Jump to content
Planeta.Ge

gege

პლანეტელი
  • პოსტები

    71
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი gege

  1. DonCaredo აი ეგ საერთაშორისო სასამართლოც ებრაელი მოსამართლე იქნებოდა და ამიტომ ერთად უნდა მოუხნას კაცობრიობამ დედა ისრაელს (და ერთდროულად ამერიკას). ეგრეც იქნება, ინ მაჰმუდ ვი თრასთ მერე სად ამბობს მუჰამედი ეთნიკური ნიშნით დაერიეთ და მოსპეთ ყველაო? საერთოდ არც ერთი რელიგია სიძულვილს და განადგურებას არქადაგებს! თქვენგან განსხვავებით ისე....
  2. babuagiorgi ისე მინდა ვკითხო ამ ხალხს. აი ხვალ რომ ისრაელმა ამ ორი ბიზნესმენის გამო სამხედრო აქცია გამართოს საქართელოს წინააღმდეგ, მაგალითად დაბომბოს თბილისი. აკეთებს ისრაელი ასეთ აქციებს. ბოლო წინა კვირას. ხო და "ღრუსების" კატეგორიაში ჩააყენებთ თუ მიესალმებით ამას? თვითონ კითხვა პასუხად არ ღირს, და იმედია ამას თქვენც ხვდებით, მისი აბსურდულობიდან გამომდინარე. უბრალოდ მაინტერესებს რატომ გიჩნდებათ აგრესიის გრძნობა როდესაც სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დაცვას ცდილობს? ეს ბიზნესმენები საერთაშორისო სასამართლომ გაამართლა და შესაბამისად იურიდიულად მართლებიც არიან. ასეთი გამოძალვის პოლიტიკით საქართველოში აუცილებლად აყვავდება ბიზნესი!
  3. Nukriko რას ქვია გავუმკლავდები თუ არა? მღვდელთან არ მივალ, რა გასამკვლავებელია ამაში? ცხოვრება ძალიან ბევრ სიურპრიზს გვტავაზობს, სამწოხაროდ ზოგიერთი მათგანი არც თუ ისე სასიამოვნოა.... ადამიანები ხშირად ვარდებიან დეპრესიაში, ეწყებათ სულიერი კრიზისი. ასეტ დროს, მხოლოდ რაციონალური მიდგომით შეიძლება მიხვიდე დასკვნამდე რომ გამოსავალი არ არსებობს. აი ასეთ დროს "გამკლავებაზე" გეკითხებით. მაგრამ რაციონალური ქმედებებით და ენთუზიაზმით ენთუზიაზმი თითონ როგორც ასეთი, რამდენად რაციონალურია?
  4. Nukriko ანუ თქვენთვის მტავარი არის "სწორი" და მნიშვნელობა არ ააქვ ამას "გაუმკლავდებით" თუ ვერა? ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთგვარად თქვენც იდეალისტი გამოდიხართ ამ შემთხვევაში?
  5. პოზიციის მკვეთრად დაფიქსირება, ამ კაცს ძალიან თავისებურად ესმის ეტყობა
  6. Nukriko როგორ გგონიათ ამის გარეშე უფრო "ადვილია" ცხოვრება თუ არა? Anima Libera თქვენ ათეიზმს და რაციონალიზმს ერთმანეთისგან მიჯნავთ?
  7. მთლად ეგრეც არ არის საქმე. მე პუტინზე ნამდვილად არ შემტკივა გული, მაგრამ ეგ რომ მოხდეს, ძალიან აირევა ყველაფერი. ჩრდილოეთ კავკასიაშI განსაკუთრებით. (რაც პირდაპირ აისახება ჩვენზე) კადიროვი მაგაალითად საერთოდ არ აღიარებს მედვედევს მგონი, მაგის "შეფი" და მამა მარჩენალი მხოლოდ პუტინია, სერიოზული "ბუნტისთავები" წამოყოფენ თავს და ჩვენთვის სახეირო არამგონია რამე მოხდეს. მაგას ჯობია თუ უბრალოდ ამ კაცს ჩაანაცვლებს ვინმე ცოტა გონიერი და პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი. ვისაც იმპერიული ზრახვების მაგივრად საკუთარი ქვეყნის წელში გამართვა და ნორმალურ, ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოს ქცევა ექნება მიზნად დასახული.
