
როულსელი
პლანეტელი-
პოსტები
16 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი როულსელი
-
ეკონომიკას დედა აღარ ეყოლება სულ მალე
როულსელი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აქ რამდენიმე საკითხია. დავიწყოთ სრული საფინანსო ციკლით. სრული საფინანსო ციკლი როგორ ითვლება? მე ეკონომიკური განათლება ინგლისურად მაქვს მიღებული და შეიძლება ცნებები არ მესმის ქართულად სწორად, თუმცა ასეთი ცნება ეკონომიკაში მე არ შემხვედრია. ვიცი სრული საბუღალტრო ციკლი. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, შეიძლება გამომრჩა რამე. როგორც წესი, ინფლიაცია ითვლება წლიურად, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მერე ინფიალცია დათვალოს სამ წელიწადში, ათ წეილწადში ანდ ათასწლეულში ერთხელ, ეგ ადამინაზეა დამოკიდებული. მაგრამ როდესაც წამყვანი ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები მონეტარული პოლიტიკის ცვლილებას აპირებენ აქვთ რამდენიმე ორიენტირი. ესენია, სხვათა შორის, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური ინფლიაციის დონე. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ინფლიაცია არის 24 პროცენტი, მე ვთვლი, რომ იგი მიღებულ სტანდარტზე საუბრობს და არა დავით აღმაშენებლის დროიდან მოყოლებულ პროცესზე. ახლა მე ძალიან სანდო წყაროები არა მაქვს საქართველოში, მაგრამ სივილ ჯორჯიაზე დაყრდნობით და პრეზიდენტის გამოსვლამდე ვიცოდი, რომ წლიური ოფიციალური ინფლიაცია 12 პროცენტზე მაღალია. დამეთანხმებით, რომ ოფიციალურ ვერსიას კიდევ მინიმუმ 8 - 10 პროცენტი უნდა მიამატოთ საქართველოში. ასე რომ, ჩემთვის 24 პროცენტიანი წლიური ინფლიაცია სრულიად რეალურია. თუმცა, შეიძლება, ვცდებოდე. ამ მომენტისთვის საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, ჩემის აზრით, მაქსიმუმ 11 პროცენტიანი წლიური ინფლიაციაა დასაშვები. რაც შეეხება სომხეთს და აზერბაიჯანს, ამ მაგალიტების განხილვას საერთოდ არ ვაპირებ, რადგანაც ამაში სამაგალითო არაფერია. სომხეთთან შედარება არის სირცხვილი ნებისმირი თავმოყვარე ქვეყნისთვის. რაც შეეხება მსყიდველობითუნარიანობას. ეს საკითხიც კარგად ვერ გავიგე: თუკი, მაგალითად, ქვეყანაში 2008 წელს ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა იყო 10 ერთეული და შემდეგ 2009-ში 12 გახდა, ეს ნიშნავს 20 პროცენტიან ინფლიაციას. ანუ რა განსხვავებაა წლიურ მსიყიდველობითუნარიანობის ცვლილებასა და ინფლიაციას შორის? ანუ ინფლიაციის თქვენეური დეფინიცია როგორია? ჩემთვის და, ალბათ, ეკონომისტების 99 პროცენტისთვის, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ინფლიაცია არის "საშუალო ფასის მატება" "general rise in prices" -
ვფიქრობ, ასეთი პუბლიკაციები ინგლისურ პრესაში იშვიათია, ამიტომ გადავწყვიტე, ეს ბმული აქაც დამედო, საინტერესოა. http://www.guernicamag.com/interviews/1930/tabidze_8_1_10/#
-
ეკონომიკას დედა აღარ ეყოლება სულ მალე
