Jump to content
Planeta.Ge

MOXUCI

პლანეტელი
  • პოსტები

    424
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი MOXUCI

  1. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ვამპირთა როგორც ასეთის, წარმოშვების მათი ცხოვრების წესის, ძალის ,ძალაუფლების, მოქმედების თავისებურებების შესახებ არსებობს უამრავი ლეგენდა სხვადასხვა ერებსა და ხალხებში ამიტომ გასაგები მიზეზის გამო ყველა მათგანის შესახებ საკუთარ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თანაფორუმელ ნუკრიკოსაგან მოყვანილი ციტატები არის ერთ ერთი ასეთი ლეგენდის ვარიანტი, რომლის მოხედვითაც ქაოსის ღმერთებმა შექმნეს ზეარსებები უძველესი რასის ელდარელების წარმომადგენლებისაგან, ლეგენდის შინაარსში შეიმჩნევა სიმართლის ელემენტები ვინაიდან, შავი ელდარელები წარმოადგენდნენ სწორედ უძველეს რასას, ზებუნებრივი თვისებებითა და ადამიანებისთვის საკვირველი და არაბუნებრივი შესაძლებლობებით იყვნენ აღჭურვილნი, მაგრამ ისინი არ იყვნენ ადამიანები, კაბალისტური ლეგენდის ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით მათ დასაბამი მისცა, ანგელოზისა და ადამიანის სქესობრივი აქტის შედეგად გაჩენილმა ახალმა რასამ ყველაფერი კი ასე დაიწყო. კაცობრიობის ჩამოყალიბებისა და გამრავლება განვითარების ადრეულ ეტაპზე ( იგულისხმება ადამისა და ევას მიერ წარმოშობილი შთამომავლის ბიბლიური პერსონაჟის ნოეს დროინდელი ეპოქა ) ღვთის მიერ შექმნილმა პიროვნებებმა ანგელოზებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ კაცობრიობის გამრავლების პროცესს დაინახეს რომ ადამიანთა ქალიშვილები იყვნენ ულამაზესები და სექსუალური ლტოლვა გაუჩნდათ მათ მიმართ. ანგელოზთა როცხვი იყო 200 ვისაც ასეთი ლტოლვა გაუჩნდა ადამიანის შვილების მიმართ. მათ უთხრეს ერთმანეთს "შევისხათ ხორცი, ცოლად მოვიყვანოთ კაცთა შვილები და გაგვიჩენენ ისინი შთამომავალთ" მათმა მეთაურმა ანგელოზმა სახელად სემიაზამ შეიტყო რა მათი ამ განზრახვის შესახებ უთხრა მათ " მეშინია რომ თქვენ გადაიფიქრებთ განზრახულს, მაშინ მხოლოდ მე მომიწევს პასუხისგება ღვთის წინაშე ამ უდიდესი ცოდვისთვის " ისმინეს რა ეს სიტყვები ანგელოზთა დასმა უთხრეს სემიაზას: "ჩვენ ყველანი შევფიცავთ და ფიცით შევიკვრებით ერთმანეთთან, რომ განზრახულს განვახორციელებთ" ეს ყველაფერი რასაც გიყვებით მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი რომ არ არის მოვიყვან ციტატას წიგნიდან, საიდანაც ამ ცოდნას ვფლობ და იმედია გასაგები გახდება თქვენთვის ძვირფასო თანაფორუმელებო რომ ჩემს პოსტს გააჩნია წყარო. 1. И случилось, - после того как сыны человеческие умножились в те дни, у них родились красивые и прелестные дочери. 