
LANA88
პლანეტელი-
პოსტები
135 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი LANA88
-
არასწორედ გიგრძნობს გული. იმიტომ რომ მის ქვეშ დამალულ ქაქს მაინც ჯობია. ბენდუქიძემ სააკაშვილის დაკვეთით.
-
მასეა და ამის შემდეგ კიდევ მეგობარია თურმე. ვინც ეს ობიექტები მათ ხელში ჩაუგდო ის კი გამყიდველია საკუთარი ერისა.
-
გმადლობთ
-
ჰო ხვალ იქნება თუ ზეგ, იქნება და ვისაც ამის არ გჯერავთ ვისაც გვჯერა გაგვატარეთ.
-
საქმე იმაშია რომ შენ წინსვლას ვერ ხედავ დაბოღმილობის გამო, შეადარე ჩვენი ჯარისკაცი და რუსეთის სალდატი, შეადარე ჩვენი პოლიციელი და რუსეთის მილიციელი, ეკონომიკას რაც შეეხება მასშტაბების გათვალისწინებით ბუნებრივი რესურსების გათვალისწინებით რუსეთზე ბევრად უკეთ შეგვიძლია განვითარება და განვვითარდებით კიდეც მათ გარეშე. აბა შენ რა გინდა სააკაშვილის ნაცვლად გიორგაძე ქუჩებში ძველი ბიჭები კლანები და ასე შემდეგ? ასეთი რამ საქართველოში აღარ მოხდება და ვინც იმ ძველ დროს მისტირის დიდხანს მოუწევს ტირილი ეხლა იმედია პოლიციისა და მილიციის შედარებას მამალ მიშისტობად არ აღიქვავ.
-
ვინ იძახის მერე რომ ნიშნავს? სიტყვაზე ვამბობ შენ რომ ხვალ საქართველოს პრეზიდენტი გახდე რას გააკეთებ?
-
მართალი ხარ, ძლივ პროგრესულად მოაზროვნე პიროვნებას არ შევხვდი. ჯერ პრიორიტეტი უნდა განისაზღვროს და შემდეგ გრანტი იქნება თუ საკუთარი სახსრები მის განვითარებას უნდა მოხმარდეს. რა არის დღეს საქართველოში უპირველეს ყოვლისა გასაკეთებელი აი ამაზე უნდა იყოს კამათი და არა რუსეთის დახმარებით ერთი ნაგიჟრის მეორეთი შეცვლის მცდელობაზე.
-
ჩემს პოსტებს კარგად რომ გადახედო დაინახავ ერთ ძირითადს საქართველო რუსეთის და ვაიმე მიშველეს ძახილის გარეშე. მამალი მიშისტის დაწერილს შენი პოსტები უფრო ჰგავს რადგან ის თუ შეფარვით მიიწევს უცხო სახელმწიფოების მიერ საქართველოს დეგრადაციისკენ შენ ამას ხმამაღლა აცხადებ. და, ეტა ტი ტაკ დუმაეშ კ საჟილენიუ. რუსეთი საქართველოს არ და ვერ ააყვავებს ლიმონივით ამოწურავს ქვეყნის ეკონომიკურ რესურსს და მერე ადამიანურზე გადავა.
-
სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება რომ სპეცსამსახურების უხილავმა ხელმა დაგამუშავა ერთ ახვარს ცვლიდნენ მეორეთი. არასწორედ გაგიგია იგივე მოვალეობები ჰქონდათ მის წინამორბედებსაც მაგრამ დიდი ხანი არ არის რაც ორმოში აღარ უბრახუნებ საბურავს და ელ ენერგიის მოსვლის შემდეგ ურას არარ იძახი. ჯენტლმენი ყოფილხარ, თუ უბრალოდ ნერვები არ გაქვს? რუსეთის როლს მაშინ ბიზანტიის იმპერია ასრულებდა. სამაგიეროდ ყივჩაღები და პაჭანიკები ჩამოყალიბებულან თურმე დემოკრატიულ ეთნოსად ამის თქმა გინდა?
