Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი პლანეტა.გე -ს მიერ

  1. “რუსეთი კლავს, საგარეო – დუმს”, “ხმა ამოიღეთ!” – ამ მოწოდებებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობა “სირცხვილიამ” აქცია გამართა.

    ისინი ოკუპანტების დატყვევებული ყოფილი სამხედროს, მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლებას და ხელისუფლების ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ.

    ჩხიკვაძე უკვე მე-7 დღეა, ცხინვალის იზოლატორში, ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება. დავით ქაცარავას ინფორმაციით, ის სასტიკად არის ნაცემი.

    ყოფილი ჯარისკაცი რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 დეკემბერს გაიტაცეს.

     

    newsreport.ge/

  2. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 24 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს.  არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა მას გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    შსს-ს ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

     

    newsreport.ge/

  3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 14 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გელა გოჭოშვილი ​თავისუფალია.

    “უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. სისტემატურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი „ცხელი ხაზი”,– აცხადებს უწყება.

    სუს-ი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

    მათივე შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

     

    newsreport.ge/

  4. გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტად არის და უჭირს გადაადგილება.

    “ადამიანი ვერ დადის სწორ ხაზზე. რომ გაატარებენ, მარჯვენა მხარს თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება დაეცეს. ეს ხდება მარჯვენა მხარეს. კიდევ მზერა – რომ სინაჯვენ, მარჯვენა თვალი ვერ მიყვება. სისუსტე აქვს აშკარად, ეს ჩემი შთაბეჭდილებებია. ნორმალური რეაბილიტაცია სჭირდება. არ ვიცი, რამდენად უშველის, მაგრამ ამის გარეშე რომ ძალიან ცუდად იქნება საქმე, [ემპათიის] დასკვნიდანაც ჩანს”,– ამბობს ექსპრეზიდენტის დედა.

    ცნობისთვის, გუშინ ცენტრმა “ემპათიამ” მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე მორიგი შემაჯამებელი დასკვნა წარადგინა და განაცხადა, რომ “გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა ვერ შეფასდება ეფექტურად”.

     

    newsreport.ge/

  5. “როცა არის ორი დაპირისპირებული მხარე და არის სადაო საკითხები, მაშინ შეთანხმდნენ ამ სადაო საკითხებზე. დანაშაული აღიარებული იყოს, აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება. თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი და მე კიდე, შენ სიმართლეს – დანაშაულს, მაშინ როგორ შევრიგდებით?

    უნდა შევთანხმდეთ ტერმინებზე. მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს ვინც ჩაიდინა. აღიაროს რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა, ეს მაინც გააკეთოს, ვინ? ვინც იყო მკვლელი. ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე? დისტანციურად. ეს რა, არ იყო მკვლელობა?!”

    ამბობს ქუთაისისა და გაენათის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე “საყოველთაო შერიგების” ინიციტივაზე.

     

    newsreport.ge/

  6. “მამისგან მოდის ეს [კითხვა]?”- ასე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს, თათია წოწონავას.

    “თქვენ ჩემზე ზრუნავთ, ძალიან გაღელვებთ ჩემი ბედი და აბა მითხარი, მამისგან მოდის ეს [კითხვა] თუ იმისგან, რა ჰქვია, იქიდან ის გეუბნებათ? თქვენი მამა კოლეგა იყო ჩემი და იმიტომ, რავიცი, შვილი და მამები, რავიცი…”,– უთხრა წოწონავას ზალკალიანმა, რაზეც მან უპასუხა, რომ შესაძლებელია, კითხვები თავადაც ჰქონდეს.

    “როგორ არა, აბა რა..”,– აღნიშნა ჟურნალისტის პასუხად მინისტრმა.

    ამ ფაქტს გამოეხმაურა თათია წოწონავას მამა, ოდესაში საქართველოს ყოფილი კონსული, უჩა წოწონავა და ზალკალიანს “სახის შენარჩუნება” ურჩია.