2. И ангелы, сыны неба, увидели их, и возжелали их, и сказали друг другу: "Давайте выберем себе жен в среде сынов человеческих и родим себе детей"! 3. И Семъйяза, начальник их, сказал им: "Я боюсь, что вы не захотите привести в исполнение это дело и тогда я один должен буду искупать этот великий грех". 4. Тогда все они ответили ему и сказали: " Мы все поклянемся клятвою и обяжемся друг другу заклятиями не оставлять этого намерения, но привести его в исполнение". 5. Тогда поклялись все они вместе и обязались в этом все друг другу заклятиями: было же их всего двести. 6. И они спустились на Ардис, который есть вершина горы Ермон; и они назвали её горою Ермон, потому что поклялись на ней и изрекли друг другу заклятия. აი სახელები ამ ანგელოზთა წინამძღოლებისა: სემიაზა მათი მთავარი, ურაკიბარამეელი, აკიბაელი, თამიელი, რამუელი, დანელი, ეზეკერელი, სარაკუაელი, აზაელი, ბათრაალი, ანანი, ცაკებე, სამსავაელი, სართაელი, თურელი, იომიაელი, არაზიაელი. ესენი არიან ხელმძღვანელები იმ 200 ანგელოზისა რომელთაც აცდუნეს ისინი დანარჩენებმაც გაიზიარეს მათი განზრახვა. მათ შეისხეს ხორციელი სხეული და ცოლად მოიყვანეს ადამიანთა შვილები, თიტოეულმა მათგანმა აირჩია ერთი ქალიშვილი ცოლად, შევიდნენ მათთან და ქალებმა უშვეს შთამომავალნი. თავის ძეებს ანგელოზები ასწავლიდნენ ჯადოქრობას და განუცხადეს ზეციური საიდუმლოებები. მათი შთამომავლები სიმაღლით და ფიზიკური ძალით აღემატებოდნენ ადამიანთა შვილებს, მათ შეჭამეს ყველაფერი რაც საკვებად გააჩნდა ადამიანს მაგრამ არ მიიღო მათმა ორგანიზმმა ეს საკვები მაშინ ანგელოზმა აზაელმა უთხრა მათ გამოიკვებეთ ადამიანთა სისხლით ვინაიდან სიცოცხლეა მათ სისხლში. 11. Тогда исполины обратились против самих людей, чтобы пожирать их. მგონი ყველაფერი გასაგებია, ანგელოზთა მიერ ნაშობი პიროვნებების საკვებად გახდნენ ადამიანთა მიერ ნაშობი შვილები. ეხლა მივყვეთ მოვლენებს. 12. И они стали согрешать по отношению к птицам и зверям, и тому, что движется, и рыбам, и стали пить из него кровь. 13. Тогда сетовала земля на нечестивых. როგორც ვხედავთ ცოდვით დაცემულ ანგელოზთა ეს ნაბიჭვრები ცხოველებისა და ფრინველების სისხლსაც მშვენივრად მიირთმევდნენ. ეს მოვლენა რასაც ეხლა მე აქ ვწერ ბიბლიის დაბადების წიგნშიც არის მოყვანილი ოღონდ არა ესე ვრცლად და გასაგებად, ლაკონურად და სასხვათაშორისოდ არის შელამაზებული, მარტივი მიზეზების გამო, ეკლესიის მესვეურებმა მოხერხებულად ამოგლიჯეს ბიბლიიდან სიმართლე და