-
მაგის სწავლება მე არ მჭირდება სამაგიეროდ კოლხები იბერები ლაზები ჭანები აფსუები აბაზგები იყვნენ ქართული წარმოშობის ტომები რომლებიც დამოუკიდებლადაც მშვენივრათ ახერხებდნენ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას და ვაიმე მიშველეს ძახილით არ დარბოდნენ იმიტომ ვერ ვაშენებთ რომ ჩვენი გასაკეთებელი სხვამ გვინდა რომ გააკეთოს არა ამ სიტყვების შემდეგ ვრწმუნდები რომ ყორღანაშვილი შემთხვევით არ მიხსენებია. მაგას არავინ უარყოფს რომ დაშვებულ იქნა უამრავი პოლიტიკური შეცდომა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სამშვიდობო სტატუსით შემოპარულმა გველმა ქვეყნის შიდა საქმეებში აფათუროს ხელი და ამის უფლება ჰქონდეს მხოლოდ იმიტომ რომ თურმე ოსები ეცოდება, ჩეჩნებს რა არა აქვთ თვითგამორკვევის უფლება? რატომ მოუწყო გენოციდი? ეგ გამოცდები შენს თანამოაზრეებს მოუწყვე იქნებ რაღაც გაიხსენონ და დედა რუსეთისკენ გეზი დედა საქართველოსკენ შეცვალონ.
-
მე მიშას არ ვადიდებ და საერთოდ არავის ვადიდებ ღვთის გარდა არც ნეიტრალური ვარ მე ვარ მისი როგორც პრეზიდენტის წინააღმდეგი იმიტომ რომ მმართველობაში შეცდომებს უშვებს და ავტოკრატიული რეჟიმით მართავს სახელმწიფოს არბევს მშვიდობიან აქციებს და ძალადობს ხალხზე პოლიციის დახმარებით მაგრამ კარგს რასაც აკეთებს მაგასაც ვხედავ და განსხვავება იცი რაშია აქ უმრავლესობა მარტო ცუდს ხედავს და კარგს დასცინის გზა ვჭამო იძახის გვირაბი რათ მონდა? სიღნაღი პატარა პარიზია იძახის ცინიკურად სვანები რაღამ გაახსენა, რა დროს შადრევნებია? ყველაფერს თავის სახელს თუ არ დაარქმევ ცუდს ცუდს და კარგს კარგს ობიექტური ვეღარ იქნები არჩევნები მოვა გავარდებიან და ქარიზმატულ ლიდერს აძლევენ ხმას მოგიჟმაჟო ელემენტები ევასებათ ამ დროს არავინ იცნობს ისეთ ობიექტურ პოლიტიკოსს როგორიცაა მაგალითად დავით უსუფაშვილი, ალასანია სიმპატიური როჟაა მოდი მას დავუჭიროთ მხარი კობამ ჩხუბი იცის, ძიძიგური კარგად ცეკვავს ბურჟანაძე ყინვაგამძლეა და ასეთი კრიტერიუმებით ირჩევს ხალხი ლიდერს თავში რა უყრია და რა მიზნები და სახელმწიფოს აღმშენებლობის როგორი პროგრამა აქვს იმას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ამიტომაც 2013 წლის შემდეგ უარეს ქაქში აღმოვჩნდებით ვიდრე დღეს ვართ.
