Jump to content
Planeta.Ge

UNTIfarvizi

პლანეტელი
  • პოსტები

    1
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

UNTIfarvizi'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ეკუმენიზმი ეკუმენიზმი არის წვალება ეკლესიის დოგმატის `ერთი, წმიდა,კათოლიკედასამოციქულო~წინააღმდეგ. დოგმატი ეკლესიის შესახებ, რომელიც მოკლედ და ზუსტადაა ჩამოყალიბებული ნიკეა-კონსტანტინოპოლის `მრწამსის~ მეცხრე წევრში `მრწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია~ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ ეკლესია რომელიც ჩვენ გვწამს, არის არსებული და არა მოსალოდნელი, შექმინილი და არა შესაქმნელი, სავსებით რეალური და არა წარმოსახვის ნაყოფი. ეკლესიას სათავე დაუდო მაცხოვარმა, როდესაც აღგვითქვა `აღვაშენო ეკლესია ჩემი~ და ეს აღთქმა შესრულდა სულიწმიდის მოფენის დღეს. და იგი იარსებებს ვიდრე მეორედ მოსვლამდე. ჩვენს დროში, ეკუმენიზმის ნიადაგზე, წარმოიშვა იდეა, თითქოს ეკლესია უნდა შეიქმნას. ჟერ კიდევ 1937 წელს პროტესტანტ-ეკუმენისტი ელი გუნელი დაუფარავად გმოთქვამდა თავის ეკუმენისტურ `რწმენას~ მსოფლიო ეკლესიის მიმართ: მე მწამს ის არც ჯერ კიდევ არ არსებობს... მაგრამ რაც უსათუოდ უნდა იყოს. რამეთუ მწამს სულიწმიდა, რომელიც იერუსალიმში სულიწმიდის მოფენის ისტორიული წუთიდან კვლავ და კვლავ ატარებს ცდებს, ქმნის ეკლესიის პროექტებს, ვიდრე სანიმუშო ეკლესია შეიქმნებოდეს... მე ვხედავ მრავალ ეკლესიას, გაფანტულსა და განცალკევებულს... მე მწამს მომავალი `უნივერსალური ეკლესია.~ აი ამგვარ მკრეხელობას ქადაგებს ე.წ. ეკუმენიზმი, რაც თავშივე ეწინააღმდეგება სარწუნოების სიმბოლოს და საღვთო წერილს. ერთადერთი მომავალი მოვლენა რაზედაც მრწამსშია საუბარი არის ქრისტეს მეორედ მოსვლა, მიცვალებულთა აღდგომა და საუკუნო ცხოვრება, ამიტომაც წერია `მოველი~ (მოველი აღდგომასა მკვდრეთით) სხვაგან ყველგან კი `მრწამს~ და `აღვიარებ.~ მწვალებლური საზოგადოებებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთ თავს `ეკლესიებს უწოდებენ, ქრსტეს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქვია `ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო~ რადგან იგი ქადაგებს და უცვლელად გადმოსცემს იმ სარწმუნოებას, რომელიც იქადაგეს და მთელ მსოფლიოში გაავრცელეს წმიდა მოციქულებმა (ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი). მართლმადიდებლობა ერთადერთია რომელსაც არ ჰყავს დამწყები პიროვნება, როგორც ეს სხვა კონფესიებს ახასიათებს. (მაგ.პროტესტანტიზმი – მარტინ ლუთერი, რასელიზმი- ჩარლზ რასელი და ა.შ) გლოსტერის ერთ-ერთი ანგლიკანელი ეპისკოპოსი ბერძენ და ანგლიკანელ ღვთისმეტყველთა შეკრების მონაწილე ენერგიულად ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებლურ დოგმატს და ამტკიცებდა, რომ `ეკლესიამ დაკარგა თავისი ერთიანობა და ამჟამად მხოლოდ განხეთქილებებში (`სქიზმებში~) არსებობს~. ზოგიერთი დასაველი ეკუმენისტი კიდევ უფრო შორს წავიდა და უარყოფს ეკლესიის არა მხოლოდ ფაქტიურ, არამედ პრინციპულ ერთიანობასაც. ჰენრი ვან დუზენი წერდა: `წარმოდგენა ერთი, თავდაპირველი, `განუყოფელი ეკლესიის~ შესახებ ნამდვილი ზღაპარიაო~ წმ. იუსტინე პოპოვიჩი ამბობს: `როგორც ქრისტეს – ღმერთისა და კაცის, პიროვნებაა ერთი და ერთადერთი, ასევე მის მიერ და მასზე დაფუძნებული ეკლესიაა ერთი და ერთადერთი. შეუძლებელია, რომ უფალ იესო ქრისტეს რამდენიმე სხეული ჰქონდეს და ასევე შეუძლებელია რამდენიმე ეკლესიის არსებობა. ასე რომ ეკლესიის განყოფა ონტოლოგიურად, არსებითად შეუძლებელია. არსებობდა და კვლავაც იარსებებს მხოლოდ განვარდნა ეკლესიისგან. ერთიან, განუყოფელ ქრისტეს ეკლესიას სხვადასხვა დროს განუდგებოდნენ ხოლმე მწვალებლები და განხეთქილების მოთავენი, და ამით მათი მიმდევარნი ეკლესიის წევრობისგან განეყენებოდნენ... ასე განვარდნენ ეკლესიისაგან გნოსტიკოსები, არიანელები, დუხობორები, მონოფიზიტები, ხატმებრძოლები, კათოლიკები, პროტესტანტები, უნიატები, და ყველა სხვა ჯურის განდგომილნი, მწვალებელთა და განხეთქილების მთავართა ლეგიონის წევრები.~ ეკუმენისტურ წრეებში ემს (ეკლესიათა მსოფლიო საბჭო) დღეს განსაკუთრებულად უჭერს მხარს `პლურალისმს~. Aმტკიცებენ, რომ `პლურალიზიმი~ სულიერად ამდიდრებს ეკუმენისტური მოძრაობის მონაწილეებს. მათი მიხედვით ეკლესია `განშტოებებად~ არის დაყიფილი: მართლმადიდებლურ, კათოლიკურ, ანგლიკანურ და ა.შ. მართლმადიდებლური თვალსაზრისით კი ღვთივგამოცხადებული სარწმუნოება ერთია და პავლე მოციქულის სიტყვებით: `ერთი, წმიდა, ჭეშმარიტი მოძღვრებაა~. მართლმედიდებლური შეგნებისათვის ცხადია, რომ ის ჯგუფი, რომელიც განუდგა ეკლესიას, ეკლესიის გარეთ დგას და როგორც წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ამბობს ასეთი ადამიანი ან ადამიანთა საკრებულო თავაინთი სისხლით ვერ გამოისყიდიან ამ ცოდვას. ვინაიდან ეკლესია ერთი და ერთი სარწმუნოება გააჩნია და თუ დაკარგავდა თავის ერთიანობას და მხოლოდ განხეთქილებებში იარსებებდა იგი დაკარგავდა თავის ღვთებრივ დანიშნულებას იყოს ქრისტეს ეკლესია - `სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა~.
×
×
  • შექმენი...