გააბუნდოვნეს, სამაგიეროდ შექმნეს ათასი ორდენი ამ რასის წარმომადგენლებისაგან წმინდა სისხლის და არა შერეულსისხლიანთა დასაცავად თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და გავაგრძელოთ. ანგელოზმა აზაელმა ასწავლა მამრობითი სქესის წარმომადგენლებს მათი შთამომავლობისა საბრძოლო იარაღების კეთება და ბრძოლის ხელოვნება, ხოლო მდედრობითი სქესის შთამომავლებს სამკაულებისა და პარფიუმერიის დამზადება. მოხდა სისხლის აღრევა სქესობრივი გზით მათსა და ადამიანებს შორის, მათ შთამომავლობასა და ადამიანთა შთამომავლობას შორის და ცოდვით დამძიმდა მიწა. ანგელოზმა ამეზარაკმა ასწავლა მათ ყველა სახის შელოცვა, ანგელოზმა არმაროსმა კი შელოცვისაგან გათავისუფლება.Баракал - наблюдению над звёздами, ანუ ასტროლოგია, ასტრადელმა კი მთვარის ფაზები.И когда люди погибли, они возопили и голос их проник к небу. მაშინ შეხედეს მიწას ანგელოზებმა: მიქაელმა, გაბრიელმა, სურიანმა და ურიელმა ციდან და დაინახეს თუ როგორ იღვრებოდა ადამიანთა სისხლი და უსამართლობა სუფევდა მიწაზე. და უთხრეს მათ ერთმანეთს "ხალხის ღაღადმა გაუკაცრიელებული მიწიდან მოაღწია ცის კარიბჭეს" და უთხრეს მათ თავის ღმერთსა და მეფეს: " ბატონთ ბატონო, ღმერთების ღმერთო, მეფეთ მეფეო, ძალაუფლება შენი სიტყვისა მოქმედებს მთელს სამყაროზე, ყოველივე შენი შექმნილია და მმართველობა ყველაფრის შენ გეკუთვნის, ყოველივე გახსნილი და აღმოჩენილია შენს წინაშე, შენ ხედავ ყველაფერს და არაფერია დამალული შენგან, ასე რომ შეხედე რა ჩაიდინა აზაელმა, გაამრავლა ცოდვა მიწაზე და გაუხსნა (ასწავლა) ცის საიდომლო შთამომავალთ და შელოცვები ასწავლა სემიაზამ რომელსაც შენ მიეცი ძალაუფლება ყოფილიყო მეთაური მაცნეების. შენი იცოდი ამის შესახებ სანამ ეს მოხდებოდა და შენ იცი მათი საქმენი, მაგრამ არაფერს გვეუბნები ჩვენ. რა უნდა ვქნათ ჩვენ, რა ვუყოთ მათ ამ ყველაფრის ჩადენისთვის? ამის შემდეგ ღმერთმა უთხრა ანგელოზ არსიალალიურს მიდი ნოესთან ლამექის ძესთან და გააფრთხილე ის და მისი ოჯახი რომ დაიმალონ ვინაიდან გადავწყვიტე გავანადგურო მიწაზე ყველა ვინც შესცოდა. და ასწავლე მას როგორ გადარჩეს, რომ მისი ოჯახი შემოვინახოთ მთელი მოწისთვის. და უთხრა ღმერთმა ანგელოზ რაფაელს შეუკარი ხელ ფეხი აზაელს, წაათრიე უდაბნოში და დამარხე მიწაში ღრმად, დაბეჭდე შელოცვით და დაადე მძიმე და წვეტიანი ქვა. დააფარე ტყავი და დაუფარე სახე, რომ ვერ შეძლოს სინათლის ხილვა და დარჩეს იქ სამუდამოდ. და დიდი სამსჯავროს დღეს ის იქნება ჩაგდებული ცეცხლში, და გაამთელე მიწა და ყველა მისი ცოდვა მიეწერება აზაელს, დაერხა და უთხრა ღმერთმა ანგელოზ გაბრიელს წადი და სიკვდილით დახოცე ყველა მათი