  8. თქვენს თვლით თუ არა საკუთარ თავს მატერიალისტად და რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ანუ მატერიალიზმის თქვენეული ახსნა მაინტერესებს და მიზეზი რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება.
  9. Nukriko გმადლობთ, საინტერესო ლინკი დადევით. ეს გასაგებია მაგრამ მე მხოლოდ ათეიზმის თემა არ მაინტერესბდა როდესაც ამ თემას ვხსნიდი, თქვენი ნაწერიდან, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა რომ თქვენ საკუთარ თავს მაიტერიალისტად მიიჩნევთ, (თუ ვცდები ბოდიშს გიხდით)შესაბამისად ძალიან გთხოვთ თქვენი საკუთარი სიტყვებით დაწეროთ რას ნიშნავს ეს თქვენთვის? საერთოდ როგორ გესმით ეს ტერმინი და თქვენი არჩევანი რამ განაპირობა. ამ თემაში კონკრეტული ადამიანების კონკრეტული მოსაზრებები თუ დაიდება , ვფიქრობ რომ გაცილებით საინტერესო იქნება
  10. Nukriko ხომ ვერ დამიკონკრეტებთ რომელ სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობით? სად შეიძლება მსგავსი სტატისტიკა მოვიძიო?
  11. Siknadomo ტერმინებთან ყველას თავისებური დამოკიდებულება გააჩნდა. გარდა ამისა ლათინურიდან, ბერძნულიდან და გერმანულიდან ნათარგმნ სიტყას კონტექსტიდან გამომდინარე ენიჭება მნიშვნელობა მთელ რიგ შემთხვევებში. ასე რომ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. რაც შეეხება შემეცნებას: „დეკარტი ამტკიცებს, რომ ცოდნა მუდამ საეჭვოა. იგი უდავო არასდროს არაა. აუცილებელია ვიპოვოთ კრიტერიუმი უეჭველი ცოდნის დასადგენად, და ამგვარს გამოცდილებაში ვერ ვიპოვით. ამიტომ ყველაფერი, რაშიც ეჭვი ლოგიკურად შეიძლება იქნეს შეტანილი, კი არ უნდა გადავაგდოთ, არამედ განზე უნდა გადავდოთ, მანამ, სანამ ჭეშმარიტის მცდარისაგან გასარჩევად საიმედო კრიტერიუმს ვიპოვით. ამგვარი კრიტერიუმის რაობას, კი იმგვარ ვითარებაში, იმგვარ საგანთან მიმართებაში ამოვიკითხავთ, რომელიც ყოველგვარ ეჭვს გაუძლებს. ამის შემდეგ უნდა დავუბრუნდეთ ძიების პროცესში ჩვენს მიერ დროებით განზე გადადებულ საგნებს და მათი ღირებულება შევაფასოთ. ჯერ-ჯერობით, ახალი არაფერი თქმულა. ემპირიული ცოდნისადმი უნდობლობის დასაბუთების მრავალი მცდელობა იყო წამოყენებული სკეპტიკოსებისა და იდეალისტების მიერ. მაგრამ დეკარტი ეჭვს იმაზეც ავრცელებს, რაც უმრავლესობას უეჭველად მიაჩნდა. იგულისხმება მათემატიკა და გეომეტრია. თითქოს, დეკარტისათვის, ანალიზური გეომეტრიის შემქმნელისათვის, უეჭველი უნდა იყოს მათემატიკური ცოდნა. დეკარტი ცოდნის ამ სახის უპირატესობას არ აურყოფს, მაგრამ მიაჩნია, რომ სრული უეჭველობის გარანტიას ეს ცოდნაც ვერ იძლევა. მათემატიკურ დასაბუთებაში დაეჭვების შესაძლებლობის საჩვენებლად, დეკარტი ახდენს ეჭვის რადიკალიზაციას: თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ჩვენი შემქმნელი კეთილი ღმერთი კი არ არის, არამედ ბოროტი გენიაა _ ბოროტი სულია, რომელმაც ისე შეგვქმნა, რომ უეჭველი გვეჩვენება ის, რაც სინამდვილეში მოჩვენებაა, რომ ჩვენ ყველანი ერთნაირი მრუდე სარკეები ვართ _ მაშინ მათემატიკურ დებულებებშიც შეიძლება შევიტანოთ ეჭვი. ე.