Jump to content
Planeta.Ge

როულსელი

პლანეტელი
  • პოსტები

    16
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

როულსელი'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. აქ რამდენიმე საკითხია. დავიწყოთ სრული საფინანსო ციკლით. სრული საფინანსო ციკლი როგორ ითვლება? მე ეკონომიკური განათლება ინგლისურად მაქვს მიღებული და შეიძლება ცნებები არ მესმის ქართულად სწორად, თუმცა ასეთი ცნება ეკონომიკაში მე არ შემხვედრია. ვიცი სრული საბუღალტრო ციკლი. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, შეიძლება გამომრჩა რამე. როგორც წესი, ინფლიაცია ითვლება წლიურად, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მერე ინფიალცია დათვალოს სამ წელიწადში, ათ წეილწადში ანდ ათასწლეულში ერთხელ, ეგ ადამინაზეა დამოკიდებული. მაგრამ როდესაც წამყვანი ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები მონეტარული პოლიტიკის ცვლილებას აპირებენ აქვთ რამდენიმე ორიენტირი. ესენია, სხვათა შორის, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური ინფლიაციის დონე. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ინფლიაცია არის 24 პროცენტი, მე ვთვლი, რომ იგი მიღებულ სტანდარტზე საუბრობს და არა დავით აღმაშენებლის დროიდან მოყოლებულ პროცესზე. ახლა მე ძალიან სანდო წყაროები არა მაქვს საქართველოში, მაგრამ სივილ ჯორჯიაზე დაყრდნობით და პრეზიდენტის გამოსვლამდე ვიცოდი, რომ წლიური ოფიციალური ინფლიაცია 12 პროცენტზე მაღალია. დამეთანხმებით, რომ ოფიციალურ ვერსიას კიდევ მინიმუმ 8 - 10 პროცენტი უნდა მიამატოთ საქართველოში. ასე რომ, ჩემთვის 24 პროცენტიანი წლიური ინფლიაცია სრულიად რეალურია. თუმცა, შეიძლება, ვცდებოდე. ამ მომენტისთვის საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, ჩემის აზრით, მაქსიმუმ 11 პროცენტიანი წლიური ინფლიაციაა დასაშვები. რაც შეეხება სომხეთს და აზერბაიჯანს, ამ მაგალიტების განხილვას საერთოდ არ ვაპირებ, რადგანაც ამაში სამაგალითო არაფერია. სომხეთთან შედარება არის სირცხვილი ნებისმირი თავმოყვარე ქვეყნისთვის. რაც შეეხება მსყიდველობითუნარიანობას. ეს საკითხიც კარგად ვერ გავიგე: თუკი, მაგალითად, ქვეყანაში 2008 წელს ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა იყო 10 ერთეული და შემდეგ 2009-ში 12 გახდა, ეს ნიშნავს 20 პროცენტიან ინფლიაციას. ანუ რა განსხვავებაა წლიურ მსიყიდველობითუნარიანობის ცვლილებასა და ინფლიაციას შორის? ანუ ინფლიაციის თქვენეური დეფინიცია როგორია? ჩემთვის და, ალბათ, ეკონომისტების 99 პროცენტისთვის, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ინფლიაცია არის "საშუალო ფასის მატება" "general rise in prices"
  2. ვფიქრობ, ასეთი პუბლიკაციები ინგლისურ პრესაში იშვიათია, ამიტომ გადავწყვიტე, ეს ბმული აქაც დამედო, საინტერესოა. http://www.guernicamag.com/interviews/1930/tabidze_8_1_10/#
