული და ისინი ადამიანის რწმენის გამტკიცების, მისი სულიერი სიმშვიდის უზრუნველყოფის, ადამიანთა ურთიერთგაგების, საზოგადოებრივი ცხოვრების ჰარმონიზაციის ამოცანას ისახავენ მიზნად. მაგრამ ამ რიტუალების შესრულების ფორმა მეტისმეტად არქაული და საუბედუროდ ხშირად არაგულწრფელია. მოკლედ, ჩემში პოზიტიურ განწყობას წარმოშობს მეცნიერების სწრაფვა განახლებისკენ და უარყოფითს ეკლესიის ჯიუტი ზრუნვა უცვლელად შეინარჩუნოს დოგმები და დრომოჭმული ტრადიციები. 3. მე რომ არ მიმეღო ისეთი განათლება, რომელიც საშუალებას მაძლევს მთელ რიგ საკითხებზე (თვით ყველაზე ურთულესზეც კი) მქონდეს საკუთარი აზრი (შესაძლოა ეს აზრი მცდარიც კი იყოს, მაგრამ იგი ჩემი აზროვნების ნაყოფია), მაშინ ალბათ მთლიანად მივენდობოდი ეკლესიას, ვინაიდან მას აქვს პასუხი ისეთ კითხვებზეც კი, რომლებზეც ადამიანის გონებაში პასუხი ჯერჯერობით ვერ მოიძებნება. ეს პასუხია - ყველაფერი ღვთის ნებაა, მის მიერ არის დაგეგმილი ყველაფერი, რაც ხდება. რა გამომდინარეობს აქედან? - ადამიანმა თავი არ უნდა იმტვრიოს დღეს აუხსნელი მოვლენის ასახსნელად? იგი ბრმად უნდა მიყვეს ღვთის ნებას? იგი მართლა მონაა ღვთისა და მის მსახურებას უნდა შესწიროს ყველაფერი? ასეთი პასუხი და მისგან გამომდინარე შედეგები მიუღებელია ჩემთვის. შეუძლებელია, რომ ღმერთს ადამიანი მონად შეექმნა, მაშინ რატომ ჩაუნერგა მას თავისუფლების უსაზღვრო სიყვარული. ღმერთმა ადამიანს აზროვნების უნარი მისცა, მისცა იმისთვის, რომ მან თვითონვე იპოვოს პასუხი კითხვებზე. ასევე მისცა პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც ავალდებულებს ადამიანს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და შედეგები არ გადააბრალოს ღვთის ნებას. ღვთის ჭეშმარიტი რწმენა სულაც არ მოითხოვს ეკლესიის მთელი რიგი დოგმების აუცილებლობას. ეს დოგმები არ სჭირდება რწმენის გამტკიცებას. ისინი უფრო იმისთვის არის საჭირო, რომ შენარჩუნებული იყოს ეკლესიის გავლენა მრევლზე. ზოგადად ეს გავლენა საზოგადოებისთვის სასარგებლოა და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ეკლესიის არსებობა არ სჭირდება იმისთვის, რომ იყოს ქრისტიანული მსოფლმხედველობის მატარებელი, მთლიანად საზოგადოებისთვის მისი არსებობა და მოღვაწეობა აუცილებელია. ეკლესიის გარეშე ქრისტიანული მორალით ცხოვრება შეუძლიათ მხოლოდ გარკვეული სპეციფიკური განათლების მქონე ადამიანებს. დანარჩენი საზოგადოებისთვის ეკლესია რწმენის წყაროა და მათი მშვიდი ცხოვრებისათვის აუცილებელი ნავსაყუდელი. ამ თვალსაზრისით ბოლშევიკების უდიდესი ცოდვა და დანაშაული საზოგადოების წინაშე არის ის, რომ ერთის მხრივ ფიზიკურად გაანადგურეს განათლებული ადამიანები, რომლებიც ათეისტებიც რომ ყოფილიყვნენ ღვთის საგმობ საქციელს არ ჩაიდენდნენ, ხოლო მეორეს მხრივ ძალმომრეობით გაავრცელეს ათეიზმი განათლების არასაკმარისი დონის მქონე უმრავლესობაში, რამაც საზოგადოებაში წარმოშვა სისასტიკე, უსამართლობა და შეუწყნარებლობა. არ ვიცი შევძელი თუ არა გულწრფელად მეთქვა ყველაფერი, უფრო სწორედ გულწრფელი კი ვიყავი, მაგრამ ყველაფერი ვთქვი თუ არა, ჯერ არ ვიცი. მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ მიუხედავად იმის, რომ ეკლესიური წარმოდგენები ღმერთზე და ადამიანის დანიშნულებაზე ჩემში „ღიმილს“ იწვევს, მე უღვთო არ ვარ. არ ვარ, რადგანაც ჩემთვის ღვთისნიერობა ადამიანის სიყვარულსა და ღრმა პატივისცემას ნიშნავს და მას არ სჭირდება არც რაიმე სხვა დამატებითი ნიშნები და არც ღვთის შიში, ან ეკლესიის ქადაგება. ამ ჩემს დღევანდელ ნაწერს, ალბათ, მომავალშიც ხშირად წავიკითხავ. საინტერესოა, გამიჩნდება თუ არა რაიმეს დამატების, ან რაღაცის შეცვლის სურვილი? დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაც გაიზიარებს ჩემს შეხედულებებს, სხვებს კი განსხვავებული აზრები ექნებათ. ასეც უნდა იყოს. შეხედულებათა მრავალფეროვნება ბუნებრივია და საზოგადოების მოწიფულობაზე მეტყველებს.