შთამომავალი, და სისხლისმსმელთა შვილები, ისინი იმედოვნებენ სამუდამო სიცოცხლეს და დაგიწყებენ ხვეწნას, არ დაინდო ისინი გაბრიელ რამეთუ იციან ნაყოფი სიცოცხლის ხის. და უთხრა ღმერთმა ანგელოზ მიქაელს ერთად შეკრიბე სემიაზას შვილები და აყურებინე სემიაზას როგორ ნადგურდება მისი მოდგმა, ხოლო როდესაც დაინახავს მათი საყვარელი ძეების მოკვდინებას, ძლიერად შეჰკარი ის და ჩააგდე მიწის ქვეშ უფსკრულში სამოცდაათ თაობამდე როდესაც დადგება განკითხვის დღე. ამასაც მაგრად დაერხა მოკლედ როგორც ვხედავთ ღმერთმა გადაწყვიტა ე.წ ვამპირების ანუ ანგელოზთა და ადამიანთა სექსის ნაყოფი სისხლისმსმელების განადგურება და შესაბამისი დავალებაც მისცა მთავარანგელოზებს, ამ პროცესში განადგურდა ცოდვილ ადამიანთა მოდგმაც, ხოლო დანარჩენმა ანგელოზებმა რომელთაც დაინახეს თუ როგორ ისჯებოდა სემიაზა სექსისმოყვარეობისთვის განიძარცვეს ხორციელი სხეული და სასუფეველში ეახლნენ უფალს შენდობის თხოვნით, მაგრამ დაცემული ანგელოზი რომ უკვე დემონია ეს დაავიწყდათ ისინი დაატყვევა უფალმა და განკითხვის დღისთვის შემოინახა განსასჯელად. ამ პროცესს მშვიდად ადევნებდა თვალს ლუციფერი რომელიც მანამდეც თანამშრომლობდა სექსისმოტრფიალე ანგელოზთა 200 კაციან კამანდასთან და გეგმებსაც აწყობდა სამომავლოდ, იჯდა თავისთვის და ფიქრობდა ერთ მშვენიერ დღეს კი თავში გენიალური აზრი მოუვიდა მას გაახსენდა უდაბნოში ქვისქვეშამოდებული აზაელი, მივიდა აქედან შემოუარა მერე იქიდან ქვაც გადააგორა ცოტა მიწაც ამოჩიჩქნა მაგრამ რად გინდა? უფლის ბეჭდით იყო დაბეჭდილი აზაელის სამყოფი და აქ უკვე ნიჩაბი და წერაქვი ვერას უშველიდა, არ შეეძლო ამ ბეჭდის ახსნა და აზაელის გათავისუფლება არადა მოსწონდა ისეთი მხარბეჭიანი ვაჟკაცია ჩემი არმიის მხედართმთავრად ზედგამოჭრილიაო, აბადონს ვუწოდებდი ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნებოდაო. მოკლედ ასე იყო თუ ისე სურვილი სურვილად რჩებოდა ქვის ქვეშ დამწყვდეული აზაელი კი პატიმრად, მაგრამ ეშმაკი რის ეშმაკია თუ ჩიხიდან გამოსავალი არ იპოვა? ჰო და თავისთვის ჩაილაპარაკა გავიგე ისრაელის მეფე სოლომონს მამის გენები გამოჰყოლია და სხვისი ცოლებისკენ გაურბის თვალიო, თან თუ არ ვცდები ძალაუფლებაც აქვს ღვთისგან ბეჭედით სულების შეკვრის და ახსნისაცო დაააა ............. ქალდეველ ლამაზმანთან გართობის სანაცვლოდ მეფე სოლომონმა ახსნა უფლის ბეჭედი და აზაელი გათავისუფლდა, მიიღო ლუციფერისგან პატივი წყვდიადის მხედრობის მხედართმთავრისა, მაგრამ სანამ ხორცს განიძარცვავდა ერთი ხელი სექსი კიდევ მოასწრო ეგვიპტელ ლამაზმანთან სახელად ნამორა, რომელმაც შვა ძე სახელად რუა, რუა პირველი ვამპირი იყო მსგავსი არსებების