ი. სინამდვილეში შესაძლებელია 2+2=5, მაგრამ ჩვენ ყველას გვეჩვენება, რომ 2+2=4. ამგვარ დაშვებაში ალოგიკური არაფერია. ასეთ შემთხვევაში, შემეცნებაში ადამიანისათვის რაიმე სიცხადესა და უეჭველობაზე ლაპარაკი ფუჭია. მაგრამ დეკარტი აქედანაც ნახულობს გამოსავალს. მისი აზრით, ადამიანს ამ შემთხვევაშიც რჩება ერთი და მოუცილებელი თვისება, რაც ეჭვისაგან ხელშეუხებელია. ესაა ლოგიკური მსჯელობის, აზრთა გამომდინარეობის სისწორის გაგების უნარი (რასაც ყველაზე რადიკალური სკეპტიკოსი და აგნოსტიკოსიც უშვებდა). უამისოდ შეეჭვებაც და უარყოფაც შეუძლებელი იქნებოდა.“ მაგრამ მე ამ შემთხვევაში თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს ვიდრე დეკარტის ან პლატონის. უბრალო ჩვეულებრივი ადამიანების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. Nukriiko ‘ათეიზმი რაციონალიზმით შეიარაღებული ძლიერი ძალაა, რომელსაც რელიგიურ არგუმენტების განეიტრალება შეუძლია და ათეიზმის გავრცელებისთვის კარგ გარემო-პირობების შექმნა შეუძლია..“ რატომ გგონიათ ასე? მაგალიტად ავიღოთ მეცხრამეტე საუკუნის ოციანი წლების ევროპა. აქ ათეიზმის დასანერგად უზარმაზარი სახელმწიფო მანქანები მუშაობდნენ. იყენებდნენ ყველაფერს ტერორით დაწყებული აგიტაცია პროპაგანდით დამთავრებული, ამას ხელს უწყობდა ის უზარმაზარი სამეცნიერო ტექნიკური ნახტომები რაც იმ პერიოდში კაცობრიობამ გააკეთა. შეუცნობელს აღარ „ბრალდებოდა“ უკვე ბევრი რამ. გარკვეულ შედეგსაც მიაღწიეს ამ კუთხით მაგრამ შენარჩუნება უკვე შეუძლეელი აღმოჩნდა ––– მთელი ევროპა 20_იან 30_იან წლებში ოკულტიზმმა მოიცვა. ასე რომ რას ეყრდნობით როდესაც ამას ბრძანებთ? თქვენი მსჯელობა რა არგუმენტებს ეფუძნება?
  12. Siknadmo თქვენი მსჯელობა ძალიან შემაშფოთებელ სახეს იღებს უკვე. საერთოდ მხატვრული ნაწარმოებები "ციდან" არ ვარდება, თემა და სიუჟეტი როგორც წესი რამეს ეყრდნობა. რატომ ცდილობთ ამტკიცოთ თითქოს საქართველოში ქართველები ვიღაცას ჩაგრავდნენ ეროვნული ნიშნით? ეს მაშინ როდესაც 2008 წლის აგვისტოშიც კი რუსულენოვანი მოსახლება თავს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უდაფრთხოდ გრძნობდა და არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა მათზე თავდასხმის? ფაქტი ასეთია --- ოები ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული ხალხია ქვემო ქართლში, ხოლო დღეს ცდილობენ ისტორიული ქართული მიწა წყალი მიისაკუთრონ. (ისე რომ იცოდეთ ჩრ. კავკასიაშიც ჩრ. ირანიდან მოვიდნენ) კადაფს რაც შეეხება მაგას უკვე ვერც პუტინი უშველის და ვღარც ჩავესი. მისი საქმე გადაწყვეტილია! ეს უკვე ამერკელებისთვისაც და ფრანგებისთვისაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ პრესტიჟის საქმეა. მოცემულ მომენტში რაღაცეების დაანგარიშება მიდის სავარაუდოდ (ლიბიაში ნავთობის საკმაოდ დიდი მარაგია) და სულ მალე კადაფის რეჟიმისგან არამგონია რაიმე ანგარიშგასაწევი ძალა დატოვონ მოკავშირეებმა.
