Jump to content
Planeta.Ge

LANA88

პლანეტელი
  • პოსტები

    135
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი LANA88

  1. ჰოდა მარტო კუხნიაში რომ იცი მაგიტომ გიყენია მაგამედა ავატარად
  2. ჰო აბა სააკაძე აღარ გვყავს და ერთი ქართველი მხედარმთავარი ხომ სჭირდებათ ჩადრიდან ხელის გამოყოფაა აკრძალული და ალბათ კბილებით უჭირავთ კალამი მაგამედას რომ აძლევენ ხმას.
  3. არა შავგვრემანი ოღონდ ირანის შაჰს არ უთხრა
  4. არც შენ გინახავს ჩემი გინება და ღმერთმა არ განახოს მაგ კითხვაზე კი პასუხს მაშინ მიიღებდი ოდნავ კორექტული რომ ყოფილიყავი ჩემთან
  5. ჰო აბა ბრმა ვანგას და კაკულიებს დავუჯეროთ და სოფელი თვითონ აშენდება.
  6. მე ღამე მშვენივრად მძინავს დამოუკიდებელ საქართველოში ეს შენ გიფრთხობს ალბათ ძილს რუსეთის ნოსტალგია. რა იყო ჯერ მაგინე და ეხლა მეარშიყები?
  7. იმიტომ რომ დაუხოციათ მაგრამ დღეს ზანგი პრეზიდენტი ყავთ, ეს მტრები კი ხოცავდნენ კავკასიელებს და დღესაც ხოცავენ და კიდევ დახოცავენ მითხარი ერთი შემთხვევა მაინც როდის დაგეხმარა რამეში რუსეთი უანგაროდ და თუ ერთი მოგცა ათი როდის არ წაგართვა? რა ვერ ხვდებით რას ვიძახი თუ ხვდებით და პროსტო გიტყდებათ მაინც კაცები ვართ და აბა როგორ ვაღიაროთ ქალი რომ სიმართლეს ამბობსო.
  8. ჩემი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას გირჩევნია საკუთარი სამშობლოს საკუთარი ხელით აღმშენებლობაზე ისაუბრო
  9. იმას ვუბნობ ტო რომ იძახი რუსეთი ქვეყნის სუვერენიტეტს არ ხელყოფსო ეს ტყუილია გეყოლება პრეზიდენტი და იქნება მისი მონა გექნება სახელმწიფო და რუსეთის იურისდიქციის ქვეშ, ჯერ მარტო ოსებისა და აფხაზების ყოფას რომ შეხედოს გონიერმა ადამიანმა რუსეთისკენ აღარ უნდა მიათრევდე საკუთარ სამშობლოს, ხო კნავიან რუსების ჩექმის ქვეშ კიდევ იკნავლებენ და იმის უფლებაც აღარ ექნებათ დედა საქართველოს დაუბრუნდნენ, შენ ეხლა რა გინდა რომ თქვა რომ დანარჩენმა საქართველომაც იგივე უნდა ქნას რაც აფხაზებმა ქნეს? შემოგევლება მერე ერთი დიდი მავთულხლართი და დღეს რომ ფორუმზე თამამ ფრაზებს წერ ხვალ ამის უფლებაც წაგერთმევა დაგრჩება გადაგდებული და ამერიკაში მოტეხილი სააკაშვილი და ერთი დიდი მავთულხლართი ეს გინდა?
  10. რუსეთის მონა მორჩილია ყველა ვინც მის დაკრულზე ცეკვავს ასეთი მონა იყო საქართველოც მაგრამ აღარ არის და ეს რაღატომღაც გბოღმავს.
  11. ბავშვს ისედაც აქვს ზრდასრული ადამიანისთვის მიბაძვის მიდრეკილება და ამას მარტივად ამჩნევს ყველა ვინც ბავშვის თამაშს აკვირდება, ასე რომ ძალათ დიდად და თან ამ კლიპით ვერავინ გახდის რაც შეეხება ბავშვობაზე უარის თქმას ეს ცილისწამებაა ბავშვს ბავშვობაზე უარს ვერ ათქმევინებ იმიტომ რომ მისი აზროვნება დანსხვავდება ძალათოპოზიციონერი ვაიფსიქოლოგის აზროვნებიდან.