    “არასდროს არ მიკადრებია ჩემს საქმეებში შვილის გარევა, ასეთი მარტივი ჭეშმარიტება თუ ვინმესთან მექნებოდა ასახსნელი, მით უმეტეს ყოფილ კოლეგასთან და თანამდებობის პირთან, ნამდვილად არ მეგონა. თანამდებობები წარმავალია ჩემო დათო, მთავარია სახის შენარჩუნება, დამიჯერე, ამ შენი კომენტარით კი შენს თავს უფრო მიაყენე შეურაცხყოფა, ვიდრე მე, ან მით უმეტეს ჩემს შვილს”, – დაწერა წოწონავამ Facebook-ზე.

     

    newsreport.ge/

  7. აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში სამეწარმეო კლუბი „ჩხოროთარგი“ ფუნქციონირებს

    ჩხოროთარგი” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არსებული აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის ახალგაზრდების იდეაა,რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდულ ჯგუფს მეწარმეობისთვის საჭირო უნარების განვითარებაში და ეკომეგობრული (ნარჩენი ნაჭრებისგან) ჭრა-კერვის სერვისის დანერგვაში.

    პროექტმა განათლების და განვითარების ცენტრ „თოლისკურის“  მიერ გამოცხადებულ „იდეათონ 2021“ში გაიმარჯვა.

    ჩხოროთარგის” ფარგლებში ახალგაზრდულმა ჯგუფმა მასტერკლასი გაიარა ეკომეგობრულ საწარმო 7R-ში.
    იდეის წარმდგენია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალთა საინიციატივო ჯგუფი “თანასწორის” მოხალისეთა ჯგუფი.

    261735007 4712751065429644 6506412536970352753 n — Chkhorotsku,Ge
    აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში სამეწარმეო კლუბი „ჩხოროთარგი“ ფუნქციონირებს —

    პროექტის  ინიციატორია ადგილობრივი პედაგოგი მელორ ცქვიტაია

    Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!


    View the full article
  8. პარტია “საქართველოსთვის” ჩხოროწყუს ოფისის ხელმძღვანელი. დავით შენგელია განცხადებას ავრცელებს.

    გუშინ დავაანონსე, რომ ფბ ძირითად გვერდს ვხურავდი და ოფიციალურ ფეიჯზე გადავდიოდი, რამეთუ, დღევანდელი დღიდან ჩვენი გუნდი, მთელი გულისყურით, მთელი ენერგიით, უკვე ჩხოროწყუს საკრებულოს ტრიბუნიდან ვიწყებდით ზრუნვას,

    ბრძოლას ქალაქის განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისთვის.იცით რომ დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაიმართა ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა, სადაც ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე. დღევანდელ სხდომაზე, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა და დეტალების მოყოლას არ შევუდგები.უარესებიც გვინახავს, არამარტო ფარული კენჭისყრის დროს, არამედ დღისით, მზისითაც. კარგია ის რომ ყველამ დაინახა, პარტია “საქართველოსთვის” ვინმესთან გარიგებაში არ შესულა.თუმცა პასუხად, ორივე მხრიდან ორკესტრირებულად ისმის ბრალდებები ჩვენს მიმართ – ოცნება ამბობს ნაცებთან გარიგდნენო, ნაცმოძრაობა ოცნებასთან გარიგდნენო…პოლიტიკური პარტია “გახარია-საქართველოსთვის” სურვილი და მიზანი ერთია,ამ ორომტრიალში არ დაზარალდეს ჩხოროწყუელთა ინტერესები.ურემი გადაბრუნებულია, მაგრამ საბედნიეროდ გზა გამოჩნდა…ერთი კვირის თავზე დაესმება წერტილი დღევანდელ ფაქტს და ყველა კითხვას,მომდევნო ხუთშაბათს ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა !პატივისცემით: დავით შენგელია.პარტია “საქართველოსთვის” ჩხოროწყუს ოფისის ხელმძღვანელი.

    263798808 105106172023684 7751640581638936237 n — Chkhorotsku,Ge
    დავით შენგელია - მომდევნო ხუთშაბათს ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა ! —
    Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!


    View the full article
  9. ჯაგა სიჭინავა კოვიდმა შეიწირა. ის 96 წლის ასაკში წავიდა ჩვენთან. ნათელი გონების კაცმა ლარიქსის ხეების შესახებ ისტორია შემოგვინახა.