-
მიშა ტიპიური დიქტატორია, ზოგჯერ ხალხს დიქტატორი ჭირდება, ზოგჭერ დემოკრატი მმართველი, ისე მედალს ორი მხარე აქვს და მხოლოდ უარყოფითის დანახვა არაობიექტურობაა. სვანეთის სიღნაღიზაციაო იცინოდა ვიღაც რა უკეთესია აშენებული სვანეთი დაწყნარებული ცხოვრებით თუ უშუქო ჭრაქის სინათლით მბჟუტავი დანგრევის პირას მისული კოშკები და გაუკაცრიელებული ბანდიტური მთა? შენება სჯობია თუ ნგრევა? ხალხი მშიერია იტყვის ვიღაც ეხლა რა სახელმწიფოს ბიუჯეტი გავყოთ თითოეულ სულ მოსახლეზე და დავურიგოტ? 2 თვეში შეიჭმება და ისევ მშიერმუცელა ხალხი დაგვრჩება პრეტენზიებით და პლიუს გაფხეკილი ბიუჯეტით, რაღაც რომ ჭამო ჯერ უნდა მოიპოვო ეს რაღაც, რატო იმაზე არ ვიძახი კარგი ქნა თქო როდესაც ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ობიექტები იყიდებოდა აქ უნდა აშენდეს ქართული ინდუსტრია ქართული ნაწარმი და ქართული ხელფასით ქართველი კაცი მაშინ შეჭამს პურს ერთი ახვრის მეორეთი შეცვლით ქვეყანა ჯერ არავის აუშენებია.
-
საქმეც ეგ არის რომ არ არის როგორი მტაცებელი ბარბაროსიც მაშინ იყო რუსეთი დღესაც იგივე მტაცებელი ბარბაროსია და სააკაშვილი აქ უკვე მეორეხარისხოვანი მტერი ხდება მგონი ნომერ პირველი მტერი კი ის ვისითაც იმედოვნებ. ეხლა იტყვი ყველაფერი პრეზიდენტის ბრალია მაგან მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდეო მართალი ხარ ასეა მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო ვერ იქნებოდა საქართველო ფორმალურად დამოუკიდებელი და რეალურად კი მონა როგორც ეს შევარდნაძის დროს იყო.
-
მე კი არა რუსეთის ხელისუფლება და მათგან დაზომბირებული მოსახლეობა ურევს, პუტინის I სურვილი საბჭოთა კავშირის აღდგენა. ეგენი მტაცებლები არიან მტრები მტაცებელი ბარბაროსი მტრები გაიგეთ რა ხალხნო კიდევ ერთხელ ხომ არ უნდა წაგვკუზოს რომ ამას მიხვდეთ. რომელ ლოიალურ ურთიერთობაზე ლაპარაკობ სახელმწიფოსთან რომელიც როგორც პატარა ნაბიჭვარს ისე გიყურებს. რომელიც არ გთვლის თანასწორად, რომელიც ეკონომიკურ ენბარგოს გიწესებს, რომელიც სავიზო რეჟიმს გიუქმებს, რომელიც შენი ეროვნების ადამიანებს სანთლით ეძებს სატვირთო თვითმფრინავზე ტვირთავს და ისე ყრის საკუთარი ქვეყნის საზღვრებიდან, რომელიც ქვეყნის ტერიტორიებს გართმევს, რომელიც დივერსიულ აქტებს გიწყობს, რომელიც ძმებს შვილებს მამებს გიხოცავს. ეს არ არის საკმარისი მიზეზი რომ იგი მტრად გამოაცხადო? თუ მეგობარია? მე არ მინდა მონობა არც ჩემი შვილი მინდა რომ ხახოლების მონა იყოს ვისაც უნდა ვასწავლი გზას რუსეთისაკენ.
-
ჰო მასეც იყო ყველაფერს იტანენ არქივი კი არ გადამწვარა ხელმისაწვდომია ყველასთვის განსაკუთრებით მათთვის ვისაც სუსტი მეხსიერება აქვს, მაგრამ როდესაც იგივე მონსტრებად გარდაქმნა დაიწყეს რომლებიც ძლივს მოიცილა ქართველმა ხალხმა შევარდნაძის თამადობით აქ უკვე დაამუხრუჭებინეს და არ მოეწონათ შეზღუდვები ამ საცოდავ ამბოხს კი თავი და ბოლო არ უჩანს მარტივი მიზეზის გამო ყველას პირველობა უნდა და ერთი გამორჩეული ლიდერი არ ყავთ სადაც განხეთქილებაა იქ ერთიანობა აღარ არის ჰო და გათიშე და იბატონე ეხლაც კარგად მოქმედებს ალასანია რო მოკროფონთან იხევა გადადექის ყვირილით და ამ დროს გრეჩიხა მიშასთან კაბინეტში მაყუთს ითვლის გავკარი ამათ შექმნილ ხელისუფლებასა და დემოკრატიულ სახელმწიფოს.