  12. ხახოლში სლავური ტომები იგულისხმება ზოგადად და შენ ვინ გითხრა რომ მე დასავლურ ორიენტაციას ვემხრობი? აი აქ არ უნდა შეცდე ზუსტად ადამიანი ეს არის ვაიმე მიშველეს ძახილი ძლიერზე მიტმასნების მანია გადარჩენისთვის სკოლაში რომ გაგლახავენ და მამიკოს დაუწყებ მიშველეს ძახილს იმის მაგივრად რომ ისწავლო როგორ გასცე პასუხი მჩაგვრელს. შენ თუ დღეს არ დაიწყე ქართული სახელმწიფოს შენება და რუსების და ამერიკელების იმედზე იყავი ხვალ შენს შვილს ეს იმედი დარჩება მხოლოდ. ისე უანგაროდ ღვთის მეტი არავინ არავის ეხმარება განსაკუთრებით სახელმწიფოები პს. ამერიკელები უფრო დემოკრატიული ღირებულებების მქონე ეთნოსად მიმაჩნია ვიდრე ის რუსები რომლებიც ქუჩაში ადამიანებს მხოლოდ იმიტომ ხოცავენ რომ კავკასიური გარეგნობა აქვთ.
  13. მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნება სწორედაც რომ სუვერენიტეტის თქმაზე უარს ნიშნავს ჩეჩნეთსაც ყავს მასე პრეზიდენტი კადიროვი აღმასრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება მაგრამ სუვენერულია? აფხაზეთს რომ სახელმწიფოებრიობის ნიშნების შემცველი ინსტიტუტები აქვს დამოუკიდებელია? გაგხდის მონას და მერე გინდა პრეზიდენტი დაირქვი და გინდა მეფე, რუსეთს არა აქვს პრობლემა მის იურისდიქციაში მოქცეულ მმართველებს პრეზიდენტები ერქმევათ თუ გუბერნატორები ეს რა თავის მოტყუებაა, რომელ კონფედერაციაზე საუბრობ რაღად გვინდა ასეთი სამაჩაბლო და აფხაზეთი თუ თბილისშივე ხახოლმა გიბრახუნა თავში.
  14. უზრდელსა და ღლეს შორის შენ განსხვავებას ვერ ხედავ? მე უზრდელი იმიტომ გიწოდე რომ შენი პოსტი რომელიც შემს პოსტს მიატმასნე ზრდილობიანი კაცის დაწერილს არ ჰგავდა.
  15. რას იტანს და ფულისა და თანამდებობის გულისთვის საკუთარი შეხედულებებისა და აზრების დაკონსერვებას და მიშა მიშას ყვირილს, დამცირებას ხელისბიჭობას აი ამას იტანდნენ სანამ ეგრეთწოდებული ოპოზიციონერები არ გახდებოდნენ და ხვალ რომ იგივე თანამდებობები და ფული დაუბრუნო კიდევ აიტანენ. ფულის ამღებიც და მიმცემიც ორივე ცუდია მაგრამ აქ იძახიან ფულის ამღები კარგია იმიტომ რომ მიტინგზე იმ მიმცემი ცუდის გინებას არ ერიდებაო. რაც შეეხება არქივს იმ ვიდეო მასალას ვგულისხმობ საინფორმაციო პროგრამებში გადმოცემულს სადაც ჩანს რომ ნებისმიერი დღევანდელი ეგრეთწოდებული ოპოზიციონერი გუშინ და გუშინწინ პოლიხრონიონს შეჰღაღადებდა მიშას. გმააადლობ, ისე შენ რას იზავდი ღლე რომ ეწოდებინათ შენთვის?
  16. ცდები სწორედ რობოტია სუბიექტური რადგან სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლია. ობიექტურობა კი რეალობის დანახვას და თეთრზე თეთრის თქმას ნიშნავს შავზე შავისას.