განადგურების შემდეგ, არა სისხლისწოვა მასაც შეეძლო მაგრამ ისეთი საშინელი შეზღუდვების ქვეშ აღმოჩნდა ლამის ჭკუიდან შესცდა, ვეღარ გაიზარდა 33 წლის შემდეგ, მზის შუქზე ნადგურდებოდა რადგან ღმერთმა არ ისურვა მისნაირებისთვის მზის შუქის ხილვა, ღმერთმა დაადგინა რომ ანგელოზს სხეულის შესხმა აღარ შესძლებოდა და თუ ვინმე მსგავსს გაბედავდა ნათელი წაართმევდა მას სხეულს თვით აზაელიც ღამით ამოაძვრინა ლუციფერმა საბყრობილიდან მაინც რა ხიტრია წყევლა აღმოჩნდა რომ მხოლოდ ანგელოზებზე კი არა მათ შთამომავლებზეც ვრცელდებოდა ისევე როგორც ადამის შთამომავლებზე სიკვდილი, ვახ რა დღეში ვართ რუამ მოიწყინა სექსი თქვენზე არანაკლებ მიყვარსო განაცხადა და მამიკოს უსაყვედურა ეს რა ჯანდაბაა შთამომავლობა რომ არ მიჩნდება, მხოლოდ სისხლს ვსვავ და მზის შუქი მწვავსო, მამიკომ უთხრა რა ვქნა შვილო ღმერთმა ეგრე გადაწყვიტა და რა ჩემი ბრალიაო. ლუციფერი სულ გადაირია თქვე ჩემისებო რა ყველაფერი მე უნდა გასწავლოთო? რუას კი უთხრა სიცოცხლე სისხლშია და მიეცი სისხლი კაცის ძეს რომ შენი მსგავსი გახდეს და მარადიულად იცოცხლოსო, თან გააფრთხილა ძალიანაც ნუ გაიჯეჯილებ თორემ მამაშენმა უკვე კარგად იცის მასობრივ ვამპირიზაციას რა ფატალური შედეგებიც მოსდევსო. შეარჩიე ძლიერი და ახოვანი ლამაზი და ბრძენი ხალხი მხოლოდ მათ გადაეცი უკვდავების გასაღებიო და როცა დრო მოაწევს თქვენ იქნებით ჩემი არმია მიწაზეო. ეხლა იოანეს გამოცხადებიდან ციტატას მოვიყვან საფინალოდ და მერე უნდა დავიძინო თორემ თენდება უკვე, არა მზის შუქის კი არ მეშინია მეძინება იოანეს გამოცხადება თავი9 1. მეხუთე ანგელოზმა დაუკრა ბუკი და ვიხილე ციდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, და მიეცა მას უფსკრულის ჯურღმულის გასაღები. 2. მან გახსნა უფსკრულის ჯურღმული და ამოვიდა კვამლი ჯურღმულიდან, თითქოს დიდი ღუმლის კვამლი და დაბნელდა მზე და ჰაერი ჯურღმულიდან კვამლისაგან. 3. და კვამლიდან გამოვიდნენ კალიები დედამიწაზე, და მიეცა მათ ძალა როგორიც აქვთ ძალა დედამიწის მორიელთ. 4. და ეთქვა მათ რომ არ დაეზიანებინათ არავითარი ბალახეულობა და დედამიწის მწვანილეულობა და არავითარი ხე არამედ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც თავიანთ შუბლზე არა აქვთ ღმერთის ბეჭედი. 5. და მიეცათ მათ არ მოეკლათ ისინი არამედ წამებულიყვნენ ხუთ თვეს, და მათი წამება ჰგავს წამებას მორიელისაგან როდესაც ადამიანს უკბენს. 6. იმ დღეებში ადამიანები მოძებნიან სიკვდილს, მაგრამ ვერ იპოვიან მას, მოისურვებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაურბით მათ. 7. შესახედაობით კალიები წააგავდნენ საომრად გამზადებულ ცხენებს, და მათ თავებზე გვირგვინები მსგავსი ოქროსი, და მათი სახეები როგორც ადამიანთა სახეები. 