    262978769 295692182482762 2070430718457124711 n 1 — Chkhorotsku,Ge
    ჯაგა სიჭინავა

    ლარიქსი, მას ასევე ჭაობის კვიპაროსს უწოდებენ, შემგუებლობითი უნარის შესწავლის შემდეგ ადგილობრივ გარემო პირობებთან, ჩამოტანილიქნა ციმბირიდან და განაშენიანდა როგორც ქარდამცავი ზოლი, ლესიჭინეს მეურნეობის ტერიტორიაზე.

    მოხდა ისე, რომ შემოდგომაზე ულამაზესად გადაწითლებულ ნარგავებს ზამთარში წიწვები სულ დასცვივდა. მისი ეს განსაკუთრებული გამორჩეულობა სხვა წიწვოვნებისგან საბედისწერო გახდა იმ აგრონომისთვის, რომლის პასუხისმგებლობაც იყო ეს საქმე. წიწვნარს, განსხვავებით სხვა ჯიშებისგან, გარეგნულად სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ. ერთხმად გადაწყდა, რომ გახმა, რის მიზედად დასახელდა ტრანსპორტირებისას ან განაშენიანებისას გაპარული შეცდომა.

    164240372 5300304110044300 1004917347452365686 n — Chkhorotsku,Ge
    ჯაგა სიჭინავას ნაამბობი —

    პირი, ვისაც კოლოსალური თანხის წყალში გადაყრა დაჰბრალდა, დახვრიტეს. განაჩენის სისრულეში მოყვანიდან რამდენიმე თვეში, ნარგავები, გვიან გაზაფხულზე, მწვანით შეიმოსნენ.

    164065966 5300304233377621 524329811823321073 n — Chkhorotsku,Ge

    ეს ბედის ირონიაც იყო და არაპროფესიონალიზმის ბრალიც, რასაც მაშინ არავის პატიობდნენ.

    რატომ?

    164153890 5300304113377633 1329071361753457353 n — Chkhorotsku,Ge
    ჯაგა სიჭინავას ნაამბობი —

    ადამიანმა, რომელსაც დაევალა ციმბირიდან ჩამოტანილი ნერგების გახარება, იმდენს მიხვდა, რომ დასავლეთის ნესტიანი ჰავა და ნიადაგის შემადგენლობა მოუხდებოდა, წლის განმავლობაში კი ამ უცხო მცენარის ვეგეტაციის უნარი და ციკლი არ შეისწავლა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

    თუ ეცოდინებოდა, იტყოდა- ვაცალოთ ზაფხულამდე, აყვავდებაო… ჰო და იცოცხლებდაო ბედნიერად მრავალი წელი.

    რა სამწუხაროა, რომ ასე ნიჭიერი კაცი ასეთმა შეცდომამ იმსხვერპლაო…” ასე ამთავრებდა ამ ამბავს ბატონი ჯაგა.

    164240372 5300304110044300 1004917347452365686 n 1 — Chkhorotsku,Ge
    ჯაგა სიჭინავას ნაამბობი —
    Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!


    View the full article
  10. ამ კაცის ხსოვნა იყოს!უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი.

    ჩხოროწყუში ერთ-ერთ საცხობში მივედი შოთის საყიდლად.გამყიდველ გოგონას ფული მივაწოდე და….რას მეუბნება – ,, იცით დღეს შოთი უფასოა,შაჰან წურწუმიას ოჯახი,მისი სულის მოსახსენიებლად დღეს უფასოდ გასცემს”♥♥ ყოჩაღ ოჯახს!უფალმა გაგინათლოთ ბატონი შაჰანის სული!

    ლევან მამფორიას პოსტი

    ჯგუფი “ჩხოროწყუს მაღვიძარა”



    View the full article
  11. ქალთა გუნდი “ნანაია” ნატა გახარიას ხელმძღვანელობით (ჩხოროწყუ)

     



    View the full article
  12.  

    ჩხოროწყუელებს და ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს გაურკვეველი მიზეზებით  საკრებულოს სხდომაზე დასწრების, საჯარო განხილვაში მონაწილეობის და მონიტორინგის  საშუალება არ მიეცა.