  13. ძალიან უცნაურად მეჩვენება რომ ასეთი სათაურის მქონე თემაში, სამაჩაბლოში მიმდიინარე კონფლიკტის დეტალებზე იდება პოსტები. კიდევ უფრო უცნაურია ის რომ, ქვეყანაზე, სადაც არასოდეს არც ერთი ნაციის ჩაგვრის ან ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის მასობრიივ შემთხვევეას ადგილი არ ქონია იწერება მსგავსი პოსტები!!! რაც შეეხება ოსებს, მათ პრობლემები ყოველთვის ქონდათ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებთან, მუდმივი კონფლიქტის პირობებში უწევდათ არსებობა და ერთადერთ კეთილგანწყობილ მეზობლად ქართველები ყავდათ ყოველთვის! სამწუხაროდ ძალიან ცუდათ ახსოვთ ისტორია ზოგზოგიერთებს!!!
  14. ვინმემ ხომ არ იცით შკალა რომლის მიხედვითაც ფასდება ატომური სადგურის უსაფრთხოება რა კრიტერიუმების მიხედვით დგება? დღეს იაპონიის ატომური უსაფრთხოების სააგანტომ ცუნამის შედეგად დაზიანებული აეს_ების უსაფრთხოება 5 ბალით შეაფასა.
  15. qeti32 იძლევიან ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას. კონტრაქტზე ხელის მოწერამდეც შეგიძლიათ გაერკვეთ თუ რეალურად რას გთავაზობთ სადაზღვევო კომპანია. კონტრაქტის მოქმედების პერიოდშიც, გაუგებრობის ან პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მითითებულ ნომერზე, გაერკვევიან და თავად გადმოგირეკავენ. თუ ტელეფონით ვერ მოხერხდა მოგვარება შეგიძლიათ ოფისში მიბრძანდეთ. საჭიროების შემთხვევაში, მათი წარმომადგენელი გამოგყვებათ პრობლემის ადგილზე მოსაგვარებლად. Davidthebuilder იურისტის დახმარებაც შესაძლებელია. მსგავს შემთხვევაში, არამგონია იურიდიული კონსულტაციის გარეშე რაიმე აზრი ქონოდა მსგავსი სერვისის შექმნას.