  3. სერიოზულად თუ მივუდგებით ამ საკითხს, ასეთი სურათია. ევროპის ყველაზე ძვირ (და ამავე დროს ყველაზე მაღალშემოსავლიან) ქალაქებში დიზელის ფასი არის დაახლოებით 1.7 დოლარი. ლარებში თუ გადავიყვანთ ამ თანხას, დიზელის ფასი გამოდის დაახლოებით 3.06 ლარი. ანუ როგორც ამ ფორუმზე მოპოვებული ინფორმაციით ვხვდები საქართველოში ბენზინის ფასი არის ერთი მესამედით დაბალი. მაგრამ აქ დამატებით ერთმანეთს უნდა შევადაროთ საშუალო მოქალაქის სიმდიდრე საქართველოსა და ამ ქვეყანაში: განსხვავება არის დაახლოებით 10 ჯერ მეტი. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი: რა თქმა უნდა, ქართველს გაცილებით ნაკლები პროდუქტის ყიდვა შეუძლია თავისი შემოსავლით, ვიდრე ევროპელს. დიდი საფრთხე, რაც საქართველოს ემუქრება არის მაღალი ინფლიაცია. კითხვა არის ასეთი, რამდენად სახიფათო პროცესია ინფლიაცია საქართველოსთვის? ხელისუფლების არგუმენტი არის, რომ ფასების მატება გამოწვეულია მსოფლიო ფასების მატებით და ამის წინააღმდეგ ვერაფერს გავაკეთებთ. მოდით, გავიხილოთ ეს არგუენტი: 1. არგუმენტის პირველი პუნქტი: მსოფლიო ფასების მატება: მსოფლიოში ფასებმა გარკვეულ კვებით პროდუქტებზე მართლაც მნიშვნელოვნად მოიმატა. თუმცა ინფლიაციის დონე განვითარებულ ქვეყნებში 2 - 3 პროცენტს არ აღემატება. საშუალო გაძვირება არის 2-სა და 3 პროცენტს შუა. გამოდის, 23 პროცენტიანი ინფლიაციის გამართლება მსოფლიო ფასების ზრდით სასაცილოა. 2. არგუმენტის მეორე პუნქტი: ხელისუფლებას არაფრის გაკეთება შეუძლია, როცა მსოფლიო ფასები მატულობს. ამ არგუმენტის მოყვანა არის უვიცობა. ყველა ხელისულფების ერთ-ერთი უდიდესი მოვალეობაა ფასთა სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში და ამისთვის ხელისუფლებას აქვს მრავალი ბერკეტი. მათ შორის ვაუჩერების დარიგება არის ყველაზე უნიჭო და არაეფექტიანი ნაბიჯი. რისი გაკეთება შეიძლება: 1. საპროცენტო განაკვეთის მომატება ლარზე და ამით ვალუტის რაოდენობის შემცირება ბაზარზე, რაც იფნლიაციურ პროცესებს შეანელებს. 2. სერიოზული მუშაობის დაწყება იმისთვის, რომ საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს. ანუ ადგილობრივი ბიზნესის განვითარება და ქართული ექსპორტის მატება. ანუ უსწრაფესი ნაბიჯებია გადასადგმელი სავაჭრო ნეგატიური ბალანსის შესამცირებლად. 3. ისეთი ფაქტორების გამოყენება, როგორიც არის აზერბაიჯანისა და ირანის სიახლოვე, საიდანაც ნავთობ პროდუქტების შემოტანა მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებზე ნაკლებად შეიძლება. 4. უკიდურეს შემთხვევაში სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება.
  4. sizmara_com თქვენ საქმეში გათვითცნობიერებული ჩანხართ და როგორც ქართველი ჟურნალისტები იტყვიან ლამაზად "ჩაგეკითხებით" 24-პროცენტიანი (პრეზიდენტის მიერ აღიარებული, თორემ ისე ალბათ უარესი) ინფლიაციაა თითიდან გამოწოვილი მუხტი? და თქვენ გეცოდინებათ რამდენით გაძვირდა ნავთობპროდუქტები მსოფლიო ბაზარზე?
  5. რა ვიცი, ქვეყნის დაღუპვა რას ნიშნავს? ჩემი თვალთახედვით, ეს ქვეყანა ასეც და ისეც ნულიდან არის ასაშენებელი.სტრუქტურული, მაკრო თვალსაზრისით ამ ქვეყანაში 1995 წლის შემდეგ არაფერი გაკეთებულა სწორად. ცუდი იქნება, თუ მცდარმა ფინანსურმა პოლიტიკამ ლარის დესტაბილიზაცია გამოიწვია. მაგრამ აქაც, მონეტარული პოლიტიკა მაინც მთლიანად გადასახედია. აგრე თუ გვიან, შენების პროცესი დაიწყება.
