-
პოსტები
5.022 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
19
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი laci
-
რატომ უნდა დაიხატოს ადამიანმა ჯულია რობერტსი სხეულზე
laci replied to lasha_alo's თემა in თავისუფალი თემა
ვერ არის ნორმალური.. -
რათქმაუნდა... მაგას უშენოდაც ყავს მწერლები...
-
sexi-bicola მე სხვა თემებიც მაქვს შენი წაკითხული და მომწონს... გაგაკრიტიკებ თუ გინდა როგორც მიშმაკს..
-
მომწონს,,,ძალიან კარგია...
-
სარდელ კაი რა ბოდიში, უბრალოდ გითხარი.
-
სარდელ გაოფება არ არის, მისალოცი ტემაა და თან მოგილოცე... ისე ჯიგარი კაცი არ ვარ,,,ქალი ვარ.... ჯიგარიც კი ვარ ისე რამე რო იყოს...
-
სარდელ უი... რა კარგ დღეს ყოფილხარ დაბადებული.... გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი,,,, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ... :party:
-
DonCaredo ხო, ეგ მეც კი ვიცი არაფრის გამპროტესტებლები რო არ არიან... და მითები სვანებზე რომ მაგრები არიან ტყუილია,,,
-
აწი აპროტესტონ რამდენიც უნდათ, რა აზრი აქვს თუ რამე უნდოდათ ,სანამ დაიდგმებოდა მანამდე გაეპროტესტებინათ... DonCaredo მნიშვნელობა აქ ააქვს საიდან შეხედავ, მთავარი გემოვნების საკითხია, რომელზეც ყველა დავობს.. ახლოდან შეიძლება ბარელიეფს დაკვირდე და წვრილი ინკრუსტაციები გაარჩიო, ამხელა მაშტაბის ძეგლს შორიდანაც აღიქვავს თვალი...
-
fashisti მართალი ხარ,,,, ისე რა აუცილებლობაა მეფეესბის ძეგლები იდგმებოდეს 21-ე საუკუნეში? ხომ შეიძლება რამე სხვა გაკეთდეს?
-
კიიი ,,, სურათის გადაღება ყველაზე მაგარია....
-
ჩვენი იყოს ჯობია რათქმაუნდა.. რა 4 ძირითადი მიზეზის გამო ხვდება ობამა სააკაშვილს. "ობამამ კარგად შეისწავლა, რომ სააკაშვილისთვის მთავარია მასთან სურათის გადაღება.." - პაატა ზაქარეიშვილი "ეს, რა თქმა უნდა, მართლაც მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ამ შეხვედრაზე დამოკიდებული არ არის საქართველოს მომავალი. ცალსახად არის მნიშვნელოვანი შეხვედრა, მაგრამ საქართველოს მომავალი და არჩევნების ბედი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე და და მის ნებაზე, იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან არჩევნებისას. თავად შეხვედრაზე შეიძლება ითქვას, რომ ასრულდა ოცნება სააკაშვილისა, - როგორც იქნა, ობამა ხვდება მას ოფიციალურად", - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ამერიკის პრეზიდენტი ხვდება საქართველოს და არა - სააკაშვილს / პაატა ზაქარეიშვილი: "ობამამ კარგად შეისწავლა, რომ სააკაშვილისთვის მთავარია მასთან სურათის გადაღება და არა ქვეყნის ინტერესები". "ამდენ ხანს ყველა შეხვედრა იყო არაოფიციალური, ობამა არ ხვდებოდა სააკაშვილს, როგორც ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ მას თავისი მიზეზები გააჩნია. პირველ რიგში ამის მიზეზია ის, რომ ამერიკის კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიჰყიდოს იარაღი და ობამამ ორი კვირის წინათ ეს ამოიღო ბიუჯეტიდან. ანუ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო ჩვენ. ჩვენმა მეგობარმა სახელმწიფომ ჩათვალა, რომ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა