Jump to content
Planeta.Ge

laci

პლანეტელი
  • პოსტები

    5.022
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    19

ყველა პოსტი laci

  1. კიი ბენდუქიძე არის დამანდრაჟებული სახით 48წთ-ზე ,,, ძუკუშესწორებაში შედი და დააცილე ლინკის მისამართი და <ესეც ლინკი> წარწერა ერთმანეთს..და ეგ არის..
  2. ძუკუ პირველიც საინტერესოა... ჩაასწორე ლინკი, ვიდეო რომ დაიდოს პირდაპირ...
  3. newstudio ძუკუ სულ 4 სერიააო, მე გუშინ ვნახე და ეს მეგონა პირველი. შემდეგ ხუთშაბათს იქნება სხვა სერია,სიუჟეტში აგვისტოს ომზეც იქნება.. ეგ პირველი სერია ნანახი გაქვს???
  4. სათაური გამომისწორეთ..: პუტინი , რუსეთი და დასავლეთი:'' მუქარა დემოკრატიას'' -ესე .. ჩაასწორეთ სათაური,:viking: თორემ სხვა სერიებს აღარ დავდებ... :beach:
  5. გუშინ BBC-ზე გავიდა ფილმი, ვფიქრობ ყველასათვის საინტერესო იქნება ამ ფილმის ნახვა.. ფილმი 4 სერიისაგან შედგება, ჯერ ეს ერთი სერია ვნახოთ... (რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი ამბობს , რომ თალიბებმა ფარულად შესთავაზეს გააერთიანონ ძალები ამერიკის წინააღმდეგ....ეს დონ-ის საყურადღებოდ ) http://www.youtube.com/watch?v=vS1sGhdt-Xk&feature=watch_response ყველასთვის გასაგებ ენაზეა, არ გაგიჭირდებათ ნახვა...
  6. DonCaredo ანუ 20% მთლიანად მოსახლეობის..ეგ არაფერია მე კიდე 70% ის გაწყვეტა მქონდა გადაწყვეტილი....
  7. DonCaredo გასაწყვეტია აბა ნახევარი საქართველო ,ეგრე ფინია ძაღლებს თუ ვზდიეთ.. სადღაც 40% მაინც მოსახლეობის და მერე ,მოვა გაზაფხული ჩვენს ქუჩაზე..
  8. ისე რა პრობლემა გახდა , ხო ხდება გადასვენება ქრისტიანული წესების შესაბამისად, ხო და ადგეს მაგისი ოჯახის ახლობლები ,ან ვინც დარჩა და გადაასვენონ, თორემ მაინც არ მოასვენებენ მაგას მანდ...
  9. mtidan დონს სისხლი სწყურია... მომენტ აუცილებელიცაა, ალბათ უფრო შეიცვლება რამე, ვიდრე ესე უწი-პუწით. DonCaredo ხო ვღვარეთ სისხლიც , მაგრამ რა...არაფერი არ შეცვლილა ისევ ის ხალხი მოვიდა ვინც სსრკ-ს დროს იყო , უბრალოდ დემოკრატიის სახელი დაირქვეს,, მერე იჯდნენ სანამ დემოკრატიის მიშშუქურამ არ გამოანათა.. ესეიგი გამოდის რომ საშველი არ არის?
  10. qutaiseli აი საიდან გამოიჩიჩქნა ეგ ხალხი? სანდრო ბრეგაძეს რა აქვს საერთოდ სალაპარაკო?
  11. georgekh13 ლენინის დამარხვის ინიციატივით პროხოროვი გამოდის.. http://planeta.ge/index.php?showtopic=56312
  12. qutaiseli მოდი აქ ''ქუთაისური ოცნება'' ;) Над Иванишвили насмехаются в его окружении 26.01.2012 16:44 Один из руководителей основанной вчера организации «Хельсинская группа Кавказа» Сандро Брегадзе заявляет, что окружение Бидзины Иванишвили, смеется над бизнесменом за его спиной. По его словам, он не намерен называть имена этих людей и надеется, что Иванишвили сам разберется, что происходит в его окружении, пишет газета «Алиа». «Все несчастье в том, что без своих 5 миллиардов, бизнесмен для многих его так называемых партнеров, никем не является. За его спиной это не скрывают и никак не поддерживают бизнесмена как личность и политика. В его адрес слышны такие прозвища как «новый Аслан Абашидзе», «провинциал», «необразованный» и так далее», - отмечает Брегадзе. ვინ დასცინის რესპები ,თუ ალასას სასტავი? alex ხო რა ვიცი, რო კითხო ხალხს მარტო რუსთავს და საზმაუს აჩვენებსო , თურმე აზრზე არიან ყველაფრის... ესეიგი წააგებს ნაცმო არჩევნებს..
  13. აჰა რა გინდათ , აკი მარტო რუსთავი2-ს უყურებენ რაიონებში და სოფლებშიო??? კი ცოდნია ამ კაცს ყველაფერი...
  14. http://planeta.ge/index.php?showtopic=56305&st=0&gopid=439086entry439086 თურქეთმა ისრაელთან შერიგებაზე უარი თქვაოოო...
  15. აწი დამარხვას რა აზრი აქვს? ისე რო დამარხონ, მავზოლეუმს ფუნქცია დაეკარგება...
  16. DonCaredo ხოო ეგრეა ეგრე , როგორც გაიგე ზუსტად ეგრეა.. გინდა დარეკო ,გინდა არა მაინც იხდი..
  17. DonCaredo თუ არ გეზარება გაეცანი.. საქართველოს მთავრობის დადგენილება №489 2011 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი“. მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი მუხლი 1. საფასური და მისი განაკვეთი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის (შემდგომში – 112) მომსახურების საფასურის (შემდგომში – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები (შემდგომში – აბონენტი). 2. საფასური (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს: ა) ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა: ა.ა) ფიზიკური პირისთვის – 0.20 ლარს; ა.ბ) იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის, დაწესებულებისთვის – 0.50 ლარს; ბ) მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტებისთვის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა: ბ.ა) ფიზიკური პირისთვის – 0.20 ლარს; ბ.ბ) იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის, დაწესებულებისთვის – 0.50 ლარს. 3. ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე საფასური გადაიხდება: ა) სააბონენტო ნომერზე, რომელზეც ხდება სააბონენტო გადასახდელის დარიცხვა და კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული; ბ) სააბონენტო ნომერზე, რომელზეც არ ხდება სააბონენტო გადასახდელის დარიცხვა და კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა; გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომელზეც კალენდარული თვის განმავლობაში ჯამში მოხდა 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა. 5. საფასური არ გადაიხდება სააბონენტო ნომერზე, რომელიც გამოიყენება საკონტროლო-სალარო აპარატებში. 6. სააბონენტო ნომრების პორტირების შემთხვევაში საფასურის დარიცხვა ხდება ცალ-ცალკე პორტირებამდე და პორტირების შემდგომ პერიოდის მიხედვით. მუხლი 2. საფასურის გადახდის/ამოღების წესი 1. საფასურის ამოღებას, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, უზრუნველყოფს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირი (შემდგომში – მომსახურების მიმწოდებელი). 2. საფასური არ აისახება მომსახურების მიმწოდებლის ერთობლივ შემოსავალში. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საფასური ყოველთვიურად განცალკევებულად ასახოს მის მიერ აბონენტისთვის გაწეული მომსახურების ანგარიშში. 3. სააბონენტო ნომერზე საფასურის დარიცხვა ხდება ყოველი კალენდარული თვის მიხედვით, ხოლო საფასურის გადახდა/ამოღება ხდება სააბონენტო გადასახდელთან ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ღირებულებასთან ერთად. აბონენტის მიერ მომსახურების მიმწოდებლისთვის გადახდილი თანხიდან პირველ რიგში უნდა დაიფაროს საფასური. 4. თუ აბონენტს ერიცხება საფასურისა და მომსახურების მიმწოდებლისადმი დაგროვილი დავალიანება, პირველ რიგში უნდა დაიფაროს საფასური და შემდეგ – მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული დავალიანება. 5. აბონენტის მიერ დაგროვილი დავალიანების თვეების მიხედვით დაფარვისას საფასურისა და მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული დავალიანების დაფარვა ხდება თანმიმდევრულად, დავალიანების დარიცხვის თვეების მიხედვით. პირველ რიგში სრულად იფარება შესაბამისი თვის საფასური და შემდეგ – მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული შესაბამისი თვის დავალიანება. 6. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში 112-ის მიერ განსაზღვრული ფორმით და შინაარსით წარუდგინოს მას საფასურის დარიცხვასა და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია სააბონენტო ნომრების მიხედვით. 7. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა იმ დროისთვის გადახდილი/ამოღებული საფასური სრულად ჩარიცხოს 112-ის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე. 8. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი მოთხოვნიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა 112-ს წარუდგინოს საფასურის ამოღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. 9. მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ დადგენილებით მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. 10. მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ დადგენილებით მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. მუხლი 3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება 1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებელთა წვდომა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან“ და მომსახურების მიმწოდებლებს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ერთიან ბაზაში სოციალურად დაუცველი ოჯახების/პირების დამატების ან სტატუსის გაუქმების შესახებ. 3. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ პირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება წარმოეშობათ ან უუქმდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების თვის მომდევნო თვიდან. 4. თუ აბონენტის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის“ მიხედვით, აბონენტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისათვის მომსახურების მიმწოდებელს უნდა წარუდგინოს იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტები. მუხლი 4. ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი 112 უფლებამოსილია ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გასწიოს სხვა სახის მომსახურებაც. ასეთი მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
  18. პირიქით, თქვენნაირების მუშაობით 200-300 წელი არ დაგვჭირდეს ქართველბს იმ სიმახინჯეთა მოსაშორებლად, რაც ევროპული საზოგადოებისგან მივიღეთ! ++ მართალია ეს ქალი...
  19. ატვირთეთ თქვენი ნამუშევრები ამ ლინკზე http://www.artilinki.com/ka/home
  20. MORGANA ხატავთ კიდევ? თუ ხატავთ შეგიძლიათ ამ ლინკზე ატვირთოთ თქვენი ნამუშევრები http://www.artilinki.com/ka/home
×
×
  • შექმენი...