  17. ჩემს პოსტებში დაინახე მსგავსი რამ? მე უბრალოდ ობიექტური ვარ და ყოველთვის იმას ვიძახი რასაც რეალურად ვხედავ დავინახავ რომ ცუდს აკეთებს პრეზიდენტი ვიძახი რომ ცუდს აკეთებს კარგს როდესაც აკეთებს ამაზეც ცუდს აკეთებსო არ ვამბობ ბევრისგან განსხვავებით, რაც შეეხება იმას რომ ვიღაცას ისე სძულს მიშა რომ მზად არის მის დასამხობად მტერსაც კი გაუღოს კარები ეს არასწორედ მომაჩნია. და იცი რისი შედეგია? მისი მოცილების სხვა გზას ვეღარ ხედავს ადამიანი დემოკრატიულ გზას, ნაძალადევად გადაგდებული რომელი პრეზიდენტის შემდგომ დამყარებულა იდეალური წყობა საქართველოში? ან როგორ შეიძლება მსგავსი სისულელის დახეთქება რომ რუსეთი მოგვაშორებს მიშას და შემდეგ ქართველ პატრიოტებს გადასცემს ხელისუფლებას დაინახავს რა რომ ქართველი პატრიოტები მართავენ ქვეყანას ეგრევე დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და ოსეთს აი ბოღმა რას უშვრება ადამიანს მტრის მტრობას ივიწყებს და ასეთ მცდარ ოცნებებს უნვითარებს, რეალობა კი სხვანაირია, რომც მოხდეს სააკაშვილის ხელისუფლების რუსეთის დახმარებით დამხობა შენ და არც ერთ ქართველს აღარავინ გაგულავებს მერე გამოვლენ დიდი ნიჩბებით და როგორც 9 აპრილს ჩაჩეხეს ერი დღესაც ისე ჩაჩეხავენ ან ჩეჩნებივით გენოციდს მოგვიწყობენ ამის უამრავი მაგალითი არსებობს და რუსეთის მიერ უანგაროდ სხვა სახელმწიფოს დახმარებისა კი არც ერთი, რაღაც რომ არ მოეწონება ეგრევე გაზსადენს მივარდება და ევროპას აირს უკეტავს და რუსი შენ რამეს მოგცემს თუ არ წაგართვა აქეთ? საბჭოთა დროს რომ ვიხსენებთ აქ თუ პლეხანოვზე ერთსართულიანი ქოხების ნაცვლად ორსართულიანი ქოხები დადგეს სამაგიეროდ საქართველოდან და კიდევ სხვა რესპუბლიკებიდან გაზიდული რესურსებით ააშენეს თანამედროვე რუსეთი.
  18. მოგვაშორებს მაგ სააკაშვილს და გიორგაძეს დაგვაჯენს თავზე და ისევ შევარდნაძისდროინდელ საქართველოში დავბრუნდებით ოდნავ უარესში კიდევ. მე ამას არ ვამბობ. ვისაც დღევანდელი რეჟიმი არ მოწონს იმათგან ერთ ერთი ვარ მეც მაგრამ საქართველოს რუსეთიზაციას ვერასოდეს შევეგუები. მერე ასე აღარ იქნება და როგორც იქნება ამის ისტორიული მაგალითები წინ გიდევს.
  19. ასე ბოლშევიკები კი არა ქართველები მოქმედებდნენ და ქართულ მიწაზე იმიტომ გიდგას ფეხი.
  20. იმიტომ რომ სასოწარკვეთილი მოღალატეებისგან გაწმინდონ ერი. ჩემეული. რუსეთში არსებულ ვითარებას რომ ობიექტურად აფასებდე აღარ მოუწოდებდი აქ ყველას მოქმედებისკენ, რაც რბილად რომ ვთქვატ ღალატს ნიშნავს და მეტს არაფერს.
  21. უზრდელი ხარ ვიღაცა მე ეს იმიტომ დავწერე რომ ვის პოსტსაც ვპასუხობდი ის პიროვნება თვლის რომ რუსეთთან მიერთებით მსგავსი რამ როგორიცაა გირგვლიანის მკვლელობა აღარ განმეორდება, ამით მას დავანახვე რომ რუსეთში უარესი მკვლელობები ხდება შენ კი ჯერ დაწერილიდან შინაარსის გამოტანა ისწავლე ზრდილობასთან ერთად და მერე ირიტორიკოსე. მაგას ამბობ ზუსტად შენ როდესაც იძახი რომ რუსეთი გამოასწორებს ყველაფერს საქართველოში ასე რომ ეს ჟელეზნაია ლოგიკა სწორედაც შენი ლოგიკაა.
  22. მე მინდა ვთქვა რომ რუსეთთან მიერთების შემთხვევაში კიდევ ბევრი გირგვლიანის და რობაქიძის სისხლი დაიღვრება.
  23. ეს შენი წარმოსახვის ნაყოფია მე ასე არ ვთვლი. გირგვლიანის და რობაქიძეს მკვლელობა ტრაგედიაა მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ რომ რუსეთში ყოველთვიურად კვდება ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ჟურნალისტი.
  24. როგორ? რა ვქნათ? ომში დაღუპულ ვაჟკაცებს საფლავში ჩავაფურთხოთ და მათი ძვლების დამმარხველებს მივცეთ უკანალი? მე გარკვევით მიწერია რაც მინდა ლეოსი არ ვიცი.
  25. კითხვა დამიკონკრეტე, არქივი არქივია ტავტოლოგიაში ნუ ჩამომართმევ რა არქივზე უნდა მქონდეს საუბარი?
×
×
  • შექმენი...