  16. რაციონალიზმი, ასევე რაციონალისტური მოძრაობა ფილოსოფიური დოქტრინაა, რომლის მტკიცებით სინამდვილის შეცნობა შეიძლება განსჯითა და ფაქტების ანალიზით, რწმენის, დოგმისა ან რელიგიური სწავლების ნაცვლად. მის თავდაპირველ ფესვებს პლატონთან მივყავართ. რაციონალიზმს გარკვეული მსგავსება ახასიათებს იდეოლოგიითა და მოწოდებით ჰუმანიზმთან და ათეიზმთან, ვინაიდან ის იძლევა რელიგიურ ან ზებუნებრივ რწმენათა გარეთ სოციალური და ფილოსოფიური შემეცნების საფუძვლებს; თუმცა რაციონალიზმი ამ ორი მიმართულებისგან განსხვავდება, რაც შემდგომში მდგომარეობს: როგორც სახელი მიუთითებს, ჰუმანიზმი ხალხის თვითშეგნებასა და საყოველთაო ღირებულებებზე ამახვილებს ყურადღებას. მაშინ როცა რაციონალიზმი ჰუმანიზმის მთავარი კომპონენტია, ამასთან ჰუმანიზმის ძლიერი კომპონენტია ასევე ეთიკაც, რასაც რაციონალიზმი არ ითვალისწინებს. შედეგად, რაციონალისობა ჰუმანისტობას არ ნიშნავს. ათეიზმი, ღმერთის ან ღვთიურის ურწმუნობა, შეიძლება ნემისმიერ ბაზას ან საერთოდ არანაირ ბაზას ეყრდნობოდეს, მაშასადამე მას რაციონალიზმი არ სჭირდება. უფრო მეტიც, თავად რაციონალიზმი არც ამტკიცებს და არც უარყოფს ათეიზმს იდეალისტური ამ ფილოსოფიური მიმდინარეობის თანახმად სულიერება ითვლება პირველ ამომავალ მცნებებად, ხოლო მატერია, ბუნება, ფიზიკური სამყარო და მათი შემეცნება მეორადად, განპირობებულად. ამგვარად იდეალიზმი უპირისპირდება მატერიალიზმს. საინტერესო იქნებოდა თუ თქვენს მოსაზრებებს დაწერდით აღნიშნულ საკითხზე. რომელი მიდგომა უფრო მისაღებია თქვენთვის? რა უფრო მართებულად მიგაჩნიათ და რატომ?
  17. gendolf დიდი მადლობა ოპერატიული 512 აქვს. პრობლემა ხომ არ ექნება? Saturn თქვენც ძალიან დიდი მადლობა მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე ლეგალიზაციის გავლა რას ნიშნავს? ან ეგ როგორ კეთდება?
  18. მეგობრები თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ: ჩემი კომპიუტერი საკმაოდ მოძველდა, მიდა დავაყენო რაიმე ანტივირუსი, ოღონდ ისეთი რომ ძალიან არ გადატვირთოს ოპერატიული მეხსიერება. რამდენიმე დღეა ინტერნეტში ვეძებ, ვკითხულობ ინსტრუქციებს მაგრამ დილეტანტისთვის მაინც ძნელია გარკვევა. რას მირჩევთ რომელი დავაყენო? თუ გადმოსაწერ ლინკსაც დამიდებს დიდად მადლობელი დაგრჩებით წინასწარ გიხდით მადლობას!
  19. http://b.pix.ge/p/hukm6.jpg ალფრედ ჯეიმს პაჩინო დაიბადა 1940 წლის 25 აპრილს. ბრონქსში ნიუ იორკის ყველაზე მივარდნილ რაიონში იტალიელი ემიგრანტების ოჯახში. ალფრედი 2 წლის იყო როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა, ხოლო დედამ მუშაობისთვის დრო რომ დარჩენოდა ალფრედი მშობლებს მიაბარა აღსაზრდელად. ასე აღმოჩნდა პაჩინო 3 ოთახში 8 სიცილიელთან ერთად. ”ჩემი ბავშვობისა და ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი მარტოობაში გავატარე -- იგონებს მსახიობი--წარმოსახვაში ვქმნიდი პერსონაჟებს და შემდეგ მათი ცხოვრებით ვიწყებდიი ცხოვრებას” სკოლაში სწავლისას ალფრედი წარმატებით გამოდიოდა სასკოლო დადგმებში, მაგრამ როდესაც მან გადაწყვიტა