როულსელი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სერიოზულად თუ მივუდგებით ამ საკითხს, ასეთი სურათია. ევროპის ყველაზე ძვირ (და ამავე დროს ყველაზე მაღალშემოსავლიან) ქალაქებში დიზელის ფასი არის დაახლოებით 1.7 დოლარი. ლარებში თუ გადავიყვანთ ამ თანხას, დიზელის ფასი გამოდის დაახლოებით 3.06 ლარი. ანუ როგორც ამ ფორუმზე მოპოვებული ინფორმაციით ვხვდები საქართველოში ბენზინის ფასი არის ერთი მესამედით დაბალი. მაგრამ აქ დამატებით ერთმანეთს უნდა შევადაროთ საშუალო მოქალაქის სიმდიდრე საქართველოსა და ამ ქვეყანაში: განსხვავება არის დაახლოებით 10 ჯერ მეტი. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი: რა თქმა უნდა, ქართველს გაცილებით ნაკლები პროდუქტის ყიდვა შეუძლია თავისი შემოსავლით, ვიდრე ევროპელს. დიდი საფრთხე, რაც საქართველოს ემუქრება არის მაღალი ინფლიაცია. კითხვა არის ასეთი, რამდენად სახიფათო პროცესია ინფლიაცია საქართველოსთვის? ხელისუფლების არგუმენტი არის, რომ ფასების მატება გამოწვეულია მსოფლიო ფასების მატებით და ამის წინააღმდეგ ვერაფერს გავაკეთებთ. მოდით, გავიხილოთ ეს არგუენტი: 1. არგუმენტის პირველი პუნქტი: მსოფლიო ფასების მატება: მსოფლიოში ფასებმა გარკვეულ კვებით პროდუქტებზე მართლაც მნიშვნელოვნად მოიმატა. თუმცა ინფლიაციის დონე განვითარებულ ქვეყნებში 2 - 3 პროცენტს არ აღემატება. საშუალო გაძვირება არის 2-სა და 3 პროცენტს შუა. გამოდის, 23 პროცენტიანი ინფლიაციის გამართლება მსოფლიო ფასების ზრდით სასაცილოა. 2. არგუმენტის მეორე პუნქტი: ხელისუფლებას არაფრის გაკეთება შეუძლია, როცა მსოფლიო ფასები მატულობს. ამ არგუმენტის მოყვანა არის უვიცობა. ყველა ხელისულფების ერთ-ერთი უდიდესი მოვალეობაა ფასთა სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში და ამისთვის ხელისუფლებას აქვს მრავალი ბერკეტი. მათ შორის ვაუჩერების დარიგება არის ყველაზე უნიჭო და არაეფექტიანი ნაბიჯი. რისი გაკეთება შეიძლება: 1. საპროცენტო განაკვეთის მომატება ლარზე და ამით ვალუტის რაოდენობის შემცირება ბაზარზე, რაც იფნლიაციურ პროცესებს შეანელებს. 2. სერიოზული მუშაობის დაწყება იმისთვის, რომ საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს. ანუ ადგილობრივი ბიზნესის განვითარება და ქართული ექსპორტის მატება. ანუ უსწრაფესი ნაბიჯებია გადასადგმელი სავაჭრო ნეგატიური ბალანსის შესამცირებლად. 3. ისეთი ფაქტორების გამოყენება, როგორიც არის აზერბაიჯანისა და ირანის სიახლოვე, საიდანაც ნავთობ პროდუქტების შემოტანა მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებზე ნაკლებად შეიძლება. 4. უკიდურეს შემთხვევაში სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება. -
ეკონომიკას დედა აღარ ეყოლება სულ მალე
როულსელი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
sizmara_com თქვენ საქმეში გათვითცნობიერებული ჩანხართ და როგორც ქართველი ჟურნალისტები იტყვიან ლამაზად "ჩაგეკითხებით" 24-პროცენტიანი (პრეზიდენტის მიერ აღიარებული, თორემ ისე ალბათ უარესი) ინფლიაციაა თითიდან გამოწოვილი მუხტი? და თქვენ გეცოდინებათ რამდენით გაძვირდა ნავთობპროდუქტები მსოფლიო ბაზარზე? -
ფორუმ.ჯი გათიშეს,თუ საზღვარგარეთ დაბლოკეს?
როულსელი replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე პირიქით გავიგე . უკაცრავად... -
ფორუმ.ჯი გათიშეს,თუ საზღვარგარეთ დაბლოკეს?