8. და ჰქონდათ თმები როგორც დედაკაცთა თმები, ხოლო მათი ეშვები იყო როგორც ლომისა. 9. და ჰქონდათ ჯავშანი როგორც რკინისა და მათი ფრთების ხმა, როგორც მრავალ საომრად მორბენალ ცხენთა ეტლების ხმა. 10. და ჰქონდათ კუდები მსგავსი მორიელთა და მათ კუდებში მათი ძალაუფლება ხუთ თვეს აწამონ ადამიანები. 11. თავიანთ თავზე მეფედ ჰყავთ უფსკრულის ანგელოზი რომელსაც ებრაულიდ ჰქვია აბადონი ხოლო ბერძნები აპოლიონს ეძახიან თემის ავტორის მინდა ვუთხრა რომ სრულიად შესაძლებელია ერთ ერთ ასეთ ნაბიჭვარს იცნობდეს წავიკითხე რა ყურადღებით მისი წერილი ერთმა დეტალმა მიიქცია ჩემი ყურადღება როდესაც ამბობს ჩვენ ჯერ არ წარვსდგებით ადამიანების წინაშე სანამ არმიას არ შევაგროვებთო მინდა გითხრა რომ მსგავს ინფორმაციას მეც ვფლობ და 2 ეტაპად უნდოდათ მაგის განხორციელება ერთი მეჩვიდმეტე საუკუნეში იტალიასა და საფრანგეთში მაგათი ყველაზე ძლიერი კლანის ტემპლიერების ლიდერმა დაიწყო რაღაც არმიის ჩანასახის შექმნა მაგრამ ვატიკანმა ჩაუდო მერე და დაატორმუზებინა ჯერ რა დროს არმიაა მოვლენებს წინ ნუ უსწრებთო და ეხლა ვიცი რომ 2012 წლამდე ხლაფორთობენ რაღაცას მოკლედ ასეა თუ ისე მე ვიძინებ და ხვალ რაღაა და დღეს საღამოს მაგათ კლანებზე დავწერ რაც ვიცი.
  2. ზოგი ღადაობს ზოგი არა, ვრცელ და განმარტებით პოსტს დავწერ მაგ არსებების შესახებ და მიხვდები რაშია საქმე
  3. პირველ რიგში გაგიმხელ რომ ეკლესიაში პოსტები არ არის სიტყვა ეკლესია შესაკრებელს ნიშნავს და არა იერარქიულად ერთმანეთისადმი დაქვემდებარებულ ადამიანთა წყობას, რაც შეეხება თანამდებობებს ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკვანი და ასე შემდეგ ეს თანამდებობები მართლმადიდებლებს არ მოუგონიათ, ვინაიდან ჯერ კიდევ ქრისტიანობის რელიგიად ჩამოყალიბებამდე იუდაიზმში არსებობდა მსგავსი თანამდებობები ლევიანი მღვდლების სახით, სინოდი, მდვდელთმთავარი. ეხლა რატომ არ შეუძლია ქალს გახდეს პატრიარქი, მარტივი მიზეზის გამო ღმერთი ქალს უმორჩილებს მამაკაცს და ამბობს რომ კაცი არის ქალის თავი, ანუ აღმატებული მასზე აქედან გამომდინარე შეუძლებელია ქალისაგან იმართებოდეს მამაკაცი, ეკლესია პარლამენტი არ არის და იქ ღვთის კანონები მოქმედებს და არა მიზიერი ღვთის კანონი კი ასეთია კაცი არის ქალის თავი, კაცის თავი არის ეკლესია, ეკლესიის თავი არის იესო ქრისტე. პასუხმა დაგაკმაყოფილა? ვერ ჯობია. იმიტომ რომ 10 მცნების დამრღვევი მორწმუნე ინანიებს და ცოდვა აღარ აქვს, ამავე მცნებების დამრღვევი ურწმუნო კი არ ინანიებს და ცოდვა რჩება.
  4. რატომ კაცო კასტილ ფართი პირველად გესმის?