მსახიობის პროფესია აერჩია დედამ ვერ გაუგო და არც აპატია. ალ პაჩინო ლი სტრასბერგის განთქმულ სამსახიობო სტუდიაში მოხვდა, მაგრამ მატერიალური პრობლემების გამო დიდ ხანს არ უსწავლია . მეგობრებთან ერთად კაფე ”გრინვიჩ ვილიჯ”-ში დაიწყო გამოსვლები. გამოსვლის შემდეგ ის ქუდით ხელში ჩამოუვლიდა ხოლმე დამსწრე პუბლიკას. ამ პერიოდში ხშირად მას ღამის გასათევიც არ ქონდა და მეგობრებთან უწევდა დარჩენა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ალ პაჩინოს ბროდვეიზე პატარა თეატრებში აქვს გამოსვლები. მისი რამდენიმე როლი საპატიო პრემიებით დაჯილდოვდა. ამის შემდეგ შემოდის მის ცხოვრებაში დიდი კინო. მან პირველი როლი კინოში ითამაშა ფილმში ”მე, ნატალი”(1969წ.) ფილმი წარმატებული გამოდგა, პაჩინომ წარმატებით განასახიერა მაკცრ და დაუნდობელ გარემოსთან ვერ შეგუებული და გზააბნეული ადამიანის როლი. პირველი როლიდანვე ალ პჩინო კრიტიკოსთა ყრადღების ცენტრში მოექცა. მორე როლი ფილმში ”პანიკა ნიდლ პარკში” ითამაშა (1971წ.) აქ მან ნარკომანი განასახიერა და იმდენად მოირგო პრსონაჟის ამპლუა რომ ცხორებაში პირველად ნარკოტიკებს გაუსინჯა გემო. მსოფლიო აღიარება ალ პაჩინოს ფილმში ”ნათლიმამა” (1972წ.) შესრულებულმა როლმა მოუტანა. მსახიობმა მოახერხა სწორად გაეხსნა და მაყურებლისთვის დაენახებინა მაფიოზური კლანის სათავეში მოსული ადამიანის, პიროვნული განადგურების პროცესი. მისი გმირი მაიკლი-- მაფიოზური კლანის ბოსის ვიტო კორლეონეს (მარლონ ბრანდო) უმცროსი შვილი და ”საქმის” მემკვიდრეა. დასაწყისში მაიკლი განათლებული, კეთილიდა წესიერი ახალგაზრდაა, რომელიც ფილმის ბოლოს ყველა მოწინააღმდეგეს განადგურებს და ”ნათლიმამა”- ად--კლანის დაუნდობელ ბოსად გვევლინება. ფილმის რეჟისორი კოპოლა დიდ ხანს ცდილობდა კინოსტუდია ”პარამაუნტი”-ს ხელმძღვანელობის დაყოლიებას--- ამ როლზე პაჩინო დაემტკიცებინათ. კინოსტუდიის მესვეურები მაიკლის როლში მეორე ამომავალ ვარსკვლავს-- ჯეკ ნიკოლსონს უფრო ხედავდნენ. საბოლოოდ რეჟისორმა თავისი გაიტანა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლისტანავე კრიტიკოსები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, ხოლო რომანის ავტორი მარიო პიუზო აღნიშნავდა: ”ალ პაჩინო--ეს მაიკლია, რომელიც მე ჩემს წარმოსახვაში შევქმენი. არასოდეს მიფიქრია რომ ფანტაზიისა და რეალობის ასეთი თანხვედრა შესაძლებელი იყო” ტრილოგიის პირველ სერიაში ალ პაჩინოს ჰონორარმა 35 ათასი შეადგინა, მეორე სერიაში(1974წ) 600 ათასი ხოლო მესამეში ეს რიცხვი უკვე ექვსი 0-ით გამოისახებოდა http://b.pix.ge/j/ufj9y.jpg
  20. პირველად პლაცებო სამედიცინო კონტექსტში მეთვრამეტე საუკუნეში იქნა მოხსენიებული. მეოცე საუკუნემდე პლაცებოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოიხსენიებდნენ როგორც -- ”აუცილებელი ტყუილ.”