Saturn დავიწყე : როცა 1841 წელს კირკეგორი ბერლინში შელინის ლექციებს ესწრებოდა, შესაძლოა, მის გვერდით მარქსიც იჯდა. კირკეგორმა მაგისტრის წოდების მისაღებად დაწერა ნაშრომი სოკრატეს შესახებ. დაახლოებით ამავე დროს, მარქსმა დოქროტის წოდების მისაღებად დაწერა ნაშრომი დემოკრატესა და ეპიკურეს, ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, ანტიკური მატერიალიზმის შესახებ. ამგვარად მონიშნა ორივემ საკუთარი ფილოსოფიურ მოძღვრებათა მიმართულებები. სწორედ ამიტომ კირკეგორი ეგზისტენციალისტი გახდა, მარქსი კი მატერიალისტი. უფრო ზუსტად ჩემო სატურნო მარქსი ისტორიული მატერიალისტი გახდა. კირკეგორისა და მარქსისთვისაც საწყის წერტილად ჰეგელის ფილოსოფია იქცა. ორივეზე იმოქმედა ჰეგელის აზროვნების წესმა, თუმცა მისი სამყაროს სული ანუ მისი იდეალიზმი ორივემ უარყო. ამის შემდეგ ფილოსოფია ახალი მიმართულებით წავიდა. დიდი სისტემები ეგრეთ წოდებულმა ეგზისტენციალურმა ფილოსოფიამ და მოქმედების ფილოსოფიამ შეცვალა. სწორედ ამას გულისხმობდა მარქსი, როცა ამბობდა: ფილოსოფოსები აქამდე მხოლოს სამყაროს სხვადასხვაგვარი ახსით იყვნენ დაკავებულები. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. ეს სიტყვები ერთგვარი გზაგასაყარია ფილოსოფიის ისტორიაში. ის მხოლოდ ფილოსოფოსი კი არა, ისტორიკოსი, სოციოლოგი და ეკონომისტიც იყო