  5. სასაფლაოს კედლის გამოთხრა, ამათ თუ ტერორისტული აქტი ჰგონიათ ძალიან ცდებიან, მე უფრო ის მაკვირვებს მთელ ამ მასკარადში რატომ დასჭირდა რუსეთს მსგავსი პროვოკაციები ალბათ ეს უფრო გაფრთხილების საშიშ ხასიათს ატარებს, ყველაზე ძალიან იმაზე ვხალისობ ხოლმე ტერმინს რომ ისვრიან სადაზვერვო დივერსიული დაჯგუფების მეთაური კოჭოია007
  6. კარგი რა ბომბი არა კატა ეგეთ ვზრივჩატკას 15 წუთში დაგიმზადებ
  7. უდიპლომო სასიძო ხომ გაქვს ნანახი საღორის მაკეტს რომ დაუდებს კოლმეურნოების თავმჯდომარეს, რას ამბობ კაცო ეს საღორეა თუ საკონცერტო დარბაზიო რომ ეტყვის ვაცადოთ ბატონო ვაცადოთ ჯერ რიტუალების სახლით იწყებენ სოფლებში შობადობის პრობლემის გადაწყვეტას, მერე აი იმ მაკეტის მსგავს საღორეებს გააკეთებენ სოფლის მეურნოების ასაღორძინებლად შემდეგ პოლიციასა და საღორეს ვეღარ გაარჩევ და სოფელიც აშენდებაა ვერ დაგეთანხმები უნდათ მაგრამ ანდაზა ხომ იცი ქვეყანა ინგრეოდა და ტურას ქორწილი ჰქონდაო, 30 ლარიანი ვაუჩერის ფონზე სოფლის დისკოთეკა ხალხის მასხარაად აგდებაა.
  8. ლურსმნების ტერაქტი ჩანგლების ბომბი და დაზაფრული იმედი, მასკარადია პირდაპირ.
  9. მდააა, სერიოზული პოსტის დაწერა მომიწეეევს
  10. მოკლედ გავედი ეხლა მე და აღარ მგონია რომ კიდევ ვეწვიო ამ ფორუმს სასიამოვნო იყო პირადად შენი გაცნობა და საუბარი შენთან საინტერესო თემებზე, მოკითხვა ყველა ფორუმელს მიყვარხართ ყველა.
  11. ეს ყველაფერი მეც ვიცი და სწორედ მსგავს საფრთხეებსაც ვხედავ მაგრამ ამის გაკეთება აგვისტოს ომის დროსაც შეიძლებოდა მაგისტრალი დაკეტილი იყო და სომხებს აჭარაში ჩარჩენილი დამსვენებლები კი ვერ შეაკავებდნენ, მგონია რომ უფრო რუსებს ტენა რა თავისი გეგმა ვაშინგტონმა ვითომ ვერ გაშიფვრის მიზნით აქ კი ხომ იცი არა რა ვიწრო აზროვნება და ერთუჯრედიანი ფრაზებია აი ესე და აი ისე ბოლოს ხინკალი. საქართველო დაკარგავს თავის სახელმწიფოებრიობას ამ ახვრის წყალობით ეს აუცილებლად მოხდება და როგორც ამჟამად უმწეოს ერთი იმედი მაქვს მხოლოდ როდესაც ეს პროცესები დაიწყება როგორმე მივიღო მონაწილეობა ამ სატანის ჩაძაღლებაში.
  12. სამწუხაროდ როდესაც საქმე უბრალო ადამიანს ეხება მხოლოდ მაშინ ნიშნავს
  13. საქართველოსაც შეიწირავს და ეგ ყველაფერი იქნება ამ დედათურქის ბრალი და სხვისი არავისი
  14. დაიხევენ რა და ეგ იქნება და მაგრად მიკვიტს ადრე რატომ არ ქნეს არავინ და ვერავინ ხელს ვერ შეუშლიდათ უფრო შტატების წატორმუზებულს ჰგავს ზუსტად არ ვიცი მაგრამ სამაჩაბლოსა და აფხაზეთს რომ სამუდამოდ დავემშვიდობეთ ეგ ფაქტია.
  15. რა გინდა? რატო მიწვევ? თავზე იმდენი თმა არ გექნება რამდენი ჭრილობაც მე ჩემი სამშობლოს დასაცავად სხეულზე მაქვს მიღებული შენ ხომ კარგად ხარ თბილად, აი მე არა ვარ კარგად იმიტომ რომ შენმა მეფემ სულში ჩამაფურთხა და ცოცხალს თუ ვერ მივწვდი მკვდარს ამოვთხრი მიწიდან და ისე ვიხმარ ამ ნაძირალას გულისთვის რად მეჯახები რა გსურს?