  17. მალე ამოიგებენ "სპირალიან" ნათურებს მოხმარებიდან ამდენხანაც უნდა ამოეგოთ რაღადროის 100ვატის ხარჯვაა, რომლის უმეტესი ნაწილი სინათლის მაგივრად სითბოს გამოყოფაში იკარგება. ნეონის ნათურები ცვლის ნელნელა, მალე ნახევარგამტარული სინათლის დიოდებიც ფართდ შემოვა მოხმარებაში. ჯერ ერთი უკვე მაგრად ტეხავს ამხელა განვითარებისას ერთი ოთახის წესიერად გასანათებლად 100ვატს რომ დახარჯავ როცა შესაძლებელია 20-35 ვატი დახარჯო და უკეთესად გაანათო. თან "სპირალიან" ნათურას მარტიო ენერგო მოხმარების პრობლემა არ აქვს განათებაც უხარისხოა სათიტაოდ აანთეთ ოთახში ჯერ 100ვატიანი უბრალო ნათურა მერე 35ვატიანი ნეონის განათება განათების ხარისხზეც შეატყობ რომ იავნად ნეონი აჯობებს იმას რაგაც გახუნებული ჯანგისფერი ფერის განათება აქვს ხოლო ნეონს თეთრი კაშკაშა.
  18. Anima Libera მართალი ხარ. ელემენტები აკულიატორები მუდმივი დენის წყაროებია. დენი ეს არის ელექტრონების მოწესრიგებული მოძრაობა. ცვლად დენში უფრო ადვილი წარმოსადგენი რომ იყოს საქანელასავით მოზდრაობენ წინ და უკან ხან ერთი პოლუსია დადებითი ხან მეორე, ხოლო მუდმივ დენში მხოლოდ ერთი მიმართულებით ხდება ელექტრონების მოძრაობა. თუ იქნება დაინტერესება გავაკეთოთ საკლასო ოთახივით სადაც ჩხირკედელაობას ისწავლის დაინტერესებული პირები. ზოგადი ცოდნა პირობითი ნიშნები. სქემის წაკითხვა, მოსასმენი აპარატები გადამცემები და ა.შ. რადიოხულიგნობა
  19. მიმდევრობით შეერთებისას ძაბვა იზრდება და ამპერი იგივე რჩება მაგალითად: 2 ცალი 1.5ვოლტიანი და 1ამპერიანი ბატარეა რომ ჩავრთოთ მიმდევრობით გვექნება 3ვოლტი და 1ამპერი. თუ პარალელურად ჩავრთავთ მაშინ გვექნება 1.5ვოლტი და 2ამპერი.
  20. სახლში რა უნდა მუდმივ დენს ენერგო მომარაგება საქარტველოში ცვლადი დენით ხდება რომლის სიხშირეც 50 ჰერცია. (ანუ 1 წამში 50ჯერ იცვლის დენი პოლარობას) ტვალი ვერ აფიქსირებს მაგხელა სიხშირეს თორემ წმში 50ჯერ ქვრება ინთება ნათურა. არსებობს კიდევ ნახევარგამტარები რომლებიც მუდმივ დენზე მუშაობენ რადგან მხოლოდ ერთი მიმართულებით ატარებენ დენს. მაგალითად "ზაჟიგალკებში" რომ პატარა ნათურებია. სინათლის დიოდი ქვია მაგათ ქართულად. და დზალიან დაბალ ძაბვაზე მუშაობს. რაც შეეხება აკულიატორის მუშაობის ხანგძლივობას ის იზომება ამპერსაათებით (უფრო მცირე ჯერადი ერთეულებიც აქვს). ხოლო რაც შეეხება ელექტრო დენის დარტყმას პირველ რიგში ის დამოკიდებულია ძაბვის სიდიდეზე და შემდეგ ამპერზე. 12 ვოლტი დენი რაცარუნდა დიდ ამპერიანი იყოს თუ გინდა მილიონი ამპერი ქონდეს რომც ჩაეხუთო ვერაფელს გაიგებ. ხოლო 220 ვოლტი და ამპერის მეათასედიც რომ ქონდეს მაინც დაგარტყამს იმედია ხელს არ შეუბრუნებს ვინმე
×
×
  • შექმენი...