როულსელი replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გათიშულია საზღვარგარეთაც -
რა ვიცი, ქვეყნის დაღუპვა რას ნიშნავს? ჩემი თვალთახედვით, ეს ქვეყანა ასეც და ისეც ნულიდან არის ასაშენებელი.სტრუქტურული, მაკრო თვალსაზრისით ამ ქვეყანაში 1995 წლის შემდეგ არაფერი გაკეთებულა სწორად. ცუდი იქნება, თუ მცდარმა ფინანსურმა პოლიტიკამ ლარის დესტაბილიზაცია გამოიწვია. მაგრამ აქაც, მონეტარული პოლიტიკა მაინც მთლიანად გადასახედია. აგრე თუ გვიან, შენების პროცესი დაიწყება.
-
კი ბატონო, გეთანხმები, რომ საჭიროა ხელისუფლების ცვლილება. მე ვკითხულობ: რომ შეიცვლება, მერე რას ვაკეთებთ? შენი პასუხია - საჭიროა დემოკარტიული რეფორმები, ადამიანის პატივიცსემა, დაფასება. კი ბატონო. მე ვკითხულობ, ვთქვათ, მოხდა სასწაული და დაფასდა ადამიანი საქართველოში. მოგვარდება ამით აფხაზეთის პრობლემა? არა მგონია. ანუ, ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა ხელისუფლების ცვლილება, რომ საჭიროა ნამდვილი დემოკრატია, საჭიროა ადამიანის დაფასება. მაგრამ რა არის საჭირო აფხაზეთის დასაბრუნებლად?
-
გულის მოგება დავარქვათ ამ ამბავს, მართლაც აჯობებს . მოდით, დავივიწყოთ ეს ხელისუფლება. ქართული სახელმწიფო ეს ხელისუფლება არ არის. ქართული სახელმწიფო საუკუნეებია არსებობს და იარსებებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც. მე მაინტერესებს ქართული სახელმწიფოს სტრატეგია და არა ეს ხელისუფლება. ალბათ, კავკასიური . მაგრამ თქვენ თუ დააკონკრეტებთ, როგორ უნდა გავითვალისწინოთ მათი მენტალიტეტი, საინტერესო იქნება.
-
lasha1997 რა თქმა უნდა, მე არ მაქვს იმედი, რომ ეს ახლა გაკეთდება. მე ვფიქრობ, რა უნდა გაკეთდეს, საქართველოს რომ ნორმალური, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ეყოლება. რატომ არ შეიძლება მომავალზე ფიქრი, მაინც ვერ გავიგე ეს ჩემთვის პრინციპში სულ ერთია. ოპოზიციის ან ხელისუფლების სიყვარული ან სიძულვილი ყოველი ადამიანის პირადი საქმეა და ამით ამ ადამიანის ღირებულება ჩემთვის არც მატულობს და არც კლებულობს.
-
ამ ხელისუფლების მოგვარებული პრობლემა არ მინახავს მე. ასე რომ, შეგვიძლია აქვე შევწყვიტოთ ყველანაირი კამათი . არა მგონია ეს სწორი იყოს. ეს არის დღევანდელი ოპოზიციის დიდი შეცდომა: ჯერ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მერე ვიფიქროთ დანარჩენზე. არა სწორია. მე გთავაზობთ: ჯერ ვიფიქროთ, რას შევცვლით, ხელისუფლება რომ შეიცვლება, და მერე შევცვალოთ ხელისუფლება
-
გეთანხმები, მაგრამ მე ხელისუფლება არ მაინტერესებს. ხელისუფლება შეიცვლება, ასე თუ გააგრძელა უფრო მალე, ვიდრე გვიან. მე სწორი გზის პოვნა მინდა. დავუშვათ ასეთი ექსპერიმენტი: საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო. მოგვარდება ამით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა? ეჭვი მეპარება. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, "ჩვენი" პრეზიდენტის საყვარელი სინგაპური
-
