არასანდო ინფორმაციაა ცალკე თემის გახსნად არ ღირს მარა აქ დავდებ მაინც სააკაშვილმა მეუფე კალისტრატეს ბერად აღკვეცის სურვილი გაუმჟღავნა 1 აპრილი, 2013–16:30 პრაიმერ ინფო http://www.primerinfo.com/wp-content/uploads/2013/04/misha-kalistrate_620-150x150.jpg“პრაიმერს” ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესთან დაახლოებულმა წყარომ კონფიდენციალურად შეატყობინა, რომ ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილმა მეუფეს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ბერად აღკვეცის სურვილი გაანდო. წყარო არ აკონკრეტებს, ზუსტად როდის და რა ვითარებაში მოხდა ამ თემაზე საუბარი. მისი თქმით, მეუფემ სააკაშვილს ურჩია, ჯერჯერობით თავი შეეკავებინა განზრახვის სისრულეში მოყვანისგან. “ბერობა მძიმე და საპატიო ტვირთია შვილო. მოხარული ვიქნები, გზა დაგილოცო სულიერი ცხოვრების სფეროში, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ საერო ცხოვრებაშიც ჯერ კიდევ ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელი”- ასეთი პასუხი გაუცია კალისტრატეს პრეზიდენტისთვის.