-
რუსეთის ორბიტას საქართველო კი არ დაუბრუნდება გიორგაძე, კიტოვანი, სამხედრო ხუნტა, დაბოღმილები ბურჯანაძეები, აბაშიძეები, ნოღაიდელები დაუბრუნდებიან ქურდებით ყაჩაღთა საძმოებით და მოღალატეებით საქართველო ნებაყოფლობით ავტორიტეტულ რუსეთს აღარ დაუბრუნდება, და ვისაც რუსეთის ორბიტაზე უნდა ბრუნვა მიბრძანდნენ ბატონო მიბრძანდნენ ოღონდ საქართველო დატოვონ თან ნუ მიათრევენ.
-
სად იყვნენ რუსები რომაელთა, სკვითთა, პონტოელთა, ურარტუელთა, არაბთა, მონღოლთა, თურქ სელჩუკეთთა, სპარსთა ჯანდაბათა და ოხრობათა შემოსევების დროს? არ მითხრა ეხლა მაგათ გვიხსნესო. საქართველო საკუთარი ძალებითაც შეძლებს დაკარგულის დაბრუნებას მაგრამ აქ უკვე როგორი ერი ყალიბდება იცი ღამის კლუბში მსხდომთა ერი რომელსაც უკანალის განძრევას სადღაც სირბილის და ვაიმე მიშველე შენი ჭირიმეს ძახილი და ფეხის ლოკვა ურჩევნია. აქ ააშენე და შენ ააშენე შენი სახელმწიფო. აბა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობაზე შესტკივა გული? ოსები და აფხაზები ისე ეცოდება რომ საკუთარ ჯარისკაცებს ტყვიაზე აგზავნის? პოლიტიკურად საღი აზროვნება მაშინ იბადება როდესაც პირადი ბოღმიანი მიზნებიდან არ გამომდინარეობს მოიშორე ბოღმა და ობიექტურად შეხედავ ამ მოვლენებს.
-
ნუ დამეთანხმები შენი ნებაა მაგრამ რატომ არის დღეს ბურჯანაძე ოპოზიციონერი? ხომ არ გგონია პოლიტიკური მრწამსის ან ხალხზე ზრუნვის გამო? არა გენაცვალე 1 ლარად ნაყიდი აგარაკი და თანამდებობა რომ ჩამოერთვა მაგიტომ, რუსეთშიც იმიტომ დარბის რომ ეგ ყველაფერი დაიბრუნოს ხომ არ გგონია რომ რიგითი მოქალაქის ინტერესების დაცვისათვის ფართხალებენ ამდენს.
-
ეგენიც არიან რა თქმა უნდა მაგრამ ისინიც არიან ვინც მე ვთქვი იცი რატომ? დღესვე რომ შესთავაზოს სააკაშვილმა ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობები და წართმეული ფული და აგარაკები დაუბრუნოს დღესვე სააკაშვილის მადიდებლები გახდებიან და ხვალ საკუთარ თანამებრძოლებს დაუწყებენ ბრძოლას. ისე ცნობისათვის ჩემს წინაპარს რუსეთის იმპერატორი პავლე I საკუთარ საძინებელში ჰყავს კატასავით მიხრჩობილი ფარდით
-
ბურჯანაძე, ნოღიდელი, ძიძიგური, კუკავა, გრეჩიხა, გავაგრძელო?