მოგესალმებით. რამდენიმე საათის წინ გადავაწყდი ამ ფორუმს და გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი. მეჩვენება, რომ აქ საინტერესო ხალხია შეკრებილი და თქვენთან სერიოზული მსჯელობა შეიძლება. მე უკვე დიდი ხანია გადახვეწილი ვარ საქართველოდან. თუმცა, ალბათ, საათი არ გასულა, ჩემს ქვეყანაზე არ მეფიქროს. ახლა სამწუხაროდ ერთ ერთი განვითარებული სახელმწიფოს უფრო მეტად გავითარებაში შემაქვს წვლილი და ჩემს ქვეყანას ბევრით ვერაფრით ვეხმარები. მე საქართველოზე მზე და მთვარე ამომდის. თუმცა, ალბათ, გამონაკლისი არ უნდა ვიყო "პლანეტაზე" . ადრე ვმონაწილეობდი სხვა პოპულარულ ქართულ ფორუმზე, მაგრამ არაკონსტრუქციული გარემოს გამო დავანებე თავი იქ დისკუსიებს. დიდი ხანია ვარ ქართული სოციალური ქსელების პასიური დამკვირვებელი. ვეძებ ასპარეზს, სადაც ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალზე ვისაუბრებ. მართალი გითხრათ, უკვე ყელში ამომივიდა განცხადებები, რომ მიშა ცუდია, პოლიტიკა მცდარია, საქართველო ასე ვერ განვითარდება. ეს თითქმის ყველასთვის ისედაც ცხადია. არის კი საქართველოში რაიმე ალტერნატივა. მაგალითად, არ მოგვწონს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა კონფლიქტურ რეგიონებში. გვაქვს კი ჩვენ უეთესი ალტერნატივა? გთავაზობთ, ნაბიჯ ნაბიჯ განვიხილოთ ახალი ქართული სახელმწიფოს ყველაზე მწვავე პრობლემები. მინდა დავიწყო, ალბათ, ყველაზე დიდი ტკივილით, აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი. ამ ორ რეგიონში რუსეთი ახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოსგან ჩამოცილებას ფაქტობრივად შეუქცევად პროცესად აქცევს. ამ რეგიონებში განლაგებულია რუსული სამხედრო ნაწილები, რომელსაც დღევანდელი ქართული სახელმწიფო ვერაფერს დაუპირისპირებს. მიმდინარეობს რეგიონის სრული ეკონომიკური, სოციალური და ეთნიკური ასიმილაცია. ამის მაგალითებია დიდი ინვესტიციები, რეგიონის სრული პასპორტიზაცია და ამით ფაქტობრივი რუსიფიკაცია. ჩემი აზრით, ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება გადადგას კონკრეტული და სწრაფი ნაბიჯები, რომელიც ამ პროცესებს შეაჩერებს და პირიქით, მის სასარგებლოდ შემოაბრუნებს. დღეს ხშირად გაიგებთ მოსაზრებას, რომ საქართველო ჯერ უნდა განვითარდეს, ეკონომიკურად მიმზიდველი გახდეს და მერე აფხაზები და ოსები მოინდომებენ ჩვენთან თანაცხოვრებას. აფხაზეთის მოსაზღვრე რეგიონში დაწყებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა არის იმის დასტური, რომ ხელისუფლება ამ პოლიტიკს გატარებას ცდილობს. მეც გახლავართ ამ პოლიტიკს მომხრე, მაგრამ საკითხს უნდა შევხედოთ რეალურად. საქართველოს ჩინეთისნაირი ფანტასტიკური ეკონომიკური ზრდა რომ ქონდეს, სანამ ის აფხაზებისა და ოსებისთვის რუსეთზე მეტად მიმზიდველი გახდება, 40 წელზე მეტი გავა. ჩვენ პრობლემის მოგვარებაზე ახლავე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. ჩემი აზრით, პრობლემის მოგვარების დასაწყებად უნდა გადაიდგას ქვემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები. გთხოვთ, ერთად გავიხილოთ ამ ნაბიჯების ეფექტიანობა. 1. უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც დეტალურად გამოიძიებს ოთხმოცდაათიან წლებში აფხაზეთში და სამაჩაბლოში მინდინარე პროცესებს. კომისიაში უნდა შედიოდნენ თვალსაჩინო ქართველი და ევროპელი ექსპერტები, თუ მოისურვებენ კომისიაში უნდა იყვნენ ოსებიცა და აფხაზებიც. ალბათ, უარს იტყვიან მონაწილეობაზე, მაგრამ მაინც. კომისამ უნდა გამოიძიოს ყველა მხრის მიერ ჩადენილი დანაშაული. უნდა დადგინდეს კონკრეტული პიროვნებების ნადაშაული ჩადენილი ომამდე და ომის შემდეგ განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. გაითვალიწინეთ, სადაც ვწერ აფხაზებს, იქ ვგულისხმობ ოსებსაც. 