  6. გავეცანი უკვე, მგონია, მაგ ვერსიას, "რეალურია?" სათაურით. ვერაფერს ვიტყვი, რაც არ ვიცი, არ ვიცი. პოზოცია გასაგებია, ესე იგი, პოზიტიური ცვლილებების იმედი არ გაქვს...
  7. გასაგებია, არ გჯერა ესე იგი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების. არ არის გასაკვირი ეს პოზიცია. მე მაინც მჯერა... სწორია. მგონია, რაინდობის ფულზე ყიდვა შეიძლება ძალიან ხშირად, სამწუხაროდ... და თუ შეიძლება, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ამბავი ჩვენს სასარგებლოდ?
  8. კი ბატონო, გეთანხმები, რომ საჭიროა ხელისუფლების ცვლილება. მე ვკითხულობ: რომ შეიცვლება, მერე რას ვაკეთებთ? შენი პასუხია - საჭიროა დემოკარტიული რეფორმები, ადამიანის პატივიცსემა, დაფასება. კი ბატონო. მე ვკითხულობ, ვთქვათ, მოხდა სასწაული და დაფასდა ადამიანი საქართველოში. მოგვარდება ამით აფხაზეთის პრობლემა? არა მგონია. ანუ, ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა ხელისუფლების ცვლილება, რომ საჭიროა ნამდვილი დემოკრატია, საჭიროა ადამიანის დაფასება. მაგრამ რა არის საჭირო აფხაზეთის დასაბრუნებლად?
  9. გულის მოგება დავარქვათ ამ ამბავს, მართლაც აჯობებს . მოდით, დავივიწყოთ ეს ხელისუფლება. ქართული სახელმწიფო ეს ხელისუფლება არ არის. ქართული სახელმწიფო საუკუნეებია არსებობს და იარსებებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც. მე მაინტერესებს ქართული სახელმწიფოს სტრატეგია და არა ეს ხელისუფლება. ალბათ, კავკასიური . მაგრამ თქვენ თუ დააკონკრეტებთ, როგორ უნდა გავითვალისწინოთ მათი მენტალიტეტი, საინტერესო იქნება.
  10. lasha1997 რა თქმა უნდა, მე არ მაქვს იმედი, რომ ეს ახლა გაკეთდება. მე ვფიქრობ, რა უნდა გაკეთდეს, საქართველოს რომ ნორმალური, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ეყოლება. რატომ არ შეიძლება მომავალზე ფიქრი, მაინც ვერ გავიგე ეს ჩემთვის პრინციპში სულ ერთია. ოპოზიციის ან ხელისუფლების სიყვარული ან სიძულვილი ყოველი ადამიანის პირადი საქმეა და ამით ამ ადამიანის ღირებულება ჩემთვის არც მატულობს და არც კლებულობს.
  11. ამ ხელისუფლების მოგვარებული პრობლემა არ მინახავს მე. ასე რომ, შეგვიძლია აქვე შევწყვიტოთ ყველანაირი კამათი . არა მგონია ეს სწორი იყოს. ეს არის დღევანდელი ოპოზიციის დიდი შეცდომა: ჯერ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მერე ვიფიქროთ დანარჩენზე. არა სწორია. მე გთავაზობთ: ჯერ ვიფიქროთ, რას შევცვლით, ხელისუფლება რომ შეიცვლება, და მერე შევცვალოთ ხელისუფლება
  12. გეთანხმები, მაგრამ მე ხელისუფლება არ მაინტერესებს. ხელისუფლება შეიცვლება, ასე თუ გააგრძელა უფრო მალე, ვიდრე გვიან. მე სწორი გზის პოვნა მინდა. დავუშვათ ასეთი ექსპერიმენტი: საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო. მოგვარდება ამით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა? ეჭვი მეპარება. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, "ჩვენი" პრეზიდენტის საყვარელი სინგაპური
  13. lasha1997 შესაძლოა, მაშინ მეორეთი დავიწყოთ და მერე გაცილებით რთულზე გადავიდეთ რატომ? ბევრი ქვეყანა არსებობს, სადაც პიროვნების თავისულფებას პატივს არ სცემენ მაგრამ სეპარატიზმის პრობლემა მოგვარებულია
×
×
  • შექმენი...