არ არის პრიორიტეტული და ამით, რა თქმა უნდა, ყველაზე სერიოზული დაძაბულობა შეიტანა საქართველოს და ამერიკას შორის. ამიტომ მგონია, რომ ამ შეხვედრით ობამას უნდა გამოასწოროს ეს სიტუაცია. ობამამ კარგად შეისწავლა, რომ სააკაშვილისთვის მთავარია მასთან სურათის გადაღება და არა ქვეყნის ინტერესები. ამ პრობლემას ობამა მარტო სურათის გადაღებით მოაგვარებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი. "მეორე მიზეზი არის ის, რომ ამერიკაში მოდის არჩევნები. შესამაბისად, ობამამ მოახერხა რა რუსეთთან პოლიტიკის გადატვირთვა და მეგობრული ურთიერთობის დამყარება, დასცილდა საქართველოს. რამდენადაც რესპუბლიკური პარტია მაკეინისა და ბუშის მეთაურობით საქართველოს იყენებდნენ რუსეთის წინააღმდეგ, ამის მერე კი ობამამ გადატვირთა ურთიერთობა რუსეთთან და მათ გაღიზიანებას თავი დაანება, ზუსტად იგივე გაღიზიანება მოახდინა საქართველოს მიმართ. წინასაარჩევნი კამპანიისას რესპუბლიკელები დაიწყებენ ლაპარაკს ამერიკაში, რომ ობამამ მოახდინა ამერიკელების ერთგული მოკავშირეების დისტანცირება. ამიტომ, ობამა, ხვდება რა სააკაშვილს, ამით ოპონენტებს უკეტავს სალაპარაკოს - აი, ხომ ვხვდები სააკაშვილსო. ანუ, ამით ანეიტრალებს რესპუბლიკელების აგრესიას, რაც ბუნებრივია, გადამჭრელი არ იქნება, მაგრამ გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე", - განაგრძობს რესპონდენტი. "მესამე მიზეზი არის ირანი. რეგიონში ვითარება სულ უფრო იძაბება,. რეგიონის ყოველი მოთამაშე, ვინც ესაზღვრება ირანს, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ერაყი, - ყველას აქვს მეტ-ნაკლებად კარგი დამოკიდებულება ირანთან და არავინ არ აპირებს, ჩაერთოს ირანის საწინააღმდეგო სერიოზულ პროცესებში. ერთადერთი შეიძლება იყოს სააკაშვილი, რომელიც მზად არის, ოღონდ ობამასთან სურათი გადაიღოს, რომ ფეხებზე დაიკიდოს საქართველოს ინტერესები და პერსპექტივები და მოემსახუროს ამერიკას ირანის წინააღმდეგ. მე მგონი, ობამას სჭირდება დღეს სააკაშვილისგან მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე ამას მიიღებს რეგიონის სხვა ქვეყნებიდან. მე მგონი, საქართველომაც უნდა მიბაძოს თურქეთს და ნეიტრალური პოზიცია აირჩიოს, რადგან ობამები და სააკაშვილები მოდიან და მიდიან, საქართველო და ირანი კი რჩება და ჩვენ გვჭირდება მომავალ პერსპექტივაში ამ ქვეყანასთან უკეთესი ურთიერთობა", - მიიჩნევს პოლიტოლოგი. "მეოთხე მიზეზი ამ შეხვედრისა, რა თქმა უნდა, საქართველოში მიმდინარე პროცესები და არჩევნებია. დარწმუნებული ვარ, ამერიკა მომავალშიც დაეხმარება სქართველოს, რომ აქ ჩატარდეს ნორმალური, სერიოზული დემოკრატიული რეფორმები და არჩევნები და და ეს ოთხი მიზეზი განაპირობებს ამ შეხვედრას. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამ შეხვედრას გააფორმებს, როგორც მათ მიმართ პატივისცემას, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ეს არის ხალხის მიმართ პატივისცემა და თუნდაც იმის მიმართ პატივისცემა, რა პროცესებიც დღეს მიდის საქართველოში. დღეს გაჩნდა რეალური ალტერნატივა სააკაშვილისა და სწორედ ამ ფონზე ხვდება ობამა სააკაშვილს, რათა შეახსენოს რომ მისთვის დემოკრატიას დიდი მნიშვნელობა აქვს. დემოკრატიულად არჩევნების ჩატარება კი ნიშნავს, რომ ისეთი სერიოზული ოპონენტის მიმართ, როგორიც არის დღეს ბიძინა ივანიშვილი, წარიმართოს დემოკრატიული და კანონიერი ბრძოლა და არა ისეთი, როგორიც დღესაა", - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. "სააკაშვილი ამ შეხვედრას ივანიშვილის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, გამოიყენებს. ჩვენ ხომ თოვლის ბაბუასი გვჯერა რაღაც ასაკამდე, მერე ხომ აღარ გვჯერა? სააკაშვილის ძალა არის იქამდე, სანამდეც არის თოვლის ბაბუის ძალა, ანუ ვიდრე გვჯერა მისი. თუ არ დაიჯერებ, ეს ყველაფერი აორთქლდება, როგორც თოვლი გაზაფხულზე. არ უნდა მოვუსმინოთ და დავიჯეროთ და მორჩა, გათავდა. მისი ძალა არის მხოლოდ ხალხის დაბოლებასა და მოტყუებაში. როგორც ხშირად ჩვენ შვილებს ვეუბნებით, რომ თოვლის ბაბუა არსებობს, ასე სააკაშვილიც ატყუებს ხალხს, ოღონდ ბოროტი განზრახვის გამო. ის რომ საზოგადოების ნაწილს სააკაშვილის გულწრფელად სჯერა არის ტრაგედია. ვიდრე ხალხს სჯერა მითების და ზღაპრების, ჩვენ არ გვეშველება არაფერი", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "იმ ყველაფრის ფონზე, რაც ხდება დღეს, როგორია შანსები საპარლამენტო არჩევნებზე?" - პასუხობს: "საკმარისი დრო რჩება მობილიზაციისთვის. შანსებს რაც შეეხება, შანსები არის 60/40-ზე ივანიშვილის სასარგებლოდ, ანუ მთლიანად ოპოზიციის სასარგებლოდ - მის გარდა, სხვებიც ხომ არიან იქ". http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...7-19012012.html
-
ჰმ არ იცოდით აქამდე??? უკვე ანეგდოტებია მაგაზე.... მე პირადად არ მომწონს როგორც ძეგლი, როგორც მინიატურა გადასარევი იქნება.. ბრელოკად მომწონს...
-
ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ. ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა. ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი). ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”. გილოცავთ ნათლისღებას პლანეტელებო მრავალს დაესწარით...
-
ლინკი არც გამიხსნია....
-
DonCaredo ) ეგ ხო, მაგრამ უსილიკონოდ უფრო ბანძი რო იქნება? , ვერ შეხედავ საერთოდ.. ჩემი მეზობელია ერთი ახალგაზრდა ქალი და სულ სილიკონია, ტუჩები, მკერდი და #რაკიც კი სილიკონით აიწია... რას გავს უნდა შეხედო, საფრთხობელაა,,,არა და ისე უფრო კარგი იყო...
-
აი ეს მესმისს...სად იყავი აქამდე... სილიკონებს რაც შეეხება იყოს არაუშავს, ძაან ბანძებს ალამაზებს მაინც და თვალს უხარია... ბლანჟეზე არ მაქვს გართულება,,, ბლანჟეიანებმა იკითხონ..
-
DonCaredo დანებებული არ მაქვს მოქალაქეთა ნაციონალურ კავშირზე და ბიძიზე თავი??? მე პას როგორც იტყვიან... გამოდი ხაზზე და ვინ არ დაგიჭერს მხარს...?
-
ეგ ისტორია ვიცი, აღშფოთდნენ ამერიკელები მაგაზე... ნეტა მოვესწრო....
-
DonCaredo დღევანდელობის გადმოსახედიდან კი ითქმის ის რაც მე დავწერე..
-
alex ამ დროს პირიქით უფრო ითქმის...
-
mtidan მიშას კი ეშველება, უბრალო ხალხმა იკითხონ... აზრზე ხარ რა ამბავი იქნება ტვ-ში შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ.. მაზოლს გაგიჩენენ ....
-
GeoStream კაი ხოოო, რა მოხდა... ეს ერთხელ მაპატიეთ, კდემა დამეკარგა სადღაც...