2. კომისიამ უნდა გადასცეს საქმე პროკურატურას და დაიწყოს დამნაშავეთა სამართლებრივი დევნა, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. 3. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულად უნდა გამოცხადდეს როგორც ქართველი ისე აფხაზი ეთნოსი. 4. საქართველომ უნდა ხაზი გაუსვავს, რომ აფხაზი ეთნოსი არის ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი და ამიტომ, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ ეთნოსის ფიზიკურ გადარჩენაზე. რადგანაც აფხაზი ეთნოსი გადაშენების პირას დგას, საქართველოს სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს სპეციალური პროგრამა ამ ეთნოსის გადასარჩენად. 5. კერძოდ, აფხაზეთის კონფლიქტში დაზარალებულ აფხაზებს უნდა დაინიშნოს ძალიან მაღალი ყოველთვიური კომპენსაცია. მე გთავაზობთ 1000 ლარს თვეში, დასაწყისისთვის. ამ კომპენსაციის მიღების წინაპირობებია 1. დაზარალებულის აფხაზეთის ანდა საქართველოს სხვა რეგიონში ცხოვრება 2. საქართველოს მოქალაქეობის მიღება. 3. თანხის ჩარიცხვა რომელიმე ქართულ ბანკში. 6. აფხაზებითვის სრული უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა. ამის წინაპირობაა ზუგდიდიში უმაღლესი დონის საავადმყოფოს აშენება, სადაც აფხაზები სურვილისამებრ შეძლებენ მკურნალობას. აქაც აფხაზებმა სამი ჩამოთვლილი პუნქტი უნდა დააკმაყოფილონ. 7. შერჩეული აფხაზი სტუდენტებისთვის სტიპენდიების დანიშვნა. რადგანაც ქართული განათლების სისტემა დღეს აფხაზებითვის მიმზიდველი არ არის სტიპენდიამ შესაძლებლობა უნდა მისცეს მათ განათლება მიიღონ უმაღლესი დონის დასავლურ უნივერსიტეტებში. მაგალითად, იელში, კემბრიჯსა, ჰარვარდში და ასე შემდეგ. აქაც აფხაზებმა სამი ზედა პუნქტი უნდა დააკმაყოფილონ და დამატებით სანამ უცხოეთში წავლენ სასწავლებლად ერთი წელი დაყონ რომელიმე ქართულ სასწავლებელში. ამ პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგები იქნება რუსული პასპორტიზაციის პოლიტიკის შეჩერება. აფხაზების ფაქტობრივი მოსყიდვა და მათი დაინტერესება ქართული მოქალაქეობით. საბოლოოდ, აფხაზების რეინტეგრაცია ქართულ პოლიტიკურ სისტემაში. ეს პროგრამა არ იქნება იაფი. მოსალოდნელია, რომ მსგავსი ინიციატივა გამოიწვევს აფხაზური და რუსული ელიტის მწვავე ნეგატიურ რეაქციას. დაიწყება იმ ხალხის სასტიკი დევნა, ვინც საქართველოს ამ შემოთავაზებას მიიღებს. ამიტომ, საუკეთესო შემთხვევაში, ამ პროგრმაში მონაწილეობას 10000 დაზარალებული მიიღებს. პროგრამის სავარაუდო ღირებულება იქნება 200 მილიონი ლარი. კითხვა არის შემდეგი, უღირს საქართველოს წელიწადში 200 მილიონის ჩადება ამ რეგიონების რეინტეგრაციისთვის. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, 1000 ლარის მაგივრად სხვა წამახალისებელი პუნქტების შემუშავება შეიძლება. აქ შეიძლება ისრაელის მაგალითი გავითვალისწინოთ. მაგრამ რა სახეც არ უნდა ქონდეს ამ პროგრმას, იგი უაღრესად მიმზიდველი უნდა იყოს აფხაზისა და ოსისთვის.