Jump to content
Planeta.Ge

mama

პლანეტელი
  • პოსტები

    5.290
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    54

ყველა პოსტი mama

  1. ეგ უკვე შენი დამარცხების აღიარება იქნება
  2. თქვენი უაზრო ომი დავიჯერო მარტო მე მომწყინდა?
  3. ეგ ჭკვიან ქალზე გამიგია მე კარგი ჩაწვდომაა საკითხის
  4. ისე გულწრფელად თქვი და ხანდახან მაინც არ შეგშურებია ასეთების? არ მოგდომია შენც მარტივი ადამიანი იყო და მხოლოდ საჭიროებებზე ფიქრობდე?
  5. ამას რაღა რწმენა უნდა, უკვე მაქვს ეს სამოთხე ერთი ფინანსური დამოუკიდებლობა მაკლია და ახლო მომავალში ეგეც გარანტირებული მექნება და ვსიო, წავიდა გულიავი -ვანგა ამო საჭმელი ჭამე -რა გვაქვს? -ვითომ არ იცი ხო შე შობელძაღლო შენა და ტოტალიზატორის ან რულეტკის შედეგებს ვერ გამოიცნობ? წილში გაგიყვან
  6. გონებრივად კიდე ხო, მარა ფიზიკურობა არ გამოვა, ღორმუცელა ვარ თან მაინც უნდა მოვკვდე და ტყვილა ვიწვალებ, აი უკვდავი რო ვიყო(სულაც არ მინდა) მართლა ავიდოდი ღმერთკაცობამდე
  7. მიდი ცადე, ნუ მორცხვობ. აქ არ ვართ პროფესიონალი კრიტიკოსები. ამოუშვი სათქმელი გულზე მოგეშვება
  8. ბარემ ბოლომდე ვიტყვი კიდე, არასდროს არავის და არაფრის ფანი არ ვყოფილვარ და ვერც ვხვდებოდი ეგეთი ხალხისას. ბარსელონას თამაში რო იყო თბილისში და ხალხი სამ დღიან რიგში იდგა მაგრა დავცინოდი, მერე დავფიქრდი და შემშურდა. მართალია უაზრო(ღემი აზრით) მიზანს ემსახურებოდა მათი საქციელი, მარა იმათ ხო უხაროდათ. ბევრი ვიფიქრე და ვერაფერი მოვიფიქრე ისეთი რის გამოც ამხელა მსხვერპლზე წავიდოდი. რაღაც მიხანი მჭირდება და ვერ მიპოვია, ესეც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ჩემთვის
  9. სადღაც ამოვიკითხე და მომეწონა " მიდიხარ სახლში, ანთენ შუქს, ისხავ ჩაის, ჯდები სავარძელში და თვითონ წყვეტ ეს მარტოობაა თუ თავისუფლებაო". მე თავისუფლებად ჩავთვალე. ხო მართლა, ბიოგრაფიაში დამავიწყდა მეთქვა რო ბოლო 5 წელია აბსოლიტურად მარტო ვცხოვრობ, იშვიათ სტუმრებს თუ არ ჩავთვლით . ჭურჭლის დარეცხვის და უთოობის(რაზეც ძირითადად სხვებს ვიხმარ, ან ისეთ ტანსაცმელს ვყიდულობ უთო რო არ ჭირდება ) გარდა ყველაფერი მომწონს და არაფრის შეცვლა არ მინდა. ურთიერთობა შეუძლებელია, ყველა მარტოსულია და ვინც იცის რო მარტოსულია იმას საკუთარი თავი მაინც ყავს გვერდით სხვა უფრო მარტოსულებთან შედარებით
  10. კარგი კულინარი იქნები შენ ასე მგონია
  11. ღმერთი არს ჩემთან, მე ვიწყებ ბავშვობა... პრობლემა ისაა რო მეხსიერებაში მაგრა მოვიკოჭლებ, ამიტო მხოლოდ ფრაგმენტები და ისიც ძაან ცოტა მახსოვს. მახსოვს ბაღში ებრაელი ძმაკაცი მყავდა, რომელიც თავის სუპის მერე ჩემსას ჭამდა ორივე კმაყოფილი ვიყავით, მარა მასწავლებელი ეჩხუბებოდა ყველაზე ბოლოს შენ ჭამო, მე მაქებდა ყოჩაღ მალე შეგიჭამიაო მახსოვს კარუსელიდან ტალახში რო ჩავვარდი. კლასელი რო დამეჯახა თავით(ბედი არ უნდა ყველაფერს, მაინცდამაინც სვანი დამეჯახა ) და წინა ორი( ასეთი კბილები მქონდა) ჩამიმტვრია. პირველმა შეყვარებულმა, მეხუთე კლასში, თამაშისას