dire ჰაა არ ამოვწიოთ თემა? პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია რადიო "პალიტრის" (103.9) გადაცემა "რეზიუმეში" საკუთარი მეუღლის, ზურა გუბელაძის პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას გამოეხმაურა. ბესელიამ განმარტა, რომ ამ საკითხში იგი არ ჩარეულა. ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ მისი მეუღლე წლების განმავლობაში პროკურატურაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, 2006 წლამდე კი სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე იყო. ამჯერად მას, ბესელიას თქმით, ჩვეულებრივი პროკურორის სტატუსი აქვს და მისი გვარი იმიტომ გამოიკვეთა, რომ ბოლო დროს ადეიშვილის საქმეზე მუშაობდა. http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/25867-chemi-meughle-ise-dainishna-prokuraturashi-rom-amis-shesakheb-mogvianebith-gavige-eka-beselia.html ;)