-ს პლაცებო-- ფიზიოლოგიურად ინერტული ნივტიერება, რომელიც გამოიყენება სამკურნალოდ. მისი გამოყენებისას დადებითი შედეგის მიღება დამოკიდებულია თავად პაციენტზე და პაციენტის მოლოდინზე. ტერმინი ”პლაცებოს ეფექტი” გამოიყენება არა მხოლოდ პრეპარატის სახით ჩატარებულ მკურნალობის შემთხვევაში არამედ საერთოდ, პლაცებო შეიძლება იყოს ნებისმიერი პროცედურის იმიტაცია , მაგალითად: გამოსხივებით მკურნალობა, (აპარატით ”ლაზეროთერაპიის” იმიტირება), საუბარი, ნებისმიერი რამ რაც ხელს უწყობს პაციენტის მოლოდინის მობილიზებას დადებითი ეფექტისადმი. პლაცებოს დასამზადებლად ძირითადად იყენებენ ლაქტოზას. პლაცებო -ეფექტის ხარისხი დამოკიდებულია როგორც პაციენტის თვითშთაგონების უნარზე, ასევე გარეფაქტორტა თანხვედრაზე. მაგალითად : აბის ზომასა და ფერზე, ექიმისადმი პაციენტის ნდობაზე ან იმ საავადმყოფოსადმი ან კლინიკისადმი ჩამოყალიბებულ განწყობაზე სადაც მკურნალობა მიმდინარეობს. ძირითადად ექიმი პლაცებოს უნიშნავს პაციენტს, რომელიც მიდრეკილია-- საკუთარ თავს შთააგონოს თითქოსდა მას რაიმე აწუხებს. პლაცებო ასევე გამოიყენება ფარმაკოლოგიაში როგორც საკონტროლო პრეპარატი ახალი სამკურნალო პრეპარატების გამოცდისას. კონკრეტულად ---სამკურნალო საშვალების ეფექტიანობის რაოდენობრივი შეფასების პროცედურაში. ერთ ჯგუფს აძლევენ პრეპარატს რომელიც ტესტირებას გადის და უკვე გამოცდილია ცხოველებზე, ხოლო მეორე ჯგუფ აძლევენ პლაცებოს. ახალმა პრეპარატმა, იმისათვის რომ ის ჩაითვალოს ვარგისად. უნდა აჩვენოს გაცილებით მაღალი შედეგი ვიდრე პლაცებომ, ასეთი ცდებისას დადებითი პლაცებო ეფექტი შეიმჩნევა საშვალოდ 5-10%. ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია დაავადების ტიპზე. არის შემთხვევები როდესაც ვლინდება უარყოფითი პლაცებო-ეფექტი 1-5%--პაციენტებისა განიცდის დისკომფორტს (თვლის რომ ამ წამალზე ალერგია მისცა, ან მომნელებელი სისტემა დაუზიანა ”წამალმა”)
  21. დოსტოევსკი ნამდვილად არაა ის მწერალი რომელიც ჯერ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ადამიანს შეიძლება ურჩიო წასაკითხად. სავსებით შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს მის ფსიქიკაზე. მის ყოველ ნაწარმოებში ღმერთისა და ადამიანის ძიებაა. ძალიან რთული თემებია წამოწეული და ღრმა ანალიზს მოითხოვს. აღსანიშნავია რომ მისიპერსონაჟები არც ”კარგები” არიან და არც ”ცუდები” - დეტალურადაა აღწერილი მათი ფსიქიკის მუშაობის მექანიზმი და ზუსტად ამ მექანიზმის ლოგიკის მიხედვით მოქმედებენ. ძირითადად სიბრალულის გრძნობას იწვევენ მკითხველში. მისი შემოქმედების ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს მისი უკანასკნელი რომანი ”ძმები კარამაზოვები”. ავტორს დაგეგმილი ქონდა ამ რომანის გაგრძელების დაწერაც. გაგრძელებას ამ რომანის პერსონაჟთა შორის დიალოგის სახით გეგმავდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოასწრო. დოსტოევსკის შემოქმედებამ მრავალ მწერალზე იქონია გავლენა. მათგან აღსანიშნავია შტეფან ცვაიგი, რომელიც დოსტოევსკის თავის მასწავლებლად მიიჩნევდა, მისით ასევე აღფრთოვანებული იყო გრიგოლ რობაქიძე (რომანი ”ჩაკლული სული”). დოსტოევსკის რომანების უმეტესობა ნათარგმნია ქართულ ენაზე,მაგრამ საერთოდ თუ არის შესაძლებლობა, მწერლის შემოქმედების გაცნობა ორიგინალში სჯობს.
×
×
  • შექმენი...