-
ჯეიმს ბონდობა არაფერ შუაშია ხომ ხარ მზად ყველანაირი მეთოდით გაუსწორდე პრეზიდენტს ჰო და თვითონ მოკალი რა სხვების დახმარებით გინდა მოიცილო და ამბებს შორიდან უყურო? ჰო და თუ მაგის თავი არ გაქვს რომ გაასაღო მაშინ ხმამაღალ განცხადებებსაც უნდა შეეშვა, შენ არ ხარ ის კაცი თავისი მრწამსის გულისთვის ყველაფერზე რომ წავა შენ ტელევიზორიდან გიყვარს მოვლენების თვალყურის დევნება და მერე სხვების ნამოქმედარის განსჯა. ლიკვიდიროვატ ცარია))))
-
იმიტომ რომ გეორგიევსკის ტრაქტატი რომ გაფორმდა თუ არ გეზარება წაიკითხე ამ ტრაქტატის პირობები და შეადარე იმას რაც მოხდა ისტორიულად. როგორ ფიქრობ სააკაშვილის რეჟიმს დაამხობს რუსეთი და მერე შენ გაჩუქებს ხელისუფლებას? ან ამ ძალათ ოპოზიციონერებს?
-
რუსეთი საბრთხეა და არა მარტო საქართველოსთვის და ასეც რომ არ იყოს არ მსურს იმ სახელმწიფოს ქვეშევდრომობა რომლებმაც ჩემი ძმები ნიჩბით ჩაჩეხა 9 აპრილს და შორს რომ აღარ წავიდეთ 2008 ცლის 8 აგვისტოს კიდევ ერთი სასაკლაო მოაწყო. პრეზიდენტს კი თუ მტრად აღიქვავ რუსეთთან კი არ უნდა გაიქცე კაცი ხარ და შენ თვითონ უნდა გაუსწორდე მე ქალი ვარ და ისევე რომ მძულდეს როგორც შენ მე თვითონ გავასაღებდი.
-
ცინიზმი არ არის საჭირო სააკაშვილი დღეს არის და ხვალ აღარ იქნება
-
როგორც გინდა, მე სხვა რაღაც ვთქვი და თუ კარგი ნათქვამის კარგი გამგები ხარ მაშინ გაიგე: მე სააკაშვილის მომხრე და მოქომაგე არასოდეს ვყოფილვარ მიუხედავად იმისა რომ ის როგორც ცუდს ასევე კარგსაც აკეთებს ეს ობიექტური აზრია. რაც შეეხება იმას რომ არ მოგვწონს და მისი რეჟიმის ერთადერთ გზად რუსეთს განიხილავ სწორედ ამ ფრაზამ გამაღიზიანა როგორ შეიძლება გონიერი ადამიანი რომელსაც სამშობლო უყვარს თეორიის დონეზე მაინც უშვებდე ასეთ რამეს და სხვებიც რომ აგყვნენ კიდევ ესე იგი ჩვენი წინაპრები გიჟები ყოფილან მათ რომ ებრძოდნენ ის პირტიტველა იუნკერები კმარელები კი არ იყვნენ 17, 18 წლის პატრიოტები იყვნენ, ილია გიჟი იყო? ორჯონიკიძეს მოღალატეს რატომ ეძახიან და ეხლა რა ვქნათ ერთი დამპალი პრეზიდენტისაგან გათავისუფლებას ვანაცვალოთ ქვეყნის ინტერესები? და რა გგონია რომ ასე თუ მოხდა ახალი ჩეჩნებივით წაკუზულები არ ეყოლებათ ქართველებიც? თუ პირზე კოცნას დაგვიწყებენ? ახალგორის მოსახლეობაზე რომ წუხდა აქ ვიღაც ცხინვალის მოსახლეობა უნახია რა დღეშია? ამათ სახურავი მაინც ადგათ და წვიმა არ ჩასდით, ის ოსები გინახიათ როგორ კვნესიან და ფრჩხილებს იკვნეტენ რუსის ჩექმის ქვეშ? ან გინდაც აფხაზები? არ არის ესე რა რანაირი დამპალი მთავრობა ან დიქტატორი პრეზიდენტიც არ უნდა გყავდეს მტერს არ უნდა შეეკრა აი ამიტომ დამწყდა გული ქართველი კაცი რომ ამას იძახდი და სხვებიც რომ აგყვნენ ისტორიამ მოღალატეების სახით ბაღვაშები ყორღანაშვილები მაყაშვილები და ორჯონიკიძეები რომ დაგვიტოვა იმათ სხვა კი არაფერი გაუკეთებიათ? ზუსტად ეს გააკეთეს.