    სხდომა ჩატარდა ქურდულად, მობილიზდა პოლიცია და  ყველასთვის,მათ შორის მედიისთვის მერიის შესასვლელი დაიბლოკა.

    სხდომაზე  საკითხები რამდენიმე წუთში „განიხილეს“ , ხოლო სხდომის შემდეგ, საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ კომენტარისგან თავი შეიკავა.

    გამოვხატავ პროტესტს  და მოვუწოდებ ხელისფლებას დაიცვას კანონი. უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმართველობაში. ჩვენთვის კარების დახურვა მიუღებელი საქციელია.მით უფრო, მიზნად გვქონდა სხდომის ღია ეთერში ჩართვა და არა რაიმე სახის დემარში

    ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელის ვალდებულებაა ჩხოროწყუს შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. 

    ლაშა მებონია

    ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელის დამფუძნებელი

    256759849 345245147442875 9115706505807847553 n — Chkhorotsku,Ge


    View the full article
  13. შვილის მონატრება და სიყვარული რას არ გააკეთებინებს ადამიანს…რას ვიფიქრებდი, 77 წლის დედაჩემი ახუთიდან შუა ჰოლანდიაში თუ ვათსაპით დამირეკავდა…

    მაგრამ ისწავლა…ის კი არა, ამას წინათ მისაყვედურა კიდევაც, “როდესაც დამირეკავ, იცოდე, ყოველთვის ვიდეოზარით დამირეკეო”…

    წუხელ დიდხანს ვისაუბრეთ, როცა ერთმანეთს დავემშვიდობეთ, ტელეფონი მაგიდაზე დადო, გამორთვა დაავიწყდა, მეც წამიერად შევყოვნდი, მესმოდა ყურსასმენებში ტელევიზორის ხმა , დავხუჭე თვალები და სახლში წარმოვიდგინე თავი… წუთზე მეტი არ იქნებოდა გასული, დედაჩემის ხმა რომ მომესმა, თავიდან გარკვევით ვეღარ გავიგე რას საუბრობდა, შემდეგ ყურსასმენებში ავუწიე ხმას და ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის …

    ის ლოცულობდა… ჩემს სახელს ახსენებდა ხშირად და წმინდა გიორგის… ლოცულობდა ჩემზე, მისივე გამოგონილი სიტყვებით… დიდხანს ვერ გავუძელი ამ ყველაფერს, (გულზე გაურკვეველი სიმძიმის დაწოლის გამო, სიხარულნარევი სიმძიმის, რა თქმა უნდა ) და მობილური გამოვრთე… დიდხანს ილოცებდა ალბათ კიდევ დედაჩემი წუხელ, ბუხარშიც იგიზგიზებდა ცეცხლი შუაღამემდე, მე კი ვიწექი და ვფიქრობდი (არ ვიცი რაზე , იმდენად დახვავებულიყო ყველა დროის მოგონებები), მესმოდა ტრამვაის ჩავლის ხმა, თითქოს მისი ვაგონები ჩემი საფიქრალით გაევსოთ და დასტებად დაწყობილი მოჰქონდა ჩემთან…

    ახუთი – ჩემი სოფელი, ჩხოროწყუს რაიონი.როტერდამი10.11.2021

    ალექსანდრე ნარსია

    255368319 4588829797866942 2783081933188320027 n — Chkhorotsku,Ge
    ალექსანდრე ნარსია - დედის ლოცვა —


    View the full article
  14. პარტია “საქართველოსთვის” ჩხოროწყუს ოფისის ხელმძღვანელი დავით შენგელია ძველი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას მწვავედ აფასებს

    გავა დრო და ხვალინდელი დღე, ჩხოროწყუს საკრებულოს შავ ლაქად დარჩება

    პატარა და ლამაზი ქალაქის მკვიდრნი, ოდესმე გაიხსენებენ ყველას, რომლებიც ვინმე კობახიძის სურვილით, განუდგნენ საკუთარი ხალხის არჩევანს!

    არ სცეს პატივი ახლად არჩეულ,ხალხის მიერ არჩეულ საკრებულოს და ახალ საკრებულოს დაუმტკიცეს მომავალი წლის ბიუჯეტი ძველი შემადგენლობით !

    ჩვენდამი უპატივცემულობა,ჩვენშივე დარჩეს,მაგრამ თქვენი ქალაქის, რაიონის მოსახლეობისთვის პატივისცემა აუცილებელი პირობა იყო ! იყავით მართალნი ხალხთან! ჩვენდამი,ახალი მოწვევის წევრებისადმი უპატივცემულობას როგორმე მოვერევით! ხვალ ჩხოროწყუში “დიდი ჩრდილოეთ კორეეობაა!

    242582400 10220391853732648 7710250512112570086 n — Chkhorotsku,Ge
    დავით შენგელია- ხვალ ჩხოროწყუში "დიდი ჩრდილოეთ კორეეობაა" —


    View the full article
  15. ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი, “საქართველოსთვის”ჩხოროწყუს ოფისის ხელმძღვანელი დავით შენგელია განცხადებას ავრცელებს”

    ძვირფასო ჩხოროწყუელებო! მსურს იყოთ ინფორმირებული იმის შესახებ რომ,ჩხოროწყუს ძველი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა,რომელსაც უფლებამოსილების დასრულებამდე რამდენიმე დღე რჩება,ცდილობს დაამტკიცოს,ჩხოროწყუს მომავალი წლის ბიუჯეტი

    ეს გახლავთ,არამარტო ჩხოროწყუელი ამომრჩევლის შეურაცხყოფა და თავს ლაფის დასხმა,არამედ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბიუროკრატიული მოქმედება;

    ბიუროკრატია რომელიც გვეგონა რომ საბჭოეთში დავტოვეთ,დღეს ჩხოროწყუს ადგილობრივმა თვითმართველობამ გაგვიცოცხლა! ეს არის ნაბიჯი უკან !ეს არის ბიუროკრატია!ასეთი რამეები ხდება,რუსეთში,ჩრდილოეთ კორეაში და სხვა ბიუროკრატიულ ქვეყნებში ! კანონით გათვალისწინებულიო?! კანონით გათვალისწინებული, თითზე ჩამოსათვლელი დღეები, ადრეულ საკრებულოებსაც ჰქონდათ მაგრამ, მსგავსი, არასოდეს უკადრებიათ! ვფიქრობ ეყოფათ გონიერება და ამ უმსგავსო ქმედებაზე ხელს აიღებენ!

    13265878 10206455987584704 5050809442793171113 n — Chkhorotsku,Ge
    დავით შენგელია
    223128111 10220119780650991 8182868838324305610 n — Chkhorotsku,Ge
    ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი, "საქართველოსთვის"ჩხოროწყუს ოფისის ხელმძღვანელი დავით შენგელია განცხადებას ავრცელებს —


    View the full article
  16. ქალაქ სენაკში ჩხოროწყუს გადასახვევთან გაიხსნა ნათების მაღაზია, სადაც წარმოდგენილია დახვეწილი და გემოვნებიანი ჭაღების ფართო არჩევანი.

    • 241710940 127595342938481 1157101140747143825 n — Chkhorotsku,Ge
    • 241733551 128330226198326 1256078203249441629 n — Chkhorotsku,Ge
    • 241759229 128330556198293 2442837277331427899 n — Chkhorotsku,Ge
    • 241777944 128330192864996 623707768993738418 n — Chkhorotsku,Ge
    • 241823809 128330296198319 1684993587019825740 n — Chkhorotsku,Ge
    • 241956458 128330502864965 6568793290468972207 n — Chkhorotsku,Ge
    • 241996814 128330456198303 3778689581247428912 n — Chkhorotsku,Ge
    • 243217014 131509215880427 4208666450855957701 n — Chkhorotsku,Ge
    • 257211408 142047241493291 2022073832994023756 n — Chkhorotsku,Ge
    • 257565715 142047251493290 8521970619023811455 n — Chkhorotsku,Ge
    • 258226246 142498791448136 1287356534085981881 n — Chkhorotsku,Ge


    View the full article
  17. გამარჯობათ,აქ ქართული ლიტერატურის წაკითხვა არ შემიძლია,საქართველოში არ ვარ და ამიტომ ინტერნეტით როგორ მოვიძიო წიგნები მასწავლეთ,მადლობა
×
×
  • შექმენი...