დაახლოებას რო ვცდილობდი ძროხა მიწოდა... აი ეს კი მართლა ძალიან ცუდად მახსოვს. სერიოზულად ცუდად ვიყავი, ისე რო ფიზიკურადაც მეტყობოდა და ჩემებმა ლამის ექიმთანაც მიმიყვანეს ერთ დღეში გადამიყვარდა.. ეს იყო ჩემი პირველი იმედგაცრუება და ალბათ მას შემდეგაა ასე სკეპტიკურად რო ვუყურებ მარადიული სიყვარულის ცნებას. მას შემდეგ მჯერა რო გონების დაკარგვამდე არავინ შემიყვარდება, და რაც არ უნდა მიყვარდეს თუ მაწყენია ეგრევე გავუშვებ ###ზე კარგი მოსწავლე ვიყავი დაწყებითებში, არასდროს არ ვყოფილვარ სწავლაზე და ნიშნებზე გადარეული. ყოველთვის მიკვირდა და ახლაც მიკვირს რატო ტიროდნენ ბავშვები ცუდი ნიშნის მიღებაზე თუმცა მეც ვიტირე მეოთხე კლასში გამოცდაზე ყველაფერს რო ვუპასუხე და მაინც ოთხიანი დამიწერეს, ალბათ უფრო დედაჩემის ზეგავლენით ვტიროდი. არასდროს არ მიყვარდა თავის გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა. დაწყებითიდან ფრიადოსანი გადავედი და საშუალო სკოლაში ოროსნობამდე ჩამოვედი დედაჩემი დაიბარეს და რაის ფრიადოსანი დებილია შენი შვილი ერთხელაც არ აუწევია ხელიო დედაჩემმა გაუიასნა რო ეგ თავისით არ აიწევს ხელს, კითხეთ და ისე გიპასუხებთო. დაამუღამეს მასწავლებლებმა და მას შემდეგ მშვენივრად ვსწავლობდი. ბავშვებთანაც არ ვიყავი ძაან ახლოს, თუ ვინმეს რამის გადაწერა მოუნდებოდა მოვიდოდა, დავაწერიებდი,წავიდოდა მორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, ალბათ უფრო ბებიის გავლენით. პირველი სერიოზული შეხება ამ საკითხთან ადრევე მქონდა, 10-12 წლის ვიყავი. მაშინ იწყებოდა ეკლესიიზაცია( ), ყველას წამდა, დადიოდა ეკლესიაში და ლაპარაკობდნენ რაღაც სიახლოვეზე ვიღაც ღმერთთან მაშინ კი ვიგრძენი თავი მარტოდ და განსხვავებულად, მინდოდა მეც მათნაირი ვყოფილიყავი და ვცადე ღმერთს დავკავშირებოდი, მართლა გულწრფელად ვესაუბრებოდი, მარა დიალოგი არ შედგა და ჩემი მონოლოგი გამოდგა მხოლოდ. ესეც მეორე იმედგაცრუება.. ესეც არავისთვის არ მითქვამს, როგორც მჩვევია ჩუმად გადავხარშე და დავადექი გზასა ამასა ათეისტობისა, მოგვიანებით შემძულდა ყველა სახის ღმერთი და მასთან ერთად მორწმუნეებიც განსხვავებულობა სულ თან დამდევდა, ახლა ვფიქრობ და არ იყო ეს ჩემი ნებით გამოწვეული, მარა მაინც ვერ ვხვდები რატო ვიყავი(ვიყავი რა ახლაც ვარ ) სულ უმრავლესობის საწინააღმდეგო მხარეს. ჩემი ტოლები რო ქურდობაზე ოცნებობდნენ მე პოლიციელობა და ყველას დაჭერა მინდოდა ამ მიზეზით ჩხუბებიც ბევრი იყო ერთი ჩხუბის დროს, როცა 100% მართალი ვიყავი, მთელი კლასი ჩემს მხარეს იყო, მაგრამ ბოლოს უფროს კლასელების შეეშინდათ, მარტო დავრჩი და გავილახე რო გაიზარდნენ მერე კი მომიბოდიშეს არ ვიყავით მართლები რო მიგატოვეთო, მარა მოგეხსენებათ გატეხილი ჭიქის და ბოდიშის ამბავი.. ხოდა აქედან უკვე ზოგადად უნდობლობა დამჩემდა ადამიანებისადმი. ემოციური ვარ და ზედმეტად განვიცდი ღალატსაც და შეცდომასაც ადამიანში, რაღაცას რო მოელოდები ადამიანისგან და ის რო არ გააკეთებს ვბრაზდები ჩემ თავზე და ვინგრევი ბოლომდე. ამიტომ თავდასაცავად ერთი ტაქტიკა შევიმუშავე არანაირი მოლოდინები და არანაირი ზედმეტად ახლო კავშირ-ურთიერთობები. გავხდი კიდევ უფრო ჩაკეტილი. დაკვირვება მიყვარდა და ისეთ რაღაცებს ვამჩნევდი რასაც სხვები ვერ ხედავდნენ, ან რომც დაენახათ ყურადღებას არ აქცევდნენ. საზოგადოების ანალიზმა(ბავშვური და არა მეცნიერული გაგებით რა თქმა უნდა) დამაინტერესა. შევამჩნიე რო უახლოესი ადამიანებიც კი ერთმანეთთან ფარისევლობდნენ, იღიმოდნენ ძალით, ტონალობას იცვლიდნენ, მიმიკებს ხელოვნურად იცვლიდნენ და ასე შემდეგ. მეც ასე ვიქცეოდი... მერე მივხვდი რო ურთიერთობა თამაშის და ნიღბების გარეშე შეუძლებელია(ნუ ჯერ მაინც მწამს რო ვიპოვი იმ ერთადერთს ვისთანაც ბოლომდე გავშიშვლდები). კიდევ უფრო მოგვიანებით, ჩემი აზრიძთ მეტწილად მასწავლებლების დამსახურება იყო, ჩემს თავში ერთი ნიჭი აღმოვაჩინე. ტყუილს უფრო ადვილად ვაჯერებდი ადამიანებს ვიდრე სიმართლეს, ტყუილი უფრო მარტივიც და ლამაზიც იყო, ხოდა აქედან მოგეცა ლხენა პათოლოგ მატყუარად ვიქეცი, ყველას ვატყუებდი და ყველაფერს ვიტყუებოდი. ეს ნაწილობრივ ხასიათის თვისებად გადამექცასავით. ვინც მიცნობს ჩემს შესახებ რო კითხო ყველა სხვადასხვას გეტყვის, ყველასთან სხვადასხვანაირი ვიყავი ტყუილების და ნიღბების მორევში დავიკარგე და ვერ ვხვდებოდი რომელი მე იყო ნამდვილი მე, რომელი სურვილი იყო ნამდვილად ჩემი და რომელი თავსმოხვეული, რა მინდოდა და ასე შემდეგ. შევეცადე გამოსწორებას და ტყუილების აღკვეთას, თუმცა ზემოთ მოყვანილი თეორემა ჭეშმარიტება გამოდგა და ტყუილის გარეშე ურთიერთობა შეუძლებელია! მხოლოდ საკუთარ თავთან ვიყავი ნამდვილი, არ მჭირდებოდა არაფრის შელამაზება ჩემი თავი ყველანაირს მიღებდა(სხვა რა გზა ჰქონდა რო ) ხოდა შეგვიყვარდა კიდეც ერთმანეთი არასდროს მყოლია გვერდით ადამიანი ვისთანაც ბოლომდე გავიხსნებოდი, სულიერ სიახლოვეს რო ამბობენ რაღაც ეგეთი რო მეგრძნო. ნუ ამ 4 წლის წინ იყო დაახლოებით რაღაც მსგავსი, მარა მაინც გაჩნდა უთანხმოება. იმას გათხოვება უნდოდა, მე ცოლის მოყვანა არ შემეძლო ხოდა სხვა რა გზა იყო გავუშვი, იფრთხიალეთქო. მალევე შეასკდა კედელს(ანუ გათხოვდა ) ამანაც ცუდად იმოქმედა და კარგა ხნით ტაიმაუტი ავიღე ყველაფრიდან. ამდენმა, ნუ შეიძლება სხვისთვის არაფერი იყოს ან უფრო მეტიც იოლად ჰქონდეს გადატანილი, დარტყმებმა და ჩემმა ზედმეტად განცდიანობამ საშინელ დღეში ჩამაგდო. ერთადერთი გამოსავალი რაც დავინახე იყო გულგრილობა, ან მაქსიმალურად მაინც ამის მცდელობა. თავშესაფარი ცინიზმში ვიპოვე და საშინელ ცინიკოსად ჩამოვყალიბდი, ამან საკმაო შვება მომგვარა და მომეწონა.... ქრონოლოგიურად ვერსად ჩავსვი, არც ვიცი რამ გამოიწვია ან რა უმკურნალებს, ალბათ უფრო თანდაყოლილი და უკურნებელია. მოკლედ ჩემი პრობლემა გაუჩერებელი ფიქრია, არ შემიძლია ცოტა ხნით მაინც განვთავისუფლდე. საკუთარ თავს სულ კითხვებს და ამოცანებს ვუსვამ, რა თქმა უნდა პასუხები კიდე ახალ კითხვებს აჩენს და ა.