  16. უმაღლესი მთავარსარდალი ტყუილად ჰქვია მერე, შეულოცავს და გაანეიტრალებს
  17. ბავშვი ხარ ჩემთან შედარებით და შენს თავს ისევ შენს უფროსს ვაცემინებ ზრდილობა რომ ისწავლო და ადამიანებთან საუბარი.
  18. შეიძლება სიტყვა მაგიტომ დავწერე და მთელი ეს დღეები ნუ მიწვევ თორემ აგაფხრიწავ მაგ კაპიტნის პაგონებს და გაჭმევ სხვათაშორის ერთი სროკი ამაზე მაქვს ნახეხი,
  19. კახეთისაკენ რომ მიუწევდა გული შენს თანამშრომლებს და შეიძლება შენც მაშინ მხოლოდ 2 კაცი ვიცავდით თბილისის შემოსასვლელს მე და ვეფხია ბენია იცი რა დროს ყოველ წუთს რომ ტელეფონზე ზარს მიშვებდა ხელმძღვანელი და მეუბნებოდა აი უკვე იგოეთთან არიან აი უკვე მცხეთასთან არიან, იცი რა დროს ჩვენი ჯარი რომ წივილით შემოვარდა ქალაქში და მუხროვანისა და შავნაბადას ტყეებს რომ შეაფარეს თავი ამას ჰაერზე არ ვამბობ არსებობს ვიდეო მასალა რომელსაც მოვიძიებ და სპეციალურად შენთვის დავდებ როგორ მეკითხება ჟურნალისტი რატომ არ ვტოვებთ ქალაქის შემოსასვლელს და რა პასუხს ვცემ. ტაშიტ შსს უფრო შეხვდება ტრაკს რო იმას აძლევს ვინც ზედმეტს გადაუხდის.
  20. რა არის გაუგებარი მშვიდობიან აქციას არბევს და მორჩა რა ნუ მოითმენ რა დააკლებ რამეს? მაგის მოშორების ერთადერთი გზაა სამოქალაქო ომი სხვა გზა არ არსებობს საწყალი ხალხის ვენებიდან წურბელასავით ამოწოვილი სისხლით უხდის ჯარსა და პოლიციას ხელფასს და მაგის წინააღმდეგ ეგენი არ წავლენ ამიტომ ხალხმა უნდა აიღოს ხელში იარაღი და დაიწყოს სამოქალაქო ომი, მორჩა დამთავრდა ვისაც უკეთესი იდეა აქვს მისი მოშორების დაწერეთ.
  21. აი რა ხდება ჩემი აზრით რუსებმა სააკიანცს დაუკარგეს სამაჩაბლოზე თავდასხმის ოცნება, პლიუს მაგას მათი მხრიდან საქართველოს ანექსიის შემთხვევაში ჩვენი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობა გამორიცხეს, რომ წამოსკუპდეს მთვრალი ვანია ტანკზე და ხვალ თვილისში დაგვიკრას თავი აპლოდისმენტებით თუ არ შევხვდებით დარხეული გვაქვს, ეს თემა მე მინდოდა წამომეწია მაგრამ მერე თავი შევიკავე აზრი არ აქვს რა ყველაფერი ისედაც ცხადი და ნათელია უფრო სხვა კუთხით რომ განგვეხილა უკეთესი იყო აი მაგალითად სააკიანცმა ზემოთაღნიშნულ სარაკეტო კომპლექსზე თქვა რომ საფრთხეს არ წარმოადგენს თურმე და რის საფუძველზე თქვა ეს მაგის გარჩევა უკეთესი იქნებოდა ნუ რა თქმა უნდა თუ ეს ფრაზაც გუშინდელი ხარისხიანი თოვლივით უაზროდ არ წამოისროლა.
×
×
  • შექმენი...