შ. მაგალითად ამასწინ, აღარც მახსოვს რაზე დავიწყე ფიქრი და ბოლოს იქამდე მივედი ოკიანეში მარილის კონცენტრაცია მატულობს თუ არათქო, თუ მატულობს რამდენითთქო და ასე შემდეგ მესმის რო უაზრობაა მარა ვერ ვჩერდები... რავი მგონი მეტს ვეღარაფერს ვიტყვი საინტერესოს(ნუ არც ზემოთ თქმული მეჩვენება დიდად საინტერესოდ მარა ) ხოდა ლოგიკურ დასასრულს მივუახლოვდები. მოკლედ, ძაან ცუდი ტიპი არ ვარ, მარა ჯერ კიდე ბევრია სამუშაო ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა არ მიყვარს მაკარონიანი სუპი, კრაბის სალათი, მადამ ბოვარი და სხვა ვიზუალურად განსხვავებული კერძები :titebi:
  12. არ გინდოდა და... ვერ დააფასე ყურადღება და პატივისცემა რიგითო .....(გვარი კი ვიცი მარა ) სუბორდინაცია დაიცავი შეღებილი გექნება თორე ჩვენი ბაბაიაგა არ შეცდებოდა
  13. Proessor გაგიკვირდება და წავიკითხე კიდე უფრო გაგაკვირვებ, მომეწონა კიდეც და ახლობელიც ბევრი ვიპოვე
  14. თავისუფლება თანასწორობის გარეშე ჯუნგლები იქნება ეგ დამდნარია უკვე,მარა მოკვდება და არ აღიარებს
  15. კი მივხვდი მარა მაგალითი რო მომცე უკეთესი იქნება მაინც
  16. მოკლედ, რახან მორცხვობთ, მე დავიწყებ და მაგალითს მოგცემთ ვარ ახოვანი, მხარბეჭიანი, ათლეტური აღნაგობის, ბრგე მამაკაცი(ეს იმათ გასაგონად სულ ცემა-ტყეპით რო იმუქრებიან ), მარა მგონი ფიზიკურობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ჯობია სულიერზე გადავიტანო აქცენტი. გამომდინარე იქიდან რო სულის არსებობის არ მჯერა წერის გაგრძელება უნდა შევწყვიტო, მარა მაინც ვეცდები რაღაცას მოვუყარო თავი. ხასიათი: ცვალებადი, ჯიუტი! ნუ შეიძლება კომბინაცია შეუსაბამო გეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია. ხასიათი ხშირად მეცვლება, მარა თუ შევიცვალე მერე ჯიუტად ვდგავარ მსოფმხედველობა: მემარცხენე-ულტრა მემარცხენე-ანარქო კომუნისტი. მრწამსი: კაი ხანი ათეისტობაზე ვიდექი, მარა ამ ბოლო დროს რაღაც აგნოსტიკოსობისკენ მიმიწევს გული პროფესია: მარკეტოლოგი(მეტი არაა ჩემი მტერი, დიპლომიც არ ამიღია ჯერ ) ჩუმი, წყნარი, საყვარელი, არაკომუნიკაბელური, ერთგული, მგრძნობიარე, ემოციური, სათუთი ... რავი, მეტი არ მაფიქრდება ახლა, მერე თანდათან შევავსებ უი, ახლა ვნახე ეს, უკვე რო მოვაცოდვილე რაღაც მერე, მარა ამასაც მოგართმევთ. ცოტა დრო დამჭირდება ოღონდ
  17. მე კი გიცნობ მოხარშულსაც ) მარა ხო ხედავ ახლებიც მოდიან თურმე
  18. უი მომიკვდეს თავი. ეგ როგორ არ ვიცოდი
  19. აქ დავწეროთ ამხანაგებო საკუთარ თავზე ისეთი ინფორმაცია რაც ერთმანეთან ურთიერთობაში დაგვეხმარება. ჯერ თემა იყოს და საღამოსკენ დავწერ მეც ჩემსას
  20. აჰამ. ძაან კაი. დანარჩენი გამოჩნდება მერე საუბარში ეს ახალია რამე თუ ერთი ს ზედმეტია?
  21. Elenkaa ცუდად არ გაიგო, მარა აქ ყველა ვიცნობთ ერთმანეთს, შენც მოკლე ბიოგრაფია რო წარმოგვიდგინო კაი იქნება. მერე ჩვენც გაგაცნობთ თავს და ერთმანეთს კიდე უდრო ზუსტად
  22. მონიშნე ჩვეულებრივად და მერე პოსტის ბოლოს "მონიშნულის ციტირება" რო აწერია იმას დააწექი6
  23. კაი არ გვინდა სმაილები. მარტო ამ ერთით შევეცდები ფონს გასვლას გისმენ აბა
×
×
  • შექმენი...